მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზი ანდრია - ვისაც რაიმე აგრესიული განწყობა აქვს, თავი შეიკავოს 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობისაგან
დეკანოზი ანდრია - ვისაც რაიმე აგრესიული განწყობა აქვს, თავი შეიკავოს 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობისაგან

მივ­მარ­თავ ყვე­ლას, ვი­საც რა­ი­მე აგ­რე­სი­უ­ლი გან­წყო­ბა აქვს, თავი შე­ი­კა­ვოს 17 მა­ისს და­გეგ­მილ მსვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა­გან, – ამის შე­სა­ხებ დღეს სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც 17 მა­ისს ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­ე­ძღვნა.

მამა ან­დრი­ას თქმით, ისი­ნი ემიჯ­ნე­ბი­ან ყვე­ლა იმ ჯგუფს თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც თა­ვი­ანთ შე­ხე­დუ­ლე­ბებს აგ­რე­სი­ით გა­მო­ხა­ტა­ვენ.

„17 მა­ის­თან და სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თოდ შე­უ­ფე­რე­ბე­ლი რი­ტო­რი­კა ის­მო­და ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფის მხრი­დან. გვინ­და ხაზ­გას­მით, ყვე­ლას გა­სა­გო­ნად ვთქვათ, რომ ეს მსვლე­ლო­ბა არ უკავ­შირ­დე­ბა რა­ი­მე აგ­რე­სი­ას, არა­მედ ჩვენ გვინ­და, რომ ნამ­დვილ დღე­სას­წა­უ­ლად იქ­ცეს ეს დღე, ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღე და ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი. ამი­ტომ მივ­მარ­თავთ ყვე­ლას, ვი­საც რა­ი­მე ამ­გვა­რი გან­წყო­ბა აქვს, თავი შე­ი­კა­ვოს ამ მსვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა­გან, ასე­ვე გვინ­და მივ­მარ­თოთ შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებს ყო­ველ­გვა­რი აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნა, ან პრო­ვო­კა­ცი­ის, ვის­გა­ნაც და რა მო­ტი­ვი­თაც არ უნდა მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს, სწრა­ფად იყოს აღ­კვე­თი­ლი“, – გა­ნა­ცხა­და მამა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ.

სა­პატ­რი­არ­ქომ 17 მა­ისს და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­რი­გის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქოს ვებგ­ვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, 10:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა სა­ზე­ი­მო წირ­ვა ქა­შუ­ე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში (გა­რეთ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მო­ნი­ტო­რე­ბი); 11:30 სა­ათ­ზე მოხ­დე­ბა გვა­რე­ბის შეკ­რე­ბა ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან; 12:00 სა­ათ­ზე „ვარ­დე­ბის მო­ედ­ნი­დან“აწყუ­რის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტით მსვლე­ლო­ბა და­ი­წყე­ბა; პა­რა­ლე­ლუ­რად, ასე­ვე 12:00 სა­ათ­ზე, წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქა­შუ­ეთ­თან და­ი­ლო­ცე­ბა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი (ექვს შვი­ლი­ა­ნი) ოჯა­ხე­ბი.

„13:00 სა­ათ­ზე ქა­შუ­ე­თი­დან შეკ­რე­ბი­ლი მრევ­ლი შე­ურთდე­ბა „ვარ­დე­ბის მო­ედ­ნი­დან“ მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს და ერ­თად გა­ე­მარ­თე­ბი­ან სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის­კენ, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით, 14:00 სა­ათ­ზე მისი უწ­მინ­დე­სო­ბა დახ­ვდე­ბა მათ, გა­დახ­დი­ლი იქ­ნე­ბა სა­მად­ლო­ბე­ლი პა­რაკ­ლი­სი და კი­დევ ერთხელ და­ი­ლო­ცე­ბა ერი“, - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დეკანოზი ანდრია - ვისაც რაიმე აგრესიული განწყობა აქვს, თავი შეიკავოს 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობისაგან

დეკანოზი ანდრია - ვისაც რაიმე აგრესიული განწყობა აქვს, თავი შეიკავოს 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობისაგან

მივმართავ ყველას, ვისაც რაიმე აგრესიული განწყობა აქვს, თავი შეიკავოს 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობისაგან, – ამის შესახებ დღეს საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომელიც 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს მიეძღვნა.

მამა ანდრიას თქმით, ისინი ემიჯნებიან ყველა იმ ჯგუფს თუ ორგანიზაციას, რომელიც თავიანთ შეხედულებებს აგრესიით გამოხატავენ.

„17 მაისთან და საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით საერთოდ შეუფერებელი რიტორიკა ისმოდა ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის ან საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან. გვინდა ხაზგასმით, ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ეს მსვლელობა არ უკავშირდება რაიმე აგრესიას, არამედ ჩვენ გვინდა, რომ ნამდვილ დღესასწაულად იქცეს ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე და ამაღლების დღესასწაული. ამიტომ მივმართავთ ყველას, ვისაც რაიმე ამგვარი განწყობა აქვს, თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისაგან, ასევე გვინდა მივმართოთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ყოველგვარი აგრესიის გამოვლენა, ან პროვოკაციის, ვისგანაც და რა მოტივითაც არ უნდა მომდინარეობდეს, სწრაფად იყოს აღკვეთილი“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

საპატრიარქომ 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. როგორც საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 10:00 საათზე დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში (გარეთ დამონტაჟებული იქნება მონიტორები); 11:30 საათზე მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან; 12:00 საათზე „ვარდების მოედნიდან“აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყება; პარალელურად, ასევე 12:00 საათზე, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი (ექვს შვილიანი) ოჯახები.

„13:00 საათზე ქაშუეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება „ვარდების მოედნიდან“ მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით, 14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადახდილი იქნება სამადლობელი პარაკლისი და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ