სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება - რა ღონისძიებებია დაგეგმილი 20-ზე მეტ ქალაქში
დღეს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება - რა ღონისძიებებია დაგეგმილი 20-ზე მეტ ქალაქში

დღეს, თბი­ლის­სა და 20-ზე მეტ ქა­ლაქ­ში, კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი - ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა ცნო­ბით, დღის გან­მავ­ლობ­ში მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლია კარ­ნა­ვა­ლის ტი­პის კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი აღ­ლუ­მე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ფე­ნე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი და სხვა­დას­ხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან.

“18 მა­ისს, დი­ლით, ჩო­ხა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ბა­ი­კე­რე­ბი შე­მო­ივ­ლი­ან თბი­ლი­სის ქუ­ჩებს, სა­მო­სის დღეს და­ა­ა­ნონ­სე­ბენ და მო­ქა­ლა­ქე­ებს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­მო­სით ქუ­ჩებ­ში გა­მოს­ვლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. თბი­ლის­ში მთა­ვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ახალ აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. გა­მო­ფე­ნე­ბი და კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი მსვლე­ლო­ბა 18:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყე­ბა. 19:00 სა­ა­თი­დან მა­ყუ­რე­ბელს სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ცერ­ტე­ბი ელის: სან­დრო ნი­კო­ლა­ძის ბენ­დი “მუ­სი­კა­ლუ­რი ელარ­ჯი“, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ახა­ლი თა­ო­ბა, “ეგა­რი“, ბენ­დი Refresh -ი & თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი & მა­რი­ამ აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი, ბენ­დი “ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი“, “შავ­ფა­როს­ნე­ბის“ საჩ­ვე­ნე­ბე­ლი შოუ.

18 მა­ი­სი იქცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბულ დღედ, როცა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ერ­თდრო­უ­ლად მარ­თავს მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და კარ­ნა­ვა­ლის ტი­პის კოს­ტი­უ­მი­რე­ბულ აღ­ლუ­მებს. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ღია ცის ქვეშ გა­ცო­ცხლე­ბულ მუ­ზე­უ­მად იქ­ცე­ვა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა სხვა­დას­ხვა ფორ­მით ქუ­ჩებ­ში გა­მო­ი­ფი­ნე­ბა.

ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის დღემ მთელს ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კამ­პა­ნი­ის სახე მი­ი­ღო. რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ამ დღით სტუმ­რებს ეროვ­ნულ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, მთაწ­მინ­დის პარ­კმა სა­მო­სის დღე სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით აღ­ნიშ­ნა პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის დღე სა­ზღვარ­გა­რეთ 12 ქა­ლაქ­ში აღ­ნიშ­ნეს ქარ­თულ­მა დი­ას­პო­რებ­მა და სა­ელ­ჩო­ებ­მაც. მათ შო­რის, ვა­შინგტონ­ში, ლონ­დონ­ში, დუბ­ლინ­ში, კი­ევ­ში და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში. ამ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ტუ­რის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უკეთ გაც­ნო­ბას შეძ­ლე­ბენ. შე­საძ­ლოა მო­მა­ვალ­ში ეს დღე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად იქ­ცეს, რო­გორც ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­დი­ან ტუ­რის­ტე­ბი ის­ტო­რი­უ­ლი კა­რა­ნა­ვა­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად“, - ნათ­ქვა­მია ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის დღის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

დღეს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება - რა ღონისძიებებია დაგეგმილი 20-ზე მეტ ქალაქში

დღეს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება - რა ღონისძიებებია დაგეგმილი 20-ზე მეტ ქალაქში

დღეს, თბილისსა და 20-ზე მეტ ქალაქში, კოსტიუმირებული დღესასწაული - ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. ორგანიზატორთა ცნობით, დღის განმავლობში მთელს საქართველოში დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან.

“18 მაისს, დილით, ჩოხაში გამოწყობილი ბაიკერები შემოივლიან თბილისის ქუჩებს, სამოსის დღეს დააანონსებენ და მოქალაქეებს ნაციონალური სამოსით ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. თბილისში მთავარი ღონისძიებები ახალ აღმაშენებელზე გაიმართება. გამოფენები და კოსტიუმირებული მსვლელობა 18:00 საათიდან დაიწყება. 19:00 საათიდან მაყურებელს საინტერესო კონცერტები ელის: სანდრო ნიკოლაძის ბენდი “მუსიკალური ელარჯი“, სუხიშვილების ახალი თაობა, “ეგარი“, ბენდი Refresh -ი & თორნიკე ყიფიანი & მარიამ აბდუშელიშვილი, ბენდი “ჩვენებურები“, “შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ.

18 მაისი იქცა საზოგადოების მიერ თვითორგანიზებულ დღედ, როცა მთელი საქართველო ერთდროულად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ აღლუმებს. მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინება.

ეროვნული სამოსის დღემ მთელს ქვეყანაში საზოგადოებრივი კამპანიის სახე მიიღო. რამდენიმე ცნობილი სასტუმროს მომსახურე პერსონალი ამ დღით სტუმრებს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ემსახურებოდა, მაგალითად, მთაწმინდის პარკმა სამოსის დღე საკუთარი ძალებით აღნიშნა პარკის ტერიტორიაზე. გასულ წელს საქართველოს ეროვნული სამოსის დღე საზღვარგარეთ 12 ქალაქში აღნიშნეს ქართულმა დიასპორებმა და საელჩოებმაც. მათ შორის, ვაშინგტონში, ლონდონში, დუბლინში, კიევში და კიდევ რამდენიმე ქალაქში. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები და ტურისტები საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობას შეძლებენ. შესაძლოა მომავალში ეს დღე საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცეს, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში ჩადიან ტურისტები ისტორიული კარანავალების სანახავად“, - ნათქვამია ეროვნული სამოსის დღის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი