პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი მომწონს... ადრე, უბრალოდ ვმეგობრობდით" - როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება და რა სიახლეა მის პირადში
"ერთი მომწონს... ადრე, უბრალოდ ვმეგობრობდით" - როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება და რა სიახლეა მის პირადში

მსა­ხი­ო­ბი ცუცა კა­პა­ნა­ძე აშშ-ში კომ­პა­ნია "დენ­სინგ ქრე­ინ­თან" ("მო­ცეკ­ვა­ვე წერო") არ­სე­ბულ, ნიუ-იორ­კის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრში მუ­შა­ობს. ის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი და ქარ­თუ­ლი სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლია; ასე­ვე, სა­ბავ­შვო (4-დან 10 წლამ­დე) თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ნიუ-იორ­კის ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახ­ლავთ.

რო­გორც ცუცა ამ­ბობს: ქარ­თვე­ლი პე­და­გო­გე­ბი ბავ­შვებს ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა­სა და თე­ო­რი­ულ საგ­ნებს ას­წავ­ლი­ან, ისი­ნი აქ ჭეშ­მა­რი­ტი ქარ­თვე­ლე­ბი იზ­რდე­ბი­ან, ქარ­თულ კულ­ტუ­რა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბას ეზი­ა­რე­ბი­ან. 17 მარტს ჩვე­ნი ცენ­ტრის 22 წლის იუ­ბი­ლე გვქონ­და. იგი ამე­რი­კელ­მა და­ა­არ­სა, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა ძა­ლი­ან უყ­ვარს და სწო­რედ მან გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა აქ ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი, რომ სუ­ლი­ე­რად არ გავ­ტყდით. ერთი დიდი ლა­მა­ზი ოჯა­ხი ვართ, არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნი აღვზარ­დეთ. ჩვენ­თან უკ­რა­ი­ნე­ლი, რუსი, ჩი­ნე­ლი ბავ­შვე­ბიც და­დი­ან, შე­რე­უ­ლი ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბი.

ნიუ-იორ­კის ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი...

- ჩემ­თვის მე­ო­რე სახ­ლია, რო­მელ­მაც სამ­შობ­ლოს­გან შორს მყო­ფი გა­და­მარ­ჩი­ნა. როცა მე აქ ჩა­მო­ვე­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, სამ­სა­ხუ­რი არ მქონ­და. თე­ატ­რში ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხელ­ფა­სი მქონ­და, სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტე­ბი კი გა­ჩერ­და. მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, შან­სი გაქვს, მწვა­ნე ბა­რა­თი მი­ი­ღო და აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე გახ­დე, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვაო და მეც და­ვუ­ჯე­რე. ჩა­მოს­ვლი­დან ექვს თვე­ში მწვა­ნე ბა­რა­თი მი­ვი­ღე. ასე "გა­დავ­რჩი" მეც და ჩე­მი­ა­ნებ­საც და­ვეხ­მა­რე.

"პა-სე­ან­სი"...

- სხვა­თა შო­რის, 13 აპ­რილს "პა-სე­ან­სი" 26 წლის გახ­და. სი­ცი­ლი სა­უ­კე­თე­სო მკურ­ნა­ლია, ეს მეც­ნი­ე­რებ­მა და­ამ­ტკი­ცეს და "პა-სე­ან­სი" ზუს­ტად სი­ცილ­თან ასო­ცირ­დე­ბა. 90-იანი წლე­ბის პირ­ვე­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მა იყო მსა­ხი­ო­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მელ­მაც მა­ყუ­რე­ბელს ის მძი­მე პე­რი­ო­დი გა­და­ა­ტა­ნი­ნა. ოთხშა­ბათ დღეს ყვე­ლა ელო­და. სი­მარ­თლე გი­თხრა, ის დრო ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა. რთუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე კარ­გი პე­რი­ო­დი იყო, ადა­მი­ა­ნებს შო­რის თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იგ­რძნო­ბო­და, ერ­თმა­ნეთს უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ, მე­გობ­რებ­სა და მე­ზობ­ლებს შო­რის შური არ იყო. ახლა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, ამ­დე­ნი ბოღ­მა სა­ი­დან აქვთ? ინ­ტერ­ნეტ­ში ერ­თმა­ნეთს მი­წას­თან ას­წო­რე­ბენ...

თეთ­რი ბაფ­თა თმა­ზე...

- რა თქმა უნდა, "მერ­ვეკ­ლა­სელ­თან" ასო­ცირ­დე­ბა. ასე­ვე, სკო­ლას­თან: ჩან­თა, თეთ­რი წინ­სა­ფა­რი, შავი ფორ­მა, რო­მელ­საც ჩვენ, საბ­ჭო­თა ბავ­შვე­ბი ვა­ტა­რებ­დით. ფრი­ა­დოს­ნო­ბით ვერ და­ვიკ­ვეხ­ნი­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი სიმ­ღე­რა­ში, ცეკ­ვა­ში, იუ­მორ­ში. ცხო­ნე­ბუ­ლი მა­მა­ჩე­მი სულ მა­შა­ყი­რებ­და, გავ­ლა-გა­მოვ­ლა­ში, ფი­ზკულ­ტუ­რა­სა და ხატ­ვა­ში ხუ­თე­ბი გი­წე­რია, და­ნარ­ჩე­ნი რავა შენ­სა­ვით არე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი გყავ­სო (იცი­ნის). ბავ­შვო­ბა სა­ო­ცა­რი იყო, ბევ­რი კარ­გი მო­გო­ნე­ბა მაქვს. ბი­ჭებ­თან ერ­თად ლახტს, "გრძელ ვირს" ვთა­მა­შობ­დი - მე­ა­თე კლა­სის გო­გო­ნე­ბი და ბი­ჭე­ბი ერ­თმა­ნეთს ახ­ტე­ბოდ­ნენ ზურ­გზე. ახლა რომ ეს ქნან, წარ­მო­გიდ­გე­ნია, რა მოხ­დე­ბა (იცი­ნის). სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა, სხვა­ნა­ი­რი მე­გობ­რო­ბა იყო...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ერთი მომწონს... ადრე, უბრალოდ ვმეგობრობდით" - როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება და რა სიახლეა მის პირადში

"ერთი მომწონს... ადრე, უბრალოდ ვმეგობრობდით" - როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება და რა სიახლეა მის პირადში

მსახიობი ცუცა კაპანაძე აშშ-ში კომპანია "დენსინგ ქრეინთან" ("მოცეკვავე წერო") არსებულ, ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრში მუშაობს. ის გენერალური მენეჯერი და ქართული სკოლის ხელმძღვანელია; ასევე, საბავშვო (4-დან 10 წლამდე) თეატრის ხელმძღვანელი და ნიუ-იორკის ქართული თეატრის მსახიობი გახლავთ.

როგორც ცუცა ამბობს: ქართველი პედაგოგები ბავშვებს ხელოვნების სხვადასხვა სახეობასა და თეორიულ საგნებს ასწავლიან, ისინი აქ ჭეშმარიტი ქართველები იზრდებიან, ქართულ კულტურასა და ხელოვნებას ეზიარებიან. 17 მარტს ჩვენი ცენტრის 22 წლის იუბილე გვქონდა. იგი ამერიკელმა დააარსა, რომელსაც ქართული კულტურა ძალიან უყვარს და სწორედ მან გადაგვარჩინა აქ ქართველი ხელოვანები, რომ სულიერად არ გავტყდით. ერთი დიდი ლამაზი ოჯახი ვართ, არაერთი წარმატებული ხელოვანი აღვზარდეთ. ჩვენთან უკრაინელი, რუსი, ჩინელი ბავშვებიც დადიან, შერეული ოჯახების შვილები.

ნიუ-იორკის ქართული თეატრი...

- ჩემთვის მეორე სახლია, რომელმაც სამშობლოსგან შორს მყოფი გადამარჩინა. როცა მე აქ ჩამოვედი, საქართველოში, ფაქტობრივად, სამსახური არ მქონდა. თეატრში ძალიან დაბალი ხელფასი მქონდა, სატელევიზიო პროექტები კი გაჩერდა. მეგობრებმა მითხრეს, შანსი გაქვს, მწვანე ბარათი მიიღო და აშშ-ის მოქალაქე გახდე, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვაო და მეც დავუჯერე. ჩამოსვლიდან ექვს თვეში მწვანე ბარათი მივიღე. ასე "გადავრჩი" მეც და ჩემიანებსაც დავეხმარე.

"პა-სეანსი"...

- სხვათა შორის, 13 აპრილს "პა-სეანსი" 26 წლის გახდა. სიცილი საუკეთესო მკურნალია, ეს მეცნიერებმა დაამტკიცეს და "პა-სეანსი" ზუსტად სიცილთან ასოცირდება. 90-იანი წლების პირველი იუმორისტული გადაცემა იყო მსახიობების მონაწილეობით, რომელმაც მაყურებელს ის მძიმე პერიოდი გადაატანინა. ოთხშაბათ დღეს ყველა ელოდა. სიმართლე გითხრა, ის დრო ძალიან მენატრება. რთული, მაგრამ ყველაზე კარგი პერიოდი იყო, ადამიანებს შორის თბილი დამოკიდებულება იგრძნობოდა, ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ, მეგობრებსა და მეზობლებს შორის შური არ იყო. ახლა ყველაფერი შეიცვალა. გაოცებული ვარ, ამდენი ბოღმა საიდან აქვთ? ინტერნეტში ერთმანეთს მიწასთან ასწორებენ...

თეთრი ბაფთა თმაზე...

- რა თქმა უნდა, "მერვეკლასელთან" ასოცირდება. ასევე, სკოლასთან: ჩანთა, თეთრი წინსაფარი, შავი ფორმა, რომელსაც ჩვენ, საბჭოთა ბავშვები ვატარებდით. ფრიადოსნობით ვერ დავიკვეხნიდი, მაგრამ ძალიან აქტიური ვიყავი სიმღერაში, ცეკვაში, იუმორში. ცხონებული მამაჩემი სულ მაშაყირებდა, გავლა-გამოვლაში, ფიზკულტურასა და ხატვაში ხუთები გიწერია, დანარჩენი რავა შენსავით არეული ნიშნები გყავსო (იცინის). ბავშვობა საოცარი იყო, ბევრი კარგი მოგონება მაქვს. ბიჭებთან ერთად ლახტს, "გრძელ ვირს" ვთამაშობდი - მეათე კლასის გოგონები და ბიჭები ერთმანეთს ახტებოდნენ ზურგზე. ახლა რომ ეს ქნან, წარმოგიდგენია, რა მოხდება (იცინის). სხვა ურთიერთობა, სხვანაირი მეგობრობა იყო...განაგრძეთ კითხვა