პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაწოლა ჩემთვის კოშმარია" - მუსიკოსი, რომელიც მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს გვერდიდან არ შორდება
"დაწოლა ჩემთვის კოშმარია" - მუსიკოსი, რომელიც მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს გვერდიდან არ შორდება

"მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" ნელ-ნელა ძა­ლებს იკ­რებს. კონ­კურ­სან­ტე­ბი პრო­ექტს და სცე­ნა­ზე დგო­მას თან­და­თან ეჩ­ვე­ვი­ან, თუმ­ცა ზოგს უკვე შოუს და­ტო­ვე­ბაც უწევს, რად­გან კონ­კურ­სის წე­სე­ბია ასე­თი. "მხო­ლოდ ქარ­თულს" გუ­შინ ნა­ნუ­კა მი­ქა­ძე გა­მო­ე­თი­შა.

ცნო­ბი­ლია, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის ახალ ვერ­სი­ებს ას­რუ­ლე­ბენ, რო­მელ­საც მუ­სი­კო­სი ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე ქმნის. მას­თან ერ­თად, სცე­ნა­ზე ჯგუ­ფი "ნი­უ­ტო­ნი" უკ­რავს, - კონ­კურ­სან­ტებს მუ­სი­კა­ლურ აკომ­პა­ნი­მენტს უკე­თებს.

თა­მარ ბა­ბი­ლუა, იგი­ვე ბაბი, ჯგუფ "ნი­უ­ტო­ნის" სო­ლის­ტი და კლა­ვი­შის­ტია, რო­მელ­საც ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად, მთე­ლი კონ­ცერ­ტის მან­ძილ­ზე სცე­ნა­ზე ყოფ­ნა უწევს.

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდა "ნი­უ­ტო­ნი" "მხო­ლოდ ქარ­თულ­ში"?

- ადრე თბი­ლი­სო­ბა­ზე, სხვა­დას­ხვა ჯგუფ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის "რი­მე­ი­ქე­ბი" გა­ვა­კე­თეთ, ქალ­ბა­ტონ ბასა ფო­ცხიშ­ვილ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ. ჩვენ "შე­მოდ­გო­მის ნის­ლია" გვქონ­და, რა­ზეც ერთი ამ­ბა­ვი ატყდა, ლა­მის "გა­დაგ­ვი­ა­რეს". ასე რომ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს. სა­ნამ ჯგუფ­ში მო­ვი­დო­დი, მა­ნამ­დე, ბი­ჭე­ბი რა­ღაც პრო­ექ­ტებ­ში გა­მო­დი­ოდ­ნენ, მათ შო­რის, "ჯე­ოს­ტარ­შიც"... ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნა ბე­რი­ძეს­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ. ბევრ სა­ღა­მო­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მოვ­სულ­ვართ და ახ­ლაც ასე აღ­მოვ­ჩნდით აქ.

- ამ ჯგუ­ფის სო­ლის­ტი და კლა­ვი­შის­ტი ხართ. "მხო­ლოდ ქარ­თულ­ში" მუ­შა­ო­ბა, კონ­კურ­სან­ტებ­თან სცე­ნა­ზე ყოფ­ნა თქვენ­თვის რას ნიშ­ნავს?

- პრო­ექტს მა­ღა­ლი კლა­სის ჟი­უ­რი, მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე ჰყავს, ასე­ვე პე­და­გო­გე­ბი, ვინც ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბენ. მი­მაჩ­ნია, რომ ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე მსოფ­ლიო დო­ნის მუ­სი­კო­სია, მე­სა­მე პრო­ექ­ტია, რაც მას­თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ. ჩემ­თვი­საც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა. ქარ­თულ მუ­სი­კას ვა­კე­თებთ, თუმ­ცა აქაც ერთი ამ­ბა­ვი შეგ­ვექ­მნა, ვი­ღა­ცე­ებს ვერ­სი­ე­ბი არ მოს­წონთ. კონ­კურ­სან­ტებს კი, ჯერ­ჯე­რო­ბით ვფიქ­რობ, კარ­გად არც აქვთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რას­თან აქვთ საქ­მე. ჩემ­თვის ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის აჟ­ღე­რე­ბა ამ ვერ­სი­ე­ბით და ამ ფორ­მით მი­სა­ღე­ბია. თუმ­ცა რომ გი­თხრათ, ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი ვარ-მეთ­ქი, ასე არაა, მაგ­რამ პა­ტივს ვცემ. ვუს­მენ კლა­სი­კას, თუმ­ცა მი­ვე­სალ­მე­ბი ყვე­ლა სი­ახ­ლეს. პრო­ექ­ტი თუნ­დაც იმი­ტომ არის კარ­გი, რომ ყვე­ლამ და­ი­ნა­ხოს, თუნ­დაც კოს­ტა კა­რა­ნა­ძის მსგავს ბი­ჭ­საც შე­უძ­ლია, იმ­ღე­როს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და ნამ­ღე­რი არ იყოს მა­ინ­ცდა­მა­ინც ინ­გლი­სუ­რად.

- ამ­დე­ნი სიმ­ღე­რის ათ­ვი­სე­ბა ასე მცი­რე დრო­ში არ გი­ჭირთ?

- სამ დღე­ში ისეთ რა­ღა­ცებს ვა­კე­თებთ, რა­ზეც ადა­მი­ა­ნე­ბი ერთ-ორი თვე მა­ინც მუ­შა­ო­ბენ. თა­ვად ზვი­ადს სა­მუ­შა­ოდ მხო­ლოდ ერთი დღე აქვს. მერე ყვე­ლა­ნი ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ და კონ­კურ­სან­ტებ­თან ერ­თად რე­პე­ტი­ცი­ებს გავ­დი­ვართ.

- ფა­ვო­რი­ტი არა­ვინ გყავთ?

- არა, ყვე­ლას თა­ვი­სი სტი­ლი აქვს და რო­გორც შე­უძ­ლია, ისე წარ­მო­ა­ჩე­ნენ თავს.

- რო­გორც მუ­სი­კო­სი, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ სოფო ბა­თი­ლაშ­ვილს?

- ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო შემ­სრუ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ჯერ ბევ­რი რამ აქვს და­სახ­ვე­წი. სას­წა­უ­ლი გო­გოა, სა­ინ­ტე­რე­სო ტი­პა­ჟია, სცე­ნა­ზე კარ­გად თა­მა­შობს. მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად იქ­ცევს. არა­და, ჯერ მხო­ლოდ 18 წლის არის. რე­პე­ტი­ცი­ე­ბის დრო­საც ძა­ლი­ან მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, ყვე­ლა­ფერს ის­რუ­ტავს, რა­საც პე­და­გო­გი ეუბ­ნე­ბა. კონ­სტან­ტი­ნე­ზე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ არა­ნორ­მა­ლუ­რია, ისე­თია, ფალშსაც რომ პა­ტი­ობ, იმ­დე­ნად კარ­გი ტი­პია. პო­ზი­ტი­უ­რი, ნი­ჭი­ე­რი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტემ­ბრიც აქვს. რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს კარ­გი და სცე­ნა­ზე რას მო­ი­მოქ­მე­დებს, არა­ვინ იცის.

- ბაბი, ამ­ჟა­მად რო­გო­რია თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- სამი წე­ლია, საქ­მე მაქვს სიმ­სივ­ნეს­თან. 2015 წელს აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე და ქი­მი­ე­ბის კურ­სიც ჩა­ვი­ტა­რე. მერე იყო პა­უ­ზა, კონ­ტრო­ლის ქვეშ ვი­ყა­ვი, თუმ­ცა სიმ­სივ­ნე სხვა ორ­გა­ნო­ზეც გაჩ­ნდა... ოპე­რა­ცია და "ქი­მი­ე­ბი" ისევ დამ­ჭირ­და. იქი­დან 8 თვის თავ­ზე, მუც­ლის ღრუ­ში კი­დევ აღ­მოჩ­ნდა რა­ღა­ცე­ბი და ახლა ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას გავ­დი­ვარ. 3-4 კურ­სი მჭირ­დე­ბა. მერე უკვე რა­ღა­ცე­ე­ბი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ირ­კვე­ვა. თუ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ამ მე­ტას­ტა­ზე­ბი ვერ მო­აშ­თო, ოპე­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ კეთ­დე­ბა.

- ამ პე­რი­ოდ­ში ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა?

- არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად არ შე­მიძ­ლია, ამ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩემ­თვის გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვს. რომ დავ­წვე, მარ­თლა კოშ­მა­რი იქ­ნე­ბა. გან­ტვირ­თვას საქ­მით ვახ­დენ.

- სა­ო­ცა­რი მხნე­ო­ბის მა­გა­ლი­თია. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერთს დეპ­რე­სია და­ე­მარ­თოს...

- და­ა­ვა­დე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რამ­დე­ნად ძლი­ე­რი ხარ. დიდი იმე­დი მაქვს, რომ სა­წყი­სი ეტა­პია და ვუშ­ვე­ლით! თუმ­ცა ქი­მი­ო­თე­რა­პია სა­ში­ნე­ლე­ბაა. ამ პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე მა­ინც დავ­დი­ო­დი, მთლი­ა­ნად მოშ­ლი­ლი და და­სუს­ტე­ბუ­ლი.

- ბავ­შვის აღ­ზრდა­ში ვინ გეხ­მა­რე­ბათ?

- ჩემი 8 წლის შვილს ფოთ­ში დედა უვ­ლის. აქ მარ­ტო ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ, თუმ­ცა ბავ­შვი მე­ო­თხე კლას­ში გა­და­დის და მერე გად­მო­ვიყ­ვან ჩემ­თან.

- გი­ნე­სის რე­კორ­დი, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე გა­ნუ­წყვე­ტე­ლი 25-სა­ა­თი­ა­ნი დაკ­ვრის შემ­დეგ მოხ­სე­ნით. რა მო­გი­ტა­ნათ ამ ყვე­ლა­ფერ­მა?

- არა­ფე­რი, გარ­და იმი­სა, რომ გი­ნე­სის რე­კორდსმე­ნი გავ­ხდი. რო­დესც ეს რე­კორ­დი ჩა­ვი­ფიქ­რე, 2014 წელი იყო, მა­შინ ჩემი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი... რა­ღა­ცე­ბი გავ­გზავ­ნე, ვემ­ზა­დე­ბო­დი, 11 თვე ვე­ლო­დე­ბო­დი, სა­ნამ გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. იმ პე­რი­ოდ­ში, 2015 წელს და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­მაჩ­ნდა. რე­კორ­დი 22 სა­ათ­ზე და 10 წუთ­ზე ერთ-ერთ გერ­მა­ნელ გო­გო­ნას ჰქონ­და მოხ­სნი­ლი და სა­ნამ რა­ღა­ცე­ბი გა­ირ­კვა, ვი­ღაც ინ­დო­ელ­მა მა­მა­კაც­მა 27 სა­ა­თით მოხ­სნა, ამ­დენს ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ვერ შევ­ძლებ­დი, ამი­ტომ 25 სა­ა­თი ავი­ღე. სა­ათ­ში მხო­ლოდ 3 წუთი მქონ­და შეს­ვე­ნე­ბა, რო­დე­საც წყლის და­ლე­ვის და სა­პირ­ფა­რე­შო­ში გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ო­და. ისე გა­დავ­წყვი­ტე, რომ სამ სა­ათ­ში ერთხელ, 9-10 წუთს ვის­ვე­ნებ­დი. და­ნარ­ჩე­ნი, სამი სა­ა­თი გა­უ­ჩე­რებ­ლად ვუკ­რავ­დი.

- რის­თვის გა­ა­კე­თეთ ეს?

- მინ­დო­და, ჩემი სახ­ლი მქო­ნო­და, მაგ­რამ ამ საქ­მი­დან არა­ფე­რი გა­მო­ვი­და გარ­და იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­გო ეს ამ­ბა­ვი, გი­ნე­სის რე­კორდსმე­ნი გავ­ხდი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"დაწოლა ჩემთვის კოშმარია" - მუსიკოსი, რომელიც მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს გვერდიდან არ შორდება

"დაწოლა ჩემთვის კოშმარია" - მუსიკოსი, რომელიც მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს გვერდიდან არ შორდება

"მხოლოდ ქართული" ნელ-ნელა ძალებს იკრებს. კონკურსანტები პროექტს და სცენაზე დგომას თანდათან ეჩვევიან, თუმცა ზოგს უკვე შოუს დატოვებაც უწევს, რადგან კონკურსის წესებია ასეთი. "მხოლოდ ქართულს" გუშინ ნანუკა მიქაძე გამოეთიშა.

ცნობილია, რომ კონკურსანტები ძველი ქართული სიმღერების ახალ ვერსიებს ასრულებენ, რომელსაც მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე ქმნის. მასთან ერთად, სცენაზე ჯგუფი "ნიუტონი" უკრავს, - კონკურსანტებს მუსიკალურ აკომპანიმენტს უკეთებს.

თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტი და კლავიშისტია, რომელსაც ჯგუფის წევრებთან ერთად, მთელი კონცერტის მანძილზე სცენაზე ყოფნა უწევს.

- როგორ აღმოჩნდა "ნიუტონი" "მხოლოდ ქართულში"?

- ადრე თბილისობაზე, სხვადასხვა ჯგუფთან ერთად, ქართული სიმღერების "რიმეიქები" გავაკეთეთ, ქალბატონ ბასა ფოცხიშვილთან ერთად ვიმუშავეთ. ჩვენ "შემოდგომის ნისლია" გვქონდა, რაზეც ერთი ამბავი ატყდა, ლამის "გადაგვიარეს". ასე რომ, ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება გვაქვს. სანამ ჯგუფში მოვიდოდი, მანამდე, ბიჭები რაღაც პროექტებში გამოდიოდნენ, მათ შორის, "ჯეოსტარშიც"... ქალბატონ მარინა ბერიძესთან თანამშრომლობდნენ. ბევრ საღამოსა და ღონისძიებაზე გამოვსულვართ და ახლაც ასე აღმოვჩნდით აქ.

- ამ ჯგუფის სოლისტი და კლავიშისტი ხართ. "მხოლოდ ქართულში" მუშაობა, კონკურსანტებთან სცენაზე ყოფნა თქვენთვის რას ნიშნავს?

- პროექტს მაღალი კლასის ჟიური, მუსიკალური ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე ჰყავს, ასევე პედაგოგები, ვინც ბავშვებთან მუშაობენ. მიმაჩნია, რომ ზვიად ბოლქვაძე მსოფლიო დონის მუსიკოსია, მესამე პროექტია, რაც მასთან ერთად ვმუშაობთ. ჩემთვისაც დიდი გამოცდილებაა. ქართულ მუსიკას ვაკეთებთ, თუმცა აქაც ერთი ამბავი შეგვექმნა, ვიღაცეებს ვერსიები არ მოსწონთ. კონკურსანტებს კი, ჯერჯერობით ვფიქრობ, კარგად არც აქვთ გაცნობიერებული, რასთან აქვთ საქმე. ჩემთვის ქართული მუსიკის აჟღერება ამ ვერსიებით და ამ ფორმით მისაღებია. თუმცა რომ გითხრათ, ქართული მუსიკის დიდი მოყვარული ვარ-მეთქი, ასე არაა, მაგრამ პატივს ვცემ. ვუსმენ კლასიკას, თუმცა მივესალმები ყველა სიახლეს. პროექტი თუნდაც იმიტომ არის კარგი, რომ ყველამ დაინახოს, თუნდაც კოსტა კარანაძის მსგავს ბიჭსაც შეუძლია, იმღეროს ქართული სიმღერა და ნამღერი არ იყოს მაინცდამაინც ინგლისურად.

- ამდენი სიმღერის ათვისება ასე მცირე დროში არ გიჭირთ?

- სამ დღეში ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, რაზეც ადამიანები ერთ-ორი თვე მაინც მუშაობენ. თავად ზვიადს სამუშაოდ მხოლოდ ერთი დღე აქვს. მერე ყველანი ერთად განვიხილავთ და კონკურსანტებთან ერთად რეპეტიციებს გავდივართ.

- ფავორიტი არავინ გყავთ?

- არა, ყველას თავისი სტილი აქვს და როგორც შეუძლია, ისე წარმოაჩენენ თავს.

- როგორც მუსიკოსი, როგორ შეაფასებთ სოფო ბათილაშვილს?

- ერთ-ერთი საინტერესო შემსრულებელია, მაგრამ ჯერ ბევრი რამ აქვს დასახვეწი. სასწაული გოგოა, საინტერესო ტიპაჟია, სცენაზე კარგად თამაშობს. მაყურებლის ყურადღებას სერიოზულად იქცევს. არადა, ჯერ მხოლოდ 18 წლის არის. რეპეტიციების დროსაც ძალიან მოწადინებულია, ყველაფერს ისრუტავს, რასაც პედაგოგი ეუბნება. კონსტანტინეზე შემიძლია ვთქვა, რომ არანორმალურია, ისეთია, ფალშსაც რომ პატიობ, იმდენად კარგი ტიპია. პოზიტიური, ნიჭიერი, განსხვავებულია, განსხვავებული ტემბრიც აქვს. რეპეტიციებზე შეიძლება იყოს კარგი და სცენაზე რას მოიმოქმედებს, არავინ იცის.

- ბაბი, ამჟამად როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- სამი წელია, საქმე მაქვს სიმსივნესთან. 2015 წელს აღმოვაჩინეთ, ოპერაცია გავიკეთე და ქიმიების კურსიც ჩავიტარე. მერე იყო პაუზა, კონტროლის ქვეშ ვიყავი, თუმცა სიმსივნე სხვა ორგანოზეც გაჩნდა... ოპერაცია და "ქიმიები" ისევ დამჭირდა. იქიდან 8 თვის თავზე, მუცლის ღრუში კიდევ აღმოჩნდა რაღაცები და ახლა ქიმიოთერაპიას გავდივარ. 3-4 კურსი მჭირდება. მერე უკვე რაღაცეები კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე გაირკვევა. თუ ქიმიოთერაპიამ მეტასტაზები ვერ მოაშთო, ოპერაცია საქართველოში არ კეთდება.

- ამ პერიოდში ასეთი სერიოზული დატვირთვით მუშაობა შეიძლება?

- არ შეიძლება, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, ამ რთულ სიტუაციაში ჩემთვის გამამხნევებელი ეფექტი აქვს. რომ დავწვე, მართლა კოშმარი იქნება. განტვირთვას საქმით ვახდენ.

- საოცარი მხნეობის მაგალითია. შეიძლება ზოგიერთს დეპრესია დაემართოს...

- დაავადებისთვის მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიურად რამდენად ძლიერი ხარ. დიდი იმედი მაქვს, რომ საწყისი ეტაპია და ვუშველით! თუმცა ქიმიოთერაპია საშინელებაა. ამ პროცედურის შემდეგ რეპეტიციებზე მაინც დავდიოდი, მთლიანად მოშლილი და დასუსტებული.

- ბავშვის აღზრდაში ვინ გეხმარებათ?

- ჩემი 8 წლის შვილს ფოთში დედა უვლის. აქ მარტო ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, თუმცა ბავშვი მეოთხე კლასში გადადის და მერე გადმოვიყვან ჩემთან.

- გინესის რეკორდი, ფორტეპიანოზე განუწყვეტელი 25-საათიანი დაკვრის შემდეგ მოხსენით. რა მოგიტანათ ამ ყველაფერმა?

- არაფერი, გარდა იმისა, რომ გინესის რეკორდსმენი გავხდი. როდესც ეს რეკორდი ჩავიფიქრე, 2014 წელი იყო, მაშინ ჩემი დაავადების შესახებ არაფერი ვიცოდი... რაღაცები გავგზავნე, ვემზადებოდი, 11 თვე ველოდებოდი, სანამ განიხილავდნენ. იმ პერიოდში, 2015 წელს დაავადება აღმომაჩნდა. რეკორდი 22 საათზე და 10 წუთზე ერთ-ერთ გერმანელ გოგონას ჰქონდა მოხსნილი და სანამ რაღაცები გაირკვა, ვიღაც ინდოელმა მამაკაცმა 27 საათით მოხსნა, ამდენს ჩემი ჯანმრთელობის გამო ვერ შევძლებდი, ამიტომ 25 საათი ავიღე. საათში მხოლოდ 3 წუთი მქონდა შესვენება, როდესაც წყლის დალევის და საპირფარეშოში გასვლის საშუალება მეძლეოდა. ისე გადავწყვიტე, რომ სამ საათში ერთხელ, 9-10 წუთს ვისვენებდი. დანარჩენი, სამი საათი გაუჩერებლად ვუკრავდი.

- რისთვის გააკეთეთ ეს?

- მინდოდა, ჩემი სახლი მქონოდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა გარდა იმისა, რომ საქართველომ გაიგო ეს ამბავი, გინესის რეკორდსმენი გავხდი...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ