პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ გელით შეხვედრა უდიდეს ლეგენდასთან!" - ქართველი ხელოვანები ენიო მორიკონეს კონცერტის შესახებ
"თქვენ გელით შეხვედრა უდიდეს ლეგენდასთან!" - ქართველი ხელოვანები ენიო მორიკონეს კონცერტის შესახებ

იტა­ლი­ე­ლი მუ­სი­კო­სი, კომ­პო­ზი­ტო­რი და დი­რი­ჟო­რი ენიო მო­რი­კო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვე­ვა. შეკ­ვე­თილ­ში მდე­ბა­რე "ბლექ სი არე­ნას" დარ­ბაზ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი სე­ზო­ნი მისი კონ­ცერ­ტით 19 მა­ისს გა­იხ­სნე­ბა... მო­რი­კო­ნე შეკ­ვე­თილ­ში სა­კუ­თარ ორ­კესტრთან ერ­თად ჩავა სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კი­ნო­ჰი­ტე­ბი შეს­რულ­დე­ბა, ორ­კესტრს ლე­გენ­და­რუ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი თა­ვად უდი­რი­ჟო­რებს. კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს თბი­ლი­სის ოპე­რის გუნ­დიც.

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი, მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი ამ დღეს მო­უთ­მენ­ლად ელი­ან და თა­ვი­ანთ მო­საზ­რე­ბებს გვი­ზი­ა­რე­ბენ...

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი - მუ­სი­კო­სი, კომ­პო­ზი­ტო­რი, დი­რი­ჟო­რი:

"ჩემი აზ­რით, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ენიო მო­რი­კო­ნეს ჩა­მოს­ვლა და მი­სი­ვე შეს­რუ­ლე­ბით, მისი მუ­სი­კის აჟ­ღე­რე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნაა. ენიო მო­რი­კო­ნე არის ადა­მი­ა­ნი, ვინც შექ­მნა კი­ნო­მუ­სი­კის ის­ტო­რია. ეს არის ავ­ტო­რი, კომ­პო­ზო­ტო­რი, რომ­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­მა იცის მის მე­ლო­დი­ებ­თან ერ­თად, ვი­საც ერთხელ მა­ინც უნა­ხავს მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი...

ძა­ლი­ან გა­სა­ხა­რია რომ შედ­გე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რო­მის ორ­კესტრსა და თბი­ლი­სის ოპე­რის გუნდს შო­რის. ჩემ­თვის ეს კო­ლა­ბო­რა­ცია ყო­ველ­თვის გა­ცი­ლე­ბით უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლია, ვიდ­რე დიდი არ­ტის­ტე­ბის უბ­რა­ლოდ სა­გას­ტრო­ლოდ ჩა­მობ­რძა­ნე­ბა. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დროს იქ­მნე­ბა და იბა­დე­ბა ის უხი­ლა­ვი ენერ­გია, რო­მე­ლიც ბევ­რად უფრო შთამ­ბეჭ­და­ვად მიყ­ვე­ბა აქე­დან წა­სულ ვარ­სკვლავ­საც და უფრო ძვირ­ფა­სი ხდე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი დიდი ხე­ლო­ვა­ნის ვი­ზი­ტი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში...

მე სამ­წუ­ხა­როდ ვერ და­ვეს­წრე­ბი ამ კონ­ცერტს, რად­გან ჩვენ გას­ტრო­ლებ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით იმ დროს. მთე­ლი სუ­ლით და გუ­ლით ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მი­დის კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბად. მათ ელით შეხ­ვედ­რა უდი­დეს ლე­გენ­დას­თან და მსოფ­ლიო კინო-კლა­სი­კი­სა თუ მუ­სი­კის ყვე­ლა მოყ­ვა­რულ­მა ამ შან­სით უნდა ისარ­გებ­ლოს"

დათო ევ­გე­ნი­ძე - მუ­სი­კო­სი, კომ­პო­ზი­ტო­რი:

"უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის! ყვე­ლა ქვეყ­ნის­თვის დიდი პა­ტი­ვია, სა­დაც კი ენიო მორ­კო­ნე ჩავა! ის არის კი­ნო­მუ­სი­კის უბად­ლო კომ­პო­ზი­ტო­რი... ბევ­რი კო­მო­ზი­ტო­რი წერს მუ­სი­კას კი­ნოს­თვის, მაგ­რამ არ აქვს ასე­თი კლა­სი­კუ­რი ბეგ­რა­უნ­დი. იტა­ლი­უ­რი სკო­ლა რომ გა­ვიხ­სე­ნოთ, ნინო რო­ტას შემ­დეგ იტა­ლი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი ამე­რი­კულ კი­ნო­ში, ასე­თი აღა­რა­ვინ ყო­ფი­ლა! შე­დევ­რე­ბი აქვს შექ­მნი­ლი! იმის გარ­და რომ მარ­ტი­ვი მუ­სი­კა გა­მახ­სოვ­რდე­ბა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი მუ­სი­კა მო­რი­კო­ნე­სი შენ­ში გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს... მე პი­რა­დად უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ მეძ­ლე­ვა შან­სი მო­რი­კო­ნეს კონ­ცერ­ტზე მოვ­ხვდე.

ვფიქ­რობ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლამ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს. ღმერ­თმა დიდ­ხანს კარ­გად ამ­ყო­ფოს, მაგ­რამ კი­დევ რო­დის ჩა­მო­ვა არა­ვინ იცის და ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა ყვე­ლამ უნდა მი­ი­ღოს ვი­საც კი მუ­სი­კა უყ­ვარს... სა­ქარ­თვე­ლო გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლია დიდი ვარ­სკვლა­ვე­ბის ვი­ზი­ტე­ბით, მათ შო­რის კომ­პო­ზი­ტო­რე­ბით... საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს მა­გა­ლი­თად მოს­კოვს ეწ­ვია იგორ სტრა­ვინ­სკი და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. აღ­ნიშ­ნა გუ­რულ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა­ზე, რომ უფრო მა­ღა­ლი დო­ნის მუ­სი­კა მსოფ­ლი­ო­ში არ მო­უს­მე­ნია და ამ­ბობ­და, ადრე რომ მო­მეს­მი­ნა, მუ­სი­კას აღარ დავ­წერ­დიო... ჯო ზა­ვი­ნუ­ლი ორ­ჯერ იყო ჩა­მო­სუ­ლი. გე­ნი­ა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ტო­რი, სა­ო­ცა­რი ბენ­დით. ენიო მო­რი­კო­ნეს ჩა­მოს­ვლა ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­ი­წე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში!"

ნინო სურ­გუ­ლა­ძე, მეცო-სოპ­რა­ნო:

"ძა­ლი­ან დიდი მოვ­ლე­ნაა ენიო მო­რი­კო­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა. იგი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი უდი­დე­სი კომ­პო­ზი­ტო­რია. მრა­ვა­ლი თა­ო­ბა აღი­ზარ­და მის მუ­სი­კა­ზე, მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი... სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც ენიო მო­რი­კო­ნეს მუ­სი­კა უყ­ვარს. ამი­ტო­მაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მისი ჩა­მოს­ვლა და ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, არ უნდა და­კარ­გოს შან­სი ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნას და­ეს­წროს. ჩვე­ნი მუ­სი­კო­სე­ბიც იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია!

ლაშა ონი­ა­ნი, რე­ჟი­სო­რი:

"სა­ბედ­ნი­ე­როდ პი­რა­დად მო­მიხ­და იმ შო­უ­ე­ბის დად­გმა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლიო მე­გა­ვარ­სკვლა­ვე­ბი ეწ­ვივ­ნენ - ან­დრეა ბო­ჩე­ლი, ხოსე კარ­ე­რა­სი... სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დე­სი ვარ­სკვლა­ვე­ბი ყო­ველ­თვის სი­ხა­რუ­ლით სტუმ­რო­ბენ...

ენიო მო­რი­კო­ნე არის 90 წლის უდი­დე­სი ხე­ლო­ვა­ნი, კომ­პო­ზი­ტო­რი და შე­უ­და­რე­ბე­ლი დი­რი­ჟო­რი, ასე­უ­ლო­ბით ფილ­მის მუ­სი­კა­ლუ­რი გამ­ფორ­მე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც ასა­კი არ მოქ­მე­დებს! შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მის მოღ­ვა­წე­ო­ბას დრო­ის გან­სა­ზღვრა არ აქვს... ამ­ხე­ლა შე­მოქ­მე­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს! დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა უც­ნო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი პი­რა­დად იხი­ლო! მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ნახ­ვა სა­დი­რი­ჟო­რო პულტთან, გან­სა­კუთ­რე­ბით მისი ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბის­თვის, კლა­სი­კუ­რი სა­ორ­კესტრო მუ­სი­კის მსმე­ნე­ლის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია... და სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის ერთი პა­ტა­რა ნა­წი­ლიც გახ­დე­ბა გი­გან­ტი ხე­ლო­ვა­ნის სტუმ­რო­ბა!

ნინო მა­ჩა­ი­ძე, სოპ­რა­ნო:

"ენიო მო­რი­კო­ნე­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია, რად­გა­ნაც ის ნამ­დვი­ლი ლე­გენ­დაა. იტა­ლი­ე­ლი კი­ნო­მუ­სი­კის გე­ნი­ა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ტო­რი და უდი­დე­სი მუ­სი­კო­სია, რო­მელ­საც თით­ქმის ყვე­ლა მუ­სი­კა­ლუ­რი და არა მარ­ტო მუ­სი­კა­ლუ­რი ჯილ­დო აქვს მო­გე­ბუ­ლი. ავ­ტო­რი 100-ზე მეტი უდი­დე­სი შე­დევ­რის და სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ას დარ­ჩე­ბა! იტა­ლი­ამ მას 2017 წელს ყვე­ლა­ზე დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჯილ­დო გა­დას­ცა. ჯილ­დო, რო­მე­ლიც მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს მი­ე­ნი­ჭა და ყვე­ლა­ზე დიდი პა­ტი­ვია! ძა­ლი­ან მი­ხა­რია მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეს დიდი ზე­ი­მი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის. მეც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვეს­წრე­ბო­დი მის კონ­ცერტს და დიდი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და მისი პი­რა­დად გაც­ნო­ბა!

თე­მურ ახო­ბა­ძე, თბი­ლი­სის ოპე­რის გუნ­დის დი­რექ­ტო­რი:

"ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შან­სი მოგ­ვე­ცა ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ასეთ დიდ კომ­პო­ზი­ტორ­თან, რო­მელ­მაც ეპო­ქა შექ­მნა კი­ნო­მუ­სი­კა­ში. მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. მას სცე­ნა­ზე შევ­ხვდე­ბით და თვი­თონ გვი­დი­რი­ჟო­რებს. სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცე­მა მისი ხე­ლის მოძ­რა­ო­ბას ავა­ყო­ლოთ ჩვე­ნი ხმა. არ ვიცი რა უნდა იყოს ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა! რო­მის ორ­კესტრის ქორ­მა­ის­ტე­რი იყო თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩვენ­თვის მას­თან მუ­შა­ო­ბა... და­ნი­ელ ორე­ნია ამ­ჯე­რად ჩვე­ნი თე­ატ­რის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი, გე­ნი­ა­ლუ­რი დი­რი­ჟო­რი. სა­დი­რი­ჟო­რო პულტთან რომ დგას ყვე­ლა გა­რინ­დუ­ლი უს­მენს და ასე­თი­ვე დიდ ეფექტს მო­ახ­დენს ენიო მო­რი­კო­ნე, რო­დე­საც ჩვენ გვი­დი­რი­ჟო­რებს!

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა ჯერ კი­დევ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­იტ­ზე tkt.ge. ასე­ვე და­ნიშ­ნუ­ლია თვითმფრი­ნა­ვი­სა და მა­ტა­რებ­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­სე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"თქვენ გელით შეხვედრა უდიდეს ლეგენდასთან!" - ქართველი ხელოვანები ენიო მორიკონეს კონცერტის შესახებ

"თქვენ გელით შეხვედრა უდიდეს ლეგენდასთან!" - ქართველი ხელოვანები ენიო მორიკონეს კონცერტის შესახებ

იტალიელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და დირიჟორი ენიო მორიკონე საქართველოს ეწვევა. შეკვეთილში მდებარე "ბლექ სი არენას" დარბაზში მუსიკალური სეზონი მისი კონცერტით 19 მაისს გაიხსნება... მორიკონე შეკვეთილში საკუთარ ორკესტრთან ერთად ჩავა სრული შემადგენლობით.

ღონისძიებაზე მისი შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილი კინოჰიტები შესრულდება, ორკესტრს ლეგენდარული კომპოზიტორი თავად უდირიჟორებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდიც.

ცნობილი ქართველი მუსიკოსები, მსოფლიოში აღიარებული ხელოვანები ამ დღეს მოუთმენლად ელიან და თავიანთ მოსაზრებებს გვიზიარებენ...

ნიკოლოზ რაჭველი - მუსიკოსი, კომპოზიტორი, დირიჟორი:

"ჩემი აზრით, ჩემს ქვეყანაში ენიო მორიკონეს ჩამოსვლა და მისივე შესრულებით, მისი მუსიკის აჟღერება ისტორიული მოვლენაა. ენიო მორიკონე არის ადამიანი, ვინც შექმნა კინომუსიკის ისტორია. ეს არის ავტორი, კომპოზოტორი, რომლის სახელი და გვარი ყველა იმ ადამიანმა იცის მის მელოდიებთან ერთად, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მაღალმხატვრული ფილმი...

ძალიან გასახარია რომ შედგება თანამშრომლობა რომის ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდს შორის. ჩემთვის ეს კოლაბორაცია ყოველთვის გაცილებით უფრო მიმზიდველია, ვიდრე დიდი არტისტების უბრალოდ საგასტროლოდ ჩამობრძანება. თანამშრომლობის დროს იქმნება და იბადება ის უხილავი ენერგია, რომელიც ბევრად უფრო შთამბეჭდავად მიყვება აქედან წასულ ვარსკვლავსაც და უფრო ძვირფასი ხდება ნებისმიერი დიდი ხელოვანის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში...

მე სამწუხაროდ ვერ დავესწრები ამ კონცერტს, რადგან ჩვენ გასტროლებზე ვიმყოფებით იმ დროს. მთელი სულით და გულით ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც მიდის კონცერტზე დასასწრებად. მათ ელით შეხვედრა უდიდეს ლეგენდასთან და მსოფლიო კინო-კლასიკისა თუ მუსიკის ყველა მოყვარულმა ამ შანსით უნდა ისარგებლოს"

დათო ევგენიძე - მუსიკოსი, კომპოზიტორი:

"უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის! ყველა ქვეყნისთვის დიდი პატივია, სადაც კი ენიო მორკონე ჩავა! ის არის კინომუსიკის უბადლო კომპოზიტორი... ბევრი კომოზიტორი წერს მუსიკას კინოსთვის, მაგრამ არ აქვს ასეთი კლასიკური ბეგრაუნდი. იტალიური სკოლა რომ გავიხსენოთ, ნინო როტას შემდეგ იტალიელი კომპოზიტორი ამერიკულ კინოში, ასეთი აღარავინ ყოფილა! შედევრები აქვს შექმნილი! იმის გარდა რომ მარტივი მუსიკა გამახსოვრდება, საკმაოდ რთული მუსიკა მორიკონესი შენში გაოცებას იწვევს... მე პირადად უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეძლევა შანსი მორიკონეს კონცერტზე მოვხვდე.

ვფიქრობ ეს შესაძლებლობა ყველამ უნდა გამოიყენოს. ღმერთმა დიდხანს კარგად ამყოფოს, მაგრამ კიდევ როდის ჩამოვა არავინ იცის და ეს ბედნიერება ყველამ უნდა მიიღოს ვისაც კი მუსიკა უყვარს... საქართველო განებივრებულია დიდი ვარსკვლავების ვიზიტებით, მათ შორის კომპოზიტორებით... საბჭოთა კავშირის დროს მაგალითად მოსკოვს ეწვია იგორ სტრავინსკი და ქართული სიმღერის შესახებ ისაუბრა. აღნიშნა გურულ მრავალხმიანობაზე, რომ უფრო მაღალი დონის მუსიკა მსოფლიოში არ მოუსმენია და ამბობდა, ადრე რომ მომესმინა, მუსიკას აღარ დავწერდიო... ჯო ზავინული ორჯერ იყო ჩამოსული. გენიალური კომპოზიტორი, საოცარი ბენდით. ენიო მორიკონეს ჩამოსვლა ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს კულტურის ისტორიაში!"

ნინო სურგულაძე, მეცო-სოპრანო:

"ძალიან დიდი მოვლენაა ენიო მორიკონეს საქართველოში ჩამოსვლა. იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორია. მრავალი თაობა აღიზარდა მის მუსიკაზე, მისი ნაწარმოებები მთელი მსოფლიოსთვის კარგად არის ცნობილი... საქართველოში უამრავი ადამიანია, ვისაც ენიო მორიკონეს მუსიკა უყვარს. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია მისი ჩამოსვლა და ვისაც საშუალება აქვს, არ უნდა დაკარგოს შანსი ამ მნიშვნელოვან მოვლენას დაესწროს. ჩვენი მუსიკოსებიც იღებენ მონაწილეობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია!

ლაშა ონიანი, რეჟისორი:

"საბედნიეროდ პირადად მომიხდა იმ შოუების დადგმა, როდესაც საქართველოს მსოფლიო მეგავარსკვლავები ეწვივნენ - ანდრეა ბოჩელი, ხოსე კარერასი... საქართველოს უდიდესი ვარსკვლავები ყოველთვის სიხარულით სტუმრობენ...

ენიო მორიკონე არის 90 წლის უდიდესი ხელოვანი, კომპოზიტორი და შეუდარებელი დირიჟორი, ასეულობით ფილმის მუსიკალური გამფორმებელი ადამიანი, რომელზეც ასაკი არ მოქმედებს! შეიძლება ითქვას მის მოღვაწეობას დროის განსაზღვრა არ აქვს... ამხელა შემოქმედის საქართველოში ჩამოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს! დიდი ფუფუნებაა უცნობილესი ადამიანი პირადად იხილო! მისი პროფესიონალიზმის ნახვა სადირიჟორო პულტთან, განსაკუთრებით მისი ქართველი კოლეგებისთვის, კლასიკური საორკესტრო მუსიკის მსმენელისთვის უმნიშვნელოვანესია... და საერთოდ, საქართველოს კულტურის ისტორიის ერთი პატარა ნაწილიც გახდება გიგანტი ხელოვანის სტუმრობა!

ნინო მაჩაიძე, სოპრანო:

"ენიო მორიკონეზე კომენტარის გაკეთება რთულია, რადგანაც ის ნამდვილი ლეგენდაა. იტალიელი კინომუსიკის გენიალური კომპოზიტორი და უდიდესი მუსიკოსია, რომელსაც თითქმის ყველა მუსიკალური და არა მარტო მუსიკალური ჯილდო აქვს მოგებული. ავტორი 100-ზე მეტი უდიდესი შედევრის და სახელი, რომელიც ისტორიას დარჩება! იტალიამ მას 2017 წელს ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ჯილდო გადასცა. ჯილდო, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მიენიჭა და ყველაზე დიდი პატივია! ძალიან მიხარია მისი საქართველოში სტუმრობა და დარწმუნებული ვარ ეს დიდი ზეიმი იქნება ჩვენი ხალხისთვის. მეც დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი მის კონცერტს და დიდი პატივი იქნებოდა მისი პირადად გაცნობა!

თემურ ახობაძე, თბილისის ოპერის გუნდის დირექტორი:

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შანსი მოგვეცა ვითანამშრომლოთ ასეთ დიდ კომპოზიტორთან, რომელმაც ეპოქა შექმნა კინომუსიკაში. მივიღოთ მონაწილეობა მისი ნაწარმოებების შესრულებაში. მას სცენაზე შევხვდებით და თვითონ გვიდირიჟორებს. საშუალება მოგვეცემა მისი ხელის მოძრაობას ავაყოლოთ ჩვენი ხმა. არ ვიცი რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება! რომის ორკესტრის ქორმაისტერი იყო თბილისში ჩამოსული და ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის მასთან მუშაობა... დანიელ ორენია ამჯერად ჩვენი თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, გენიალური დირიჟორი. სადირიჟორო პულტთან რომ დგას ყველა გარინდული უსმენს და ასეთივე დიდ ეფექტს მოახდენს ენიო მორიკონე, როდესაც ჩვენ გვიდირიჟორებს!

შეგახსენებთ, რომ კონცერტის ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი საიტზე tkt.ge. ასევე დანიშნულია თვითმფრინავისა და მატარებლის სპეციალური რეისები.

აუთსაიდერების დუეტი და ხმის მიცემის წესები - რა ელის მაყურებელს "დიდი სცენის" მე-4 ლაივკონცერტზე

ნინო სურგულაძე ტყუპ შვილთან ერთად - მომღერალი ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს

ბრიტანული სამეფო ქორწილი პანდემიის დროს და პატარძალი, რომელსაც საქორწინო კაბა დედოფალმა ელისაბედმა ათხოვა