პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი რეჟისორები, რომლებიც კანის კინოფესტივალზე არ გაუშვეს და ტრიუმფატორი ქართული ფილმები
ქართველი რეჟისორები, რომლებიც კანის კინოფესტივალზე არ გაუშვეს და ტრიუმფატორი ქართული ფილმები

8 მა­ისს საფ­რან­გეთ­ში კა­ნის 71-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი გა­იხ­სნა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­ნო­მოვ­ლე­ნა 19 მა­ისს დას­რულ­დე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბი კეიტ ბლან­შე­ტია. წელს ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ პოს­ტერ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია კად­რი ჟან-ლუკ გო­და­რის ფილ­მი­დან "შეშ­ლი­ლი პი­ე­რო".

სა­ნამ კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რე­ბი­სა და ფილ­მე­ბის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყობთ, იქამ­დე გა­ვიხ­სე­ნოთ ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბი, რო­მელ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ტრი­უმ­ფით დას­რულ­და და ვი­სა­უბ­როთ იმ ქარ­თველ რე­ჟი­სო­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც პრეს­ტი­ჟულ კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე არ და­უშ­ვეს.

1955 წელს ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის - რეზო ჩხე­ი­ძი­სა და თენ­გიზ აბუ­ლა­ძის მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "მაგ­და­ნას ლურ­ჯა" კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე მოხ­ვდა. ნა­მუ­შე­ვარ­მა სა­უ­კე­თე­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა, თუმ­ცა მა­შინ თენ­გიზ აბუ­ლა­ძე და რეზო ჩხე­ი­ძე კან­ში არ გა­უშ­ვეს.

​ფილ­მის მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რას თენ­გიზ აბუ­ლა­ძის პე­და­გო­გი, ცნო­ბი­ლი რუსი რე­ჟი­სო­რი სერ­გეი იუტ­კე­ვი­ჩი და­ეს­წრო და სწო­რედ მას გა­დას­ცეს ჯილ­დო სა­უ­კე­თე­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის.

ფე­დე­რი­კო ფე­ლი­ნი და თენ­გიზ აბუ­ლა­ძე (ფო­ტოს მფლო­ბე­ლი: ნა­თე­ლა ლა­ღი­ძე)

რე­ჟი­სორ ​მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის "მიფ­რი­ნა­ვენ წე­რო­ე­ბი" ერ­თა­დერ­თი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია, რო­მელ­მაც კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი პრი­ზი "ოქ­როს პალ­მის რტო" მი­ი­ღო. 1957 წელს ფრან­გი რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის­ტი კლოდ ლე­ლუ­ში საბ­ჭო­თა კავ­შირს ეწ­ვია და მოს­კოვ­ში შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა "მიფ­რი­ნა­ვენ წე­რო­ე­ბის" გა­და­ღე­ბებ­ზე. ამის შემ­დეგ, ლე­ლუშ­მა ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტორ­თან და­რე­კა და სთხო­ვა ფილ­მი კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე მი­ეწ­ვი­ათ.

"მიფ­რი­ნა­ვენ წე­რო­ებს" უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად, თუმ­ცა რე­ჟი­სო­რი კი­ნო­ფეს­ტი­ვალს არ დას­წრე­ბია - მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან კან­ში არ გა­უშ­ვეს, გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ რე­ჟი­სორს ინ­ფარ­ქტი ჰქონ­და, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და...

1984 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი "მო­ნა­ნი­ე­ბა", სხვა მრა­ვალ ჯილ­დოს­თან ერ­თად კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ტრი­უმ­ფა­ტო­რი გახ­და. თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ფილმმა, კა­ნის მე-40 სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე სამი პრი­ზი მი­ი­ღო: ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი, კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის ჟი­უ­რის პრი­ზი ჰუ­მა­ნიზ­მის­თვის და კი­ნოპ­რე­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­მია "ფიპ­რე­სი".

"მაგ­და­ნას ლურ­ჯას" ჩვე­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, როცა რე­ჟი­სო­რი კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე არ გა­უშ­ვეს, 1987 წელს "მო­ნა­ნი­ე­ბის" ტრი­უმფს თენ­გიზ აბუ­ლა­ძე კან­ში შეხ­ვდა.

წელს კა­ნის კი­ნო­ბაზ­რო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პა­ვი­ლი­ო­ნი მე­თერ­თმე­ტედ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთა­ვარ სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მა­ში „პალ­მის რტოს­თვის" იბ­რძო­ლებს საფ­რან­გე­თის, სა­ქარ­თვე­ლოს და ბელ­გი­ის კოპ­რო­დუქ­ცია "მზის გო­გო­ნე­ბი". ფილ­მის რე­ჟი­სო­რია ევა ჰუსო­ნი.

14 მა­ისს კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბის­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა ქარ­თუ­ლი წვე­უ­ლე­ბა, რო­მე­ლიც წელს ქარ­თუ­ლი კი­ნოს 110 წლის­თავს მი­ე­ძღვნე­ბა.

ავ­ტო­რი: ზაურ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ქართველი რეჟისორები, რომლებიც კანის კინოფესტივალზე არ გაუშვეს და ტრიუმფატორი ქართული ფილმები

ქართველი რეჟისორები, რომლებიც კანის კინოფესტივალზე არ გაუშვეს და ტრიუმფატორი ქართული ფილმები

8 მაისს საფრანგეთში კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა 19 მაისს დასრულდება. ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ოსკაროსანი მსახიობი კეიტ ბლანშეტია. წელს ფესტივალის ოფიციალურ პოსტერზე გამოსახულია კადრი ჟან-ლუკ გოდარის ფილმიდან "შეშლილი პიერო".

სანამ კინოფესტივალის გამარჯვებული რეჟისორებისა და ფილმების შესახებ შევიტყობთ, იქამდე გავიხსენოთ ქართული ფილმები, რომელთა მონაწილეობა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტრიუმფით დასრულდა და ვისაუბროთ იმ ქართველ რეჟისორებზე, რომლებიც პრესტიჟულ კინოფესტივალზე არ დაუშვეს.

1955 წელს ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების - რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა" კანის კინოფესტივალზე მოხვდა. ნამუშევარმა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაში გაიმარჯვა, თუმცა მაშინ თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე კანში არ გაუშვეს.

​ფილმის მსოფლიო პრემიერას თენგიზ აბულაძის პედაგოგი, ცნობილი რუსი რეჟისორი სერგეი იუტკევიჩი დაესწრო და სწორედ მას გადასცეს ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის.

ფედერიკო ფელინი და თენგიზ აბულაძე (ფოტოს მფლობელი: ნათელა ლაღიძე)

რეჟისორ ​მიხეილ კალატოზიშვილის "მიფრინავენ წეროები" ერთადერთი მხატვრული ფილმია, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი "ოქროს პალმის რტო" მიიღო. 1957 წელს ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი კლოდ ლელუში საბჭოთა კავშირს ეწვია და მოსკოვში შემთხვევით მოხვდა "მიფრინავენ წეროების" გადაღებებზე. ამის შემდეგ, ლელუშმა ფესტივალის დირექტორთან დარეკა და სთხოვა ფილმი კანის კინოფესტივალზე მიეწვიათ.

"მიფრინავენ წეროებს" უდიდესი წარმატება ხვდა წილად, თუმცა რეჟისორი კინოფესტივალს არ დასწრებია - მიხეილ კალატოზიშვილი საბჭოთა კავშირიდან კანში არ გაუშვეს, გამოაცხადეს, რომ რეჟისორს ინფარქტი ჰქონდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა...

1984 წელს გადაღებული "მონანიება", სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად კანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. თენგიზ აბულაძის ფილმმა, კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი პრიზი მიიღო: ჟიურის სპეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისთვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი".

"მაგდანას ლურჯას" ჩვენებისგან განსხვავებით, როცა რეჟისორი კინოფესტივალზე არ გაუშვეს, 1987 წელს "მონანიების" ტრიუმფს თენგიზ აბულაძე კანში შეხვდა.

წელს კანის კინობაზრობაზე საქართველოს პავილიონი მეთერთმეტედ იქნება წარმოდგენილი. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მთავარ საკონკურსო პროგრამაში „პალმის რტოსთვის" იბრძოლებს საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქცია "მზის გოგონები". ფილმის რეჟისორია ევა ჰუსონი.

14 მაისს კანის კინოფესტივალის სტუმრებისთვის ტრადიციულად გაიმართება ქართული წვეულება, რომელიც წელს ქართული კინოს 110 წლისთავს მიეძღვნება.

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს

გაერთე Festival Haerze და იმოგზაურე კვიპროსში - უპრეცედენტო შემოთავაზება ფესტივალის ორგანიზატორებისგან

„მუსიკოსთა პარკის“ ღონისძიებების სერიას Salomé de Bahia საკარნავალო განწყობით გახსნის