Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ აქცია აღარ გაიმართება
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ აქცია აღარ გაიმართება

"თა­ნას­წო­რო­ბის მოძ­რა­ო­ბა" ჰო­მო­ფო­ბი­ა­სა და ტრანსფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ხვალ აქ­ცი­ას არ გა­მარ­თავს.

ეს გან­ცხა­დე­ბა "თა­ნას­წო­რო­ბის მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­აც­ნეს.

"მიმ­დი­ნა­რე წელს ჩვენ რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა გავ­მარ­თეთ შს სა­მი­ნის­ტროს­თან და მათ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად მოგ­ვცეს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი, თუმ­ცა ჩვენ­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა ბოლო დღე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი მღელ­ვა­რე­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ღა­მის კლუ­ბებ­ში შეჭ­რას მოჰ­ყვა. და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ეკა­ლა­ცია გახ­ლდათ ის, რომ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი და­ვი­კა­ვეთ არა მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ან­მა მა­ნი­ფეს­ტან­ტებ­მა, არა­მედ უკონ­ტრო­ლო და კა­ნონ­გა­რე­შე მოქ­მედ­მა ფა­შის­ტურ­მა, ნე­ო­ნა­ცის­ტურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბებ­მა.

ხელ­სუფ­ლე­ბას დას­ჭირ­და უპ­რე­ცე­დენ­ტო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა იმის­თვის, რომ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი დესტრუქ­ცი­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც ხე­ებ­საც კი გლეჯ­დნენ, შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და და თა­ვი­დან იქნა აცი­ლე­ბუ­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა დე­მონ­სტრა­ცი­ის დრო­ე­ბით შე­წყვე­ტით. ცნო­ბი­ლია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 17 მა­ისს უპ­რე­ცე­დენ­ტო მო­ბი­ლი­ზე­ბა აქვთ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ჩვენს მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბილ ჯგუ­ფებს, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს და იმ ფა­შის­ტურ დაჯ­გუ­ფე­ბას, რო­მელ­ზეც არ­სე­ბობს ეჭვი, რომ თა­ნამ­შომ­ლო­ბენ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან.

გვაქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 17 მა­ისს ეს ძა­ლე­ბი უპ­რე­ცე­დენ­ტო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ით ემ­ზა­დე­ბი­ან ქა­ლაქ­ში არე­უ­ლო­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის მო­სა­წყო­ბად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დეთ, მათი აქ­ტი­ვო­ბე­ბი არც დრო­სა და არც ლო­კა­ცი­ა­ში არ დაგ­ვემ­თხვია ჩვე­ნი აქ­ცი­ის­თვის, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მათ აქ­ტი­ვო­ბე­ბის დრო და ლო­კა­ცი­ე­ბი გად­მო­წი­ეს და ზუს­ტად და­ამ­თხვი­ეს ჩვენს აქ­ცი­ას. ჩვენ ერთხელ უკვე ვნა­ხეთ სა­მო­ქა­ლა­ქო ომში ჩარ­თუ­ლი ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. სწო­რედ ამი­ტომ, ვაც­ნო­ბი­ე­რებთ რა, ყვე­ლა არ­სე­ბულ და რე­ა­ლურ საფრ­თხეს, ლგბტ აქ­ტი­ვის­ტებ­მა მი­ვი­ღეთ ჩვენ­თვის უმ­ძი­მე­სი და კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამ ჯერ­ზე დავ­თმოთ ჩვე­ნი თვით­გა­მო­ხატ­ვის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა და გა­ვა­უქ­მოთ 17 მა­ისს და­გეგ­მი­ლი აქ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს კან­ცე­ლა­რი­ას­თან", - ნათ­ქვა­მია "თა­ნას­წო­რო­ბის მოძ­რა­ო­ბის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

"თა­ნას­წო­რო­ბის მოძ­რა­ო­ბის" მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ აქ­ცი­ე­ბი "ქარ­თულ­მა მარშმაც" გა­ა­უქ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო: "ლგბტ აქ­ტი­ვის­ტებ­მა მი­ვი­ღეთ ჩვენ­თვის უმ­ძი­მე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა..." - რა­ტომ გა­უქ­მდა 17 მი­ი­სის აქ­ცია?

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ აქცია აღარ გაიმართება

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ აქცია აღარ გაიმართება

"თანასწორობის მოძრაობა" ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ აქციას არ გამართავს.

ეს განცხადება "თანასწორობის მოძრაობის" აქტივისტებმა საზოგადოებას მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააცნეს.

"მიმდინარე წელს ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ შს სამინისტროსთან და მათ დეკლარირებულად მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა ჩვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სოციალური მღელვარება, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში შეჭრას მოჰყვა. დაწყებული საპროტესტო აქციის ეკალაცია გახლდათ ის, რომ რუსთაველის გამზირი დავიკავეთ არა მხოლოდ მშვიდობიანმა მანიფესტანტებმა, არამედ უკონტროლო და კანონგარეშე მოქმედმა ფაშისტურმა, ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა.

ხელსუფლებას დასჭირდა უპრეცედენტო ძალის გამოყენება იმისთვის, რომ რამდენიმე ასეული დესტრუქციული მოქალაქე, რომლებიც ხეებსაც კი გლეჯდნენ, შეეკავებინათ. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და თავიდან იქნა აცილებული მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება დემონსტრაციის დროებით შეწყვეტით. ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზება აქვთ გამოცხადებული ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს და იმ ფაშისტურ დაჯგუფებას, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ თანამშომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან.

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადეთ, მათი აქტივობები არც დროსა და არც ლოკაციაში არ დაგვემთხვია ჩვენი აქციისთვის, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩართული ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამიტომ, ვაცნობიერებთ რა, ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი აქცია საქართველოს კანცელარიასთან", - ნათქვამია "თანასწორობის მოძრაობის" განცხადებაში.

"თანასწორობის მოძრაობის" მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ აქციები "ქართულმა მარშმაც" გააუქმა.

ნახეთ ვიდეო: "ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი გადაწყვეტილება..." - რატომ გაუქმდა 17 მიისის აქცია?

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"