სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდა ასლან აბაშიძის სახლში ნაყაჩაღარი ნახატი - 90-იან წლებში ჩადენილი დანაშაული, რომელიც დღემდე გაუხსნელია
როგორ აღმოჩნდა ასლან აბაშიძის სახლში ნაყაჩაღარი ნახატი - 90-იან წლებში ჩადენილი დანაშაული, რომელიც დღემდე გაუხსნელია

ერთი ძვე­ლი ყა­ჩა­ღო­ბის ამ­ბა­ვი უნდა გი­ამ­ბოთ, რო­მე­ლიც ბევრ სხვა, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში­ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­თან ერ­თად, დღემ­დე გა­უხ­სნე­ლია.

მარ­თა­ლია მომ­ხდარ­ზე იმ­ჟა­მად აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, გა­მო­ძი­ე­ბაც და­ი­წყო, მაგ­რამ გა­უხ­სნე­ლი, ობ­მო­კი­დე­ბუ­ლი ტო­მე­ბი მხო­ლოდ პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­რო­ებს შე­მორ­ჩა.

90-იან წლებ­ში თბი­ლის­ში საკ­მა­ოდ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი იყო ცნო­ბი­ლი ექი­მე­ბის ოჯახ­ზე ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმა. ბი­ნი­დან მე-17 სა­უ­კუ­ნის, უდი­დე­სი ეს­პა­ნე­ლი ფერმ­წე­რის, მუ­რი­ლი­ოს ნა­ხა­ტი და უამ­რა­ვი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა წა­ი­ღეს, სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა ოჯა­ხის უფ­რო­სი, ცნო­ბი­ლი ექი­მი ლე­ვან თა­რაშ­ვი­ლი. გა­ნიც­დი­და უძ­ვირ­ფა­სე­სი ნა­მუ­შევ­რის და­კარ­გვას. არა­და, თურ­მე ჰყავ­და ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რო­მელ­საც პირ­და­პირ ამ­ხელ­და. უფრო მე­ტიც, ოჯახ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისიც შე­ი­ტყო, რომ მათი სახ­ლი­დან წა­ღე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი ას­ლან აბა­ში­ძის სახ­ლში ეკი­და, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­დნენ. დღემ­დე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია კი­თხვა, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა აჭა­რის მე­თა­უ­რის სახ­ლში ნა­ყა­ჩა­ღა­რი ნა­ხა­ტი.ცნო­ბი­ლი ექი­მე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ნანა ცეკ­ვაშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს მის ოჯახ­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის დე­ტა­ლებს.

ნანა ცეკ­ვაშ­ვი­ლი:

- თბი­ლის­ში, კე­კე­ლი­ძე­ზე ვცხოვ­რობ­დით. ძა­ლი­ან შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი გვქონ­და, დედა, მეგი ფე­რა­ძე ცნო­ბი­ლი ურო­ლო­გი იყო, მამა, ლე­ვან თა­რაშ­ვი­ლი რა­დი­ო­ლო­გი გახ­ლდათ. ჩემს მშობ­ლებს უძ­ვირ­ფა­სე­სი ნივ­თე­ბის და ნა­ხა­ტე­ბის კო­ლექ­ცია ჰქონ­დათ და სახ­ლში მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლავ­დნენ, თავი მუ­ზე­უმ­ში ეგო­ნათ. ორი­ვეს ერ­თნა­ი­რი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­აჩ­ნდა და ყი­დუ­ლობ­დნენ სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რებს.ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი მხატ­ვრის, მუ­რი­ლი­ოს ნა­ხა­ტი ჩვენს ოჯახ­ში 1962 წელს გაჩ­ნდა, მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მახ­სოვს, მა­მამ მო­ი­ტა­ნა და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო. ეს ნა­ხა­ტი ჩა­მო­ტა­ნი­ლი იყო რუ­სე­თი­დან, ვინც მი­ყი­და მა­მას ის კაცი ამ­ბობ­და, რომ სუ­რა­თი ჟუ­კო­ვის ცოლ­მა გა­ყი­და.

ამ სუ­რათს ერ­მი­ტა­ჟის ლუქი ედო, ეტყო­ბა სა­ცა­ვი­დან იყო გა­მო­ტა­ნი­ლი. კუ­თხე­ში ჰქონ­და პა­ტა­რა და­ზი­ა­ნე­ბა, ხიშ­ტით იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. მახ­სოვს, რომ მო­ი­ტა­ნეს სუ­რა­თი სულ შავი იყო, გა­მუ­რუ­ლი­ვით. თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და ეროვ­ნე­ბით სო­მე­ხი კაცი, შავ კო­ლი­ას ეძახ­დნენ და უძ­ვირ­ფა­სეს ნივ­თებს ის ყიდ­და, მის­გან იყი­და მა­მამ ეს ნა­ხა­ტი და კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ სა­თუ­თად წმენ­დდა ეს კაცი ტი­ლოს.

თა­ვი­დან და­ბუ­რუ­ლი იყო, გაჭ­ვარტლუ­ლი­ვით, ომ­გა­მოვ­ლი­ლი სუ­რა­თი და ნელ ნელა გა­მოჩ­ნდა სა­ხე­ე­ბი. კო­ლი­ამ არა­ერ­თხელ თქვა, რომ მარ­შალ ჟუ­კო­ვის ცო­ლის­გან იყი­და.

- რა იყო გა­მო­სა­ხუ­ლი სუ­რათ­ზე?

- ეს არ იყო სუ­რა­თი, ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, იყო ხატი, ნა­ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი იყო პა­ტა­რა ქრის­ტე და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მე­ლი, ხელ­ში ჯვა­რი ეჭი­რა. გვერ­დით იყო ცხვა­რი, რო­მე­ლიც ცაში იყუ­რე­ბა და ზე­ვი­დან, უფ­ლის მხა­რეს ორი ან­გე­ლო­ზი მოფ­რი­ნავს. ძირს ეყა­რა ვაშ­ლე­ბი და მდე­ლო­ზე წი­თე­ლი ტილო იყო ზე­ვი­დან გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. უკა­ნა მხა­რეს მი­წე­ბე­ბუ­ლი იყო სხვა ტილო, ეტყო­ბა გა­იც­რი­ცა და ამი­ტომ მი­აკ­რეს. ღია ჭრი­ლო­ბა­სა­ვით ჰქონ­და კუ­თხე­ში ის და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ხიშ­ტით იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მარ­თლაც სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­და­ვი, უძ­ვირ­ფა­სე­სი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო. ეს სუ­რა­თი ეკი­და ჩვენს ოჯახ­ში და იქ მო­სუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო ამის ხილ­ვით. ჩვენს სახ­ლში სულ სტუმ­რი­ა­ნო­ბა იყო და ბევრ ადა­მი­ანს უნა­ხავს ეს ხატი. კარ­გად მახ­სოვს, ერთ დღეს მამა ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი მო­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან, ერთ მის კო­ლე­გა­ზე იყო ნა­წყე­ნი. ეს კაცი გა­და­მე­კი­და, ვე­უბ­ნე­ბი არ ვყი­დი ამ ნა­ხატს, რად­გან ეს ჩემი ოჯა­ხის ხა­ტია, მა­ინც არ მეშ­ვე­ბა და მე­უბ­ნე­ბა მომ­ყი­დეო...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

როგორ აღმოჩნდა ასლან აბაშიძის სახლში ნაყაჩაღარი ნახატი - 90-იან წლებში ჩადენილი დანაშაული, რომელიც დღემდე გაუხსნელია

როგორ აღმოჩნდა ასლან აბაშიძის სახლში ნაყაჩაღარი ნახატი - 90-იან წლებში ჩადენილი დანაშაული, რომელიც დღემდე გაუხსნელია

ერთი ძველი ყაჩაღობის ამბავი უნდა გიამბოთ, რომელიც ბევრ სხვა, გასული საუკუნის 90-იან წლებშიჩადენილ დანაშაულთან ერთად, დღემდე გაუხსნელია.

მართალია მომხდარზე იმჟამად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ გაუხსნელი, ობმოკიდებული ტომები მხოლოდ პროკურატურის თაროებს შემორჩა.

90-იან წლებში თბილისში საკმაოდ გახმაურებული იყო ცნობილი ექიმების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა. ბინიდან მე-17 საუკუნის, უდიდესი ესპანელი ფერმწერის, მურილიოს ნახატი და უამრავი ძვირფასეულობა წაიღეს, სიკვდილს სასწაულად გადაურჩა ოჯახის უფროსი, ცნობილი ექიმი ლევან თარაშვილი. განიცდიდა უძვირფასესი ნამუშევრის დაკარგვას. არადა, თურმე ჰყავდა ეჭვმიტანილი, რომელსაც პირდაპირ ამხელდა. უფრო მეტიც, ოჯახმა მოგვიანებით ისიც შეიტყო, რომ მათი სახლიდან წაღებული ნამუშევარი ასლან აბაშიძის სახლში ეკიდა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, როგორ აღმოჩნდა აჭარის მეთაურის სახლში ნაყაჩაღარი ნახატი.ცნობილი ექიმების ქალიშვილი, ქალბატონი ნანა ცეკვაშვილი გვიამბობს მის ოჯახზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს.

ნანა ცეკვაშვილი:

- თბილისში, კეკელიძეზე ვცხოვრობდით. ძალიან შეძლებული ოჯახი გვქონდა, დედა, მეგი ფერაძე ცნობილი უროლოგი იყო, მამა, ლევან თარაშვილი რადიოლოგი გახლდათ. ჩემს მშობლებს უძვირფასესი ნივთების და ნახატების კოლექცია ჰქონდათ და სახლში მოსული სტუმრები გაოცებას ვერ მალავდნენ, თავი მუზეუმში ეგონათ. ორივეს ერთნაირი ინტერესები გააჩნდა და ყიდულობდნენ საინტერესო ნამუშევრებს.ცნობილი ესპანელი მხატვრის, მურილიოს ნახატი ჩვენს ოჯახში 1962 წელს გაჩნდა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, მამამ მოიტანა და ძალიან ბედნიერი იყო. ეს ნახატი ჩამოტანილი იყო რუსეთიდან, ვინც მიყიდა მამას ის კაცი ამბობდა, რომ სურათი ჟუკოვის ცოლმა გაყიდა.

ამ სურათს ერმიტაჟის ლუქი ედო, ეტყობა საცავიდან იყო გამოტანილი. კუთხეში ჰქონდა პატარა დაზიანება, ხიშტით იყო დაზიანებული. მახსოვს, რომ მოიტანეს სურათი სულ შავი იყო, გამურულივით. თბილისში ცხოვრობდა ეროვნებით სომეხი კაცი, შავ კოლიას ეძახდნენ და უძვირფასეს ნივთებს ის ყიდდა, მისგან იყიდა მამამ ეს ნახატი და კარგად მახსოვს, როგორ სათუთად წმენდდა ეს კაცი ტილოს.

თავიდან დაბურული იყო, გაჭვარტლულივით, ომგამოვლილი სურათი და ნელ ნელა გამოჩნდა სახეები. კოლიამ არაერთხელ თქვა, რომ მარშალ ჟუკოვის ცოლისგან იყიდა.

- რა იყო გამოსახული სურათზე?

- ეს არ იყო სურათი, ეს, ფაქტობრივად, იყო ხატი, ნახატზე გამოსახული იყო პატარა ქრისტე და იოანე ნათლისმცემელი, ხელში ჯვარი ეჭირა. გვერდით იყო ცხვარი, რომელიც ცაში იყურება და ზევიდან, უფლის მხარეს ორი ანგელოზი მოფრინავს. ძირს ეყარა ვაშლები და მდელოზე წითელი ტილო იყო ზევიდან გადაფარებული. უკანა მხარეს მიწებებული იყო სხვა ტილო, ეტყობა გაიცრიცა და ამიტომ მიაკრეს. ღია ჭრილობასავით ჰქონდა კუთხეში ის დაზიანება, რომელიც ხიშტით იყო დაზიანებული მართლაც საოცრად შთამბეჭდავი, უძვირფასესი ნამუშევარი იყო. ეს სურათი ეკიდა ჩვენს ოჯახში და იქ მოსული ყველა ადამიანი აღფრთოვანებული იყო ამის ხილვით. ჩვენს სახლში სულ სტუმრიანობა იყო და ბევრ ადამიანს უნახავს ეს ხატი. კარგად მახსოვს, ერთ დღეს მამა ძალიან გაბრაზებული მოვიდა სამსახურიდან, ერთ მის კოლეგაზე იყო ნაწყენი. ეს კაცი გადამეკიდა, ვეუბნები არ ვყიდი ამ ნახატს, რადგან ეს ჩემი ოჯახის ხატია, მაინც არ მეშვება და მეუბნება მომყიდეო...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ