პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირდაპირ თქვა, რომ ორი პირი სარალიძეს ფარდულში ბასრ საგანს უტყამდა" - რა ჩვენება მისცა გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა
"პირდაპირ თქვა, რომ ორი პირი სარალიძეს ფარდულში ბასრ საგანს უტყამდა" - რა ჩვენება მისცა გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა

ბრალ­დე­ბულ­მა პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და, რომ ორი პირი ფარ­დულ­ში მყოფ და­ვით სა­რა­ლი­ძეს კონ­კრე­ტულ ბასრ სა­განს უტყამ­და, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა, რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თლოს დღეს ჩვე­ნე­ბა მის­ცა, პირ­და­პირ და­ა­დო ხელი ორ პირს და ისი­ნი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში ამ­ხი­ლა. ამას­თან, კა­კა­ბა­ძის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბა ამ­ყა­რებს ექ­სპერ­ტი­ზის იმ დას­კვნას, რო­მე­ლიც საქ­მე­ში დევს.

"ბრალ­დე­ბულ­მა პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და, რომ ორი პირი ფარ­დულ­ში მყოფ და­ვით სა­რა­ლი­ძეს ურტყამ­და კონ­რე­ტულ ბასრ სა­განს. ერთი მათ­გა­ნი ურტყამ­და მარ­ცხე­ნა მხრი­დან, მე­ო­რე კი მარ­ჯვე­ნა მხრი­დან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოწ­მის ჩვე­ნე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ისე­თი პი­რე­ბი აყე­ნებ­დნენ და­ზი­ა­ნე­ბას და­ვით სა­რა­ლი­ძეს, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არ არი­ან პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი. ესე­ნი არი­ან მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, რომ და­ნა­შა­ულ­ში ამ­ხი­ლონ სხვა პი­რე­ბი, თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ სწო­რედ მათ მი­ე­რაა ჩა­დე­ნი­ლი. რა თქმა უნდა, ამ მოწ­მის ჩვე­ნე­ბით სრუ­ლად გამ­ყარ­და ჩვე­ნი ვერ­სია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კონ­კრე­ტულ პი­რებს მფარ­ვე­ლო­ბენ, ისი­ნი შეგ­ნე­ბუ­ლად არ მის­ცეს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში და არ და­სა­ჯეს იმ და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც მათ ჩა­ი­დი­ნეს. ასე­ვე, ამ მოწ­მის ჩვე­ნე­ბით გამ­ყარ­და ის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს ამ საქ­მე­ში. ჩვენ ასე­ვე ვე­ლო­დე­ბით ახა­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნებს და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახა­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაც და­ა­დას­ტუ­რებს იმას, რომ არა ორი, არა­მედ გა­ცი­ლე­ბით მეტი და­ნაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის დაჭ­რის დროს", - გა­ნა­ცხა­და ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ.

ად­ვო­კა­ტი ასე­ვე მი­იჩ­ნევს, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ მოწ­მის ჩვე­ნე­ბა სან­დო არაა, სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია.

"რო­დე­საც ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ მოწ­მის ჩვე­ნე­ბა არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, მა­შინ ის­მის კი­თხვა - ვისი ჩვე­ნე­ბაა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ბრალ­დე­ბის მხა­რის ოქ­როს მოწ­მის, რო­მე­ლიც თა­ვად აყე­ნებ­და სა­ვა­რა­უ­დოდ ჭრი­ლო­ბებს გარ­დაც­ვლილს, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მოწ­მეა და რო­მელ­მაც და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ­ჯერ შეც­ვა­ლა ჩვე­ნე­ბა? რა თქმა უნდა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მარ­ტი­ვია გან­ვსა­ზღვროთ, თუ რო­მე­ლი მოწ­მის ჩვე­ნე­ბაა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი. მე მა­ინ­ტე­რე­სებს ბრალ­დე­ბის მხა­რე აპი­რებს თუ არა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს და­კი­თხულ­მა პირ­მა და­ნა­შა­ულ­ში ამ­ხი­ლა?!", - გა­ნა­ცხა­და ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ერთი მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე მო­ზარ­დი კი, ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"პირდაპირ თქვა, რომ ორი პირი სარალიძეს ფარდულში ბასრ საგანს უტყამდა" - რა ჩვენება მისცა გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა

"პირდაპირ თქვა, რომ ორი პირი სარალიძეს ფარდულში ბასრ საგანს უტყამდა" - რა ჩვენება მისცა გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა

ბრალდებულმა პირდაპირ განაცხადა, რომ ორი პირი ფარდულში მყოფ დავით სარალიძეს კონკრეტულ ბასრ საგანს უტყამდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელმაც სასამართლოს დღეს ჩვენება მისცა, პირდაპირ დაადო ხელი ორ პირს და ისინი დანაშაულის ჩადენაში ამხილა. ამასთან, კაკაბაძის თქმით, ბრალდებულის ჩვენება ამყარებს ექსპერტიზის იმ დასკვნას, რომელიც საქმეში დევს.

"ბრალდებულმა პირდაპირ განაცხადა, რომ ორი პირი ფარდულში მყოფ დავით სარალიძეს ურტყამდა კონრეტულ ბასრ საგანს. ერთი მათგანი ურტყამდა მარცხენა მხრიდან, მეორე კი მარჯვენა მხრიდან. აქედან გამომდინარე, მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ ისეთი პირები აყენებდნენ დაზიანებას დავით სარალიძეს, რომლებიც საერთოდ არ არიან პასუხისგებაში მიცემული. ესენი არიან მოწმეები, რომლებიც ცდილობენ, რომ დანაშაულში ამხილონ სხვა პირები, თუმცა სინამდვილეში სავარაუდო დანაშაული სავარაუდოდ სწორედ მათ მიერაა ჩადენილი. რა თქმა უნდა, ამ მოწმის ჩვენებით სრულად გამყარდა ჩვენი ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ პირებს მფარველობენ, ისინი შეგნებულად არ მისცეს პასუხისგებაში და არ დასაჯეს იმ დანაშაულისთვის, რაც მათ ჩაიდინეს. ასევე, ამ მოწმის ჩვენებით გამყარდა ის ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც არსებობს ამ საქმეში. ჩვენ ასევე ველოდებით ახალი ექსპერტიზის დასკვნებს და მე დარწმუნებული ვარ, ახალი ექსპერტიზის დასკვნაც დაადასტურებს იმას, რომ არა ორი, არამედ გაცილებით მეტი დანაა გამოყენებული დავით სარალიძის დაჭრის დროს", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ადვოკატი ასევე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის საუბარი იმაზე, რომ მოწმის ჩვენება სანდო არაა, საფუძველს მოკლებულია.

"როდესაც ბრალდების მხარე საუბრობს იმაზე, რომ მოწმის ჩვენება არადამაჯერებელია, მაშინ ისმის კითხვა - ვისი ჩვენებაა დამაჯერებელი ბრალდების მხარის ოქროს მოწმის, რომელიც თავად აყენებდა სავარაუდოდ ჭრილობებს გარდაცვლილს, რომელიც დაინტერესებული მოწმეა და რომელმაც დაახლოებით ხუთჯერ შეცვალა ჩვენება? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მარტივია განვსაზღვროთ, თუ რომელი მოწმის ჩვენებაა დამაჯერებელი. მე მაინტერესებს ბრალდების მხარე აპირებს თუ არა პასუხისგებაში მისცეს ის პირები, რომლებიც დღეს დაკითხულმა პირმა დანაშაულში ამხილა?!", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს