მსოფლიო
სპორტი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსვლელობა "ვარდების მოედნიდან" სამებამდე, მრავალშვილიანი ოჯახების დალოცვა და საყოველთაო ჯვრისწერა - როგორ აღნიშნავენ 17 მაისს თბილისში
მსვლელობა "ვარდების მოედნიდან" სამებამდე, მრავალშვილიანი ოჯახების დალოცვა და საყოველთაო ჯვრისწერა - როგორ აღნიშნავენ 17 მაისს თბილისში

17 მა­ისს, ოჯა­ხის სიწ­მინ­დი­სა და სიმ­ტკი­ცის დაც­ვის დღეს, „ვარ­დე­ბის მო­ედ­ნი­დან“ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რამ­დე მსვლე­ლო­ბა მო­ე­წყო­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბა „და­ვი­თი­ან­ნის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა კოტე სვა­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, „ვარ­დე­ბის მო­ედ­ნი­დან“ მსვლე­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე, ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 10:00 სა­ათ­ზე, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, ილია მე­ო­რე მღვდელმთავ­რებ­თან და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად საღ­მრთო ლი­ტურ­გი­ას სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წყებს. ასე­ვე, 10:00 სა­ათ­ზე სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა და­ი­წყე­ბა ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­ში, სა­დაც 10 მე­უ­ფე წი­რავს.

ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, 11:30 სა­ათ­ზე, ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან პატ­რი­არ­ქის მიერ და­ლოც­ვი­ლი გვა­რე­ბი, ასე­ვე მრევ­ლი შე­იკ­რი­ბე­ბა და „ვარ­დე­ბის მო­ედ­ნის­კენ“ გა­ე­მარ­თე­ბა.

12:00 სა­ათ­ზე კი, აწყუ­რის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტით „ვარ­დე­ბის მო­ედ­ნი­დან“ ქაშ­ვე­თის ტაძ­რის­კენ მსვლე­ლო­ბა და­ი­წყე­ბა. წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქაშ­ვეთ­თან ექ­ვსშვი­ლი­ან 300-მდე ოჯახს და­ლო­ცა­ვენ. შემ­დეგ მსვლე­ლო­ბა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის­კენ გაგ­რძელ­დე­ბა, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით, 14:00 სა­ათ­ზე პატ­რი­არ­ქი სა­მად­ლო­ბელ პა­რაკ­ლისს გა­და­იხ­დის და ერს და­ლო­ცავს.

მა­ნამ­დე სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­ყო­ველ­თაო ჯვრის­წე­რა გა­ი­მარ­თე­ბა, რომ­ლის დრო­საც ჯვარს 50-მდე წყვილს და­წე­რენ. მათ უწ­მინ­დე­სი და­ლო­ცავთ.

სა­ყო­ველ­თაო ჯვრის­წე­რა რე­გი­ო­ნებ­შიც გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც ჯვარს 400–ზე მეტი წყვი­ლი და­ი­წერს. ეს ის ოჯა­ხე­ბია, რომ­ლე­ბიც კარ­გა ხა­ნია შე­იქ­მნა, მაგ­რამ დღემ­დე არ აქვთ ჯვა­რი და­წე­რი­ლი. 20:00 სა­ათ­ზე, „რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში“ ასე­ვე ჩა­ტარ­დე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს მი­ე­ძღვნე­ბა.

17 მა­ი­სი, ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღედ, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით 2014 წელს გა­მო­ცხად­და.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქო­ში აცხა­დე­ბენ, უკვე მე–5 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია ერ­თკვი­რი­ა­ნი მსვლე­ლო­ბით აღ­ნიშ­ნავს წმინ­და ან­დრია მო­ცი­ქუ­ლი­სა და აწყუ­რის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მობ­რძა­ნე­ბას. ხა­ტით მსვლე­ლო­ბა იწყე­ბა 10 მა­ისს და 17 მა­ისს თბი­ლი­სის სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მთავ­რდე­ბა.

წელს ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღის აღ­ნიშ­ვნა ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულს და­ემ­თხვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მსვლელობა "ვარდების მოედნიდან" სამებამდე, მრავალშვილიანი ოჯახების დალოცვა და საყოველთაო ჯვრისწერა - როგორ აღნიშნავენ 17 მაისს თბილისში

მსვლელობა "ვარდების მოედნიდან" სამებამდე, მრავალშვილიანი ოჯახების დალოცვა და საყოველთაო ჯვრისწერა - როგორ აღნიშნავენ 17 მაისს თბილისში

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, „ვარდების მოედნიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, „ვარდების მოედნიდან“ მსვლელობის დაწყებამდე, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, 10:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს. ასევე, 10:00 საათზე სადღესასწაულო წირვა დაიწყება ქაშვეთის ტაძარში, სადაც 10 მეუფე წირავს.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 11:30 საათზე, ფილარმონიასთან პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები, ასევე მრევლი შეიკრიბება და „ვარდების მოედნისკენ“ გაემართება.

12:00 საათზე კი, აწყურის ღვთისმშობლის ხატით „ვარდების მოედნიდან“ ქაშვეთის ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყება. წირვის დასრულების შემდეგ, ქაშვეთთან ექვსშვილიან 300-მდე ოჯახს დალოცავენ. შემდეგ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ გაგრძელდება, სადაც დაახლოებით, 14:00 საათზე პატრიარქი სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის და ერს დალოცავს.

მანამდე სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება, რომლის დროსაც ჯვარს 50-მდე წყვილს დაწერენ. მათ უწმინდესი დალოცავთ.

საყოველთაო ჯვრისწერა რეგიონებშიც გაიმართება, სადაც ჯვარს 400–ზე მეტი წყვილი დაიწერს. ეს ის ოჯახებია, რომლებიც კარგა ხანია შეიქმნა, მაგრამ დღემდე არ აქვთ ჯვარი დაწერილი. 20:00 საათზე, „რუსთაველის თეატრში“ ასევე ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს მიეძღვნება.

17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს გამოცხადდა.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, უკვე მე–5 წელია საქართველოს ეკლესია ერთკვირიანი მსვლელობით აღნიშნავს წმინდა ანდრია მოციქულისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატის საქართველოში შემობრძანებას. ხატით მსვლელობა იწყება 10 მაისს და 17 მაისს თბილისის სამების საკათედრო ტაძარში მთავრდება.

წელს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა ამაღლების დღესასწაულს დაემთხვა.

მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ

დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება

ფოტოები თბილისის ქუჩებიდან, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები ქუჩებს ნაკურთხ წყალს ასხურებენ