"ქართული მარშის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მათი დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსთაველის გამზირის გადაკეტვით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეებს არ დაუკონკრეტებიათ ვადა, თუ რომელ საათამდე აძლევენ ხელისუფლებას დროს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათი დაკავებული ლიდერები და თანამოაზრეები უახლოეს საათებში უნდა გათავისუფლდნენ.