პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
22 წლის ბიჭს, რომელიც ლგბტ აქტივისტზე თავდასხმისთვის დააკავეს, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
22 წლის ბიჭს, რომელიც ლგბტ აქტივისტზე თავდასხმისთვის დააკავეს, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

22 წლის მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან გა­მარ­თულ ან­ტიჰო­მო­ფო­ბი­ურ აქ­ცი­ა­ზე გა­მომ­სვლელს თავს და­ეს­ხა, სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შს სა­მი­ნის­ტროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­მა­კა­ცი და­კა­ვე­ბუ­ლია სსსკ-ის 126-ე მუხ­ლით, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს შემ­დეგ სას­ჯელს:1. სის­ტე­მა­ტუ­რი ცემა ან სხვაგ­ვა­რი ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ან ფსი­ქი­კუ­რი ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ არ მოჰ­ყო­ლია ამ კო­დექ­სის 117-ე ან 118-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­დე­გი,- ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით ვა­დით ორ წლამ­დე ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერ­თი­დან სამ წლამ­დე.

2. იგი­ვე ქმე­დე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი:

ა) ორი ან მეტი პი­რის მი­მართ;

ბ) დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ორ­სუ­ლი ქა­ლის მი­მართ;

გ) და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ან მისი ახლო ნა­თე­სა­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

დ) დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის, უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის ანდა დამ­ნა­შა­ვე­ზე მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ან სხვაგ­ვა­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლის მი­მართ;

ე) მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

ვ) შეკ­ვე­თით;

ზ) რა­სობ­რი­ვი, რე­ლი­გი­უ­რი, ეროვ­ნუ­ლი ან ეთ­ნი­კუ­რი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის გამო;

თ) სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით,- ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ოთხი­დან ექვს წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე ან უა­მი­სოდ.ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას შე­ფა­სე­ბით, დღე­ვან­დელ­მა აქ­ცი­ამ ჩა­ი­ა­რა მშვი­დო­ბი­ა­ნად და აქ­ცი­ის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს მი­ე­ცა სა­კუ­თა­რი აზ­რის თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლე­ბო­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: და­კა­ვე­ბა კან­ცე­ლა­რი­ას­თან - მო­ქა­ლა­ქემ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შე­ა­გი­ნა და სა­ვა­რა­უ­დოდ, ხელი გა­არ­ტყა

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

22 წლის ბიჭს, რომელიც ლგბტ აქტივისტზე თავდასხმისთვის დააკავეს, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

22 წლის ბიჭს, რომელიც ლგბტ აქტივისტზე თავდასხმისთვის დააკავეს, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

22 წლის მამაკაცს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ანტიჰომოფობიურ აქციაზე გამომსვლელს თავს დაესხა, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განუცხადა, აღნიშნული მამაკაცი დაკავებულია სსსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს შემდეგ სასჯელს:1. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;

ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

გ) დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;

დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;

ე) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;

ვ) შეკვეთით;

ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;

თ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.ლონდა თოლორაიას შეფასებით, დღევანდელმა აქციამ ჩაიარა მშვიდობიანად და აქციის ყველა მონაწილეს მიეცა საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებობა.

იხილეთ ვიდეო: დაკავება კანცელარიასთან - მოქალაქემ აქციის მონაწილეებს შეაგინა და სავარაუდოდ, ხელი გაარტყა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს