სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემმა რჩეულმა თავს აუცილებლად უნდა მოუაროს" - რატომ დაირქვა თელაველმა მოდელმა ლარა იანი და როგორ შეცვალა მილანმა მისი ცხოვრება
"ჩემმა რჩეულმა თავს აუცილებლად უნდა მოუაროს" - რატომ დაირქვა თელაველმა მოდელმა ლარა იანი და როგორ შეცვალა მილანმა მისი ცხოვრება

და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გორ ცხოვ­რობს და რა მიზ­ნე­ბი აქვს 25 წლის ლარა იანს, რო­მე­ლიც "ვიცე-მის სა­ქარ­თვე­ლო" გახ­ლავთ. აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­დე­ლო­ბის გარ­და, ლა­რას სხვა პრო­ფე­სი­ე­ბიც ჰქო­ნია, ხოლო მისი მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა ერთ კონ­კრე­ტულ სფე­როს უკავ­შირ­დე­ბა...

- 2014 წელს, "ელიტ მო­დელ ლუ­ქის" კონ­კურ­სში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წელი სა­ზღვარ­გა­რეთ ვცხოვ­რობ­დი - სა­ა­გენ­ტოს­თან შე­ხე­ბა არ მქონ­და. როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი, ვი­ფიქ­რე, - სა­ა­გენ­ტო­ში გა­ვივ­ლი, სტუმ­რად მი­ვალ-მეთ­ქი. აღ­მოჩ­ნდა, რომ კას­ტინ­გი იმარ­თე­ბო­და და პირ­და­პირ კას­ტინგზე "შე­ვი­ჭე­რი" (იღი­მის). სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ მზად არ ვი­ყა­ვი - ყო­ველ­თვის გა­დავ­დე. რა­ტომ­ღაც, წელს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სის­რუ­ლე­ში მო­ვიყ­ვა­ნე და "მის სა­ქარ­თვე­ლოს" მო­ნა­წი­ლე გავ­ხდი. რა თქმა უნდა, გა­მარ­ჯვე­ბას ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი გო­გო­ნა ელო­დე­ბა: ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბით, ვვარ­ჯი­შობთ, თავს ვუვ­ლით, ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობთ. 2-3 თვე­ში ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით - ერთი ოჯა­ხი გავ­ხდით. "მის სა­ქარ­თვე­ლო" ჩემი ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რია. ვინც ხუ­თე­ულ­ში მოვ­ხვდით, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ნი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ვართ. შე­მოდ­გო­მა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით, "მის უნი­ვერ­სის" კონ­კურ­სზე გა­ვემ­გზავ­რე­ბი.

ფსევ­დო­ნი­მი

- სომ­ხუ­რი გვა­რი - პეტ­რო­სი­ა­ნი მაქვს. მამა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი სო­მე­ხია. დედა ქარ­თვე­ლი გახ­ლავთ, გვა­რად - ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი. ბავ­შვო­ბი­დან, სა­ბავ­შვო ბა­ღის ასა­კი­დან სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ. ცო­ტა­თი რომ გა­ვი­ზარ­დე, ვფიქ­რობ­დი, თუ რა ფსევ­დო­ნი­მი ამე­ღო. ლარა ჩემი სა­ხე­ლის შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­აა, იანი კი - გვა­რის. ლარა იანი - ეს ფსევ­დო­ნი­მი დამ­რჩა.

"გული სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მო­მი­წევ­და"

- დიდი ოჯა­ხი მყავს. ჩემი და-ძმა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ჩემი ოჯა­ხი რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს. წარ­მო­შო­ბით თე­ლა­ვი­დან ვარ. მეც რუ­სეთ­ში ვცხოვ­რობ­დი, ყო­ველ ზა­ფხულს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ტა­რებ­დი. სულ მინ­დო­და, სა­ცხოვ­რებ­ლა­დაც გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი - გული აქეთ მო­მი­წევ­და. 3 წლის წინ, ოჯა­ხის წევ­რებს და­ვე­ლა­პა­რა­კე: - მინ­და, სა­ცხოვ­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ვი­დე-მეთ­ქი. სწავ­ლა რომ და­ვას­რუ­ლე, იქ ყოფ­ნა აღარ მინ­დო­და. ჩა­მო­ვე­დი, მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე... აქ ქი­რით, და­ქა­ლებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. როცა ჩემი ოჯა­ხი ჩა­მო­დის, რა თქმა უნდა, მათ­თან ვარ. უბ­რა­ლოდ, მე ასე მერ­ჩივ­ნა, რომ და­ქა­ლებ­თან ერ­თად, ცალ­კე მე­ცხოვ­რა და ჩემი საქ­მე მე­კე­თე­ბი­ნა.

სამი და­ქა­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა

- ერ­თმა­ნეთს თით­ქმის ვერ ვხე­დავთ, რად­გან ყვე­ლა ვმუ­შა­ობთ. ისე­თი გრა­ფი­კი მაქვს, რომ როცა სამ­სა­ხუ­რი­დან შინ ვბრუნ­დე­ბი, და­ქა­ლე­ბი მი­დი­ან ან პი­რი­ქით. ერ­თმა­ნეთს 5-5 წუ­თით თუ შე­ვე­ჩე­ხე­ბით. ალ­ბათ, კვი­რა­ში ერთი დღეა, როცა ვსხდე­ბით და ვსა­უბ­რობთ.

- სახ­ლის საქ­მე­ებს რო­გორ ინა­წი­ლებთ?

- შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ყვე­ლა ჩვენს საქ­მეს ვა­კე­თებთ. გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი არა­ფე­რი გვაქვს. მა­გა­ლი­თად, თუ სახ­ლში მარ­ტო ვარ, შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად მო­ვა­წეს­რი­გო, სხვას საქ­მე არ და­ვუ­ტო­ვო ან პი­რი­ქით - სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს ყვე­ლა­ფე­რი და­ლა­გე­ბუ­ლი, და­რე­ცხი­ლი მხვდე­ბა. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა გვაქვს. ეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"ჩემმა რჩეულმა თავს აუცილებლად უნდა მოუაროს" - რატომ დაირქვა თელაველმა მოდელმა ლარა იანი და როგორ შეცვალა მილანმა მისი ცხოვრება

"ჩემმა რჩეულმა თავს აუცილებლად უნდა მოუაროს" - რატომ დაირქვა თელაველმა მოდელმა ლარა იანი და როგორ შეცვალა მილანმა მისი ცხოვრება

დავინტერესდით, როგორ ცხოვრობს და რა მიზნები აქვს 25 წლის ლარა იანს, რომელიც "ვიცე-მის საქართველო" გახლავთ. აღმოჩნდა, რომ მოდელობის გარდა, ლარას სხვა პროფესიებიც ჰქონია, ხოლო მისი მთავარი ოცნება ერთ კონკრეტულ სფეროს უკავშირდება...

- 2014 წელს, "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსში ვმონაწილეობდი. შემდეგ, რამდენიმე წელი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი - სააგენტოსთან შეხება არ მქონდა. როცა საქართველოში დავბრუნდი, ვიფიქრე, - სააგენტოში გავივლი, სტუმრად მივალ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ კასტინგი იმართებოდა და პირდაპირ კასტინგზე "შევიჭერი" (იღიმის). სხვათა შორის, რამდენიმე წლის განმავლობაში, "მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობა მინდოდა, მაგრამ მზად არ ვიყავი - ყოველთვის გადავდე. რატომღაც, წელს გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანე და "მის საქართველოს" მონაწილე გავხდი. რა თქმა უნდა, გამარჯვებას ყველა კონკურსანტი გოგონა ელოდება: ამისთვის ვემზადებით, ვვარჯიშობთ, თავს ვუვლით, ბევრ რამეს ვსწავლობთ. 2-3 თვეში ძალიან დავმეგობრდით - ერთი ოჯახი გავხდით. "მის საქართველო" ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. ვინც ხუთეულში მოვხვდით, ვფიქრობ, ყველანი გამარჯვებულები ვართ. შემოდგომაზე, საქართველოს სახელით, "მის უნივერსის" კონკურსზე გავემგზავრები.

ფსევდონიმი

- სომხური გვარი - პეტროსიანი მაქვს. მამა საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი სომეხია. დედა ქართველი გახლავთ, გვარად - ქართველიშვილი. ბავშვობიდან, საბავშვო ბაღის ასაკიდან სცენაზე ვდგავარ. ცოტათი რომ გავიზარდე, ვფიქრობდი, თუ რა ფსევდონიმი ამეღო. ლარა ჩემი სახელის შემოკლებული ვერსიაა, იანი კი - გვარის. ლარა იანი - ეს ფსევდონიმი დამრჩა.

"გული საქართველოსკენ მომიწევდა"

- დიდი ოჯახი მყავს. ჩემი და-ძმა დაოჯახებულები არიან. ჩემი ოჯახი რუსეთში ცხოვრობს. წარმოშობით თელავიდან ვარ. მეც რუსეთში ვცხოვრობდი, ყოველ ზაფხულს კი საქართველოში ვატარებდი. სულ მინდოდა, საცხოვრებლადაც გადმოვსულიყავი - გული აქეთ მომიწევდა. 3 წლის წინ, ოჯახის წევრებს დაველაპარაკე: - მინდა, საცხოვრებლად საქართველოში გადავიდე-მეთქი. სწავლა რომ დავასრულე, იქ ყოფნა აღარ მინდოდა. ჩამოვედი, მუშაობა დავიწყე... აქ ქირით, დაქალებთან ერთად ვცხოვრობ. როცა ჩემი ოჯახი ჩამოდის, რა თქმა უნდა, მათთან ვარ. უბრალოდ, მე ასე მერჩივნა, რომ დაქალებთან ერთად, ცალკე მეცხოვრა და ჩემი საქმე მეკეთებინა.

სამი დაქალის თანაცხოვრება

- ერთმანეთს თითქმის ვერ ვხედავთ, რადგან ყველა ვმუშაობთ. ისეთი გრაფიკი მაქვს, რომ როცა სამსახურიდან შინ ვბრუნდები, დაქალები მიდიან ან პირიქით. ერთმანეთს 5-5 წუთით თუ შევეჩეხებით. ალბათ, კვირაში ერთი დღეა, როცა ვსხდებით და ვსაუბრობთ.

- სახლის საქმეებს როგორ ინაწილებთ?

- შეძლებისდაგვარად, ყველა ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. განაწილებული არაფერი გვაქვს. მაგალითად, თუ სახლში მარტო ვარ, შეიძლება, ყველაფერი თავად მოვაწესრიგო, სხვას საქმე არ დავუტოვო ან პირიქით - სახლში დაბრუნებულს ყველაფერი დალაგებული, დარეცხილი მხვდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ურთიერთგაგება გვაქვს. ეს ყველაზე მთავარია...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ