მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ ვიტან ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ, ცოლიან კაცს სხვა კუთხით შეხედონ..." - რატომ არ უჭირს ნინო ლეჟავას "ნაილას" როლის თამაში
"ვერ ვიტან ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ, ცოლიან კაცს სხვა კუთხით შეხედონ..." - რატომ არ უჭირს ნინო ლეჟავას "ნაილას" როლის თამაში

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი~ სავ­სეა სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თის პერ­სო­ნა­ჟით, რომ­ლე­ბიც მა­ყუ­რე­ბელს პირ­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ამახ­სოვ­რე­ბენ თავს. ამ­ჯე­რად სე­რი­ა­ლის ყვე­ლა­ზე ექ­სცენ­ტრი­ულ ქალ­ბა­ტონ­ზე შე­ვა­ჩე­რებთ თქვენს ყუ­რა­დღე­ბას - პრე­ზი­დენ­ტის მე­გო­ბარ, მომ­ღე­რალ ნა­ი­ლა ხუნ­წა­რი­ა­ზე, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბი ნინო ლეჟა­ვა ასა­ხი­ე­რებს. ეს ქალ­ბა­ტო­ნი სე­რი­ალ­ში ად­რეც გა­მო­ჩე­ნი­ლა, მაგ­რამ ახლა მის­მა პერ­სო­ნაჟ­მა წინა პლან­ზე წა­მო­ი­წია.

ნი­ნოს სწო­რედ მა­შინ შევ­ხვდით, რო­დე­საც ვახო ოქ­რუ­აშ­ვილ­თან, იგი­ვე ნუ­გოს­თან ერ­თად, გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნის ერთ-ერთი ლო­კა­ცი­ის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და. ისი­ნი ბოლო დროს უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რე­ბი გახ­დნენ.

ნინო ლეჟა­ვა, მსა­ხი­ო­ბი:

"ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ნა­ი­ლა ხუნ­წა­რია სე­რი­ალ­ში ალაგ-ალაგ ჩნდე­ბო­და, ყო­ველ­თვის ცოტა ვულ­გა­რულ-ექ­სცენ­ტრი­უ­ლი იყო, მაგ­რამ ეს ხაზი ახლა მე­ტად გა­აქ­ტი­ურ­და. ის სე­რი­ა­ლის პრე­ზი­დენ­ტის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა. ნა­ი­ლა რო­გო­რი პერ­სო­ნა­ჟია? ისე­თი, მე რომ არ ვგიჟ­დე­ბი ასე­თი ტი­პის ქა­ლებ­ზე, მაგ­რამ მის შე­საქ­მნე­ლად ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­გან ავ­კრი­ფე რა­ღა­ცე­ბი, ანუ რაც წა­მი­კი­თხავს, მი­ნა­ხავს, შემ­ხვედ­რია, თუნ­დაც რეს­ტორ­ნებ­ში (დი­დად არ დავ­დი­ვარ, მაგ­რამ როცა ვყო­ფილ­ვარ, ხომ მი­ნა­ხავს, ჩემი ყუ­რა­დღე­ბა მი­უქ­ცე­ვი­ათ). პერ­სო­ნა­ჟის შტრი­ხებ­ში ცოტა ჩემი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფიც არის და ასე.

ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მისი ბედი, ყვე­ლა­ფე­რი სცე­ნა­რისტზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე რა ტი­პიც არის, ვფიქ­რობ, რომ ალა­ლი ქა­ლია, არა­ფერს მა­ლავს და არ თა­მა­შობს, არის ისე­თი, რო­გო­რიც არის. იქ­ნებ გა­მოჩ­ნდეს, აღ­მოჩ­ნდეს, რომ საკ­მა­ოდ დრა­მა­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა აქვს გავ­ლი­ლი და ამ ყვე­ლა­ფერს ამი­ტომ აკე­თებს?! რო­გორც უნდა იყოს, სტი­ლის­ტუ­რად და ჟან­რობ­რი­ვად იმ ტი­პის სიმ­ღე­რებს, რო­გორ­საც ნა­ი­ლა ას­რუ­ლებს, მეტი მსმე­ნე­ლი ჰყავს, მათი პრო­დუქ­ცია იგი­ვე სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­ში კარ­გად იყი­დე­ბა. ჰოდა, ნა­ი­ლა, კუჭი რომ არ გა­მო­უხ­მეს, ამ სიმ­ღე­რებს იქ­ნებ ამი­ტომ ას­რუ­ლებს?

- ე.ი. ამ რო­ლის თა­მა­ში არ გი­ჭირს?

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ჩემი ბუ­ნე­ბი­დან, სო­ცი­უ­მი­დან, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გმი­რია სა­თა­მა­შო, პი­როვ­ნუ­ლად მეტ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვხვდე­ბი და ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა. თო­რემ იმას რომ თა­მა­შობ, რაც ხარ, ეგ უინ­ტე­რე­სოა. ნაკ­ლებ სირ­თუ­ლეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და რო­ლის მი­მართ ინ­ტე­რე­სიც ნაკ­ლე­ბია.

- რო­გორც ირ­კვე­ვა, ნა­ი­ლა სე­რი­ა­ლის პრე­ზი­დენ­ტის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. რას იტყვი თა­ვად პრე­ზი­დენტზე?

- ერ­თნა­ი­რი ხა­სი­ა­თე­ბი აქვთ, გე­მოვ­ნე­ბაც ერ­თნა­ი­რი აქვთ და იმი­ტომ არი­ან ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლე­ბი. სა­ო­ცა­რი მე­გობ­რე­ბი არი­ან, ერთ-ერთ სე­რი­ა­ში ნა­ი­ლა ახ­სე­ნებს კი­დეც, პრე­ზი­დენ­ტის ხმე­ბის­თვის რე­ე­ბი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი პრე­ზი­დენ­ტის გულ­მხურ­ვა­ლე მე­გო­ბა­რი და მხარ­დამ­ჭე­რია.

- რას იტყვი არაპრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ობ ვახო ოქ­რუ­აშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც ნუ­გოს როლს ას­რუ­ლებს და ბოლო დროს შენი უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რი გახ­და. რო­გო­რი პარტნი­ო­რია?

- არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბია ქეთი ხუ­ციშ­ვი­ლიც, იგი­ვე ლუნა, ნუ­გოს მე­უღ­ლე. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა და­ამ­ტკი­ცეს, რომ სე­რი­ა­ლის ნა­წი­ლე­ბი არი­ან და ძა­ლი­ან შე­ერ­წყნენ "ჩცდ"-ს. მარ­თლა გა­და­სა­რე­ვი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან და ბევრ დიპ­ლო­მი­ან მსა­ხი­ობ­ზე უფრო ნი­ჭი­ე­რე­ბი. პრაქ­ტი­კამ კი­დევ მეტი შე­იძ­ლე­ბა შეგ­ძი­ნოს და არა მხო­ლოდ სწავ­ლამ. თუ არ შე­ი­სის­ხლხორ­ცე, რა­საც გას­წავ­ლი­ან, გა­ი­თა­ვი­სე, არა­ფე­რი გა­მო­ვა. ასე­ვე სა­ჭი­როა, ღვთის­გან ბო­ძე­ბუ­ლი ნიჭი, რო­მე­ლიც სწავ­ლას­თან და პრაქ­ტი­კას­თან ერ­თად უნდა გქონ­დეს. ისი­ნი ღვთის­გან ბო­ძე­ბულ ნიჭს ჭკუა-გო­ნე­ბას სა­კუ­თარ გა­ნათ­ლე­ბას აყო­ლე­ბენ. რაც მთა­ვა­რია, საქ­მე­ში დიდ სიყ­ვა­რულს დე­ბენ. თუ არ გიყ­ვარს ის, რა­საც აკე­თებ, მა­ლე­ვე მოგ­ბეზ­რდე­ბა, და­იღ­ლე­ბი.

- თუმ­ცა ნა­ი­ლა მთლად კარგ საქ­მეს ვერ აკე­თებს, მგო­ნი, ნუ­გოს ოჯახს უნ­გრევს. რას გვე­ტყვი ამა­ზე?

- ჩემს გმირს კი არ ვი­ცავ, მაგ­რამ ხომ არ­სე­ბო­ბენ ასე­თი ქა­ლე­ბიც? მე­სა­მე რო­გორ და­გინ­გრევს, თუ მყა­რია მა­მა­კა­ცის პო­ზი­ცია და მე­უღ­ლეს­თან კარ­გად გრძნობს თავს? სე­რი­ალ­ში რო­გორც კი გა­მოჩ­ნდა, ეს ორი ადა­მი­ა­ნი - ლუნა და ნუგო, ვუ­ყუ­რებ­დი, მათ შო­რის სი­ცი­ვე, შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა, ჩხუ­ბი, დამ­ცი­რე­ბა იყო სულ. ოჯა­ხის უფ­რო­სად ნუგო არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, ქალს მიჰ­ყავს სა­და­ვე­ე­ბი. მერე ვი­ღაც სხვა ქა­ლის­გან მო­ფე­რე­ბა, სით­ბო იგ­რძნო და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იქით გა­და­ჩოჩ­და. ცხოვ­რე­ბა­ში ასე ხში­რად ხდე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისეთ ქა­ლებს ვერ ვი­ტან, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ, ცო­ლი­ან კაცს სხვა კუ­თხით შე­ხე­დონ. არ მომ­წონს ნამ­დვი­ლად და არ ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ არა­სო­დეს ვთქვათ, არას­დროს - ესეც ხომ არის?! ამ შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ი­ლას ცხოვ­რე­ბა­ში არც ერთხელ არ გა­უ­მარ­თლა, სუ­ლი­ე­რად ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ოღონდ, ხე­ლი­დან ხელ­ში არას­დროს გა­და­სუ­ლა, საყ­ვა­რე­ლე­ბი არ ჰყო­ლია, სულ ქმრე­ბი ჰყავ­და და მუდ­მი­ვად ბედ­ნი­ე­რე­ბის ძი­ე­ბა­ში იყო და არის. ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. იქ­ნე­ბა და სა­ერ­თოდ მო­დის ეს კაცი იმ ქა­ლის­გან, ან პი­რი­ქით? ვი­მე­ო­რებ, არც ერთი კაცი არ და­ან­გრევს ოჯახს, თუ თვი­თო­ნაც არ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა თა­ვად არ უნდა! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამა­ში ქა­ლე­ბი დიდ როლს თა­მა­შო­ბენ.

- ცხოვ­რე­ბა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი მე­გობ­რე­ბი თუ გყავს?

- ჩემი ძა­ლი­ან კარ­გი, ფრი­ა­დო­სა­ნი კლა­სე­ლე­ბი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არი­ან, მაგ­რამ ისე, რო­გორც ნა­ი­ლას შე­უძ­ლია პრე­ზი­დენ­ტთან კა­ბი­ნეტ­ში შეს­ვლა და სი­ტყვა­ზე, რა­ი­მე დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა, ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბაც რომ მქონ­დეს ხალ­ხთან, ასე არ არის, ასე­თი ტიპი არ ვარ. ვე­რა­ვის შე­ვა­წუ­ხებ, და­ვა­ვალ­დე­ბუ­ლებ. თან, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია.

- ნა­ი­ლას რა­ი­მე მსგავ­სი თუ აქვს შენ­თან?

- მხო­ლოდ ის, რომ ემო­ცი­უ­რი დ ქოთ­ქო­თაა, მეტი არა­ფე­რი.

- რო­გორ გა­ფა­სებს რე­ჟი­სო­რი მე­უღ­ლე - გოგა ქა­ჩი­ბა­ია?

- გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და მშვი­დი ადა­მი­ა­ნია, ზედ­მე­ტად გა­და­ხარ­ხა­რე­ბაც არ იცის ხოლ­მე, კარ­გად რომ გა­ი­ღი­მებს, მე­ტყვის, რომ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი არ არის, ზო­მი­ე­რე­ბა და­ცუ­ლია და ვმშვიდ­დე­ბი. თუმ­ცა, ამ ჟან­რის როლი იმის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, ზედ­მე­ტებ­ში გა­და­ვი­დეს, ამი­ტომ, სულ ვა­კონ­ტრო­ლებ და ვა­კონ­ტრო­ლებ. ტე­ლე­კა­მე­რა ძა­ლი­ან ფა­ქი­ზი რა­მაა, ვცდი­ლობ, თა­მა­შის დროს მეტი არ მო­მი­ვი­დეს.

ვახო ოქ­რუ­აშ­ვი­ლი: "ნუ­გომ სით­ბო სა­დაც იგ­რძნო, იქით წა­ვი­და... იცით, ბოლო წლებ­ში რაც მათ ოჯახ­ში ხდე­ბო­და. თან, ლუნა იყო მათ­თან ლი­დე­რი, მარ­თავ­და და აკონ­ტრო­ლებ­და ყვე­ლა­ფერს, რომ­ლის­გა­ნაც სა­ო­ცარ სი­ცი­ვეს გრძნობ­და. მაგ­რამ ვნა­ხოთ, სცე­ნა­რის­ტი რო­გორ წა­იყ­ვანს ნუ­გოს ხაზს, ფაქ­ტია, რომ ჯერ სით­ბო ამ­ჯო­ბი­ნა.

- ნუ­გოს რითი გავ­ხართ?

- არაფ­რით. მე და ნუგო ცა და დე­და­მი­წა­სა­ვით ვართ. ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბით. გე­ტყვით იმას, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ჩემი ნამ­დვი­ლი მე­უღ­ლე 53-ე სკო­ლა­ში ნი­ნოს პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ლი იყო. ნი­ნოს ბე­ბია მუ­სი­კას 7 წელი ას­წავ­ლი­და ჩემს ცოლს. ასე რომ, მე­გობ­რე­ბი არი­ან. მოკ­ლედ, ნი­ნოს­თან მუ­შა­ო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოა, ერ­თმა­ნეთს შე­ვეჩ­ვი­ეთ, ახ­ლობ­ლე­ბი ვართ და თან, რო­მან­ტი­კუ­ლი სცე­ნე­ბიც გვქონ­და, პრობ­ლე­მა არ არის. ეს ხუმ­რო­ბით, იუ­მო­რი მიყ­ვარს და რა ვქნა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ვერ ვიტან ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ, ცოლიან კაცს სხვა კუთხით შეხედონ..." - რატომ არ უჭირს ნინო ლეჟავას "ნაილას" როლის თამაში

"ვერ ვიტან ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ, ცოლიან კაცს სხვა კუთხით შეხედონ..." - რატომ არ უჭირს ნინო ლეჟავას "ნაილას" როლის თამაში

პოპულარული სერიალი `ჩემი ცოლის დაქალები~ სავსეა სხვადასხვა ხასიათის პერსონაჟით, რომლებიც მაყურებელს პირველი გამოჩენისთანავე ამახსოვრებენ თავს. ამჯერად სერიალის ყველაზე ექსცენტრიულ ქალბატონზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას - პრეზიდენტის მეგობარ, მომღერალ ნაილა ხუნწარიაზე, რომელსაც მსახიობი ნინო ლეჟავა ასახიერებს. ეს ქალბატონი სერიალში ადრეც გამოჩენილა, მაგრამ ახლა მისმა პერსონაჟმა წინა პლანზე წამოიწია.

ნინოს სწორედ მაშინ შევხვდით, როდესაც ვახო ოქრუაშვილთან, იგივე ნუგოსთან ერთად, გადასაღები მოედნის ერთ-ერთი ლოკაციისკენ მიემართებოდა. ისინი ბოლო დროს უშუალო პარტნიორები გახდნენ.

ნინო ლეჟავა, მსახიობი:

"ჩემი პერსონაჟი ნაილა ხუნწარია სერიალში ალაგ-ალაგ ჩნდებოდა, ყოველთვის ცოტა ვულგარულ-ექსცენტრიული იყო, მაგრამ ეს ხაზი ახლა მეტად გააქტიურდა. ის სერიალის პრეზიდენტის ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. ნაილა როგორი პერსონაჟია? ისეთი, მე რომ არ ვგიჟდები ასეთი ტიპის ქალებზე, მაგრამ მის შესაქმნელად ბევრი ადამიანისგან ავკრიფე რაღაცები, ანუ რაც წამიკითხავს, მინახავს, შემხვედრია, თუნდაც რესტორნებში (დიდად არ დავდივარ, მაგრამ როცა ვყოფილვარ, ხომ მინახავს, ჩემი ყურადღება მიუქცევიათ). პერსონაჟის შტრიხებში ცოტა ჩემი ფანტაზიის ნაყოფიც არის და ასე.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მისი ბედი, ყველაფერი სცენარისტზეა დამოკიდებული. თუმცა, ამ ეტაპზე რა ტიპიც არის, ვფიქრობ, რომ ალალი ქალია, არაფერს მალავს და არ თამაშობს, არის ისეთი, როგორიც არის. იქნებ გამოჩნდეს, აღმოჩნდეს, რომ საკმაოდ დრამატული ცხოვრება აქვს გავლილი და ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებს?! როგორც უნდა იყოს, სტილისტურად და ჟანრობრივად იმ ტიპის სიმღერებს, როგორსაც ნაილა ასრულებს, მეტი მსმენელი ჰყავს, მათი პროდუქცია იგივე სამარშრუტო ტაქსებში კარგად იყიდება. ჰოდა, ნაილა, კუჭი რომ არ გამოუხმეს, ამ სიმღერებს იქნებ ამიტომ ასრულებს?

- ე.ი. ამ როლის თამაში არ გიჭირს?

- ძალიან საინტერესოა. ჩემი ბუნებიდან, სოციუმიდან, მსოფლმხედველობიდან აბსოლუტურად განსხვავებული გმირია სათამაშო, პიროვნულად მეტ წინააღმდეგობას ვხვდები და ბევრად უფრო საინტერესოა. თორემ იმას რომ თამაშობ, რაც ხარ, ეგ უინტერესოა. ნაკლებ სირთულესთან არის დაკავშირებული და როლის მიმართ ინტერესიც ნაკლებია.

- როგორც ირკვევა, ნაილა სერიალის პრეზიდენტის ბავშვობის მეგობარია. რას იტყვი თავად პრეზიდენტზე?

- ერთნაირი ხასიათები აქვთ, გემოვნებაც ერთნაირი აქვთ და იმიტომ არიან ერთ მუშტად შეკრულები. საოცარი მეგობრები არიან, ერთ-ერთ სერიაში ნაილა ახსენებს კიდეც, პრეზიდენტის ხმებისთვის რეები აქვს გაკეთებული. ჩემი პერსონაჟი პრეზიდენტის გულმხურვალე მეგობარი და მხარდამჭერია.

- რას იტყვი არაპროფესიონალ მსახიობ ვახო ოქრუაშვილზე, რომელიც ნუგოს როლს ასრულებს და ბოლო დროს შენი უშუალო პარტნიორი გახდა. როგორი პარტნიორია?

- არაპროფესიონალი მსახიობია ქეთი ხუციშვილიც, იგივე ლუნა, ნუგოს მეუღლე. ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ სერიალის ნაწილები არიან და ძალიან შეერწყნენ "ჩცდ"-ს. მართლა გადასარევი პარტნიორები არიან და ბევრ დიპლომიან მსახიობზე უფრო ნიჭიერები. პრაქტიკამ კიდევ მეტი შეიძლება შეგძინოს და არა მხოლოდ სწავლამ. თუ არ შეისისხლხორცე, რასაც გასწავლიან, გაითავისე, არაფერი გამოვა. ასევე საჭიროა, ღვთისგან ბოძებული ნიჭი, რომელიც სწავლასთან და პრაქტიკასთან ერთად უნდა გქონდეს. ისინი ღვთისგან ბოძებულ ნიჭს ჭკუა-გონებას საკუთარ განათლებას აყოლებენ. რაც მთავარია, საქმეში დიდ სიყვარულს დებენ. თუ არ გიყვარს ის, რასაც აკეთებ, მალევე მოგბეზრდება, დაიღლები.

- თუმცა ნაილა მთლად კარგ საქმეს ვერ აკეთებს, მგონი, ნუგოს ოჯახს უნგრევს. რას გვეტყვი ამაზე?

- ჩემს გმირს კი არ ვიცავ, მაგრამ ხომ არსებობენ ასეთი ქალებიც? მესამე როგორ დაგინგრევს, თუ მყარია მამაკაცის პოზიცია და მეუღლესთან კარგად გრძნობს თავს? სერიალში როგორც კი გამოჩნდა, ეს ორი ადამიანი - ლუნა და ნუგო, ვუყურებდი, მათ შორის სიცივე, შეუთანხმებლობა, ჩხუბი, დამცირება იყო სულ. ოჯახის უფროსად ნუგო არ გამოჩენილა, ქალს მიჰყავს სადავეები. მერე ვიღაც სხვა ქალისგან მოფერება, სითბო იგრძნო და რასაკვირველია, იქით გადაჩოჩდა. ცხოვრებაში ასე ხშირად ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ქალებს ვერ ვიტან, რომლებსაც შეუძლიათ, ცოლიან კაცს სხვა კუთხით შეხედონ. არ მომწონს ნამდვილად და არ ვეთანხმები, მაგრამ არასოდეს ვთქვათ, არასდროს - ესეც ხომ არის?! ამ შემთხვევაში, ნაილას ცხოვრებაში არც ერთხელ არ გაუმართლა, სულიერად ტრავმირებული ადამიანია, ოღონდ, ხელიდან ხელში არასდროს გადასულა, საყვარელები არ ჰყოლია, სულ ქმრები ჰყავდა და მუდმივად ბედნიერების ძიებაში იყო და არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იქნება და საერთოდ მოდის ეს კაცი იმ ქალისგან, ან პირიქით? ვიმეორებ, არც ერთი კაცი არ დაანგრევს ოჯახს, თუ თვითონაც არ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამ ნაბიჯის გადადგმა თავად არ უნდა! მიუხედავად იმისა, რომ ამაში ქალები დიდ როლს თამაშობენ.

- ცხოვრებაში თანამდებობის პირი მეგობრები თუ გყავს?

- ჩემი ძალიან კარგი, ფრიადოსანი კლასელები საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არიან, მაგრამ ისე, როგორც ნაილას შეუძლია პრეზიდენტთან კაბინეტში შესვლა და სიტყვაზე, რაიმე დახმარების თხოვნა, ცხოვრებაში ასეთი ურთიერთობაც რომ მქონდეს ხალხთან, ასე არ არის, ასეთი ტიპი არ ვარ. ვერავის შევაწუხებ, დავავალდებულებ. თან, ძალიან უხერხულია.

- ნაილას რაიმე მსგავსი თუ აქვს შენთან?

- მხოლოდ ის, რომ ემოციური დ ქოთქოთაა, მეტი არაფერი.

- როგორ გაფასებს რეჟისორი მეუღლე - გოგა ქაჩიბაია?

- გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანია, ზედმეტად გადახარხარებაც არ იცის ხოლმე, კარგად რომ გაიღიმებს, მეტყვის, რომ გადამეტებული არ არის, ზომიერება დაცულია და ვმშვიდდები. თუმცა, ამ ჟანრის როლი იმის საშუალებას გაძლევს, ზედმეტებში გადავიდეს, ამიტომ, სულ ვაკონტროლებ და ვაკონტროლებ. ტელეკამერა ძალიან ფაქიზი რამაა, ვცდილობ, თამაშის დროს მეტი არ მომივიდეს.

ვახო ოქრუაშვილი: "ნუგომ სითბო სადაც იგრძნო, იქით წავიდა... იცით, ბოლო წლებში რაც მათ ოჯახში ხდებოდა. თან, ლუნა იყო მათთან ლიდერი, მართავდა და აკონტროლებდა ყველაფერს, რომლისგანაც საოცარ სიცივეს გრძნობდა. მაგრამ ვნახოთ, სცენარისტი როგორ წაიყვანს ნუგოს ხაზს, ფაქტია, რომ ჯერ სითბო ამჯობინა.

- ნუგოს რითი გავხართ?

- არაფრით. მე და ნუგო ცა და დედამიწასავით ვართ. ძალიან განვსხვავდებით. გეტყვით იმას, რომ რეალურ ცხოვრებაში ჩემი ნამდვილი მეუღლე 53-ე სკოლაში ნინოს პარალელური კლასელი იყო. ნინოს ბებია მუსიკას 7 წელი ასწავლიდა ჩემს ცოლს. ასე რომ, მეგობრები არიან. მოკლედ, ნინოსთან მუშაობა სასიამოვნოა, ერთმანეთს შევეჩვიეთ, ახლობლები ვართ და თან, რომანტიკული სცენებიც გვქონდა, პრობლემა არ არის. ეს ხუმრობით, იუმორი მიყვარს და რა ვქნა?

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ