პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს - რას გეგმავს თბილისის მერი
ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს - რას გეგმავს თბილისის მერი

ტაქ­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით ქა­ლაქ­ში ქა­ო­სი გვაქვს, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, არ არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კა, თუ რა­მე­დე­ნი ტაქ­სი მოძ­რა­ობს დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, ამი­ტომ პირ­ველ ეტაპ­ზე ამის აღ­რი­ცხვა მოხ­დე­ბა. მომ­დევ­ნო წლებ­ში კი, კა­ლა­ძის თქმით, ტაქ­სის ფე­რიც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

„რო­დე­საც ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე, ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან იყო ძა­ლი­ან დიდი კრი­ტი­კა, რომ ჩვენ არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ვართ, რა­შიც ნამ­დვი­ლად არ ვე­თან­ხმე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იყო დიდი მხარ­და­ჭე­რა და ინ­ტე­რე­სი. დღეს ჩვენ ტაქ­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით ქა­ლაქ­ში გვაქვს ქა­ო­სი; ამას ნამ­დვი­ლად ვერ შე­ვე­გუ­ე­ბით და არ და­ვუშ­ვებთ. ვი­წყებთ ლი­ცენ­ზი­რე­ბას, რომ აღ­ვრი­ცხოთ, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის ტაქ­სი გვყავს ქა­ლაქ­ში. არა­ვინ იცის, არ არ­სე­ბობს ამის სტა­ტის­ტი­კა, ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რა წარ­სუ­ლი აქვთ, არის თუ არა უსაფრ­თხო და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­რი­ცხუ­ლი და ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს. შემ­დე­გი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ნი­სა­ზღვროს ტაქ­სის ფერი, ასე­ვე, უნდა გა­ნი­სა­ზღვროს ისიც, მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ან ავ­ტო­მო­ბილს ჰქონ­დეს თუ არა უფ­ლე­ბა, ტაქ­სი იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რა­ზეც ვმუ­შა­ობთ და გარ­წმუ­ნებთ, რომ ტაქ­სის პრობ­ლე­მა ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან მალე მოგ­ვარ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს - რას გეგმავს თბილისის მერი

ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს - რას გეგმავს თბილისის მერი

ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, არ არსებობს სტატისტიკა, თუ რამედენი ტაქსი მოძრაობს დედაქალაქის მასშტაბით, ამიტომ პირველ ეტაპზე ამის აღრიცხვა მოხდება. მომდევნო წლებში კი, კალაძის თქმით, ტაქსის ფერიც განისაზღვრება.

„როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი განცხადება გავაკეთე, ოპოზიციის მხრიდან იყო ძალიან დიდი კრიტიკა, რომ ჩვენ არასწორი მიმართულებით მივდივართ, რაშიც ნამდვილად არ ვეთანხმები. საზოგადოების მხრიდან იყო დიდი მხარდაჭერა და ინტერესი. დღეს ჩვენ ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს ქაოსი; ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით და არ დავუშვებთ. ვიწყებთ ლიცენზირებას, რომ აღვრიცხოთ, თუ რა რაოდენობის ტაქსი გვყავს ქალაქში. არავინ იცის, არ არსებობს ამის სტატისტიკა, ვინ არიან ეს ადამიანები, რა წარსული აქვთ, არის თუ არა უსაფრთხო და ა.შ. ეს ყველაფერი აღრიცხული და ლიცენზირებული უნდა იყოს. შემდეგი წლების განმავლობაში აუცილებლად უნდა განისაზღვროს ტაქსის ფერი, ასევე, უნდა განისაზღვროს ისიც, მარჯვენასაჭიან ავტომობილს ჰქონდეს თუ არა უფლება, ტაქსი იყოს. შესაბამისად, ძალიან ბევრი მიმართულებაა, რაზეც ვმუშაობთ და გარწმუნებთ, რომ ტაქსის პრობლემა ქალაქში ძალიან მალე მოგვარდება“, - განაცხადა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები