საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ ხდება ამაზე მუშაობა, არასწორია... ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს"
"სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ ხდება ამაზე მუშაობა, არასწორია... ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს"

სპე­კუ­ლი­რე­ბა იმა­ზე, რომ ბე­რამ ისა­უბ­რა და ამის შემ­დეგ ხდე­ბა ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა­ზე მუ­შა­ო­ბა, არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აა თქვე­ნი მხრი­დან, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა კი­თხვას, რომ მთავ­რო­ბა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან დათ­მო­ბა­ზე მას შემ­დეგ წა­ვი­და, რაც ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პი გავ­რცელ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის გა­და­ხედ­ვას, თბი­ლი­სის მე­რის თქმით, იმა­ზე, რომ ეს სა­კი­თხი უნდა გა­და­ი­ხე­დოს, უკვე დიდი ხა­ნია ყვე­ლა სა­უბ­რობს და მისი თქმით, ამა­ზე გუ­შინ­წინ ღა­მით, მის მი­ერ­ვე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მე­ტყვე­ლებს.

"სპე­კუ­ლი­რე­ბა იმა­ზე, რომ ბე­რამ ისა­უბ­რა და ამის შემ­დეგ ხდე­ბა ამა­ზე მუ­შა­ო­ბა, არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აა თქვე­ნი მხრი­დან. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ უამ­რა­ვი მა­სა­ლა მო­ი­პო­ვოთ. ჩემს გუ­შინ­წინ­დელ გა­მოს­ვლა­შიც იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა უნდა შე­იც­ვა­ლოს. ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ზო­გა­დად, სა­ხელ­მწი­ფო კი არ უნდა სჯი­დეს, არა­მედ უნდა იცავ­დეს ადა­მი­ა­ნებს ნარ­კო­ტი­კე­ბის­გან. ჩვენ ყვე­ლა ერ­თად უნდა ვებ­რძო­ლოთ ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებს, ნარ­კოტ­რე­ფიკს და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ბრძო­ლა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ბევ­რი ახალ­გაზ­რდა ჩა­ერ­თვე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მერ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სა და შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რას, კა­ლა­ძე ამა­ში არ ჩა­ერ­თვე­ბა.

"მო­ლა­პა­რა­კე­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, მე პი­რა­დად ჩარ­თუ­ლი არ ვიქ­ნე­ბი, თუკი ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა. მე პი­რა­დად არ მგო­ნია, რომ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იყოს. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დღეს გა­ი­მარ­თე­ბა და შემ­დე­გი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მერ­მა.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, გუ­შინ ყვე­ლა დარ­წმუნ­და, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის ადა­მი­ა­ნი და მისი სი­ცო­ცხლე.

"2012 წლი­დან ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რი არის ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ჩვენ მარ­თლაც ვა­შე­ნებთ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნას და ქვე­ყა­ნას, სა­დაც თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იცხოვ­რე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ გუ­შინ აქ­ცია და­ი­შა­ლა, ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად იმარ­თე­ბო­და მე­ო­რე აქ­ცია და ძა­ლი­ან დიდი სა­შიშ­რო­ე­ბა იყო, რომ მომ­ხდა­რი­ყო ადა­მი­ა­ნე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა. ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნის­თვის", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მერ­მა შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს და თი­თო­ე­ულ პო­ლი­ცი­ელს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ პო­ლი­ცი­ელს, ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ღირ­სე­უ­ლად იცავ­დნენ იქ მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს. მათ ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ, რომ თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში ჰქო­ნო­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ესა­უბ­რათ იმა­ზე, თუ რა მო­საზ­რე­ბე­ბი აქვთ. ზუს­ტად ეს არის მიღ­წე­ვა, რა­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობთ. გვახ­სოვს წლე­ბი, თუ რო­გორ ხდე­ბო­და აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ვა­ბა­რეთ წარ­სულს", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

sponsored by ContentRoom

"სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ ხდება ამაზე მუშაობა, არასწორია... ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს"

"სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ ხდება ამაზე მუშაობა, არასწორია... ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს"

სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ ხდება ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა, არასწორი ინტერპრეტაციაა თქვენი მხრიდან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ მთავრობა აქციის მონაწილეებთან დათმობაზე მას შემდეგ წავიდა, რაც ბერა ივანიშვილის მუსიკალური კლიპი გავრცელდა.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის გადახედვას, თბილისის მერის თქმით, იმაზე, რომ ეს საკითხი უნდა გადაიხედოს, უკვე დიდი ხანია ყველა საუბრობს და მისი თქმით, ამაზე გუშინწინ ღამით, მის მიერვე გაკეთებული განცხადება მეტყველებს.

"სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ ხდება ამაზე მუშაობა, არასწორი ინტერპრეტაციაა თქვენი მხრიდან. თქვენ შეგიძლიათ უამრავი მასალა მოიპოვოთ. ჩემს გუშინწინდელ გამოსვლაშიც იყო საუბარი იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის. ზოგადად, სახელმწიფო კი არ უნდა სჯიდეს, არამედ უნდა იცავდეს ადამიანებს ნარკოტიკებისგან. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს, ნარკოტრეფიკს და მე დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება", - აღნიშნა მერმა.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებისა და შს სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრას, კალაძე ამაში არ ჩაერთვება.

"მოლაპარაკებებს რაც შეეხება, მე პირადად ჩართული არ ვიქნები, თუკი ამის აუცილებლობა არ იქნება. მე პირადად არ მგონია, რომ ამის საჭიროება იყოს. მოლაპარაკებები დღეს გაიმართება და შემდეგი დღეების განმავლობაში გაგრძელდება", - აღნიშნა მერმა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გუშინ ყველა დარწმუნდა, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლე.

"2012 წლიდან ყველაზე მთავარი მონაპოვარი არის ადამიანის თავისუფლება. ჩვენ მართლაც ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და ქვეყანას, სადაც თავისუფალი ადამიანები იცხოვრებენ. რაც შეეხება იმას, რომ გუშინ აქცია დაიშალა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქციის პარალელურად იმართებოდა მეორე აქცია და ძალიან დიდი საშიშროება იყო, რომ მომხდარიყო ადამიანების დაპირისპირება. ეს კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენთაგანისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა შს მინისტრ გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და თითოეულ პოლიციელს მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ღირსეულად იცავდნენ იქ მდგომი ადამიანების უფლებებს. მათ ყველანაირი შესაძლებლობა მიეცათ, რომ თავისუფალ გარემოში ჰქონოდათ შესაძლებლობა ესაუბრათ იმაზე, თუ რა მოსაზრებები აქვთ. ზუსტად ეს არის მიღწევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. გვახსოვს წლები, თუ როგორ ხდებოდა აქციების დარბევები. საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს", - განაცხადა კახა კალაძემ.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი