მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მივიღოთ სტიპენდია აგრარულ უნივერსიტეტში სასწავლებლად?
როგორ მივიღოთ სტიპენდია აგრარულ უნივერსიტეტში სასწავლებლად?

სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა - ეს ის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია, რაც დღეს ახალ­გაზ­რდე­ბის უმე­ტე­სო­ბას აწუ­ხებს. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის­თვის არც ისე ხელ­მი­საწ­ვდო­მია. თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ტი­ვი­რე­ბულ ახალ­გაზ­რდებს დღეს უზარ­მა­ზა­რი ხელ­შე­წყო­ბა აქვთ. მათ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ზრუ­ნავს რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სექ­ტო­რი, ისე კერ­ძო ბიზ­ნე­სი.

უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის დღეს მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებს თა­ვი­სუ­ფა­ლი და აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი იკა­ვე­ბენ. აღ­ნიშ­ნულ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სტუ­დენ­ტებს ”ცოდ­ნის ფონ­დი” წლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დის დიდ ნა­წილს უფი­ნან­სებს. გარ­და ამი­სა, ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა შე­უძ­ლი­ათ. საპ­რი­ზო ფონ­დი 1 000 ლა­რი­დან იწყე­ბა და 2 500 ლარს აღ­წევს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით ტარ­დე­ბა არა­ერ­თი კონ­კურ­სი, მათ შო­რის, ადა­მი­ა­ნი და სა­მარ­თა­ლი ან ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი წე­რის კონ­კურ­სი. მათ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მო­მა­ვალ სტუ­დენ­ტებს აძ­ლევს გა­რან­ტი­ას, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იმა­ზე ნაკ­ლებს გა­და­იხ­დან, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად ფიქ­რო­ბენ.

ბოლო წლებ­ში საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და წარმ­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა უშუ­ა­ლოდ იმ კომ­პა­ნი­ე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მათი პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლე­ბი არი­ან. ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია ახ­ლა­ხანს ”ნი­კო­რა­სა” და აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სტუ­დენ­ტე­ბი ”ნი­კო­რას” სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ას მი­ი­ღე­ბენ. კვე­ბის ტე­ქო­ნო­ლო­გი­ებს პროგ­რა­მის რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით 4 ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი GPA-ის მქო­ნე სტუ­დენტს 1 სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში ”ნი­კო­რა” ყო­ველ­თვი­უ­რად 150 ლა­რის ოდე­ნო­ბის სტი­პენ­დი­ას გა­და­უხ­დის.ყო­ვე­ლი სე­მესტრის და­სა­წყის­ში რე­ი­ტინ­გე­ბი გა­და­ი­ხე­დე­ბა და კვლავ და­ფი­ნანსდე­ბა რე­ი­ტინ­გით მო­წი­ნა­ვე 4 სტუ­დენ­ტი.

სტი­პენ­დი­ის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან სტუ­დენ­ტე­ბი. კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პროგ­რა­მის ერთ-ერთი სტუ­დენ­ტის გვან­ცა ქურ­და­ძის გან­მარ­ტე­ბით, სტი­პენ­დი­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სტუ­დენ­ტე­ბი სრუ­ლად სწავ­ლა­ზე კონ­ცეტ­რირ­დე­ბი­ან.

”ნი­კო­რას” სტი­პენ­დია ზრდის მო­ტი­ვა­ცი­ას, სტუ­დენ­ტებს გვიჩ­ნდე­ბა გან­ცდა, რომ მხო­ლოდ სწავ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა. მეტი მო­ტი­ვა­ცია გვექ­მნე­ბა, რომ სწავ­ლა­ზე სრუ­ლი კონ­ცენ­ტრი­რე­ბა გა­ვა­კე­თოთ,” -გან­მარ­ტავს გვან­ცა ქურ­და­ძე.

სტუ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა მოხ­დე­ბა სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით. სა­წყის ეტაპ­ზე სტი­პენ­დი­ას 2 მე-3 კურ­სე­ლი და 2 მე-4 კურ­სე­ლი სტუ­დენ­ტი მი­ი­ღებს.

აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის ვატო ლეჟა­ვას გან­მარ­ტე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ეს და­ფი­ნან­სე­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან პო­ტენ­ცი­ურ დამ­საქ­მე­ბელ­სა და სტუ­დენ­ტებს შო­რის სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­წყი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყა­ლიბ­დე­ბა.

”გარ­და იმი­სა, რომ სტი­პენ­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით სტუ­დენ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას, ეს ზო­გა­დად მათი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­საც გა­მო­იწ­ვევს. მე­ო­რე მხრივ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან სტუ­დენ­ტე­ბი გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ მო­მა­ვა­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლი მათი გა­ნათ­ლე­ბი­თა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია” - გა­ნა­ცხა­და ვატო ლეჟა­ვამ.

”ნი­კო­რას” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ირაკ­ლი ბო­ქო­ლიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მათი მი­ზა­ნია კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. სწო­რედ ამ მიზ­ნით გა­და­წყდა სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბაც.

„ნი­კო­რამ” და­ი­წყო გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, რაც დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად დე­ფი­ცი­ტუ­რია. ფა­კულ­ტე­ტის არ­ჩე­ვა შემ­თხვე­ვით არ მომ­ხმდა­რა. „ნი­კო­რა“ კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მწარ­მო­ე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნია კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. „ნი­კო­რას“ მიერ სტი­პენ­დი­ის და­ნიშ­ვნაც სწო­რედ ამ ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის მე­ტად მო­ტი­ვი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ბო­ქო­ლიშ­ვილ­მა.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბულ­თა ნა­წი­ლი უკვე და­საქ­მე­ბუ­ლია ნი­კო­რა­ში, მო­ცე­მუ­ლი სტი­პენ­დია კი სტუ­დენ­ტთათ­ვის შე­საძ­ლოა კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის წი­ნა­პი­რო­ბა აღ­მოჩ­ნდეს.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ახალ­გაზ­რდებს უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. მათ ხში­რად ეხ­მა­რე­ბი­ან, რომ სწავ­ლა­ზე კონ­ცენ­ტრირ­დნენ და სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ახ­დი­ნონ. ამ მხრივ ფი­ნან­სუ­რი ხელ­შე­წყო­ბა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მის მი­სა­ღე­ბად კი მონ­დო­მე­ბა და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მაა სა­ჭი­რო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ მივიღოთ სტიპენდია აგრარულ უნივერსიტეტში სასწავლებლად?

როგორ მივიღოთ სტიპენდია აგრარულ უნივერსიტეტში სასწავლებლად?

სტუდენტების დაფინანსება - ეს ის აქტუალური საკითხია, რაც დღეს ახალგაზრდების უმეტესობას აწუხებს. უმაღლესი განათლების მიღება, სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილისთვის არც ისე ხელმისაწვდომია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მოტივირებულ ახალგაზრდებს დღეს უზარმაზარი ხელშეწყობა აქვთ. მათ დაფინანსებაზე ზრუნავს როგორც საგანმანათლებლო სექტორი, ისე კერძო ბიზნესი.

უნივერსიტეტებს შორის დღეს მოწინავე პოზიციებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები იკავებენ. აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს ”ცოდნის ფონდი” წლიური გადასახადის დიდ ნაწილს უფინანსებს. გარდა ამისა, ყოველწლიურად ტარდება სპეციალური კონკურსები აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც გამარჯვების შემთხვევაში საკმაოდ სოლიდური დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ. საპრიზო ფონდი 1 000 ლარიდან იწყება და 2 500 ლარს აღწევს. უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება არაერთი კონკურსი, მათ შორის, ადამიანი და სამართალი ან ჟურნალისტური წერის კონკურსი. მათში გამარჯვება მომავალ სტუდენტებს აძლევს გარანტიას, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში იმაზე ნაკლებს გადაიხდან, ვიდრე რეალურად ფიქრობენ.

ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა წარმტებული სტუდენტების დაფინანსება უშუალოდ იმ კომპანიებისგან, რომლებიც მათი პოტენციური დამსაქმებლები არიან. ამის კარგი მაგალითია ახლახანს ”ნიკორასა” და აგრარულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, სტუდენტები ”ნიკორას” სახელობის სტიპენდიას მიიღებენ. კვების ტექონოლოგიებს პროგრამის რეიტინგის მიხედვით 4 ყველაზე მაღალი GPA-ის მქონე სტუდენტს 1 სემესტრის განმავლობაში ”ნიკორა” ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის სტიპენდიას გადაუხდის.ყოველი სემესტრის დასაწყისში რეიტინგები გადაიხედება და კვლავ დაფინანსდება რეიტინგით მოწინავე 4 სტუდენტი.

სტიპენდიის მიღების შესაძლებლობით კმაყოფილები არიან სტუდენტები. კვების ტექნოლოგიების პროგრამის ერთ-ერთი სტუდენტის გვანცა ქურდაძის განმარტებით, სტიპენდიის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები სრულად სწავლაზე კონცეტრირდებიან.

”ნიკორას” სტიპენდია ზრდის მოტივაციას, სტუდენტებს გვიჩნდება განცდა, რომ მხოლოდ სწავლითაც შესაძლებელია დაფინანსების მოპოვება. მეტი მოტივაცია გვექმნება, რომ სწავლაზე სრული კონცენტრირება გავაკეთოთ,” -განმარტავს გვანცა ქურდაძე.

სტუდენტების შერჩევა მოხდება სემესტრის განმავლობაში მათ მიერ მიღებული ქულების მიხედვით. საწყის ეტაპზე სტიპენდიას 2 მე-3 კურსელი და 2 მე-4 კურსელი სტუდენტი მიიღებს.

აგრარული უნივერსიტეტის რექტორის ვატო ლეჟავას განმარტებით, უნივერსიტეტისთვის ეს დაფინანსება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან პოტენციურ დამსაქმებელსა და სტუდენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საწყისი ურთიერთობები ყალიბდება.

”გარდა იმისა, რომ სტიპენდიის მეშვეობით სტუდენტები მიიღებენ ფულად დახმარებას, ეს ზოგადად მათი აკადემიური მოსწრების წახალისებასაც გამოიწვევს. მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტები გააცნობიერებენ, რომ მომავალი დამსაქმებელი მათი განათლებითა და კვალიფიკაციით დაინტერესებულია” - განაცხადა ვატო ლეჟავამ.

”ნიკორას” გენერალური დირექტორის ირაკლი ბოქოლიშვილის განმარტებით, მათი მიზანია კვების ტექნოლოგიის პროფესიის პოპულარიზაცია და სფეროს განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით გადაწყდა სტუდენტების დაფინანსებაც.

„ნიკორამ” დაიწყო განათლების დაფინანსება, რაც დღევანდელ საქართველოში ყველაზე მეტად დეფიციტურია. ფაკულტეტის არჩევა შემთხვევით არ მომხმდარა. „ნიკორა“ კვების პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია საქართველოში. ჩვენი მიზანია კვების ტექნოლოგიის პროფესიის პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. „ნიკორას“ მიერ სტიპენდიის დანიშვნაც სწორედ ამ ფაკულტეტის სტუდენტების მეტად მოტივირებას ემსახურება“ - განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ნაწილი უკვე დასაქმებულია ნიკორაში, მოცემული სტიპენდია კი სტუდენტთათვის შესაძლოა კარიერული წინსვლის წინაპირობა აღმოჩნდეს.

საბოლოო ჯამში, სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდებს უამრავი შესაძლებლობა აქვთ თანამედროვე საქართველოში განათლების მისაღებად. მათ ხშირად ეხმარებიან, რომ სწავლაზე კონცენტრირდნენ და საკუთარი თავის რეალიზება მაქსიმალურად მოახდინონ. ამ მხრივ ფინანსური ხელშეწყობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, მის მისაღებად კი მონდომება და დაუღალავი შრომაა საჭირო.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის