პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილება აქციის ორგანიზატორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც შს სამინისტრომ მათ მიერ განყოფილებაში გადაყვანილი ორგანიზაციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები გაათავისუფლა.
"ქართული მარშის“ წარმომადგენლების განცხადებით, მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია უახლოეს დღეებში გავრცელდება. პარლამენტთან ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წარმომადგენლები დღეს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებულ აქციებს აპროტესტებდნენ და კონტრაქციას მართავდნენ.