პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იმღერებს წელს "ბლექ სი არენაზე" - 2018 წლის სეზონის არასრული ლაინაფი
ვინ იმღერებს წელს "ბლექ სი არენაზე" - 2018 წლის სეზონის არასრული ლაინაფი

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ პარტნი­ო­რო­ბით, „ბლექ სი არე­ნას“ 2018 წლის სე­ზო­ნი ლე­გენ­და­რუ­ლი იტა­ლი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის, ენიო მო­რი­კო­ნეს კონ­ცერ­ტით გა­იხ­სნე­ბა. წელს „Check in Georgia”-ს ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა კონ­ცერ­ტი და ფეს­ტი­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის 100 წლის იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნე­ბა.

2018 წლის სე­ზო­ნის გახ­სნა­ზე ენიო მო­რი­კო­ნე, რო­მელ­საც 600-მდე მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი აქვს შექ­მნი­ლი, „ბლექ სი არე­ნა­ზე“ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო, რო­მის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრსა და თბი­ლი­სის ოპე­რის გუნდთან ერ­თად წარ­დგე­ბა. ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი შეკ­ვე­თილ­ში მდე­ბა­რე არე­ნის სცე­ნა­ზე კონ­ცერტს სა­კუ­თა­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის 60 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნი­ლი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში გა­მარ­თავს.

ლე­გენ­და­რულ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა და­წე­რა მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი 500 სხვა­დას­ხვა ფილ­მის­თვის და თა­ნამ­შრომ­ლობ­და ისეთ დიდ რე­ჟი­სო­რებ­თან, რო­გო­რე­ბიც არი­ან: სერ­ჯიო ლე­ო­ნე, ჯუ­ზე­პე ტორ­ნა­ტო­რე, კვენ­ტინ ტა­რან­ტი­ნო. სწო­რედ „სა­ძულ­ვე­ლი რვი­ა­ნის­თვის“ შექ­მნი­ლი მუ­სი­კის­თვის ენიო მო­რი­კო­ნემ პირ­ვე­ლი „ოს­კა­რი“ და­იმ­სა­ხუ­რა. ის სხვა არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლიც გახ­ლავთ. ბი­ლე­თე­ბი ჯერ კი­დევ იყი­დე­ბა TKT.GE-ზე და სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის მა­ტა­რებ­ლი­სა და თვითმფრი­ნა­ვის სპეც­რე­ი­სე­ბია და­ნიშ­ნუ­ლი.

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­სა“ და „Check in Georgia“-ს პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში, ენიო მო­რი­კო­ნეს გარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი არე­ნის სცე­ნას, მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი თუ ჯგუ­ფი და­ი­კა­ვებს, მათ შო­რის შედ­გე­ბა ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლა­ბო­რა­ცი­ე­ბიც, რო­გორც დიდი სი­ურპრი­ზი არე­ნის სტუმ­რე­ბის­თვის.

„ბლექ სი არე­ნას“ წლე­ვან­დე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ზა­ფხუ­ლის არას­რუ­ლი ლა­ი­ნა­ფი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

19 მა­ი­სი, სე­ზო­ნის გრან­დი­ო­ზუ­ლი გახ­სნა – Ennio Moriccone რო­მის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრსა და თბი­ლი­სის ოპე­რის გუნდთან ერ­თად

7 ივ­ლი­სი – ვახ­ტანგ და ჯანო კა­ხი­ძე­ე­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო

28 ივ­ლი­სი – ნანი ბრეგ­ვა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო, სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუ­მა­რი, „გრე­მის“ მფლო­ბე­ლი ბრწყინ­ვა­ლე ამე­რი­კე­ლი მე­საყ­ვი­რე, Chris Botti

4 აგ­ვის­ტო – ცნო­ბი­ლი პი­ა­ნის­ტის, გი­ორ­გი მი­ქა­ძის პრო­ექ­ტი „VOISA“

11 აგ­ვის­ტო – ან­სამ­ბლ „შვიდ­კა­ცას“ და ამე­რი­კუ­ლი ვო­კა­ლუ­რი ჯგუ­ფის, 8 „გრე­მის“ მფლო­ბე­ლი Take Six–ის ერ­თობ­ლი­ვი კონ­ცერ­ტი

16 აგ­ვის­ტო – ჯგუფ „სა­ხის“ და Poetry ‘N’ Motion–ის ერ­თობ­ლი­ვი კონ­ცერ­ტი

21 აგ­ვის­ტო – ნინო ქა­თა­მა­ძის სო­ლო­კონ­ცერ­ტი

28 აგ­ვის­ტო – ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი მი­უ­ზიკ­ლი, „ჩხიკვთა ქორ­წი­ლი“

23 სექ­ტემ­ბე­რი - 43-ე მსოფ­ლიო სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ბლექ სი არე­ნა­ზე“ 30 ივ­ნის­სა და 1-ელ ივ­ლისს ასე­ვე და­გეგ­მი­ლია ბრი­ტა­ნე­ლი ლე­გენ­და­რუ­ლი მუ­სი­კო­სის, ელ­ტონ ჯო­ნის კონ­ცერ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც SOLO წარ­მო­გიდ­გენთ.

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ პარტნი­ო­რო­ბით, „Check in Georgia“-ს ფარ­გლებ­ში, „ბლექ სი არე­ნა“ მა­ყუ­რე­ბელს სა­ინ­ტე­რე­სო და ცხელ ზა­ფხულს ჰპირ­დე­ბა.

მას­შტა­ბუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რით „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ ხელს უწყობს, წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს პრო­ექ­ტი „Check In Georgia“, რომ­ლის მი­ზა­ნია, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რულ ცენ­ტრად ქცე­ვა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ტუ­რის­ტის მო­ზიდ­ვა. ამ გზით ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბა, და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა და მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდა, რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში.

ვინ იმღერებს წელს "ბლექ სი არენაზე" - 2018 წლის სეზონის არასრული ლაინაფი

ვინ იმღერებს წელს "ბლექ სი არენაზე" - 2018 წლის სეზონის არასრული ლაინაფი

„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით, „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება. წელს „Check in Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილი ყველა კონცერტი და ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

2018 წლის სეზონის გახსნაზე ენიო მორიკონე, რომელსაც 600-მდე მუსიკალური ნაწარმოები აქვს შექმნილი, „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო, რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად წარდგება. ცნობილი კომპოზიტორი შეკვეთილში მდებარე არენის სცენაზე კონცერტს საკუთარი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში გამართავს.

ლეგენდარულმა კომპოზიტორმა დაწერა მუსიკალური ნაწარმოებები 500 სხვადასხვა ფილმისთვის და თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: სერჯიო ლეონე, ჯუზეპე ტორნატორე, კვენტინ ტარანტინო. სწორედ „საძულველი რვიანისთვის“ შექმნილი მუსიკისთვის ენიო მორიკონემ პირველი „ოსკარი“ დაიმსახურა. ის სხვა არაერთი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელიც გახლავთ. ბილეთები ჯერ კიდევ იყიდება TKT.GE-ზე და სპეციალურად ამ დღისთვის მატარებლისა და თვითმფრინავის სპეცრეისებია დანიშნული.

„საქართველოს ბანკისა“ და „Check in Georgia“-ს პარტნიორობის ფარგლებში, ენიო მორიკონეს გარდა, საქართველოს ყველაზე შთამბეჭდავი არენის სცენას, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სხვადასხვა ცნობილი შემსრულებელი თუ ჯგუფი დაიკავებს, მათ შორის შედგება ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების მუსიკალური კოლაბორაციებიც, როგორც დიდი სიურპრიზი არენის სტუმრებისთვის.

„ბლექ სი არენას“ წლევანდელი მუსიკალური ზაფხულის არასრული ლაინაფი კი ასე გამოიყურება:

19 მაისი, სეზონის გრანდიოზული გახსნა – Ennio Moriccone რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად

7 ივლისი – ვახტანგ და ჯანო კახიძეების მუსიკალური საღამო

28 ივლისი – ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო, სპეციალური სტუმარი, „გრემის“ მფლობელი ბრწყინვალე ამერიკელი მესაყვირე, Chris Botti

4 აგვისტო – ცნობილი პიანისტის, გიორგი მიქაძის პროექტი „VOISA“

11 აგვისტო – ანსამბლ „შვიდკაცას“ და ამერიკული ვოკალური ჯგუფის, 8 „გრემის“ მფლობელი Take Six–ის ერთობლივი კონცერტი

16 აგვისტო – ჯგუფ „სახის“ და Poetry ‘N’ Motion–ის ერთობლივი კონცერტი

21 აგვისტო – ნინო ქათამაძის სოლოკონცერტი

28 აგვისტო – ცნობილი ქართული მიუზიკლი, „ჩხიკვთა ქორწილი“

23 სექტემბერი - 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალი

შეგახსენებთ, რომ „ბლექ სი არენაზე“ 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ასევე დაგეგმილია ბრიტანელი ლეგენდარული მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტები, რომლებსაც SOLO წარმოგიდგენთ.

„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით, „Check in Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენა“ მაყურებელს საინტერესო და ცხელ ზაფხულს ჰპირდება.

მასშტაბური კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერით „საქართველოს ბანკი“ ხელს უწყობს, წარმატებით განხორციელდეს პროექტი „Check In Georgia“, რომლის მიზანია, მთელი წლის განმავლობაში საქართველოს კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტის მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს