სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგან მარკლის მამა შვილის ქორწილს არ დაესწრება - ახალი სკანდალის გამო მას გულის შეტევა ჰქონდა
მეგან მარკლის მამა შვილის ქორწილს არ დაესწრება - ახალი სკანდალის გამო მას გულის შეტევა ჰქონდა

მე­გან მარ­კლის მამა შვი­ლის ქორ­წილს არ და­ეს­წრე­ბა. ბრი­ტა­ნუ­ლი Express წერს, რომ ტო­მას მარ­კლს რამ­დე­ნი­მე დღის წინ გუ­ლის შე­ტე­ვა ჰქონ­და. ჰა­რის მო­მა­ვა­ლი სი­მამ­რი ფო­ტო­ე­ბის შე­სა­ხებ აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის გამო მე­დი­ის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი გახ­და. ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრცელ­დე­ბო­და ტო­მა­სის ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩან­და, რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­და შვი­ლის ქორ­წი­ლის­თვის - კა­ფე­ში კი­თხუ­ლობ­და ლი­ტე­რა­ტუ­რას ბრი­ტა­ნე­თის შე­სა­ხებ, მკე­რავ­თან იკე­რავ­და სა­მოსს ქორ­წი­ლის­თვის, ინ­ტერ­ნეტ­კა­ფე­ში ეც­ნო­ბო­და სი­ახ­ლე­ებს მე­გა­ნი­სა და ჰა­რის შე­სა­ხებ და ა.შ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ირ­კვა, რომ სუ­რა­თე­ბი პა­პა­რა­ცე­ბის გა­და­ღე­ბუ­ლი არ იყო და კად­რე­ბი მე­გან მარ­კლის მა­მამ თა­ვად დად­გა, რის­თვი­საც ფო­ტოგ­რა­ფე­ბი იქი­რა­ვა.

73 წლის მარ­კლმა გა­მო­ცე­მას­თან TMZ გა­ნა­ცხა­და, რომ შვი­ლის ქორ­წილს არ და­ეს­წრე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სა­კურ­თხე­ველ­თან ჰა­რის სა­ცო­ლეს მამა არ მი­იყ­ვანს. ის ამ­ბობს, რომ შვი­ლი შე­არ­ცხვი­ნა.

ტო­მასს შვილ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და მე­განს ხში­რად აკ­რი­ტი­კებს სა­ჯა­როდ.

გო­გო­ნას დე­დას, დო­რია რეგ­ლან­დს ის 1987 წელს და­შორ­და, 10 წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ.

ტო­მა­სმა პა­პა­რა­ცე­ბის სა­ა­გენ­ტო იმი­ჯის შე­საც­ვლე­ლად გა­მო­ი­ყე­ნა. მარ­კლი ამ­ტკი­ცებს, რომ ფო­ტო­ე­ბი ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად არ გა­და­უ­ღია, მას სურ­და, რომ მის შე­სა­ხებ ქორ­წი­ლამ­დე ხალ­ხის აზრი შეც­ვლი­ლი­ყო. პრინ­ცის მო­მა­ვა­ლი სი­მამ­რი ამ­ტკი­ცებს, რომ არ სურ­და, შვი­ლის­თვის ზი­ა­ნი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

მე­გან მარ­კლის ნა­ხე­ვარ­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ მა­მის ფო­ტო­სე­სია მისი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. სა­მან­ტა გრან­ტმა, რო­მელ­საც მე­გან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ აქვს, ურ­ჩია მა­მას, გა­და­ე­ღო „პო­ზი­ტი­უ­რი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლი­თაც სა­ჯა­რო იმიჯს უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლი­და“.

ამის ნაც­ვლად კი სუ­რა­თებ­მა მე­გა­ნის მა­მას სა­ჯა­რო შე­უ­რა­ცხყო­ფა და დამ­ცი­რე­ბა მო­უ­ტა­ნა.

„მა­მა­ჩემ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი ჩემი ბრა­ლია. მე­დია ცდი­ლობ­და, მის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს­თვის ცუდი წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნა, ამი­ტომ შევ­თა­ვა­ზე, გა­და­ე­ღო პო­ზი­ტი­უ­რი ფო­ტო­ე­ბი, რაც სა­მე­ფო ოჯა­ხის­თვი­საც სი­კე­თის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბო­და. წარ­მოდ­გე­ნა არ გვქონ­და, რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო ამის გამო,“ - წერს „ტვი­ტერ­ზე“ გრან­ტი.

გა­მო­ცე­მამ Mail on Sunday რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფა­რუ­ლი კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ მუ­შა­ობს ტო­მას მარ­კლი ფო­ტოგ­რა­ფებ­თან, რომ კა­ფე­ში ჯდო­მი­სას მათ სა­უ­კე­თე­სო კუ­თხით გა­და­ე­ღოთ კად­რე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მეგან მარკლის მამა შვილის ქორწილს არ დაესწრება - ახალი სკანდალის გამო მას გულის შეტევა ჰქონდა

მეგან მარკლის მამა შვილის ქორწილს არ დაესწრება - ახალი სკანდალის გამო მას გულის შეტევა ჰქონდა

მეგან მარკლის მამა შვილის ქორწილს არ დაესწრება. ბრიტანული Express წერს, რომ ტომას მარკლს რამდენიმე დღის წინ გულის შეტევა ჰქონდა. ჰარის მომავალი სიმამრი ფოტოების შესახებ აგორებული სკანდალის გამო მედიის თავდასხმის ობიექტი გახდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ტომასის ფოტოები, სადაც ჩანდა, როგორ ემზადებოდა შვილის ქორწილისთვის - კაფეში კითხულობდა ლიტერატურას ბრიტანეთის შესახებ, მკერავთან იკერავდა სამოსს ქორწილისთვის, ინტერნეტკაფეში ეცნობოდა სიახლეებს მეგანისა და ჰარის შესახებ და ა.შ.

რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ სურათები პაპარაცების გადაღებული არ იყო და კადრები მეგან მარკლის მამამ თავად დადგა, რისთვისაც ფოტოგრაფები იქირავა.

73 წლის მარკლმა გამოცემასთან TMZ განაცხადა, რომ შვილის ქორწილს არ დაესწრება, შესაბამისად, საკურთხეველთან ჰარის საცოლეს მამა არ მიიყვანს. ის ამბობს, რომ შვილი შეარცხვინა.

ტომასს შვილთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და მეგანს ხშირად აკრიტიკებს საჯაროდ.

გოგონას დედას, დორია რეგლანდს ის 1987 წელს დაშორდა, 10 წლიანი ქორწინების შემდეგ.

ტომასმა პაპარაცების სააგენტო იმიჯის შესაცვლელად გამოიყენა. მარკლი ამტკიცებს, რომ ფოტოები ფულის საშოვნელად არ გადაუღია, მას სურდა, რომ მის შესახებ ქორწილამდე ხალხის აზრი შეცვლილიყო. პრინცის მომავალი სიმამრი ამტკიცებს, რომ არ სურდა, შვილისთვის ზიანი მიეყენებინა.

მეგან მარკლის ნახევარდამ განაცხადა, რომ მამის ფოტოსესია მისი ინიციატივა იყო. სამანტა გრანტმა, რომელსაც მეგანთან ურთიერთობა აღარ აქვს, ურჩია მამას, გადაეღო „პოზიტიური ფოტოები, რომლითაც საჯარო იმიჯს უკეთესობისკენ შეცვლიდა“.

ამის ნაცვლად კი სურათებმა მეგანის მამას საჯარო შეურაცხყოფა და დამცირება მოუტანა.

„მამაჩემზე განხორციელებული თავდასხმები ჩემი ბრალია. მედია ცდილობდა, მის შესახებ მსოფლიოსთვის ცუდი წარმოდგენა შეექმნა, ამიტომ შევთავაზე, გადაეღო პოზიტიური ფოტოები, რაც სამეფო ოჯახისთვისაც სიკეთის მომტანი იქნებოდა. წარმოდგენა არ გვქონდა, რა შეიძლება მომხდარიყო ამის გამო,“ - წერს „ტვიტერზე“ გრანტი.

გამოცემამ Mail on Sunday რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ფარული კადრები, სადაც ჩანს, როგორ მუშაობს ტომას მარკლი ფოტოგრაფებთან, რომ კაფეში ჯდომისას მათ საუკეთესო კუთხით გადაეღოთ კადრები.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ