ავეჯის სახლ „ვერონას“ ქართულ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი იტალიური ბრენდი შემოყავს. უკვე კარგად ნაცნობი საძინებლის, მისაღების, სამუშაო კაბინეტისა და სამზარეულოს მოთხოვნად მოდელებსა და კოლექციებს მომხმარებელი ახლა კიდევ უფრო მრავალფეროვანი სახით იხილავს. როგორც ავეჯის სახლში აცხადებენ, თანამედროვე ტრენდებისთვის ფეხის აწყობა მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
„დაარსების დღიდან „ვერონას“ დიზაინერები ესწრებიან მილანში გამართულ ავეჯის მსოფლიო ფესტივალებს და მოლაპარაკებებს წამყვან იტალიურ ბრენდებთან აწარმოებენ. შედეგად, ქართველი მომხმარებელი იღებს ზუსტად ისეთსავე ხარისხს და ტრენდს, რასაც ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე,“- აცხადებს ავეჯის სახლის დირექტორი.
ქართულ ბაზარზე დიდი მოწონებისა და დაინტერესების გაჩენის შედეგად, მრავალფეროვან არჩევანზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც „ვერონამ“ საინტერესო სიახლეებით უპასუხა: სამზარეულოების ხაზს Lube-სა და Home Cuccine-ის პროდუქცია შეემატა, რბილი ავეჯის სექციაში Lecomfrot-სა და Alberta-ს ვიხილავთ, ხოლო კლასიკური მიმდინარეობის ავეჯის შოურუმებს Giorgio Casa დაამშვენებს.
ავეჯის სახლში მოსულებს მუდმივად ცვალებადი ინტერიერი და განახლებადი შოურუმები დახვდებათ. საცხოვრებელთან მიახლოებული გარემოს მოდელირება აუცილებელია ავეჯის ყველა პლუსის წარმოსაჩენად, რათა მომხმარებლებმა სწორი არჩევანი გააკეთონ. რაც მთავარია, მათ შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ, როგორც მზა კოლექციები, ასევე გააკეთონ ინდივიდუალური შეკვეთა.
„ვერონას“ მორიგი სასიხარულო ამბავი მასთან წარმოდგენილ და ქართულ ბაზარზე უკვე კარგად ნაცნობ ბრენდს, სამზარეულო ტექნიკის ჩემპიონ Smeg-ს უკავშირდება. როგორც მილანის წლევანდელ ფესტივალზე გახდა ცნობილი, მისი პროდუქციის ვიზუალურ გაფორმებაზე Dolce & Gabbana იზრუნებს და ქართველი მომხმარებელი ამ წარმატებული კოლაბორაციის შედეგს აქვე, „ვერონას“ შოურუმში იხილავს!
გემოვნება, რომელიც არასდროს ცდება, ხარისხი, რომელიც არასდროს გაგიცრუებთ იმედს, ბრენდები, რომელთა ფლობაც თქვენი ძლიერი მხარე გახდება და ტრენდები, რომლებიც კიდევ უფრო გაახლოებს იდეალურთან, შესაძლებელია ავეჯის სახლ „ვერონაში“, აღმაშენებლის მე-5 კილომეტრი.