სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა შს მინისტრის, 12 მაისის აქციის ორგანიზატორებისა და კლუბების წარმომადგენლების შეხვედრაზე
რა ხდებოდა შს მინისტრის, 12 მაისის აქციის ორგანიზატორებისა და კლუბების წარმომადგენლების შეხვედრაზე

შსს–ში 12 მა­ი­სის აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი კლუ­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შს მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია შეხ­ვდა. სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც ეს­წრე­ბო­და.

რო­გორც შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და კლუ­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს აჩ­ვე­ნეს კად­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც ასა­ხუ­ლი იყო უშუ­ა­ლოდ კლუ­ბებ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტე­ბი.

"ჩვენ გუ­შინ შევ­თან­ხმდით, რომ მუ­შა­ო­ბა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, ერთი იქ­ნე­ბო­და 12 მა­ი­სის ღა­მით კლუ­ბებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი და მე­ო­რე - შეხ­ვედ­რის ფორ­მატ­ში უნდა გვე­სა­უბ­რა ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. დღეს ვი­სა­უბ­რეთ იმა­ზე, თუ რა­ტომ ჩა­ვა­ტა­რეთ სპე­ცო­პე­რა­ცია კლუ­ბებ­ში. მე ვფიქ­რობ, რომ ჩვენ წარ­მო­ვად­გი­ნეთ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი და ამ ადა­მი­ა­ნებს ვაჩ­ვე­ნეთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. მათ წარ­ვუდ­გი­ნეთ ვი­დეო-მა­სა­ლა, სა­დაც ასა­ხუ­ლი იყო უშუ­ა­ლოდ კლუ­ბებ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბის არა­ერ­თი ფაქ­ტი", - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, იყო ვი­დეო-მა­სა­ლა, რო­მე­ლიც გა­სა­ჯა­როვ­და და ასე­ვე იყო მა­სა­ლა, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო არ იყო.

"გა­სა­გე­ბია, რომ ამ სა­კი­თხზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა ჩვენ­სა და კლუ­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის არ­სე­ბობს, მათ არ უნ­დათ გარ­კვე­უ­ლი ფაქ­ტე­ბის აღი­ა­რე­ბა რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო, თუმ­ცა ერთი რამ ფაქ­ტია, იმ კლუ­ბებ­ში, სა­დაც ჩვენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ, სის­ტე­მა­ტუ­რად იყი­დე­ბო­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი", - აღ­ნიშ­ნა მეზვრიშ­ვილ­მა.

რო­გორც "თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ბექა წი­ქა­რიშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რით კმა­ყო­ფი­ლი არ არის.

“რომ გი­თხრათ, დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ასე არ არის, ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის სა­კითხს შევ­ხე­დავთ, ჩვენ მო­ვი­თხო­ვეთ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ჩარ­თვა ამ სა­კი­თხში. ფაქ­ტობ­რი­ვად პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აი­ღე­ბენ ისი­ნი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჩვენ გა­დაც­დო­მებს და­ვუმ­ტკი­ცებთ. ჩვენ გვაქვს კად­რე­ბი, და­ვი­წყებთ მო­ბი­ლი­ზე­ბას და შე­ვეც­დე­ბით ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ვამ­ტკი­ცოთ“, - გა­ნა­ცხა­და ბექა წი­ქა­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მხრი­დან ძა­ლის შე­საძ­ლო გა­და­მე­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას არ იღებს.

„დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რით ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლი არ ვარ, ვი­ნა­ი­დან სა­მი­ნის­ტრო არ იღებს პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა გა­დაც­დო­მას­თან მი­მარ­თე­ბით და მათ გვი­თხრეს, რომ თუკი ასე­თი ფაქ­ტე­ბი არ­სე­ბობს, წარ­მო­ვად­გი­ნოთ და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვე­ნე ეს ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს და წარ­ვუდ­გენთ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას და გე­ნინ­სპექ­ცი­ას, რო­მელ­მაც უნდა შე­ის­წავ­ლოს ეს სა­კი­თხე­ბი. ასე­ვე, ვი­თხოვთ აღ­ნიშ­ნულ გან­ხილ­ვა­ში ჩა­ერ­თოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, კერ­ძოდ, კი ნარ­კო­პო­ლიტ­კას­თან მი­მარ­თე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა ბექა წი­ქა­რიშ­ვილ­მა.

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ასე­ვე, ომ­ბუდსმე­ნის მო­ად­გი­ლემ გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძემ. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე ომ­ბუდსმე­ნის აპა­რატ­ში არ არის შე­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იყო თუ არა 12 მა­ი­სის ღა­მეს ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა პო­ლი­ცი­ის მხრი­დან.

"დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ვიმ­სჯე­ლეთ უშა­უ­ლოდ ჩხრე­კის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და 11-12 მა­ისს ღა­მის კლუ­ბებ­ში. ვი­სა­უბ­რეთ ასე­ვე მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე. შევ­თანხდმით, რომ შს სა­მი­ნის­ტრო მოგ­ვაწ­ვდის გარ­კვე­ულ ვი­დეო-მა­სა­ლებს, ასე­ვე ჩვენ შე­ვის­წავ­ლით ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი შე­ის­წავ­ლის ყვე­ლა სა­კითხს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში და­ვად­გენთ თუ რამ­დე­ნად პრო­პორ­ცი­უ­ლი ძალა იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის დროს. ჩვენ ასე­ვე ვა­პი­რებთ შე­ვის­წავ­ლოთ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა საქ­მე­ე­ბი, ანუ ყვე­ლა იმ პი­რის საქ­მე, რო­მე­ლიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. შეხ­ვედ­რა­ზე და­ის­ვა სა­კი­თხი, რომ კლუბ „გა­ლე­რის­თან“ და­კავ­ში­რე­ბით არ არ­სე­ბობ­და შე­სა­ბა­მი­სი გან­ჩი­ნე­ბა, ამ სა­კი­თხსაც შე­ვის­წავ­ლით", - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა ხდებოდა შს მინისტრის, 12 მაისის აქციის ორგანიზატორებისა და კლუბების წარმომადგენლების შეხვედრაზე

რა ხდებოდა შს მინისტრის, 12 მაისის აქციის ორგანიზატორებისა და კლუბების წარმომადგენლების შეხვედრაზე

შსს–ში 12 მაისის აქციის ორგანიზატორებსა და თბილისში არსებული კლუბების წარმომადგენლებს შს მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა. სამუშაო შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე აქციის ორგანიზატორებსა და კლუბის წარმომადგენლებს აჩვენეს კადრები, რომლებზეც ასახული იყო უშუალოდ კლუბებში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტები.

"ჩვენ გუშინ შევთანხმდით, რომ მუშაობა ორი მიმართულებით უნდა განგვეხორციელებინა, ერთი იქნებოდა 12 მაისის ღამით კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის საფუძველი და მეორე - შეხვედრის ფორმატში უნდა გვესაუბრა ნარკოპოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. დღეს ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ ჩავატარეთ სპეცოპერაცია კლუბებში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ დამაჯერებელი არგუმენტები და ამ ადამიანებს ვაჩვენეთ მტკიცებულებები. მათ წარვუდგინეთ ვიდეო-მასალა, სადაც ასახული იყო უშუალოდ კლუბებში ნარკოტიკული საშუალების გასაღების არაერთი ფაქტი", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, იყო ვიდეო-მასალა, რომელიც გასაჯაროვდა და ასევე იყო მასალა, რომელიც საჯარო არ იყო.

"გასაგებია, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ჩვენსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის არსებობს, მათ არ უნდათ გარკვეული ფაქტების აღიარება რიგი მიზეზების გამო, თუმცა ერთი რამ ფაქტია, იმ კლუბებში, სადაც ჩვენ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ, სისტემატურად იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალებები", - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

როგორც "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი არ არის.

“რომ გითხრათ, დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ასე არ არის, ნარკოპოლიტიკის საკითხს შევხედავთ, ჩვენ მოვითხოვეთ ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა ამ საკითხში. ფაქტობრივად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადაცდომებს დავუმტკიცებთ. ჩვენ გვაქვს კადრები, დავიწყებთ მობილიზებას და შევეცდებით ეს ყველაფერი დავამტკიცოთ“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხიმგებლობას არ იღებს.

„დღევანდელი შეხვედრით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, ვინაიდან სამინისტრო არ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სამართალდამცველთა გადაცდომასთან მიმართებით და მათ გვითხრეს, რომ თუკი ასეთი ფაქტები არსებობს, წარმოვადგინოთ დამადასტურებელი დოკუმენტები. ბუნებრივია, ჩვენე ეს ყველაფერი გვაქვს და წარვუდგენთ მთავარ პროკურატურას და გენინსპექციას, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეს საკითხები. ასევე, ვითხოვთ აღნიშნულ განხილვაში ჩაერთოს ჯანდაცვის მინისტრი, კერძოდ, კი ნარკოპოლიტკასთან მიმართებით“, - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა ასევე, ომბუდსმენის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ომბუდსმენის აპარატში არ არის შესული განცხადება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა 12 მაისის ღამეს ძალის გადამეტება პოლიციის მხრიდან.

"დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ უშაულოდ ჩხრეკის და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, რომელიც ჩატარდა 11-12 მაისს ღამის კლუბებში. ვისაუბრეთ ასევე მანიფესტაციის დროს განვითარებულ მოვლენებზე. შევთანხდმით, რომ შს სამინისტრო მოგვაწვდის გარკვეულ ვიდეო-მასალებს, ასევე ჩვენ შევისწავლით ყველა ინფორმაციას. სახალხო დამცველი შეისწავლის ყველა საკითხს და საბოლოო ჯამში დავადგენთ თუ რამდენად პროპორციული ძალა იყო გამოყენებული მანიფესტაციის დროს. ჩვენ ასევე ვაპირებთ შევისწავლოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, ანუ ყველა იმ პირის საქმე, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ კლუბ „გალერისთან“ დაკავშირებით არ არსებობდა შესაბამისი განჩინება, ამ საკითხსაც შევისწავლით", - განაცხადა ბურჯანაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ