პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზები რუსეთს "ელჩს" უწუნებენ - "მისი გვარის გარკვევისას ვერაფერს მიაგნეს, გარდა იმისა, რომ სომხეთის ძველ დედაქალაქს ერქვა დვინი"
აფხაზები რუსეთს "ელჩს" უწუნებენ - "მისი გვარის გარკვევისას ვერაფერს მიაგნეს, გარდა იმისა, რომ სომხეთის ძველ დედაქალაქს ერქვა დვინი"

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ალექ­სეი დვი­ნი­ა­ნი, სულ რამ­დე­ნი­მე დღეა აფხა­ზეთ­ში "დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის" შეს­რუ­ლე­ბას შე­უდ­გა. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა მას ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს, რაც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზებ­თან ერ­თად, "ელ­ჩის" სომ­ხურ გვარ­საც უკავ­შირ­დე­ბა. მათი ვა­რა­უ­დით, დვი­ნი­ა­ნის აფხა­ზეთ­ში გა­მოგ­ზავ­ნა რუ­სეთ­ში და ბოლო წლებ­ში უკვე აფხა­ზეთ­შიც სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რის კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს გა­ფა­ცი­ცე­ბით ადევ­ნე­ბენ თვალს და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შექ­მნას ცდი­ლო­ბენ, რაულ ხა­ჯიმ­ბას მიერ ზარ­ზე­ი­მით წარ­დგე­ნი­ლი დვი­ნი­ა­ნის "ბექ­რა­უნ­დით" და­ინ­ტე­რეს­დნენ, თუმ­ცა მისი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს.

აფხა­ზე­თის ლი­დერ­მა კი მო­სახ­ლე­ო­ბას, აფხა­ზე­თის "ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან" და "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბი­დან" 10 წლის­თა­ვი მი­უ­ლო­ცა და ახა­ლი ელ­ჩის და­ნიშ­ვნა­ზეც ისა­უბ­რა.

"რუ­სეთ-აფხა­ზე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა დი­ნა­მი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა. ეს ათი წელი არის ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის ორ­მხრი­ვი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ფუნ­და­მენ­ტი... რუ­სე­თის წვლი­ლი დი­დია იმა­ში, რომ აფხა­ზე­თი სა­ხელ­მწი­ფოდ შედ­გა. ბა­ტო­ნო ალექ­სან­დრე, კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა აფხა­ზეთ­ში," - აღ­ნიშ­ნა ხა­ჯიმ­ბამ "ელ­ჩის" წარ­დგე­ნი­სას.

თა­ვად დვი­ნი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის დიდი პა­ტი­ვია "აფხა­ზეთ­ში რუ­სეთს წარ­მო­ად­გენ­დეს". მი­სი­ვე თქმით, ის თით­ქმის 13 წელი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ში, სა­დაც რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­ად­გენ­და.

"2008 წლის 26 აგ­ვის­ტოს, ანუ მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა, აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი აფხა­ზე­თის დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში... გპირ­დე­ბით, შემ­დეგ­შიც ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებ, რომ რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფრო გა­ფარ­თოვ­დეს," - გა­ნა­ცხა­და დვი­ნი­ან­მა.

აფხა­ზეთ­ში ყო­ფი­ლი "ელ­ჩის" სე­მი­ონ გრი­გო­რი­ე­ვის მუ­შა­ო­ბაც შე­ა­ფა­სეს და ძვე­ლი ცოდ­ვე­ბიც გა­უხ­სე­ნეს. კერ­ძოდ, სო­ხუ­მე­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია რუ­სე­თის "სა­ელ­ჩოს" მშე­ნებ­ლო­ბას შე­წი­რულ­მა ცენ­ტრის ქუ­ჩის ტე­რი­ტო­რი­ამ, რა­ზეც გრი­გო­რი­ევ­მა თა­ვი­სი აზრი საკ­მოდ ხის­ტად გა­მო­ხა­ტა.

კი­დევ ერთი ფაქ­ტი იყო, შარ­შან სო­ფელ პრი­მორსკო­ეს მი­და­მო­ებ­ში მომ­ხდა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი რუსი ტუ­რის­ტე­ბის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი ხმა­უ­რი, რა დრო­საც, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­თა და და­ნე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ორი ნიღ­ბი­ა­ნი პირი მოს­კო­ვე­ლი ტუ­რის­ტე­ბის ორ ოჯახს და­ეს­ხა თავს.

"ამ ფაქტს "აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში" რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი "ელ­ჩის" სე­მი­ონ გრი­გო­რი­ე­ვის მუ­ქა­რის­შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყვა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მან ასე­თი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ გა­აფრ­თხი­ლა "ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა".

მა­შინ გრი­გო­რი­ე­ვის გა­მოს­ვლას შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და "არა­დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი" უწო­და აფხაზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა იზი­და ჭა­ნი­ამ და გრი­გო­რე­ვი მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა.

მაშ ასე, რა გან­წყო­ბით ხვდე­ბი­ან აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თი ახალ "ელჩს" ალექ­სეი დვი­ნი­ანს? სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აფხა­ზე­ბი მუდ­მი­ვად სა­უბ­რო­ბენ, რომ გაგ­რა­სა და ბიჭ­ვინ­თა­ში ბიზ­ნეს­გა­რე­მოს ეთ­ნი­კუ­რად სომ­ხე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სომ­ხე­თი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი პი­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით ჩა­მო­დი­ან და იქ ბიზ­ნესს იწყე­ბენ, აშე­ნე­ბენ სას­ტუმ­რო­ებს, სა­ვაჭ­რო და საკ­ვებ ობი­ექ­ტებს. ეს კი აფხა­ზე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს.

"ჩვენ ვე­ცა­დეთ, მისი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვე­ძი­ე­ბი­ნა. რო­გორც წესი, ეს ინ­ტერ­ნეტ­ში უნდა იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა, რა­ტომ­ღაც ვე­რა­ფე­რი ვი­პო­ვეთ... ვი­კი­პე­დია გვამ­ცობს, რომ ის 1967 წელს და­ი­ბა­და, თუმ­ცა, სად და­ი­ბა­და, ამა­ზე არა­ფე­რი წე­რია, ისე­ვე, რო­გორც იმ სამ­სა­ხუ­რებ­ზე, რო­მე­ლიც მან პრე­ზი­დენ­ტის მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­დგე­ნი­სას ისა­უბ­რა. აფხა­ზურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მისი გვა­რის გარ­კვე­ვაც და­ი­წყეს, თუმ­ცა ვე­რა­ფერს მი­აგ­ნეს, გარ­და იმი­სა, რომ სომ­ხე­თის ძველ დე­და­ქა­ლაქს ერ­ქვა თურ­მე დვი­ნი," - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

დვი­ნი­ან­მა კი, აფხაზ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას რა­ტომ­ღაც "13 წლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბას" გვერ­დი აუ­ა­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ რამ­დენ­ჯერ­მე არის ნამ­ყო­ფი სო­ხუმ­ში და "ბრე­ხა­ლოვ­კა­ზე", ძა­ლი­ან და­ბალ ფა­სად...

"მისი ბუნ­დო­ვა­ნი წარ­სუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკვე გა­სა­გე­ბია, რომ ბევ­რს არა­ფერს უნდა ვე­ლო­დოთ... ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის კი ახა­ლი არ იქ­ნე­ბა, თუ ვე­ტყვით, რომ აფხა­ზე­თი კარ­გა ხა­ნია სომ­ხუ­რი ბიზ­ნე­სის აყ­ვა­ვე­ბის­თვის არ­სე­ბობს. კად­რე­ბიც თა­ვად ჩა­მოჰ­ყავთ, მა­შინ, რო­დე­საც, ქვე­ყა­ნა­ში უმუ­შევ­რო­ბის მი­ზე­ზით, ლა­მის ყვე­ლა­ნა­ირ უბე­დუ­რე­ბას, მათ შო­რის კრი­მი­ნალ­საც ვა­მარ­თლებთ," - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სო­ხუ­მე­ლი ირაკ­ლი კი­უ­ტი.

ავტორი:

აფხაზები რუსეთს "ელჩს" უწუნებენ - "მისი გვარის გარკვევისას ვერაფერს მიაგნეს, გარდა იმისა, რომ სომხეთის ძველ დედაქალაქს ერქვა დვინი"

აფხაზები რუსეთს "ელჩს" უწუნებენ - "მისი გვარის გარკვევისას ვერაფერს მიაგნეს, გარდა იმისა, რომ სომხეთის ძველ დედაქალაქს ერქვა დვინი"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსეი დვინიანი, სულ რამდენიმე დღეა აფხაზეთში "დიპლომატიური მისიის" შესრულებას შეუდგა. ადგილობრივი მოსახლეობა მას ეჭვის თვალით უყურებს, რაც სხვადასხვა მიზეზებთან ერთად, "ელჩის" სომხურ გვარსაც უკავშირდება. მათი ვარაუდით, დვინიანის აფხაზეთში გამოგზავნა რუსეთში და ბოლო წლებში უკვე აფხაზეთშიც სომხური დიასპორის კიდევ უფრო გაძლიერების წინაპირობაა.

აფხაზური საზოგადოების აქტიური წევრები, რომლებიც მიმდინარე პროცესებს გაფაციცებით ადევნებენ თვალს და საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობენ, რაულ ხაჯიმბას მიერ ზარზეიმით წარდგენილი დვინიანის "ბექრაუნდით" დაინტერესდნენ, თუმცა მისი დიპლომატიური მოღვაწეობის შესახებ ბევრი ვერაფერი იპოვეს.

აფხაზეთის ლიდერმა კი მოსახლეობას, აფხაზეთის "ისტორიული გადაწყვეტილებიდან" და "დამოუკიდებლობის აღიარებიდან" 10 წლისთავი მიულოცა და ახალი ელჩის დანიშვნაზეც ისაუბრა.

"რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა დინამიურად ვითარდება. ეს ათი წელი არის ჩვენი ქვეყნების ორმხრივი განვითარებისა და პარტნიორული ურთიერთობის ფუნდამენტი... რუსეთის წვლილი დიდია იმაში, რომ აფხაზეთი სახელმწიფოდ შედგა. ბატონო ალექსანდრე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აფხაზეთში," - აღნიშნა ხაჯიმბამ "ელჩის" წარდგენისას.

თავად დვინიანმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია "აფხაზეთში რუსეთს წარმოადგენდეს". მისივე თქმით, ის თითქმის 13 წელი მონაწილეობდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა.

"2008 წლის 26 აგვისტოს, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, აქტიურად ვარ ჩართული აფხაზეთის დემოკრატიულ განვითარებაში... გპირდებით, შემდეგშიც ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაფართოვდეს," - განაცხადა დვინიანმა.

აფხაზეთში ყოფილი "ელჩის" სემიონ გრიგორიევის მუშაობაც შეაფასეს და ძველი ცოდვებიც გაუხსენეს. კერძოდ, სოხუმელების აღშფოთება გამოიწვია რუსეთის "საელჩოს" მშენებლობას შეწირულმა ცენტრის ქუჩის ტერიტორიამ, რაზეც გრიგორიევმა თავისი აზრი საკმოდ ხისტად გამოხატა.

კიდევ ერთი ფაქტი იყო, შარშან სოფელ პრიმორსკოეს მიდამოებში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპული რუსი ტურისტების გარშემო ატეხილი ხმაური, რა დროსაც, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და დანებით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი მოსკოველი ტურისტების ორ ოჯახს დაესხა თავს.

"ამ ფაქტს "აფხაზეთის რესპუბლიკაში" რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი "ელჩის" სემიონ გრიგორიევის მუქარისშემცველი განცხადება მოჰყვა, რომლის თანახმადაც, მან ასეთი ფაქტების შესახებ არაერთხელ გააფრთხილა "ადგილობრივი ხელისუფლება".

მაშინ გრიგორიევის გამოსვლას შეურაცხმყოფელი და "არადიპლომატიური" უწოდა აფხაზმა ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ და გრიგორევი მწვავედ გააკრიტიკა.

მაშ ასე, რა განწყობით ხვდებიან აფხაზეთში რუსეთი ახალ "ელჩს" ალექსეი დვინიანს? სოციალურ ქსელებში აფხაზები მუდმივად საუბრობენ, რომ გაგრასა და ბიჭვინთაში ბიზნესგარემოს ეთნიკურად სომხები აკონტროლებენ. არის შემთხვევები, როდესაც სომხეთიდან დაინტერესებული პირები, ადგილობრივი პირების რეკომენდაციით ჩამოდიან და იქ ბიზნესს იწყებენ, აშენებენ სასტუმროებს, სავაჭრო და საკვებ ობიექტებს. ეს კი აფხაზების გაღიზიანებას იწვევს.

"ჩვენ ვეცადეთ, მისი დიპლომატიური საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაცია მოგვეძიებინა. როგორც წესი, ეს ინტერნეტში უნდა იყოს განთავსებული, თუმცა, რატომღაც ვერაფერი ვიპოვეთ... ვიკიპედია გვამცობს, რომ ის 1967 წელს დაიბადა, თუმცა, სად დაიბადა, ამაზე არაფერი წერია, ისევე, როგორც იმ სამსახურებზე, რომელიც მან პრეზიდენტის მიერ ოფიციალური წარდგენისას ისაუბრა. აფხაზურ სოციალურ ქსელებში მისი გვარის გარკვევაც დაიწყეს, თუმცა ვერაფერს მიაგნეს, გარდა იმისა, რომ სომხეთის ძველ დედაქალაქს ერქვა თურმე დვინი," - წერს აფხაზური მედია.

დვინიანმა კი, აფხაზ ჟურნალისტებთან საუბრისას რატომღაც "13 წლიან გამოცდილებას" გვერდი აუარა და განაცხადა, რომ რამდენჯერმე არის ნამყოფი სოხუმში და "ბრეხალოვკაზე", ძალიან დაბალ ფასად...

"მისი ბუნდოვანი წარსულიდან გამომდინარე, უკვე გასაგებია, რომ ბევრს არაფერს უნდა ველოდოთ... ჩვენი ხელისუფლებისთვის კი ახალი არ იქნება, თუ ვეტყვით, რომ აფხაზეთი კარგა ხანია სომხური ბიზნესის აყვავებისთვის არსებობს. კადრებიც თავად ჩამოჰყავთ, მაშინ, როდესაც, ქვეყანაში უმუშევრობის მიზეზით, ლამის ყველანაირ უბედურებას, მათ შორის კრიმინალსაც ვამართლებთ," - წერს სოციალურ ქსელში სოხუმელი ირაკლი კიუტი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი