რა დრო სჭირდება სასწრაფოს გამოძახებაზე მისასვლელად - როგორ შეიცვალა ტენდენცია ბოლო წლებში

რა დრო სჭირდება სასწრაფოს გამოძახებაზე მისასვლელად - როგორ შეიცვალა ტენდენცია ბოლო წლებში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (idfi) 112-ში შესული ზარების სტატისტიკის ანალიზი გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2017 წელს 112-ში ჯამში, 2 159 527 შეტყობინება შევიდა.

აქედან, 1 653 995 ზარი სასწრაფო სამედიცინო დახმარება; 391 478 - საპატრულო პოლიციის გამოძახება; ხოლო 114 054 შეტყობინება - სახანძრო/სამაშველო სამსახურის გამოძახებაზე მოდიოდა.

IDFI-ს ცნობით, რეგიონებში ყოველწლიურად იზრდება 112-ით სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევები. კერძოდ, 2017 წელს რეგიონებში სასწრაფო დახმარების გამოძახების 1 005 018 შემთხვევა; ხოლო თბილისში - 648 977 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი რეგიონებში - 908 060; ხოლო თბილისში - 842 076 იყო.

ანგარიშში საუბარია ასევე თუ როგორ იცვლებოდა ბოლო წლებში დედაქალაქში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გამოძახებიდან ადგილზე მისვლის დროები. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გამოძახებიდან ადგილზე მისვლას 23 წუთი სჭირდებოდა, 2016 წელს - 26წთ; 2015 წელს - 23წთ; 2014-ში - 25 წუთი; 2013 წელს კი -21 წუთი.

bpn.ge

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ