მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა დასრულდა
ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა დასრულდა

ოჯა­ხის სიწ­მინ­დი­სა და სიმ­ტკი­ცის დაც­ვის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მსვლე­ლო­ბა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში დას­რულ­და.

მსვლე­ლო­ბა ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან და­ი­წყო. მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს „ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე“ შეკ­რე­ბი­ლი მრევ­ლი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი შე­უ­ერ­თდნენ და ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს. ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­თან ისი­ნი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა და­ლო­ცეს. ამის შემ­დეგ, მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის­კენ და­იძ­რნენ. მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­მე­ბის ტა­ძარ­ში აწყუ­რის ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ხატი მი­აბ­რძა­ნეს.

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს - პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ პა­რაკ­ლი­სი პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრე, მე­უ­ფე ში­ოს­თან და სხვა მღვდელმთავ­რებლთან ერ­თად გა­და­ი­ხა­და. ტა­ძარ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა გვა­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­კუ­თა­რი საგ­ვა­რე­უ­ლო ხა­ტე­ბით და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი.

უწ­მინ­დეს­მა ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბი­ლებს დღე­ვან­დე­ლი დღე მი­უ­ლო­ცა და ერი და­ლო­ცა.

„გი­ლო­ცავთ ამაღ­ლე­ბის დიდ დღე­სას­წა­ულს. ინე­ბოს უფალ­მა, რომ კურ­თხე­უ­ლი და ამაღ­ლე­ბუ­ლი იყოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო. და­ლოც­ვი­ლი იყა­ვით, დღეს ბედ­ნი­ე­რი დღეა, ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცის დღეა. გა­ნამ­ტკი­ცოს უფალ­მა ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი. კურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თა“, - გა­ნა­ცხა­და უწ­მინ­დეს­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა დასრულდა

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა დასრულდა

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.

მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს „ვარდების მოედანზე“ შეკრებილი მრევლი და სასულიერო პირები შეუერთდნენ და ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლეს. ქაშვეთის ტაძართან ისინი სასულიერო პირებმა დალოცეს. ამის შემდეგ, მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ. მსვლელობის მონაწილეებმა სამების ტაძარში აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ხატი მიაბრძანეს.

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარაკლისი პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიოსთან და სხვა მღვდელმთავრებლთან ერთად გადაიხადა. ტაძარში იმყოფებოდნენ სხვადასხვა გვარების წარმომადგენლები საკუთარი საგვარეულო ხატებით და მრავალშვილიანი ოჯახები.

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და ერი დალოცა.

„გილოცავთ ამაღლების დიდ დღესასწაულს. ინებოს უფალმა, რომ კურთხეული და ამაღლებული იყოს ქართველი ხალხი, სრულიად საქართველო. დალოცვილი იყავით, დღეს ბედნიერი დღეა, ოჯახის სიმტკიცის დღეა. განამტკიცოს უფალმა ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“, - განაცხადა უწმინდესმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ