Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რეიტინგში 3 ქართველი მოხვდა
რუსეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რეიტინგში 3 ქართველი მოხვდა

რუ­სუ­ლი Forbes-ის 2018 წლის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში 3 ქარ­თვე­ლი მოხ­ვდა. 1,6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით 61-ე ად­გილ­ზეა 62 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი ალექ­სან­დრე ჯა­ფა­რი­ძე; 950 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით 113-ე ად­გილ­ზეა 34 წლის ვი­ა­ჩეს­ლავ მი­რი­ლაშ­ვი­ლი; 132-ე ად­გილ­ზე 800 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ქო­ნე­ბით კი 61 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლია.

ალექ­სან­დრე ჯა­ფა­რი­ძე

ალექ­სან­დრე ჯა­ფა­რი­ძე 20 ივ­ლისს 1955 წელს მა­ხა­ჩკა­ლა­ში და­ი­ბა­და. ბავ­შვო­ბა­ში გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ფი­ზი­კით და მა­თე­მა­ტი­კით. 1977 წელს და­ამ­თავ­რა ნავ­თობ­ქი­მი­ი­სა და გა­ზის წარ­მო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი და გე­ო­ფი­ზი­კოს­თა ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­ძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა.

1995 წელს მან და­ა­არ­სა მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნია "პეტ­რო­ა­ლი­ან­სი", რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ებს მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევ­და ნავ­თობ­მო­პო­ვე­ბის სფე­რო­ში. 2004 წელს ბიზ­ნეს­მენ­მა ეს კომ­პა­ნია გა­ყი­და და შექ­მნა სა­ბურ­ღი კომ­პა­ნია. დღეს კომ­პა­ნია "ევ­რა­ზი­ას" მფლო­ბე­ლია.

ჯა­ფა­რი­ძე "ფორბსის-2018 წლის" რე­ი­ტინ­გში 61-ე ად­გილს იკა­ვებს. მისი შე­მო­სა­ვა­ლი 1,6 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

ვი­ა­ჩეს­ლავ მი­რი­ლაშ­ვი­ლი

ფორბსის 2018 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყვე­ლა­ზე მდი­დარ 200 რუს ბიზ­ნეს­მენს შო­რის ვი­ა­ჩეს­ლავ მი­რი­ლაშ­ვი­ლი 950 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რით 113-ე ად­გილ­ზეა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა 33 წლის ასაკ­ში ფლობს ასეთ კო­ლო­სა­ლურ თან­ხას. მან მი­ლი­ო­ნე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ”ვკონ­ტაქ­ტეს” და­ფუძ­ნე­ბით იშო­ვა.

ВКонтакте ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2006 წლის 10 ოქ­ტომ­ბერს შე­იქ­მნა. 2007 წელს კი დუ­რო­ვის სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა რუ­სეთ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით ქსელ "ოდ­ნოკ­ლას­ნიკს" გა­უს­წრო.ვი­ა­ჩეს­ლავ მი­რი­ლაშ­ვი­ლი 1984 წელს სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში და­ი­ბა­და. 2006 წელს და­ამ­თავ­რა Tufts-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

ვი­ა­ჩეს­ლავ მი­რი­ლაშ­ვი­ლი არის მი­ხე­ილ მი­რი­ლაშ­ვი­ლის შვი­ლი. მი­ხე­ილ მი­რი­ლაშ­ვი­ლი 1960 წლის 1 მა­ისს, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კუ­ლა­ში და­ი­ბა­და. სო­ფე­ლი ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რუსეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რეიტინგში 3 ქართველი მოხვდა

რუსეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რეიტინგში 3 ქართველი მოხვდა

რუსული Forbes-ის 2018 წლის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რეიტინგში 3 ქართველი მოხვდა. 1,6 მილიარდი დოლარით 61-ე ადგილზეა 62 წლის ბიზნესმენი ალექსანდრე ჯაფარიძე; 950 მილიონი დოლარით 113-ე ადგილზეა 34 წლის ვიაჩესლავ მირილაშვილი; 132-ე ადგილზე 800 მილიონი დოლარის ქონებით კი 61 წლის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია.

ალექსანდრე ჯაფარიძე

ალექსანდრე ჯაფარიძე 20 ივლისს 1955 წელს მახაჩკალაში დაიბადა. ბავშვობაში გატაცებული იყო ფიზიკით და მათემატიკით. 1977 წელს დაამთავრა ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების ინსტიტუტი და გეოფიზიკოსთა ექსპედიციის ხელძღვანელად დაინიშნა.

1995 წელს მან დააარსა მომსახურების კომპანია "პეტროალიანსი", რომელიც კომპანიებს მომსახურებას უწევდა ნავთობმოპოვების სფეროში. 2004 წელს ბიზნესმენმა ეს კომპანია გაყიდა და შექმნა საბურღი კომპანია. დღეს კომპანია "ევრაზიას" მფლობელია.

ჯაფარიძე "ფორბსის-2018 წლის" რეიტინგში 61-ე ადგილს იკავებს. მისი შემოსავალი 1,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ვიაჩესლავ მირილაშვილი

ფორბსის 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მდიდარ 200 რუს ბიზნესმენს შორის ვიაჩესლავ მირილაშვილი 950 მილიონი აშშ დოლარით 113-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ წარმოშობით ქართველი ახალგაზრდა 33 წლის ასაკში ფლობს ასეთ კოლოსალურ თანხას. მან მილიონები სოციალური ქსელის ”ვკონტაქტეს” დაფუძნებით იშოვა.

ВКонтакте ოფიციალურად 2006 წლის 10 ოქტომბერს შეიქმნა. 2007 წელს კი დუროვის სოციალურმა ქსელმა რუსეთში პოპულარობით ქსელ "ოდნოკლასნიკს" გაუსწრო.ვიაჩესლავ მირილაშვილი 1984 წელს სანქტ-პეტერბურგში დაიბადა. 2006 წელს დაამთავრა Tufts-ის უნივერსიტეტი.

ვიაჩესლავ მირილაშვილი არის მიხეილ მირილაშვილის შვილი. მიხეილ მირილაშვილი 1960 წლის 1 მაისს, სამტრედიის რაიონის სოფელ კულაში დაიბადა. სოფელი ცნობილი იყო, როგორც ქართველი ებრაელების დასახლება. ის წლების განმავლობაში სათამაშო ბიზნესით იყო დაკავებული. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო