პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ღირს საქართველოში მედიკამენტები უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთსა და აზერბაიჯანში - შეადარეთ ფასები
რატომ ღირს საქართველოში მედიკამენტები უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთსა და აზერბაიჯანში -  შეადარეთ ფასები

სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სე­ბის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ზრდის გამო მო­სახ­ლე­ო­ბა წამ­ლე­ბის შე­ძე­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს სულ უფრო ხში­რად ეძებს. არც თუ იშ­ვი­ა­თად გვსმე­ნია იმ ფაქ­ტის შე­სა­ხებ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში, კერ­ძოდ, თურ­ქეთ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად მი­დი­ან.

ერთ-ერთი ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლის მა­გა­ლითს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, წამ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მას სა­ქარ­თვე­ლო­ში 187 ლარი უჯ­დე­ბო­და, თურ­ქეთ­ში 63 ლა­რად შე­ი­ძი­ნა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ფა­სე­ბის სხვა­ო­ბის გარ­და, იმა­საც ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ თურ­ქეთ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით ხა­რის­ხი­ა­ნია, ვიდ­რე სა­ქარ­ვე­ლო­ში.

Allnews.ge და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ის სხვა­ო­ბა, რომ­ლებ­ზეც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­უბ­რო­ბენ. ამ მიზ­ნით, მცი­რე კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა. ქვე­მოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფა­სე­ბი Allnews.ge-ის სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის აფ­თი­ა­ქე­ბი­დან მო­ა­წო­დეს.

მცი­რე კვლე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ზო­გა­დი სუ­რა­თის თა­ნახ­მად, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ნაკ­რე­ბი თურ­ქეთ­ში ორ­ჯერ უფრო ია­ფია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში, სხვა­ო­ბა არც თუ უმ­ნიშ­ვნე­ლოა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შემ­თხვე­ვა­შიც, სომ­ხეთ­ში კი, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე უფრო მა­ღა­ლი ფა­სე­ბია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ექ­სპერ­ტი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში თინა ტუ­რ­ძი­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც პირ­და­პირ თუ ირი­ბად გავ­ლე­ნას ახ­დენს წამ­ლე­ბის სა­ო­პე­რა­ციო ხარ­ჯებ­ზე, მათ შო­რის, რა თქმა უნდა, ლა­რის კურ­სი, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, მო­საკ­რებ­ლე­ბი და ა.შ. ცხა­დია აი­სა­ხე­ბა წამ­ლის ფას­ზე.

"ჩვე­ნი მო­ცე­მუ­ლო­ბაა, რომ ქარ­თუ­ლი ფას­ნა­მა­ტე­ბი აღე­მა­ტე­ბა ევ­რო­პულ, მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან, მა­გა­ლი­თად, თურ­ქულ ფას­ნა­მა­ტებს იმ ფონ­ზე, როცა ქარ­თუ­ლი პრო­ფი­ლუ­რი სა­ო­პე­რა­ციო ხარ­ჯე­ბი, მო­საკ­რე­ბე­ლი, ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ჯე­ბი გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლია ვიდ­რე მათი. გა­მო­დის, რომ წამ­ლის ფას­ნა­მა­ტი არაპრო­ფი­ლურ სა­ო­პე­რა­ციო ხარ­ჯებს მო­ი­ცავს ან/და მო­გე­ბაა დიდი. მა­ღა­ლი სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფა­სე­ბი, პო­ლი­ფარ­მა­ცია, (წამ­ლე­ბის ჭარ­ბი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და მოხ­მა­რე­ბა) და წამ­ლე­ბის პირ­და­პი­რი (ჯი­ბი­დან) გა­დახ­დე­ბი არის ის მი­ზე­ზე­ბი რომ­ლე­ბიც უნდა დაძ­ლი­ოს სის­ტე­მამ რომ წა­მა­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დეს. მარ­ტო ფა­სის შე­კა­ვე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად" - აღ­ნიშ­ნა თინა ტუ­რ­ძი­ლა­ძემ გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და შე­ა­და­რეთ ფა­სე­ბი მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან

რატომ ღირს საქართველოში მედიკამენტები უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთსა და აზერბაიჯანში - შეადარეთ ფასები

რატომ ღირს საქართველოში მედიკამენტები უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთსა და აზერბაიჯანში -  შეადარეთ ფასები

საქართველოში მედიკამენტების ფასების პერმანენტული ზრდის გამო მოსახლეობა წამლების შეძენის ალტერნატიულ გზებს სულ უფრო ხშირად ეძებს. არც თუ იშვიათად გვსმენია იმ ფაქტის შესახებ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში, კერძოდ, თურქეთში მედიკამენტების შესაძენად მიდიან.

ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებლის მაგალითს თუ დავუჯერებთ, წამლები, რომლებიც მას საქართველოში 187 ლარი უჯდებოდა, თურქეთში 63 ლარად შეიძინა. მომხმარებლები ფასების სხვაობის გარდა, იმასაც ხშირად აღნიშნავენ, რომ თურქეთში მედიკამენტები გაცილებით ხარისხიანია, ვიდრე საქარველოში.

Allnews.ge დაინტერესდა, რამდენად რეალურია ის სხვაობა, რომლებზეც მედიკამენტების აქტიური მომხმარებელი მოქალაქეები საუბრობენ. ამ მიზნით, მცირე კვლევის ჩატარება გადაწყვიტა. ქვემოთ წარმოდგენილი ფასები Allnews.ge-ის საქართველოს მეზობელი ქვეყნების აფთიაქებიდან მოაწოდეს.

მცირე კვლევის შედეგად მიღებული ზოგადი სურათის თანახმად, მედიკამენტების კონკრეტული ნაკრები თურქეთში ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, სხვაობა არც თუ უმნიშვნელოა აზერბაიჯანის შემთხვევაშიც, სომხეთში კი, როგორც აღმოჩნდა მედიკამენტებზე უფრო მაღალი ფასებია, ვიდრე საქართველოში.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში თინა ტურძილაძე განმარტავს, რომ ყველაფერი, რაც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს წამლების საოპერაციო ხარჯებზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ლარის კურსი, რეგულაციები, მოსაკრებლები და ა.შ. ცხადია აისახება წამლის ფასზე.

"ჩვენი მოცემულობაა, რომ ქართული ფასნამატები აღემატება ევროპულ, მეზობელი ქვეყნებიდან, მაგალითად, თურქულ ფასნამატებს იმ ფონზე, როცა ქართული პროფილური საოპერაციო ხარჯები, მოსაკრებელი, ტექნიკური ხარჯები გაცილებით დაბალია ვიდრე მათი. გამოდის, რომ წამლის ფასნამატი არაპროფილურ საოპერაციო ხარჯებს მოიცავს ან/და მოგებაა დიდი. მაღალი სამომხმარებლო ფასები, პოლიფარმაცია, (წამლების ჭარბი დანიშნულება და მოხმარება) და წამლების პირდაპირი (ჯიბიდან) გადახდები არის ის მიზეზები რომლებიც უნდა დაძლიოს სისტემამ რომ წამალი ხელმისაწვდომი გახდეს. მარტო ფასის შეკავება საკმარისი არ არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად" - აღნიშნა თინა ტურძილაძემ განაგრძეთ კითხვა და შეადარეთ ფასები მეზობელ ქვეყნებთან

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ