მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება სამებაში - ტაძარში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ
რა ხდება სამებაში - ტაძარში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ

ოჯა­ხის სიწ­მინ­დი­სა და სიმ­ტკი­ცის დაც­ვის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მი­ვიდ­ნენ. მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­მე­ბის ტა­ძარ­ში აწყუ­რის ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ხატი მი­აბ­რძა­ნეს. ამ წუ­თებ­ში სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე სა­მე­ბის ტა­ძარ­ში პა­რაკ­ლისს აღავ­ლენს.

ოჯა­ხის სიწ­მინ­დი­სა და სიმ­ტკი­ცის დაც­ვის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მსვლე­ლო­ბა ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან და­ი­წყო. მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს „ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე“ შეკ­რე­ბი­ლი მრევ­ლი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი შე­უ­ერ­თდნენ და ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს. ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­თან ისი­ნი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა და­ლო­ცეს. ამის შემ­დეგ, მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის­კენ და­იძ­რნენ. მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს შე­უ­ერ­თდა პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრე, მე­უ­ფე შიო.

რო­გორც მე­უ­ფე შიომ გა­ნა­ცხა­და, დღე­ვან­დელ მსვლე­ლო­ბა­ზე თით­ქმის ყვე­ლა ეპარ­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იმ­ყო­ფე­ბა.

"მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი დავ­ლო­ცეთ და მათ სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გა­და­ე­ცე­მათ სი­გე­ლე­ბი. ჩვენ­თვის ოჯა­ხის სიწ­მინ­დე არის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და ასეა არა მხო­ლოდ ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის, არა­მედ ტრა­დი­ცი­უ­ლი რე­ლი­გი­ე­ბის­თვის, რად­გან როცა ღმერ­თმა შექ­მნა ადა­მი­ა­ნი, შექ­მნა ოჯა­ხად. ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ოჯა­ხი არის ინ­სტი­ტუ­ტი, ოჯა­ხი ინ­სტი­ტუ­ტი არ არის, ეს არის ღმერ­თის მიერ შექ­მნი­ლი ყო­ფი­ე­რე­ბის ფორ­მა", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რა ხდება სამებაში - ტაძარში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ

რა ხდება სამებაში - ტაძარში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. მსვლელობის მონაწილეებმა სამების ტაძარში აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ხატი მიაბრძანეს. ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების ტაძარში პარაკლისს აღავლენს.

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს „ვარდების მოედანზე“ შეკრებილი მრევლი და სასულიერო პირები შეუერთდნენ და ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლეს. ქაშვეთის ტაძართან ისინი სასულიერო პირებმა დალოცეს. ამის შემდეგ, მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ. მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდა პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო.

როგორც მეუფე შიომ განაცხადა, დღევანდელ მსვლელობაზე თითქმის ყველა ეპარქიის წარმომადგენელი იმყოფება.

"მრავალშვილიანი ოჯახები დავლოცეთ და მათ სამების ტაძარში გადაეცემათ სიგელები. ჩვენთვის ოჯახის სიწმინდე არის მთავარი ღირებულება და ასეა არა მხოლოდ ქრისტიანებისთვის, არამედ ტრადიციული რელიგიებისთვის, რადგან როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, შექმნა ოჯახად. ხშირად ამბობენ, რომ ოჯახი არის ინსტიტუტი, ოჯახი ინსტიტუტი არ არის, ეს არის ღმერთის მიერ შექმნილი ყოფიერების ფორმა", - განაცხადა მეუფე შიომ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი