სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 28 წლის მიხეილ ხიდურელი, რომელიც სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელად დაინიშნა
ვინ არის 28 წლის მიხეილ ხიდურელი, რომელიც სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელად დაინიშნა

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს სა­ა­გენ­ტოს "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" მი­ხე­ილ ხი­დუ­რე­ლი უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა.

რო­გორც ქუმ­სიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ხი­დუ­რე­ლი ამ პოსტზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში შე­ირ­ჩა.

"ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, თუ რა ძა­ლის­ხმე­ვას ხარ­ჯავს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბის­თვის და ზო­გა­დად, მე­წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ 2014 წელს და­ვი­წყეთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი - "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში". შემ­დგომ ეს პრო­ექ­ტი გა­და­ი­ზარ­და სა­ა­გენ­ტოდ, რო­მელ­საც დღეს ჰქვია სა­ა­გენ­ტო "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში".

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ სა­ა­გენ­ტოს როლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. პროგ­რა­მის და­წყე­ბი­დან დღემ­დე 5313 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი გვყავს, მათ შო­რის, 355 სა­წარ­მოა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი და მთლი­ა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო მო­ცუ­ლო­ბა, რო­მელ­საც პროგ­რა­მამ ხელი შე­უ­წყო, 870 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტია, ხოლო სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 14000-ს აღ­წევს.

ჩვენ საკ­მაო ხა­ნია ვე­ძებთ ხელ­მძღვა­ნელს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს­თვის. კონ­კურ­სი აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში გა­მო­ვა­ცხა­დეთ და დღეს მინ­და ამ კონ­კურ­სის შე­დე­გი გა­გაც­ნოთ. მინ­და, წარ­მო­გიდ­გი­ნოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უხელ­მძღვა­ნე­ლებს სა­ა­გენ­ტოს, ეს არის მი­ხე­ილ ხი­დუ­რე­ლი. ბა­ტონ მი­ხე­ილს აქვს ძა­ლი­ან კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ის არის ნა­მუ­შე­ვა­რი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე, უცხო­ეთ­ში.

ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­ტონ მი­ხე­ილს და მის პარტნი­ო­რებს ჰქონ­დათ შექ­მნი­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ქარ­თველ მე­წარ­მე­ებს ეხ­მა­რე­ბო­და ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე შეღ­წე­ვა­ში და იმ სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვა­ში, რო­მე­ლიც არის ესო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმი­სათ­ვის, რომ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია და ბიზ­ნე­სი შე­ვი­დეს ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე. მინ­და, მას ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა.

1990 წელს და­ბა­დე­ბულ მი­ხე­ილ ხი­დუ­რელს გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ლონ­დონ­ში ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (University of Wales of Cardiff; London School of Commerce). იგი სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე რო­გორც ქარ­თულ, ისე უცხო­ურ კომ­პა­ნი­ებ­ში, მათ შო­რის დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და ყა­ტარ­ში. მას აქვს საკ­მა­ოდ დიდი შრო­მი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­თან, ექ­სპორტთან და მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ში, რაც, მის გა­ნათ­ლე­ბას­თან და უნარ-ჩვე­ვებ­თან ერ­თად მისი „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლად შერ­ჩე­ვის დროს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბა იყო.

"ვგეგ­მავთ შევ­ქმნათ და კონ­სო­ლი­დი­რე­ბა გა­ვუ­კე­თოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტებს და მო­ვაქ­ცი­ოთ ერთ სა­ერ­თო პლატ­ფორ­მა­ში, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლად ინ­ვეს­ტო­რის­თვის და ასე­ვე, იქ­ნე­ბა წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლოს ჯერ კი­დევ გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი და ნაკ­ლე­ბად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სექ­ტო­რე­ბის გა­მო­სა­ფხიზ­ლებ­ლად. ასე­ვე ვგეგ­მავთ გა­დავ­ხე­დოთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ექ­სპორ­ტო სა­მიზ­ნე ქვეყ­ნე­ბის სიას, რომ მოხ­დეს სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის სწო­რი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტულ ბაზ­რებ­ზე.

გარ­და ამი­სა, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ო­ბის კუ­თხით ვფიქ­რობ, რომ სა­ა­გენ­ტო კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად და ახ­ლოს უნდა მუ­შა­ობ­დეს ქარ­თულ ბიზ­ნეს­თან. ეს არის კრი­ტი­კუ­ლი ფაქ­ტო­რი, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ იმის­თვის, რომ ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ამ ექ­სპორტზე გა­ი­ტა­ნოს რა­ი­მე პრო­დუქ­ცია ან გა­ზარ­დოს თა­ვი­სი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლი, პირ­ველ რიგ­ში, ის ძლი­ე­რი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უნდა იყოს იმ ბა­ზარ­ზე, რა­ზეც ოპე­რი­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, ვგეგ­მავთ კერ­ძო სექ­ტორ­თან დი­ა­ლოგს და მათ პრობლმებ­ზე, ხედ­ვებ­ზე და გეგ­მებ­ზე სა­უ­ბარს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ხი­დუ­რელ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ვინ არის 28 წლის მიხეილ ხიდურელი, რომელიც სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელად დაინიშნა

ვინ არის 28 წლის მიხეილ ხიდურელი, რომელიც სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელად დაინიშნა

ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიხეილ ხიდურელი უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.

როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, ხიდურელი ამ პოსტზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შეირჩა.

"ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა ძალისხმევას ხარჯავს საქართველოს მთავრობა საქართველოში წარმოების განვითარებისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და ზოგადად, მეწარმოების განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ 2014 წელს დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - "აწარმოე საქართველოში". შემდგომ ეს პროექტი გადაიზარდა სააგენტოდ, რომელსაც დღეს ჰქვია სააგენტო "აწარმოე საქართველოში".

ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სააგენტოს როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. პროგრამის დაწყებიდან დღემდე 5313 ბენეფიციარი გვყავს, მათ შორის, 355 საწარმოა დაფინანსებული და მთლიანი საინვესტიციო მოცულობა, რომელსაც პროგრამამ ხელი შეუწყო, 870 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო სამუშაო ადგილების რაოდენობა 14000-ს აღწევს.

ჩვენ საკმაო ხანია ვეძებთ ხელმძღვანელს აღნიშნული სააგენტოსთვის. კონკურსი აპრილის დასაწყისში გამოვაცხადეთ და დღეს მინდა ამ კონკურსის შედეგი გაგაცნოთ. მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებს სააგენტოს, ეს არის მიხეილ ხიდურელი. ბატონ მიხეილს აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული. ის არის ნამუშევარი როგორც საქართველოში ასევე, უცხოეთში.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ბატონ მიხეილს და მის პარტნიორებს ჰქონდათ შექმნილი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ქართველ მეწარმეებს ეხმარებოდა ევროპის ბაზარზე შეღწევაში და იმ სტანდარტების დანერგვაში, რომელიც არის ესოდენ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქართული პროდუქცია და ბიზნესი შევიდეს ევროპულ ბაზარზე. მინდა, მას ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

1990 წელს დაბადებულ მიხეილ ხიდურელს განათლება მიღებული აქვს ლონდონში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (University of Wales of Cardiff; London School of Commerce). იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და ყატარში. მას აქვს საკმაოდ დიდი შრომითი გამოცდილება ინვესტიციებთან, ექსპორტთან და მეწარმეობის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რაც, მის განათლებასთან და უნარ-ჩვევებთან ერთად მისი „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ხელმძღვანელად შერჩევის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა იყო.

"ვგეგმავთ შევქმნათ და კონსოლიდირება გავუკეთოთ საქართველოში საინვესტიციო პროექტებს და მოვაქციოთ ერთ საერთო პლატფორმაში, რომელიც საინტერესო იქნება კომერციულად ინვესტორისთვის და ასევე, იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ჯერ კიდევ განუვითარებელი და ნაკლებად განვითარებული სექტორების გამოსაფხიზლებლად. ასევე ვგეგმავთ გადავხედოთ საქართველოს საექსპორტო სამიზნე ქვეყნების სიას, რომ მოხდეს სწორად შერჩეული ქართული პროდუქციის სწორი პოზიციონირება პრიორიტეტულ ბაზრებზე.

გარდა ამისა, ადგილობრივი მეწარმეობის კუთხით ვფიქრობ, რომ სააგენტო კიდევ უფრო აქტიურად და ახლოს უნდა მუშაობდეს ქართულ ბიზნესთან. ეს არის კრიტიკული ფაქტორი, რადგან მიმაჩნია, რომ იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიამ ექსპორტზე გაიტანოს რაიმე პროდუქცია ან გაზარდოს თავისი გეოგრაფიული არეალი, პირველ რიგში, ის ძლიერი და განვითარებული უნდა იყოს იმ ბაზარზე, რაზეც ოპერირებს. შესაბამისად, ვგეგმავთ კერძო სექტორთან დიალოგს და მათ პრობლმებზე, ხედვებზე და გეგმებზე საუბარს", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები