პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აიკრძალება თუ არა მოწევა სამორინეებსა და სიგარ-ბარებში - "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" პარლამენტს მოთხოვნით მიმართავს
აიკრძალება თუ არა მოწევა სამორინეებსა და სიგარ-ბარებში - "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" პარლამენტს მოთხოვნით მიმართავს

„თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სი“ სა­მო­რი­ნე­ებ­სა და სი­გარ-ბა­რებ­ში მო­წე­ვის აკ­რძალ­ვას მო­ი­თხოვს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია „თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ალი­ან­სი აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნით პარ­ლა­მენტს მი­მარ­თავს და კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის­კენ მო­უ­წო­დებს.

„მო­ვი­თხოვთ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ი­ტა­ნოს ცვლი­ლე­ბა და სა­მო­რი­ნე­ებ­ში (კა­ზი­ნო­ებ­ში) და სი­გარ-ბა­რებ­ში მო­წე­ვა აიკ­რძა­ლოს. ერთი წლის წინ, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტი თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ კა­ნონს იღებ­და, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­მა ალი­ან­სმა ვერ შეძ­ლო სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­ში მყოფ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის ლო­ბის­ტებს მო­რე­ო­და. სწო­რედ მათი გავ­ლე­ნი­თა და აქ­ტი­უ­რო­ბით, ახა­ლი კა­ნო­ნის იმ მუხ­ლში, რო­მე­ლიც და­ხუ­რულ სივ­რცე­ში მო­წე­ვას კრძა­ლავს, გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით სა­მო­რი­ნე­ებ­ში (კა­ზი­ო­ნებ­ში) და სი­გარ-ბა­რებ­ში (მხო­ლოდ სი­გა­რის) მო­წე­ვა და­იშ­ვა. დღემ­დე ვა­ცხა­დებ­დით, რომ ჩვენ არ შე­ვე­გუ­ე­ბო­დით მსგავს გა­მო­ნაკ­ლისს, რო­მელ­საც თა­ვი­დან­ვე პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და. კერ­ძოდ, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ის, რაც ორი დღის წინ მოხ­და. ააიპ „სა­ქარ­თვე­ლოს სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ასო­ცი­ა­ცი­ამ“ პარ­ლა­მენტს გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა, და­იშ­ვას შეს­წო­რე­ბა თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მე­ა­თე მუხ­ლში, სა­დაც „ე“ ქვე­პუნ­ქტით მო­წე­ვა მხო­ლოდ სა­მო­რი­ნე­ში შე­იძ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცია კა­ნო­ნის ასეთ დე­ფი­ნი­ცი­ას ტექ­ნი­კურ შეც­დო­მად მი­იჩ­ნევს და მო­ი­თხოვს, რომ მო­წე­ვა და­იშ­ვას სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, არამ­ხო­ლოდ სა­მო­რი­ნე­ებ­ში, არა­მედ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­ში, აზარ­ტულ კლუ­ბებ­ში და სა­თა­მა­შო აპა­რა­ტე­ბის სა­ლონ­ში.

ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დე­ლი კა­ნო­ნი სა­მო­რი­ნე­ებს თით­ქოს მო­ნო­პო­ლი­ურ უფ­ლე­ბას აძ­ლევს და სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის სხვა სუ­ბი­ექ­ტებს გა­კოტ­რე­ბით ემუქ­რე­ბა. თუ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, გა­მო­სა­ვა­ლი მარ­ტი­ვია, თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში უნდა გა­უქ­მდეს მო­წე­ვის დაშ­ვე­ბის გა­მო­ნაკ­ლი­სი სა­მო­რი­ნე­ებ­ში და სი­გა­რა-ბა­რებ­ში, რაც სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ მო­ნო­პი­ლი­ის საფრ­თხე­საც მოხ­სნის და სა­მო­რი­ნე­ებ­ში და სი­გარ-ბა­რებ­ში და­საქ­მე­ბულ პერ­სო­ნალ­საც და­ი­ცავს მწე­ვე­ლი სტუმ­რე­ბის მიერ მოხ­მა­რე­ბუ­ლი თამ­ბა­ქოს კვამ­ლის­გან. რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბას პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტი გა­ნი­ხი­ლავს. ვი­მე­დოვ­ნებთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის უფ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იმ­სჯე­ლებს, თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის კა­ნონ­ში და­ხუ­რულ სივ­რცე­ში მო­წე­ვის დაშ­ვე­ბის გა­მო­ნაკ­ლისს გა­ა­უქ­მებს და სა­მო­რი­ნე­ებ­სა და სი­გარ-ბა­რებ­საც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს თამ­ბა­ქოს კვამ­ლის­გან.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თამ­ბა­ქოს ალი­ან­სი მზად არის ამ­ხი­ლოს თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის ლო­ბის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ჯე­რად სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აქ­ტი­უ­რო­ბენ. მო­ვი­თხოვთ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­იკ­ვლი­ონ კონ­კრე­ტულ პარ­ლა­მენ­ტარ­თა კავ­ში­რე­ბი თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ას­თან“, - ნათ­ქვა­მია ალი­ან­სის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები

აიკრძალება თუ არა მოწევა სამორინეებსა და სიგარ-ბარებში - "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" პარლამენტს მოთხოვნით მიმართავს

აიკრძალება თუ არა მოწევა სამორინეებსა და სიგარ-ბარებში - "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" პარლამენტს მოთხოვნით მიმართავს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ სამორინეებსა და სიგარ-ბარებში მოწევის აკრძალვას მოითხოვს, - ამის შესახებ ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებაში.

ალიანსი აღნიშნული მოთხოვნით პარლამენტს მიმართავს და კანონში ცვლილების შეტანისკენ მოუწოდებს.

„მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში დაუყოვნებლივ შეიტანოს ცვლილება და სამორინეებში (კაზინოებში) და სიგარ-ბარებში მოწევა აიკრძალოს. ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს იღებდა, სამწუხაროდ, ჩვენმა ალიანსმა ვერ შეძლო საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებში მყოფ თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტებს მორეოდა. სწორედ მათი გავლენითა და აქტიურობით, ახალი კანონის იმ მუხლში, რომელიც დახურულ სივრცეში მოწევას კრძალავს, გამონაკლისის სახით სამორინეებში (კაზიონებში) და სიგარ-ბარებში (მხოლოდ სიგარის) მოწევა დაიშვა. დღემდე ვაცხადებდით, რომ ჩვენ არ შევეგუებოდით მსგავს გამონაკლისს, რომელსაც თავიდანვე პროვოკაციული დანიშნულება ჰქონდა. კერძოდ, მოსალოდნელი იყო ის, რაც ორი დღის წინ მოხდა. ააიპ „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ პარლამენტს განცხადებით მიმართა, დაიშვას შესწორება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მეათე მუხლში, სადაც „ე“ ქვეპუნქტით მოწევა მხოლოდ სამორინეში შეიძლება. აღნიშნული ასოციაცია კანონის ასეთ დეფინიციას ტექნიკურ შეცდომად მიიჩნევს და მოითხოვს, რომ მოწევა დაიშვას სათამაშო ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებით, არამხოლოდ სამორინეებში, არამედ ტოტალიზატორებში, აზარტულ კლუბებში და სათამაშო აპარატების სალონში.

ასოციაციის განცხადებით, დღევანდელი კანონი სამორინეებს თითქოს მონოპოლიურ უფლებას აძლევს და სათამაშო ბიზნესის სხვა სუბიექტებს გაკოტრებით ემუქრება. თუ მიიჩნევენ, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, გამოსავალი მარტივია, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში უნდა გაუქმდეს მოწევის დაშვების გამონაკლისი სამორინეებში და სიგარა-ბარებში, რაც სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მიერ დასახელებულ მონოპილიის საფრთხესაც მოხსნის და სამორინეებში და სიგარ-ბარებში დასაქმებულ პერსონალსაც დაიცავს მწეველი სტუმრების მიერ მოხმარებული თამბაქოს კვამლისგან. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. ვიმედოვნებთ, აღნიშნული კომიტეტი საზოგადოების ჯანმრთელობის უფლებიდან გამომდინარე იმსჯელებს, თამბაქოს კონტროლის კანონში დახურულ სივრცეში მოწევის დაშვების გამონაკლისს გააუქმებს და სამორინეებსა და სიგარ-ბარებსაც გაათავისუფლებს თამბაქოს კვამლისგან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თამბაქოს ალიანსი მზად არის ამხილოს თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტები, რომლებიც ამჯერად საკანონმდებლო ხელისუფლებაში აქტიურობენ. მოვითხოვთ სამართალდამცველებმა გამოიკვლიონ კონკრეტულ პარლამენტართა კავშირები თამბაქოს ინდუსტრიასთან“, - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ