ავტორი:

დღეს ამაღლებაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ დღესასწაულის შესახებ

დღეს ამაღლებაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ დღესასწაულის შესახებ

მართლმადიდებელი სამყარო 10 ივნისს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება.

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.

წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.

სახარების თანახმად, აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმს არ წასულიყვნენ. ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.

ამაღლებიდან სულთმოფენობამდე და სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე (სულთმოფენობის შემდეგი კვირა) იცვლება ლოცვების კითხვის წესი:

  • ლოცვებში არსად აღარ იკითხება, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, ტროპარი "ქრისტე აღდგა...".
  • სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე დასაწყისი ლოცვების კითხვას ვიწყებთ პირდაპირ "წმიდაო ღმერთო"-დან და მის შემდეგ - ჩვეულებრივ. ყოველთა წმინდათა კვირიდან, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, დასაწყის ლოცვებს ჩვეულებრივი თანმიმდევრობით ვკითხულობთ.
  • ნაცვლად "ღირს არსი"-სა იკითხება:ა) ამაღლებიდან მის წარგზავნამდე: (ამაღლების დღესასწაულის წინა საღამოდან სულთმოფენობის წინა პარასკევ დილის ჩათვლით) "ადიდებს სული ჩემი ქუეყანით ზეცას ამაღლებულსა ქრისტესა ცხოვრების მომცემელსა. ჰშევ, ქალწულო, მიუწთომელი ბუნებათა, უჟამოდ გამოუთქუმელი, ამისთჳს უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ".ბ) სულთმოფენობიდან მის წარგზავნამდე: "მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლვა ნუგეშინისმცემელისა, დაუკვირდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათათა გამოჩნდა სულიწმიდაჲ. გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თვალო, რამეთუ მეტყუელებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ".

"ადამიანებს ასეთ დაწესებულებებში კი არა, პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები, რა გასაკვირია, უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა პატარას, ძალა გამოიყენოს" - მეუფე იაკობი ბავშვთა პანსიონზე

"მოხდა ჩვენსა და კომპანიას შორის შეთანხმება" - შუქრუთის მოსახლეობამ შიმშილობა შეწყვიტა

მეუფე იაკობი გიორგი გახარიაზე: "ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა... როგორ შეიძლება, რომ მობრუნდეს"