პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე შიო - ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა
მეუფე შიო - ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა

ოჯახ­თან და მის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან ბრძო­ლა არის ღმერ­თთან ბრძო­ლა, ადა­მი­ა­ნის ამაღ­ლე­ბას­თან, მის გან­წმენ­დას­თან და ცხო­ნე­ბას­თან ბრძო­ლა, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრემ, მე­უ­ფე შიომ ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­ში, ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

რო­გორც მე­უ­ფე შიომ აღ­ნიშ­ნა, რო­გორც არას­დროს, ისე სა­ჭი­რო იყო ბოლო წლებ­ში ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დაც­ვის დღე, ვი­ნა­ი­დან ოჯა­ხის დან­გრე­ვის და გან­შო­რე­ბა­თა სტა­ტის­ტი­კა არის სა­გან­გა­შო.

"დღეს არის ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღე. ეს არის დღე, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა დაგ­ვიდ­გი­ნა, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი და მად­ლო­ბას ვუხ­დით ამის­თვის. რო­გორც არას­დროს, ისე­თი სა­ჭი­რო იყო ბოლო წლებ­ში ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დაც­ვის დღე, ვი­ნა­ი­დან ოჯა­ხის დან­გრე­ვის და გან­შო­რე­ბა­თა სტა­ტის­ტი­კა არის სა­გან­გა­შო. სულ უფრო და უფრო მე­ტად გა­ის­მის მო­წო­დე­ბე­ბი ან­ტი­ო­ჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­კა­ნო­ნე­ბი­სა. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. დღეს ჩვენ ვიკ­რი­ბე­ბით, რომ და­ვიც­ვათ ოჯა­ხუ­რი სიწ­მინ­დე, და­ვიც­ვათ ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ადა­მი­ა­ნის უმ­თავ­რე­სი გზა ეს არის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა. როცა ღმერ­თმა შექ­მნა ადა­მი­ა­ნი, ის ოჯა­ხად შექ­მნა, ადა­მიც და ევაც. ოჯა­ხი ეს არ არის უბ­რა­ლო ინ­სტი­ტუ­ტი, რო­გორც ხში­რად ამ­ბო­ბენ, ეს არის ყო­ფი­ე­რე­ბის ის ფორ­მა, რო­მე­ლიც ღმერ­თმა შექ­მნა. ჩვენ ღმერ­თმა ასე­თი ცხოვ­რე­ბის­თვის შეგვქმნა. ჩვენ ვი­ცავთ ყვე­ლა­ზე ძი­რე­ულს. ოჯახ­თან და მის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან ბრძო­ლა არის ღმერ­თთან ბრძო­ლა, ადა­მი­ა­ნის ამაღ­ლე­ბას­თან, მის გან­წმენ­დას­თან, ცხო­ნე­ბას­თან ბრძო­ლა. უფალ­მა ინე­ბოს არა­სო­დეს დავ­თმოთ ოჯა­ხუ­რი სიწ­მინ­დე, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და ეს არის სა­წინ­და­რი ჩვე­ნი ამაღ­ლე­ბი­სა", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

მე­უ­ფე შიომ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის თე­მა­ზეც ისა­უბ­რა.

"ჩვენ უნდა უზ­რუნ­ველ­ვყოთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა, დახ­მა­რე­ბა, ვინც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ თა­ვად ნარ­კო­ტი­კი არის დიდი ცოდ­ვა, შხა­მი და ბო­რო­ტე­ბა. რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, ეს ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია, პირ­ველ რიგ­ში, ოჯახს ან­გრევს, ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ას ქმნის. ამი­ტომ ამას უნდა შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

ქა­და­გე­ბის ბო­ლოს ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­ში მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი და­ლო­ცეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

მეუფე შიო - ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა

მეუფე შიო - ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა

ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში, ქადაგებისას ბრძანა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, როგორც არასდროს, ისე საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის და განშორებათა სტატისტიკა არის საგანგაშო.

"დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. ეს არის დღე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაგვიდგინა, როგორც ეროვნული დღესასწაული და მადლობას ვუხდით ამისთვის. როგორც არასდროს, ისეთი საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის და განშორებათა სტატისტიკა არის საგანგაშო. სულ უფრო და უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახური სიწმინდე, დავიცვათ ოჯახური ღირებულებები. ადამიანის უმთავრესი გზა ეს არის ოჯახური ცხოვრება. როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, ის ოჯახად შექმნა, ადამიც და ევაც. ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, როგორც ხშირად ამბობენ, ეს არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც ღმერთმა შექმნა. ჩვენ ღმერთმა ასეთი ცხოვრებისთვის შეგვქმნა. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან, ცხონებასთან ბრძოლა. უფალმა ინებოს არასოდეს დავთმოთ ოჯახური სიწმინდე, შევინარჩუნოთ და ეს არის საწინდარი ჩვენი ამაღლებისა", - განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიომ ნარკოპოლიტიკის თემაზეც ისაუბრა.

"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების მკურნალობა, დახმარება, ვინც არის დამოკიდებული, მაგრამ თავად ნარკოტიკი არის დიდი ცოდვა, შხამი და ბოროტება. რეალიზაციაზე იყო საუბარი, ეს ყოვლად დაუშვებელია, პირველ რიგში, ოჯახს ანგრევს, ოჯახის ტრაგედიას ქმნის. ამიტომ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ", - განაცხადა მეუფე შიომ.

ქადაგების ბოლოს ქაშვეთის ტაძარში მრავალშვილიანი ოჯახები დალოცეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ