Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქს-ფაქტორმა" შოუბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირა - რატომ დაატოვებინეს მაკა ზამბახიძის შვილს პროექტი
"იქს-ფაქტორმა" შოუბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირა - რატომ დაატოვებინეს მაკა ზამბახიძის შვილს პროექტი

"იქს ფაქ­ტო­რის" შოუ სულ უფრო აზარ­ტში შე­დის. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კურ­სიც უფრო და­ძა­ბუ­ლი ხდე­ბა. პრო­ექ­ტში მო­სახ­ვედ­რად ერ­თმა­ნეთს უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უწევს კონ­კუ­რენ­ცი­ას. რო­გორც ყო­ველ­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი 4 სკა­მის კონ­კურ­სია, სა­დაც 10 სა­უ­კე­თე­სო კონ­კურ­სან­ტი­დან თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფის მენ­ტორ­მა 4 სა­უ­კე­თე­სო უნდა შე­არ­ჩი­ოს. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც წლე­ვან­დე­ლი "იქს-ფაქ­ტო­რი" აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც გა­სულ კვი­რას კონ­კურსს მომ­ღე­რალ მაკა ზამ­ბა­ხი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი სა­ლო­მე ჩი­ტა­ძე გა­მო­ე­თი­შა. მას პრო­ექ­ტი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ და­ა­ტო­ვე­ბი­ნა, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის ჯგუ­ფის მენ­ტო­რია.

სა­ლო­მემ პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბა საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რად გა­მო­ხა­ტა:

"მე არ დავ­დე ჩემი მაქ­სი­მუ­მი და ეს მხო­ლოდ ჩემი ბრა­ლია... ერ­თა­დერ­თი ისაა, რომ ძა­ლი­ან მრცხვე­ნია დე­და­სი, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს ვმუ­შა­ობ­დით, ვშრო­მობ­დით და ახლა ჩავ­ხე­დო თვა­ლებ­ში და იცი რა, დედა, მე მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თე და ჩემი ბრა­ლი არ არის. მრცხვე­ნია, რომ ვუ­თხრა, რომ ჩემი ბრა­ლია და შე­ვარ­ცხვი­ნე...." - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მემ.

ნა­ხეთ ვი­დეო: "მრცხვე­ნია დე­და­სი, შე­ვარ­ცხვი­ნე" - ატი­რე­ბუ­ლი მაკა ზამ­ბა­ხი­ძის შვი­ლი, რა მოხ­და "X ფაქ­ტორ­ში"?

ნა­ნი­კოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ მაკა ზამ­ბა­ხი­ძე გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და მას შემ­დეგ, რაც მენ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ის­მი­ნა, ფი­ლარ­მო­ნია გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა და­ტო­ვა. ამის შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ყვე­ლას, ვინც მომ­წე­რეთ, გა­ი­ზი­ა­რეთ და უგულ­შე­მატ­კივ­რეთ სა­ლო­მეს, უღ­რმე­სი მად­ლო­ბა. მად­ლო­ბა მენ­ტო­რებს და გან­სა­კუთ­რე­ბით - დათო ევ­გე­ნი­ძეს, რო­მელ­მაც ჩემ­თვის, რო­გორც მუ­სი­კო­სის­თვის, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა მის­ცა, რომ სა­ლო­მემ იმ­ღე­რა ურ­თუ­ლე­სი კომ­პო­ზი­ცია და კა­ცის ნამ­ღე­რი უნი­კა­ლუ­რი სიმ­ღე­რა აქ­ცია ქა­ლის ნამ­ღერ ფან­ტას­ტი­ურ ვერ­სი­ად! რო­მე­ლიც ჩემ­და გა­საკ­ვი­რად ტე­ლე­ვი­ზი­ით ვერ მო­ვის­მი­ნე მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა ბავ­შვზე თი­თო­ე­უ­ლი მენ­ტო­რის შე­ფა­სე­ბა სრუ­ლად იყო გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი. ჩა­ნაც­ვლე­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, ბევ­რი მე­კი­თხე­ბა რო­გორც მუ­სი­კოსს, ამი­ტომ ჩემს აზრს და­ვა­ფიქ­სი­რებ, რომ შე­ფა­სე­ბა უნდა ხდე­ბო­დეს სიმ­ღე­რის სირ­თუ­ლის და შეს­რუ­ლე­ბის ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ­თვის გულ­დას­წყვე­ტი და გა­საკ­ვი­რი იყო მა­რი­ტა ცე­ცხლა­ძი­სა და სა­ლო­მე ჩი­ტა­ძის პრო­ექ­ტი­დან გა­მო­თიშ­ვა. P.S. სა­სურ­ვე­ლია, ასეთ პრო­ექ­ტებ­ში ჟი­უ­რი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი იყოს ისე, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭის მქო­ნე ახალ­გაზ­რდე­ბი არ შე­ე­წი­რონ მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს! აქვე, წარ­მა­ტე­ბა მინ­და ვუ­სურ­ვო ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი "კა­ტე­გო­რია 17 წლამ­დე" მო­ნა­წი­ლე­ებს".

მენ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მხო­ლოდ კონ­კურ­სან­ტის დე­დას არ გა­მო­უთ­ქვამს. სა­ლო­მეს გა­მოს­ვლა, კომ­პო­ზი­ტორ­მა მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მაც გა­ა­ზი­ა­რა და შემ­დე­გი სა­ხის პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"არ შე­არ­ცხვი­ნე დედა სა­ლო­მე პი­რი­ქით აა­მა­ყე მერ­წმუ­ნე ტყუ­ი­ლად არ ვის­ვრი სი­ტყვებს !!!! მეც ვა­მა­ყობ რომ ჩემი მე­გობ­რის შვი­ლი ხარ ვი­სი­თაც ჩა­გა­ნაც­ვლეს ის გოგო ბევ­რი ამე­ცა­დი­ნოს ნა­ნი­კომ, რომ შენი ერთი ბგე­რა გა­აჟ­ღე­როს, ბავ­შვს არა­ფერს ვერ­ჩი... ჩვენ­თან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტია გი­ხა­რო­დეს რომ ჩა­გა­ნაც­ვლეს ესე იგი მა­გა­რი ხარ და ბევ­რს მი­აღ­წევ მე და ჩემი ოჯა­ხი შენს გვერ­დით ვართ წინ და წინ, ეს იყოს სტი­მუ­ლი დიდი წარ­მა­ტე­ბი­სა," - და­წე­რა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა.

თა­ვად მენ­ტო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ნა­ნობს. "რე­ი­ტინგთან" სა­უ­ბარ­ში ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე ამ­ბობს, რომ მას ამ­ჟა­მად სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი ჰყავს.

- მარ­ტო სა­ლო­მე ჩი­ტა­ძის დედა არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი? სხვა ბავ­შვებს დე­დე­ბი არ ყავთ? ყვე­ლა დედა გა­მორ­ჩე­უ­ლი და უნი­კა­ლუ­რია, ამი­ტომ კო­მენ­ტარს აღარ გა­ვა­კე­თებ ამ სა­კი­თხზე. მა­კას შვი­ლიც ისე­თი­ვე შვი­ლია, რო­გორც ლიას და მა­რი­ნას შვი­ლი.

- ნა­ნობ თუ არა პრო­ექ­ტი­დან, სა­ლო­მეს რო­გორც კონ­კურ­სან­ტის გაშ­ვე­ბას, რად­გან ამას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა...

- მაგ ბავ­შვის გარ­და 6 ბავ­შვი გა­ვუშ­ვი სახ­ლში. გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და არა­ფერს ვნა­ნობ. მი­ხი­ა­რია, რომ მა­გა­რი გუნ­დი მყავს.

- მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა გირ­ჩი­ათ, სა­ლო­მე რო­მე­ლი კონ­კურ­სან­ტი­თაც ჩა­ა­ნაც­ვლეთ, ის ბავ­შვი კარ­გად ამე­ცა­დი­ნოთ, სა­ლო­მეს ერთი ბგე­რა მა­ინც რომ გა­აჟ­ღე­როს, წა­ი­კი­თხეთ კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის პოს­ტი?

- არ მი­ნა­ხავს, რა და­წე­რა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა. გა­და­ე­ცით მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს, რომ ვა­მე­ცა­დი­ნებ მაგ ბავ­შვს.

"იქს-ფაქტორმა" შოუბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირა - რატომ დაატოვებინეს მაკა ზამბახიძის შვილს პროექტი

"იქს-ფაქტორმა" შოუბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირა - რატომ დაატოვებინეს მაკა ზამბახიძის შვილს პროექტი

"იქს ფაქტორის" შოუ სულ უფრო აზარტში შედის. შესაბამისად, კონკურსიც უფრო დაძაბული ხდება. პროექტში მოსახვედრად ერთმანეთს უამრავი ნიჭიერი ადამიანი უწევს კონკურენციას. როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით დაძაბული 4 სკამის კონკურსია, სადაც 10 საუკეთესო კონკურსანტიდან თითოეული ჯგუფის მენტორმა 4 საუკეთესო უნდა შეარჩიოს. გამონაკლისი არც წლევანდელი "იქს-ფაქტორი" აღმოჩნდა, სადაც გასულ კვირას კონკურსს მომღერალ მაკა ზამბახიძის ქალიშვილი სალომე ჩიტაძე გამოეთიშა. მას პროექტი ნანიკო ხაზარაძემ დაატოვებინა, რომელიც ბავშვების ჯგუფის მენტორია.

სალომემ პროექტის დატოვება საკმაოდ ემოციურად გამოხატა:

"მე არ დავდე ჩემი მაქსიმუმი და ეს მხოლოდ ჩემი ბრალია... ერთადერთი ისაა, რომ ძალიან მრცხვენია დედასი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობდით, ვშრომობდით და ახლა ჩავხედო თვალებში და იცი რა, დედა, მე მაქსიმუმი გავაკეთე და ჩემი ბრალი არ არის. მრცხვენია, რომ ვუთხრა, რომ ჩემი ბრალია და შევარცხვინე...." - აღნიშნა სალომემ.

ნახეთ ვიდეო: "მრცხვენია დედასი, შევარცხვინე" - ატირებული მაკა ზამბახიძის შვილი, რა მოხდა "X ფაქტორში"?

ნანიკოს გადაწყვეტილებამ მაკა ზამბახიძე გააღიზიანა და მას შემდეგ, რაც მენტორის გადაწყვეტილება მოისმინა, ფილარმონია განაწყენებულმა დატოვა. ამის შემდეგ მომღერალი ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ყველას, ვინც მომწერეთ, გაიზიარეთ და უგულშემატკივრეთ სალომეს, უღრმესი მადლობა. მადლობა მენტორებს და განსაკუთრებით - დათო ევგენიძეს, რომელმაც ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება მისცა, რომ სალომემ იმღერა ურთულესი კომპოზიცია და კაცის ნამღერი უნიკალური სიმღერა აქცია ქალის ნამღერ ფანტასტიურ ვერსიად! რომელიც ჩემდა გასაკვირად ტელევიზიით ვერ მოვისმინე მაშინ, როდესაც ყველა ბავშვზე თითოეული მენტორის შეფასება სრულად იყო გაჟღერებული. ჩანაცვლებებს რაც შეეხება, ბევრი მეკითხება როგორც მუსიკოსს, ამიტომ ჩემს აზრს დავაფიქსირებ, რომ შეფასება უნდა ხდებოდეს სიმღერის სირთულის და შესრულების ხარისხის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გულდასწყვეტი და გასაკვირი იყო მარიტა ცეცხლაძისა და სალომე ჩიტაძის პროექტიდან გამოთიშვა. P.S. სასურველია, ასეთ პროექტებში ჟიური დაკომპლექტებული იყოს ისე, რომ გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდები არ შეეწირონ მათ გადაწყვეტილებებს! აქვე, წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, განსაკუთრებით კი "კატეგორია 17 წლამდე" მონაწილეებს".

მენტორის გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილება მხოლოდ კონკურსანტის დედას არ გამოუთქვამს. სალომეს გამოსვლა, კომპოზიტორმა მაია კაჭკაჭიშვილმაც გააზიარა და შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

"არ შეარცხვინე დედა სალომე პირიქით აამაყე მერწმუნე ტყუილად არ ვისვრი სიტყვებს !!!! მეც ვამაყობ რომ ჩემი მეგობრის შვილი ხარ ვისითაც ჩაგანაცვლეს ის გოგო ბევრი ამეცადინოს ნანიკომ, რომ შენი ერთი ბგერა გააჟღეროს, ბავშვს არაფერს ვერჩი... ჩვენთან პროფესიონალების დეფიციტია გიხაროდეს რომ ჩაგანაცვლეს ესე იგი მაგარი ხარ და ბევრს მიაღწევ მე და ჩემი ოჯახი შენს გვერდით ვართ წინ და წინ, ეს იყოს სტიმული დიდი წარმატებისა," - დაწერა კაჭკაჭიშვილმა.

თავად მენტორი გადაწყვეტილებას არ ნანობს. "რეიტინგთან" საუბარში ნანიკო ხაზარაძე ამბობს, რომ მას ამჟამად საუკეთესო გუნდი ჰყავს.

- მარტო სალომე ჩიტაძის დედა არის აქტუალური? სხვა ბავშვებს დედები არ ყავთ? ყველა დედა გამორჩეული და უნიკალურია, ამიტომ კომენტარს აღარ გავაკეთებ ამ საკითხზე. მაკას შვილიც ისეთივე შვილია, როგორც ლიას და მარინას შვილი.

- ნანობ თუ არა პროექტიდან, სალომეს როგორც კონკურსანტის გაშვებას, რადგან ამას სოციალურ ქსელში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა...

- მაგ ბავშვის გარდა 6 ბავშვი გავუშვი სახლში. გაცნობიერებული მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა და არაფერს ვნანობ. მიხიარია, რომ მაგარი გუნდი მყავს.

- მაია კაჭკაჭიშვილმა გირჩიათ, სალომე რომელი კონკურსანტითაც ჩაანაცვლეთ, ის ბავშვი კარგად ამეცადინოთ, სალომეს ერთი ბგერა მაინც რომ გააჟღეროს, წაიკითხეთ კაჭკაჭიშვილის პოსტი?

- არ მინახავს, რა დაწერა კაჭკაჭიშვილმა. გადაეცით მაია კაჭკაჭიშვილს, რომ ვამეცადინებ მაგ ბავშვს.

"ამ ფოტოთი კონტრაცეპტივის რეკლამას ვაკეთებ" - რატომ დაიწუნეს ნანიკო ხაზარაძე?  უცნობი ისტორია ტელეწამყვანის ცხოვრებიდან

მარიკა თხელიძისა და გიორგი მანველიძის ქორწილი ბათუმში - როგორი წვეულება გამართა წყვილმა მეგობრების გარემოცვაში (ფოტოები, ვიდეო)

"კარგად დავფიქრდეთ, ესენი გვართმევენ ქართველობას და რუსები გვინარჩუნებენ?..." - რას წერს გიორგი უშიკიშვილი ამერიკასა და ევროკავშირზე