პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის სტუდენტია და მამასთან ერთად არჩენს ოჯახს..." - რას ამბობენ ნარკოტიკების გამსაღებელი პირების ადვოკატები
"ის სტუდენტია და მამასთან ერთად არჩენს ოჯახს..." - რას ამბობენ ნარკოტიკების გამსაღებელი პირების ადვოკატები

12 მა­ი­სის ღა­მეს, შსს-მ თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გამ­სა­ღე­ბე­ლი 8 პირი და­ა­კა­ვა.

პო­ლი­ცი­ის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლია: 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლი (რო­მე­ლიც კაფე "გა­ლე­რის" დაც­ვის წევ­რი იყო), 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლაშა მა­მუ­ლა­იშ­ვი­ლი, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქეთი მუ­რუ­სი­ძე, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ მი­ქა­ძე, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბო­რის და­რახვე­ლი­ძე, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თორ­ნი­კე ჩუტ­კე­რაშ­ვი­ლი, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯე­მალ ელი­ა­ვა და 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი.

ნარ­კო­ტი­კე­ბის გამ­სა­ღებ­ლე­ბის საქ­მის ად­ვო­კა­ტებს გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე აქვთ ხელი მო­წე­რი­ლი, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი კი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნე­ბენ. და­კა­ვე­ბულ 8 პირს უკვე შე­ე­ფარ­და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა. მათ­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი (სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლი), სას­ჯე­ლის სა­ხით, 8-დან 20 წლამ­დე, ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის ერთ-ერთი 22 წლის გო­გო­ნაა. ქეთი მუ­რუ­სი­ძის უფ­ლე­ბებს ად­ვო­კა­ტი გია გო­რო­ზია იცავს, რო­მელ­მაც AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავს უდა­ნა­შუ­ლოდ მი­იჩ­ნევს.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი გვი­ან ღა­მით, და­ახ­ლო­ე­ბით ორ სა­ათ­ზე კა­ზი­ნო „აჭა­რის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ ამო­უ­ღი­ათ არც მისი პი­რა­დი ჩხრე­კი­სას და არც ბი­ნი­დან. ვიც­ნობ საქ­მის მა­სა­ლებს, მაგ­რამ სხვას ვე­რა­ფერს ვერ ვი­ტყვი - გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე გვაქვს ხელი მო­წე­რი­ლი. ქეთი მუ­რუ­სი­ძე თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, აკა­დე­მი­უ­რი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი სას­წავ­ლე­ბელ­ში, ახლა სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებ­და წას­ვლას და სწავ­ლას. ის გამ­სა­ღე­ბე­ლი არაა და შე­საძ­ლოა, ეს ყვე­ლა­ფე­რი აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რის მიერ, იყოს პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი" - ამ­ბობს მუ­რუ­სი­ძის ად­ვო­კა­ტი გია გო­რო­ზია.

უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს თავს კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი 24 წლის თორ­ნი­კე ჩუტ­კე­რაშ­ვი­ლი. მისი ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ას თქმით, ჩუტ­კე­რაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა არ უკავ­შირ­დე­ბა იმ უბე­დურ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც თბი­ლის­ში ორი ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე გა­ურ­კვე­ველ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას ემსხვერ­პლა.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი დიდ დი­ღომ­ში ცხოვ­რობს, ღა­მით, და­ახ­ლო­ე­ბით პირ­ვე­ლის ნა­ხე­ვარ­ზე, ის სა­კუ­თარ სახ­ლთან გა­და­ად­გილ­დე­ბო­და მან­ქა­ნით, რა დრო­საც გა­ა­ჩე­რეს, გად­მო­იყ­ვა­ნეს და ჩხრე­კა ჩა­ტარ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ იქნა არც მისი პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, არც ავ­ტო­მო­ბილ­ში და არც სახ­ლში. ორ­გა­ნიზ­მშიც კი არ აღ­მო­აჩ­ნდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის კვა­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს რომ ის ჩანს გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში. რამ­დე­ნად ავ­თენ­ტუ­რია ეს კად­რე­ბი, ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა ექ­სპერ­ტი­ზას ყვე­ლა­ნა­ი­რი ნი­მუ­ში მის­ცა. მას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია. სა­ნამ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი არ მოვა, რო­გორ ვთქვა არის თუ არა ეს ვი­დეო ავ­ტენ­ტუ­რი ან რა შემ­ხებ­ლო­ბა აქვს და­ნა­შა­ულ­თან?

გა­მო­კი­თხვის დროს ჩუტ­კე­რაშ­ვილ­მა დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა. სა­სა­მარ­თლო­ზე, მო­ვი­თხო­ვეთ გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­ნამ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი გახ­დე­ბო­და ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ ის მა­ინც პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვეს. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი არ მო­ი­თხოვ­და მის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბას - ის გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში მუ­შა­ობს, ამა­ვე დროს სტუ­დენ­ტია და მა­მას­თან ერ­თად არ­ჩენს ოჯახს. მან თქვა რომ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ჩა­დებ­და გი­რა­ო­ში, მაგ­რამ მო­სა­მარ­თლემ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

- ჩუტ­კე­რაშ­ვი­ლი იც­ნობს და­ნარ­ჩენ და­კა­ვე­ბუ­ლებს?

- აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას ის არც იც­ნობს. პრო­კუ­რა­ტუ­რაც და პო­ლი­ცი­აც ადას­ტუ­რებს, რომ მას არ აღ­მო­აჩ­ნდა ნარ­კო­ტი­კი.

დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებ „გა­ლე­რის“ დაც­ვის უფ­რო­სი ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლიც. მისი ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის გამ­სა­ღე­ბე­ლი არ არის, რა­საც და­ამ­ტკი­ცებს კი­დეც და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე დღე­ში სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს.

"ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლი რუს­თა­ველ­ზე და­ა­კა­ვეს, მას ედა­ვე­ბი­ან 260-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ხუ­თე ნა­წილს, ანუ დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კის შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბას. ამ­ბო­ბენ, რომ მისი ჯი­ბი­დან ამო­ი­ღეს ნარ­კო­ტი­კი, მაგ­რამ რამ­დე­ნად მარ­თა­ლია არ ვიცი. ბრა­ლის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, მან დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა აირ­ჩია და როცა საქ­მეს სრულ­ყო­ფი­ლად გა­ეც­ნო­ბა, მერე გა­მო­ხა­ტავს თა­ვის პო­ზი­ცი­ას. ამ საქ­მე­ში ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს, და­ვამ­ტკი­ცებ, რომ ის ნარ­კო­ტი­კე­ბის გამ­სა­რე­ბე­ლი არ არის.

საქ­მე­ზე კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლია ჯე­მალ ელი­ა­ვა. მისი ად­ვო­კა­ტის ირაკ­ლი ჩო­მა­ხაშ­ვი­ლის თქმით, ელი­ა­ვა ბა­სი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

- ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი იყე­ნებს დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას, მის და­კა­ვე­ბას, "ბა­სი­ა­ნის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. ჩემ­თვის უც­ნა­უ­რია, რა­ტომ მოგ­ვა­წე­რი­ნეს ხელი გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე. თავ­და­პირ­ვე­ლად ით­ქვა, რომ ფა­რულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ქმე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებს არ სურთ მათი ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა და ამი­ტომ გახ­და სა­ჭი­რო გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე ხე­ლის­მო­წე­რა, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლო და­ხუ­რუ­ლი არ იყო და მო­სა­მარ­თლემ ყვე­ლა­ფე­რი თქვა. ჯე­მალ ელი­ა­ვა არ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი და მუ­შა­ობს. ამ ეტაპ­ზე სხვას ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

ავტორი:

"ის სტუდენტია და მამასთან ერთად არჩენს ოჯახს..." - რას ამბობენ ნარკოტიკების გამსაღებელი პირების ადვოკატები

"ის სტუდენტია და მამასთან ერთად არჩენს ოჯახს..." - რას ამბობენ ნარკოტიკების გამსაღებელი პირების ადვოკატები

12 მაისის ღამეს, შსს-მ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავა.

პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვიქტორ ჟამუტაშვილი (რომელიც კაფე "გალერის" დაცვის წევრი იყო), 1992 წელს დაბადებული ლაშა მამულაიშვილი, 1996 წელს დაბადებული ქეთი მურუსიძე, 1997 წელს დაბადებული მიხეილ მიქაძე, 1995 წელს დაბადებული ბორის დარახველიძე, 1994 წელს დაბადებული თორნიკე ჩუტკერაშვილი, 1994 წელს დაბადებული ჯემალ ელიავა და 1988 წელს დაბადებული გიორგი მამუკელაშვილი.

ნარკოტიკების გამსაღებლების საქმის ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, დაკავებულები კი დუმილის უფლებას იყენებენ. დაკავებულ 8 პირს უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მათთვის წაყენებული ბრალი (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი), სასჯელის სახით, 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი 22 წლის გოგონაა. ქეთი მურუსიძის უფლებებს ადვოკატი გია გოროზია იცავს, რომელმაც AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშულოდ მიიჩნევს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გვიან ღამით, დაახლოებით ორ საათზე კაზინო „აჭარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალებები არ ამოუღიათ არც მისი პირადი ჩხრეკისას და არც ბინიდან. ვიცნობ საქმის მასალებს, მაგრამ სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი - გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი. ქეთი მურუსიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს. მას ჯანმრთელობის პრობლემების გამო, აკადემიური ჰქონდა აღებული სასწავლებელში, ახლა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და სწავლას. ის გამსაღებელი არაა და შესაძლოა, ეს ყველაფერი აგენტ-პროვოკატორის მიერ, იყოს პროვოცირებული" - ამბობს მურუსიძის ადვოკატი გია გოროზია.

უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს კიდევ ერთი დაკავებული 24 წლის თორნიკე ჩუტკერაშვილი. მისი ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით, ჩუტკერაშვილის დაკავება არ უკავშირდება იმ უბედურ შემთხვევებს, როდესაც თბილისში ორი ახალგაზრდის სიცოცხლე გაურკვეველ ნარკოტიკულ საშუალებას ემსხვერპლა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დიდ დიღომში ცხოვრობს, ღამით, დაახლოებით პირველის ნახევარზე, ის საკუთარ სახლთან გადაადგილდებოდა მანქანით, რა დროსაც გააჩერეს, გადმოიყვანეს და ჩხრეკა ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკული საშუალება აღმოჩენილი არ იქნა არც მისი პირადი ჩხრეკისას, არც ავტომობილში და არც სახლში. ორგანიზმშიც კი არ აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალების კვალი. პროკურატურა ამბობს რომ ის ჩანს გავრცელებულ ვიდეოკადრებში. რამდენად ავთენტურია ეს კადრები, ექსპერტიზა დაადგენს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ექსპერტიზას ყველანაირი ნიმუში მისცა. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. სანამ ექსპერტიზის პასუხები არ მოვა, როგორ ვთქვა არის თუ არა ეს ვიდეო ავტენტური ან რა შემხებლობა აქვს დანაშაულთან?

გამოკითხვის დროს ჩუტკერაშვილმა დუმილის უფლება გამოიყენა. სასამართლოზე, მოვითხოვეთ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება, სანამ ექსპერტიზის პასუხები გახდებოდა ცნობილი, მაგრამ ის მაინც პატიმრობაში დატოვეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პიროვნული მახასიათებლები არ მოითხოვდა მის პატიმრობაში დატოვებას - ის გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობს, ამავე დროს სტუდენტია და მამასთან ერთად არჩენს ოჯახს. მან თქვა რომ საცხოვრებელ სახლს ჩადებდა გირაოში, მაგრამ მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

- ჩუტკერაშვილი იცნობს დანარჩენ დაკავებულებს?

- აბსოლუტურ უმრავლესობას ის არც იცნობს. პროკურატურაც და პოლიციაც ადასტურებს, რომ მას არ აღმოაჩნდა ნარკოტიკი.

დუმილის უფლებას იყენებ „გალერის“ დაცვის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილიც. მისი ადვოკატის მტკიცებით, ჟამუტაშვილი ნარკოტიკების გამსაღებელი არ არის, რასაც დაამტკიცებს კიდეც და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

"ვიქტორ ჟამუტაშვილი რუსთაველზე დააკავეს, მას ედავებიან 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილს, ანუ დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვა-გასაღებას. ამბობენ, რომ მისი ჯიბიდან ამოიღეს ნარკოტიკი, მაგრამ რამდენად მართალია არ ვიცი. ბრალის წარდგენის შემდეგ, მან დუმილის უფლება აირჩია და როცა საქმეს სრულყოფილად გაეცნობა, მერე გამოხატავს თავის პოზიციას. ამ საქმეში ჟამუტაშვილის საწინააღმდეგოდ მტკიცებულებები არ არსებობს, დავამტკიცებ, რომ ის ნარკოტიკების გამსარებელი არ არის.

საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულია ჯემალ ელიავა. მისი ადვოკატის ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ელიავა ბასიანის ტერიტორიაზე არ დაუკავებიათ.

- ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას, მის დაკავებას, "ბასიანის" ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემთვის უცნაურია, რატომ მოგვაწერინეს ხელი გაუთქმელობაზე. თავდაპირველად ითქვა, რომ ფარულ საგამოძიებო ქმედებებში მონაწილე პირებს არ სურთ მათი ვინაობის გასაჯაროვება და ამიტომ გახდა საჭირო გაუთქმელობაზე ხელისმოწერა, მაგრამ სასამართლო დახურული არ იყო და მოსამართლემ ყველაფერი თქვა. ჯემალ ელიავა არ არის ნასამართლევი და მუშაობს. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს ვიტყვი.

დაპირისპირება ახალქალაქში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

"მცირე შანსიც რომ არსებობდეს, ჩემს ქმედებას გამოეწვია გოგონას მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს" - დაკავებული ექიმი

"არ არის გამორიცხული თამუნას ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს" - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"