მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადიროვი - ჩეჩნეთში რომ ვინმეს დააცემინოს, აშშ ამას ეხმაურება, მაგრამ მშვიდად ეკიდება არაბული სისხლის მდინარეებს
კადიროვი - ჩეჩნეთში რომ ვინმეს დააცემინოს, აშშ ამას ეხმაურება, მაგრამ მშვიდად ეკიდება არაბული სისხლის მდინარეებს

ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლი რამ­ზან კა­დი­რო­ვი იე­რუ­სა­ლიმ­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს გახ­სნა­სა და ღაზა-ის­რა­ე­ლის სა­ზღვარ­ზე შე­ტა­კე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

„ზე­ი­მი იე­რუ­სა­ლიმ­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ღა­ზას სექ­ტორ­ში პა­ლეს­ტი­ნუ­რი სის­ხლის გუ­ბე­ე­ბი! ასე შევა ის­ტო­რი­ა­ში 2018 წლის 15 მა­ი­სი“, - და­წე­რა რამ­ზან კა­დი­როვ­მა.

მისი თქმით, დო­ნალდ ტრამპმა გა­და­წყვი­ტა ყური არ უგ­დოს თა­ვის მო­კავ­ში­რე­ებს, რომ­ლე­ბიც მო­ი­თხოვ­დნენ უა­რის თქმას აშშ-ს სა­ელ­ჩოს იე­რუ­სა­ლიმ­ში გა­და­ტა­ნა­ზე.

„ჩეჩ­ნეთ­ში რომ ვინ­მეს და­ა­ცე­მი­ნოს, აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ამას ეხ­მა­უ­რე­ბა, მაგ­რამ მშვი­დად ეკი­დე­ბა არა­ბუ­ლი სის­ხლის მდი­ნა­რე­ებს, რო­მელ­საც ის­რა­ე­ლი ღვრის. აშშ და ის­რა­ელს ყვე­ლა­ზე უფრო ეში­ნი­ათ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მშვი­დო­ბის აღ­დგე­ნის“, - აღ­ნიშ­ნა ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გუ­შინ იე­რუ­სა­ლიმ­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ჰა­მა­სის“ მო­წო­დე­ბით ათი ათა­სო­ბით პა­ლეს­ტი­ნელ­მა ვი­თა­რე­ბა გა­ამ­წვა­ვა ღაზა-ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის ხაზ­თან. ისი­ნი ის­რა­ე­ლელ ჯა­რის­კა­ცებს ქვებ­სა და „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლებს“ ეს­როდ­ნენ და სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თას შე­ე­ცად­ნენ. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ ცე­ცხლი გა­ეხ­სნათ, რის შე­დე­გა­დაც 58 პა­ლეს­ტი­ნე­ლი და­ი­ღუ­პა.

იხი­ლეთ ასე­ვე: 58 გარ­დაც­ვლი­ლი და 2700-ზე მეტი და­შა­ვე­ბუ­ლი - რო­გორ დას­რულ­და დე­მონ­სტრა­ცია ღა­ზას სექ­ტორ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

კადიროვი - ჩეჩნეთში რომ ვინმეს დააცემინოს, აშშ ამას ეხმაურება, მაგრამ მშვიდად ეკიდება არაბული სისხლის მდინარეებს

კადიროვი - ჩეჩნეთში რომ ვინმეს დააცემინოს, აშშ ამას ეხმაურება, მაგრამ მშვიდად ეკიდება არაბული სისხლის მდინარეებს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნასა და ღაზა-ისრაელის საზღვარზე შეტაკებებს გამოეხმაურა.

„ზეიმი იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით და ღაზას სექტორში პალესტინური სისხლის გუბეები! ასე შევა ისტორიაში 2018 წლის 15 მაისი“, - დაწერა რამზან კადიროვმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ყური არ უგდოს თავის მოკავშირეებს, რომლებიც მოითხოვდნენ უარის თქმას აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანაზე.

„ჩეჩნეთში რომ ვინმეს დააცემინოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამას ეხმაურება, მაგრამ მშვიდად ეკიდება არაბული სისხლის მდინარეებს, რომელსაც ისრაელი ღვრის. აშშ და ისრაელს ყველაზე უფრო ეშინიათ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის აღდგენის“, - აღნიშნა ჩეჩნეთის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მოწოდებით ათი ათასობით პალესტინელმა ვითარება გაამწვავა ღაზა-ისრაელის უსაფრთხოების ხაზთან. ისინი ისრაელელ ჯარისკაცებს ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ და საზღვრის გადაკვეთას შეეცადნენ. ისრაელის თავდაცვის ძალები იძულებული იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ, რის შედეგადაც 58 პალესტინელი დაიღუპა.

იხილეთ ასევე: 58 გარდაცვლილი და 2700-ზე მეტი დაშავებული - როგორ დასრულდა დემონსტრაცია ღაზას სექტორში

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი