სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაწირა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა ძველი მეგობარი სარგსიანი? - ექსპერტები და მედია პუტინი-პაშინიანის გარიგებაზე წერენ
გაწირა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა ძველი მეგობარი სარგსიანი? - ექსპერტები და მედია პუტინი-პაშინიანის გარიგებაზე წერენ

ბოლო დღე­ე­ბია, რუ­სუ­ლი-სომ­ხუ­რი მე­დია პუ­ტინ-პა­ში­ნი­ა­ნის გა­რი­გე­ბა­ზე აქ­ტი­უ­რად წერს. მას შემ­დეგ, რაც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ნი­კოლ პა­ში­ნი­ანს პრე­მი­ე­რად არ­ჩე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, სოჭ­ში შეხ­ვდა, და­ი­წყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ "სომ­ხე­თის ხა­ვერ­დო­ვა­ნი" რე­ვო­ლუ­ცი­ის უკან კრემ­ლი იდგა.

"წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ მმარ­თვე­ლო­ბა­ში და ვი­მე­დოვ­ნებ, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფრო გან­ვი­თარ­დე­ბა და გამ­ყარ­დე­ბა, ისე, რო­გორც ეს ადრე ხდე­ბო­და..." - უთხრა პუ­ტინ­მა სომ­ხე­თის ახალ ლი­დერს. შეხ­ვედ­რი­სას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თა ერე­ვან­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში რუ­სე­თის ნე­იტ­რა­ლურ პო­ზი­ცი­ა­ზე. ეს სი­ტყვე­ბი გა­ი­მე­ო­რა Роснефти-ს პრეს-მდი­ვან­მა მი­ხე­ილ ლე­ონ­ტი­ევ­მაც.

"აქ­ცი­ე­ბის დღე­ებ­ში, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­გან პა­ში­ნი­ა­ნის კრი­ტი­კა არ ის­მო­და, რაც კი­დევ უფრო მეტ ეჭ­ვებს აღ­ძრავს. რუ­სე­თი სომ­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს თით­ქმის, დუ­მი­ლით ადევ­ნებ­და თვალს და მხო­ლოდ მწი­რი შე­ფა­სე­ბე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა­სა" და უკ­რა­ი­ნის "ევ­რო­მა­ი­დან­ზე" მწვა­ვე რე­აქ­ცია ჰქონ­და, უკ­რა­ი­ნას წა­არ­თვა ყი­რი­მი და ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ახ­ლაც საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს..."- წერს bbc.com.

პა­ში­ნი­ან­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, პუ­ტი­ნი კმა­ყო­ფი­ლი იყო. სომ­ხე­თის ახალ ლი­დერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას რე­გი­ო­ნებს შო­რის კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე ვლა­დი­მირ ჩერ­ნო­ვი უძღვე­ბო­და, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, საკ­მა­ოდ "პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და გა­უხ­მა­უ­რებ­ლად მუ­შა­ობ­და".

bbc.com-ის წყა­როს ცნო­ბით, კრემლში მუდ­მი­ვად იღებ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ერე­ვან­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ, მღელ­ვა­რე­ბა არ ეტყო­ბო­დათ.

"რუ­სულ-სომ­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ასე­ვე მუ­შა­ობ­და ФСБ-ს მე-5 სამ­სა­ხუ­რი. ეს თემა, კონ­კრე­ტუ­ლად, უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს რა­შიდ ნურ­გა­ლი­ევს ება­რა, რო­მე­ლიც გი­უმრში რუ­სე­თის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გარ­შე­მოც ფლობ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას" - წერს გა­მო­ცე­მა.

სო­მე­ხი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, რუ­სეთ­სა და სომ­ხეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის დო­ნე­ზე მოგ­ვარ­და, სა­უ­ბა­რია პუ­ტინ­სა და სერჟ სარ­გსი­ანს შო­რის მომ­ხდარ შე­თან­ხმე­ბა­ზე.

"შე­სა­ბა­მი­სად, სარ­გსი­ა­ნიც მო­იქ­ცა ისე, რო­გორც მას უბ­რძა­ნეს"- წერს bbc.com ად­გი­ლობ­რივ ექ­სპერ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით. მათი ვა­რა­უ­დით, რუ­სეთ­მა სარ­გსი­ა­ნი­სა და მის მომ­ხრე­ებ­ზე ზე­წო­ლის­თვის ისევ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის თემა გა­მო­ი­ყე­ნა.

სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გის ალექ­სან­დრ ის­კან­დე­რი­ა­ნის თქმით, პუ­ტინ­სა და სარ­გსი­ანს შო­რის, მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი იყო.

"რო­გორც ჩანს, რუ­სე­თის ლი­დერ­მა ძვე­ლი ფა­ვო­რი­ტი, მისი და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გის გამო, არა­სა­ი­მე­დო ფი­გუ­რად აღიქ­ვა და სას­წრა­ფოდ წა­ვი­და ახალ პერ­სო­ნას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, ისე, რომ სარ­გსი­ანს არა­ვი­თარ გა­რან­ტი­ებს არ და­პირ­დნენ" - წერს ის­კან­დე­რი­ა­ნი.

სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის მო­საზ­რე­ბით, რუ­სეთ­სა და სომ­ხეთს შო­რის, ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპს სა­ფუძ­ვლად უდევს რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი სომ­ხეთ­ში, რო­მე­ლიც ლა­მის სა­უ­კუ­ნეს ით­ვლის.

პო­ლი­ტო­ლოგ სამ­ველ ალექ­სი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი სო­მე­ხი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რომ­ლებ­საც რუ­სეთ­თან უწყვე­ტი ბიზ­ნეს-კავ­ში­რე­ბი ჰქონ­დათ, სარ­გსი­ა­ნის კონ­ტრო­ლის ქვეშ იყ­ვნენ. მა­გა­ლი­თად, შაქ­რის, ზე­ი­თუ­ნის ზე­თი­სა და კა­რა­ქის ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც მიგ­რან პო­ღო­სი­ა­ნის სფე­როა, Кетрин групп-ის მიერ კონ­ტრო­ლირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე ბა­ნა­ნის იმ­პორ­ტის მო­ნო­პო­ლი­ა­საც ეწე­ვა.

პო­ღო­სი­ა­ნის ბიზ­ნე­სი რუ­სე­თი­დან იღებს სა­თა­ვეს. ის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ყო­ფი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, ამას­თან მმარ­თვე­ლი "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" წევ­რი და მუდ­მი­ვად უარ­ყოფ­და, რომ ბიზ­ნეს­თან რამე კავ­ში­რი ჰქონ­და, თუმ­ცა, მისი გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ერე­ვან­ში ყვე­ლამ იცის.

საქ­მე ის არის, რომ სარ­გსი­ა­ნის წი­ნა­აღ­დეგ სწო­რედ ის რუსი ბიზ­ნეს­მე­ბი გა­ნე­წყვნენ, ვინც სომ­ხეთ­ში წლე­ბია ბიზ­ნესს აწარ­მო­ებს. ბოლო დროს ისი­ნი მმარ­თვე­ლო­ბის მი­მართ პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვას არ ერი­დე­ბოდ­ნენ და სარ­გსი­ანს კო­რუფ­ცი­ულ მმარ­თველ­საც უწო­დებ­დნენ. მა­გა­ლი­თად, კომ­პა­ნია Ташир -ს პრე­ზი­დენ­ტი სამ­ველ კა­რა­პე­ტი­ა­ნი, ასე­ვე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ავ­ტო­დი­ლე­რი Авилон -ს მფლო­ბე­ლი კამო ავა­გუ­მი­ა­ნი ბოლო დროს სარ­გსი­ანს ძა­ლი­ან მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებ­დნენ.

ამას­თან, მას არც მოს­კოვ­ში მცხოვ­რებ­მა სო­მეხ­მა მი­ლი­არ­დე­ლებ­მა და­უ­ჭი­რეს მხა­რი, რად­გან "იგ­რძნეს, რომ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი და­სას­რუ­ლი ახ­ლოვ­დე­ბო­და და ხალ­ხი მეტს აღარ მო­ით­მენ­და..." - წერს იკ­სან­დე­რი­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ სარ­გსი­ა­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­რან­ტი­ე­ბის, რე­ზი­დენ­ცი­ი­სა და რე­გუ­ლა­რუ­ლი შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე და­ტო­ვეს.

"პუ­ტი­ნის ძვე­ლი მე­გო­ბა­რი, პარტნი­ო­რი და მო­კავ­ში­რე, რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­წი­რეს. ეტყო­ბა, უკ­რა­ი­ნის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კრემლში გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ მისი მხარ­და­ჭე­რა და გა­მარ­თლე­ბა შეც­დო­მა იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა, ასეთ გა­წირ­ვა­საც არა­ვინ ელო­და... ის თით­ქოს მო­ის­რო­ლეს"- ამ­ბობს ის­კან­დე­რი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

გაწირა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა ძველი მეგობარი სარგსიანი? - ექსპერტები და მედია პუტინი-პაშინიანის გარიგებაზე წერენ

გაწირა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა ძველი მეგობარი სარგსიანი? - ექსპერტები და მედია პუტინი-პაშინიანის გარიგებაზე წერენ

ბოლო დღეებია, რუსული-სომხური მედია პუტინ-პაშინიანის გარიგებაზე აქტიურად წერს. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი ნიკოლ პაშინიანს პრემიერად არჩევიდან რამდენიმე დღეში, სოჭში შეხვდა, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ "სომხეთის ხავერდოვანი" რევოლუციის უკან კრემლი იდგა.

"წარმატებებს გისურვებთ მმართველობაში და ვიმედოვნებ, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდება და გამყარდება, ისე, როგორც ეს ადრე ხდებოდა..." - უთხრა პუტინმა სომხეთის ახალ ლიდერს. შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა ერევანში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ნეიტრალურ პოზიციაზე. ეს სიტყვები გაიმეორა Роснефти-ს პრეს-მდივანმა მიხეილ ლეონტიევმაც.

"აქციების დღეებში, რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიებისგან პაშინიანის კრიტიკა არ ისმოდა, რაც კიდევ უფრო მეტ ეჭვებს აღძრავს. რუსეთი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს თითქმის, დუმილით ადევნებდა თვალს და მხოლოდ მწირი შეფასებებით შემოიფარგლა მაშინ, როდესაც საქართველოს "ვარდების რევოლუციასა" და უკრაინის "ევრომაიდანზე" მწვავე რეაქცია ჰქონდა, უკრაინას წაართვა ყირიმი და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ახლაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს..."- წერს bbc.com.

პაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, პუტინი კმაყოფილი იყო. სომხეთის ახალ ლიდერთან ურთიერთობას რეგიონებს შორის კულტურული კავშირების მიმართულებით მომუშავე ვლადიმირ ჩერნოვი უძღვებოდა, რომელიც რუსული მედიის ცნობით, საკმაოდ "პროფესიონალურად და გაუხმაურებლად მუშაობდა".

bbc.com-ის წყაროს ცნობით, კრემლში მუდმივად იღებდნენ ინფორმაციას ერევანში მიმდინარე პროცესების შესახებ, მღელვარება არ ეტყობოდათ.

"რუსულ-სომხურ ურთიერთობებზე ასევე მუშაობდა ФСБ-ს მე-5 სამსახური. ეს თემა, კონკრეტულად, უსაფრთხოების მაღალჩინოსანს რაშიდ ნურგალიევს ებარა, რომელიც გიუმრში რუსეთის ბაზაზე არსებული ვითარების გარშემოც ფლობდა ინფორმაციას" - წერს გამოცემა.

სომეხი ექსპერტების თქმით, რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობა კონკრეტული პირების დონეზე მოგვარდა, საუბარია პუტინსა და სერჟ სარგსიანს შორის მომხდარ შეთანხმებაზე.

"შესაბამისად, სარგსიანიც მოიქცა ისე, როგორც მას უბრძანეს"- წერს bbc.com ადგილობრივ ექსპერტებზე დაყრდნობით. მათი ვარაუდით, რუსეთმა სარგსიანისა და მის მომხრეებზე ზეწოლისთვის ისევ მთიანი ყარაბაღის თემა გამოიყენა.

სომეხი პოლიტოლოგის ალექსანდრ ისკანდერიანის თქმით, პუტინსა და სარგსიანს შორის, მუდმივი კონტაქტი იყო.

"როგორც ჩანს, რუსეთის ლიდერმა ძველი ფავორიტი, მისი დაბალი რეიტინგის გამო, არასაიმედო ფიგურად აღიქვა და სასწრაფოდ წავიდა ახალ პერსონასთან მოლაპარაკებებზე, ისე, რომ სარგსიანს არავითარ გარანტიებს არ დაპირდნენ" - წერს ისკანდერიანი.

სომეხი პოლიტოლოგების მოსაზრებით, რუსეთსა და სომხეთს შორის, ურთიერთობის დალაგებისა და განვითარების ახალ ეტაპს საფუძვლად უდევს რუსული ბიზნესი სომხეთში, რომელიც ლამის საუკუნეს ითვლის.

პოლიტოლოგ სამველ ალექსიანის შეფასებით, ადგილობრივი სომეხი ბიზნესმენები, რომლებსაც რუსეთთან უწყვეტი ბიზნეს-კავშირები ჰქონდათ, სარგსიანის კონტროლის ქვეშ იყვნენ. მაგალითად, შაქრის, ზეითუნის ზეთისა და კარაქის ბიზნესი, რომელიც მიგრან პოღოსიანის სფეროა, Кетрин групп-ის მიერ კონტროლირდება, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ბანანის იმპორტის მონოპოლიასაც ეწევა.

პოღოსიანის ბიზნესი რუსეთიდან იღებს სათავეს. ის სასამართლო სისტემის ყოფილი წარმომადგენელია, ამასთან მმართველი "რესპუბლიკური პარტიის" წევრი და მუდმივად უარყოფდა, რომ ბიზნესთან რამე კავშირი ჰქონდა, თუმცა, მისი გავლენების შესახებ ერევანში ყველამ იცის.

საქმე ის არის, რომ სარგსიანის წინააღდეგ სწორედ ის რუსი ბიზნესმები განეწყვნენ, ვინც სომხეთში წლებია ბიზნესს აწარმოებს. ბოლო დროს ისინი მმართველობის მიმართ პროტესტის გამოხატვას არ ერიდებოდნენ და სარგსიანს კორუფციულ მმართველსაც უწოდებდნენ. მაგალითად, კომპანია Ташир -ს პრეზიდენტი სამველ კარაპეტიანი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავტოდილერი Авилон -ს მფლობელი კამო ავაგუმიანი ბოლო დროს სარგსიანს ძალიან მწვავედ აკრიტიკებდნენ.

ამასთან, მას არც მოსკოვში მცხოვრებმა სომეხმა მილიარდელებმა დაუჭირეს მხარი, რადგან "იგრძნეს, რომ მისი პოლიტიკური დასასრული ახლოვდებოდა და ხალხი მეტს აღარ მოითმენდა..." - წერს იკსანდერიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ სარგსიანი ყველანაირი გარანტიების, რეზიდენციისა და რეგულარული შემოსავლის გარეშე დატოვეს.

"პუტინის ძველი მეგობარი, პარტნიორი და მოკავშირე, რატომღაც ძალიან მარტივად გაწირეს. ეტყობა, უკრაინის გამოცდილებიდან გამომდინარე, კრემლში გაითვალისწინეს, რომ მისი მხარდაჭერა და გამართლება შეცდომა იქნებოდა, თუმცა, ასეთ გაწირვასაც არავინ ელოდა... ის თითქოს მოისროლეს"- ამბობს ისკანდერიანი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე