სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიგერიელი სტუდენტი ქართველ მესაზღვრეებს რასიზმში ადანაშაულებს - "ბევრ ფერადკანიანს ეუბნებიან საქართველოში შემოსვლაზე უარს, რაც უსამართლოა"
ნიგერიელი სტუდენტი ქართველ მესაზღვრეებს რასიზმში ადანაშაულებს - "ბევრ ფერადკანიანს ეუბნებიან საქართველოში შემოსვლაზე უარს, რაც უსამართლოა"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, AMBEBI.GE-ს რე­დაქ­ცი­ას ნი­გე­რი­ის მო­ქა­ლა­ქე დე­ვიდ აბუ­ჩიმ მი­მარ­თა. უცხო­ე­ლი ახალ­გაზ­რდა თვლის, რომ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში რა­სის­ტუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

რო­გორც ნი­გე­რი­ის მო­ქა­ლა­ქე გვწერს, ის მწე­რა­ლი და სტუ­დენ­ტია, რომ­ლის ოც­ნე­ბაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლაა, ამ ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად კი ის 2013 წლი­დან მუ­შა­ობს.

„სა­ქარ­თვე­ლო ჩემს მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნა­ზე მე­ტად მიყ­ვარს, მიყ­ვარს ქარ­თვე­ლე­ბიც. სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი ჩემ­მა სიყ­ვა­რულ­მა მი­ბიძ­გა, რომ სა­ხე­ლად „ზეს­ტა­ფო­ნი“ და­მერ­ქმია, რაც ვი­ცო­დი, რომ ერთ-ერთი ქარ­თუ­ლი ქა­ლა­ქის სა­ხე­ლი იყო. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რი აშშ-ში, კა­ნა­და­ში, რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში წა­ვი­და გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად და მეც მი­მიწ­ვი­ეს, თუმ­ცა უარი ვთქვი, რად­გან იმე­დი მქონ­და, რომ სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დო­დი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­გა­ლუ­რად სწავ­ლის­თვის შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბას დიდი თან­ხე­ბი და­ვა­ხარ­ჯე. მე მქონ­და "სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" ჩა­რი­ცხვის ცნო­ბა და ვიზა, რო­მე­ლიც ეთი­ო­პი­ა­ში მდე­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მი­ვი­ღე. 2018 წლის 9 აპ­რილს „ფლაი დუ­ბა­ის“ თვითმფრი­ნა­ვით თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ჩა­მოვფრინ­დი, ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად უნდა ქცე­უ­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს იმიგ­რა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის­გან უარი უმი­ზე­ზოდ მეთ­ქვა. ისი­ნი ქარ­თულ ენა­ზე სა­უბ­რობ­დნენ, რო­მე­ლიც მე არ მეს­მო­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვი­ტყე, რა ხდე­ბო­და. მათ შემ­დე­გი რე­ი­სით სა­ქარ­თვე­ლო­დან უკან გა­მამ­გზავ­რეს“ - იუ­წყე­ბა ის.

დე­ვიდ აბუ­ჩი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სას­ვლე­ლად და სწავ­ლის და­სა­წყე­ბად ყვე­ლა სა­ბუ­თი წეს­რიგ­ში ჰქონ­და, ვიზა კი ეთი­ო­პი­ა­ში მდე­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მი­ი­ღო და ამ ყვე­ლაფ­რის­თვის დიდი თან­ხე­ბი და­ხარ­ჯა, თუმ­ცა იმიგ­რა­ცი­ის სამ­სა­ხურ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე უა­რის თქმის მი­ზე­ზი არ აუხ­სნეს.

„დუ­ბა­ი­დან თბი­ლის­ში ორ ინ­დო­ელ გო­გო­ნას­თან ერ­თად ჩა­მოვფრინ­დი, რომ­ლე­ბიც გზა­ში გა­ვი­ცა­ნი. ჩემს მსგავ­სად, ისი­ნიც თბი­ლის­ში სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად მო­დი­ოდ­ნენ. იმიგ­რა­ცი­ის სამ­სა­ხურ­მა დო­კუ­მენ­ტე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად ჩემ­გან მი­ი­ღო. ინ­დო­ე­ლი გო­გო­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბი შეკ­რი­ბეს, გა­ეც­ნენ და ისი­ნი ქვე­ყა­ნა­ში მა­შინ­ვე შე­მო­უშ­ვეს. მე ორი სა­ა­თი მო­მი­წია ლო­დი­ნი, შემ­დეგ კი შე­მოს­ვლა­ზე უარი მეთ­ქვა, რისი მი­ზე­ზიც არ და­მი­სა­ხე­ლეს. შო­კი­რე­ბუ­ლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ნა­თე­ლი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ აე­რო­პორ­ტში რა­სიზ­მი არ­სე­ბობს. რო­გორც მწე­რალ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, ხალ­ხი­სა და ენის შე­სა­ხებ ბევ­რი და­დე­ბი­თი სტა­ტია და ამ­ბა­ვი დავ­წე­რე. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ რა­სიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი ამ­ბა­ვი ვრცელ­დე­ბა, რო­მელ­მაც მე, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი და­მა­ზა­რა­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა სა­ბუ­თი წეს­რიგ­ში მაქვს.

და­ვიდ აბუ­ჩის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დი

სა­ქარ­თვე­ლომ უნდა შე­ა­ჩე­როს რა­სიზ­მი, თუ სურს, რომ გა­ი­ზარ­დოს რო­გორც ქვე­ყა­ნა და ჰქონ­დეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. თუ მთავ­რო­ბა ამას სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას არ მი­აქ­ცევს, ამ რა­სიზმს შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი რამ და მათ შო­რის ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­აც გა­ა­ნად­გუ­როს. ამის შე­სა­ხებ სა­ზღვარ­გა­რეთ ლა­პა­რა­კო­ბენ და იმე­დი მქონ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის ახ­ლა­დაღ­მო­ჩე­ნილ ჰაბ­ში, ამას არ წა­ვა­წყდე­ბო­დი. სა­ქარ­თვე­ლოს იმიგ­რა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის უარი კი ჩემ მი­მართ უსა­მარ­თლოა. ისი­ნი ბევრ ფე­რად­კა­ნი­ანს ეუბ­ნე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე უარს, რაც ასე­ვე უსა­მარ­თლოა. მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტი­ვი სცეს. ცხო­ვე­ლი არა­ვი­ნაა. მე ჩემი ოც­ნე­ბის ქვეყ­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს­თან კარ­გი რა­ღა­ცე­ბის მო­ყო­ლას გა­ვაგ­რძე­ლებ და არ გავ­ჩერ­დე­ბი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლის დიდი სურ­ვი­ლი მაქვს“ - აღ­ნიშ­ნავს ნი­გე­რი­ე­ლი ტუ­რის­ტი.

დე­ვიდ აბუ­ჩის­თვის უა­რის თქმის მი­ზე­ზის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE შს სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტეს, მას უარი ეთ­ქვა „უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-11 მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლის „თ“ ქვე­პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე, რის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზის გა­ცე­მა­ზე ან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე უარი, პირს შე­იძ­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში ეთ­ქვას, „თუ იგი არ იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას ან იძ­ლე­ვა ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვი­სი პი­როვ­ნე­ბი­სა და მგზავ­რო­ბის მიზ­ნის შე­სა­ხებ“. შე­სა­ბა­მი­სად, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ნი­გე­რი­ის მო­ქა­ლა­ქის მიერ გან­მარ­ტე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მოს­ვლის მიზ­ნე­ბი რე­ა­ლუ­რად არ აღიქ­ვეს, მა­შინ, როცა თა­ვად აბუ­ჩი რა­სობ­რი­ვი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობ­და.

ნი­გე­რი­ე­ლი სტუ­დენ­ტი ერ­თა­დერ­თი უცხო­ე­ლი არ არის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ რა­სიზ­მზე და ამის გამო დე­პორ­ტა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს. კერ­ძოდ, გა­სულ წელს ინ­დურ გა­მო­ცე­მა Mumbai Mirror-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, რომ­ლის ავ­ტო­რი სა­ტიშ ნანდკარ­გა­რია. მას­ში მო­თხრო­ბი­ლია ერთი ოჯა­ხის თავ­გა­და­სა­ვა­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­თან ლა­მის ჩაშ­ლი­ლი შვე­ბუ­ლე­ბა.

"როცა მუმ­ბა­ელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა და მის­მა ოჯახ­მა შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბა თურ­ქეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და იტა­ლი­ა­ში გა­და­წყვი­ტა, ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რომ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ზო­გი­ერ­თი რამ და­უ­გეგ­მა­ვად მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ დე­პორ­ტა­ცი­ას ნამ­დვი­ლად არ ელოდ­ნენ. მოიზ რა­ჯკოტ­ვა­ლა, მისი ცოლი ნა­ფი­სა და გო­გო­ნე­ბი - სა­კე­ნა და ზა­ჰა­ბია იტა­ლი­ა­ში მი­დი­ოდ­ნენ და გა­და­წყვი­ტეს მცი­რე ხნით სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­ევ­ლოთ და 12 ოქ­ტომ­ბერს ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლი აღე­ნიშ­ნათ, მაგ­რამ ვინ და­ა­ცა­დათ... ისი­ნი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში 36 სა­ა­თი აყურ­ყუ­ტეს და შემ­დეგ ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლო­დან (დე­პორ­ტა­ცი­ით) გა­მო­ა­ძე­ვეს იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მათ ხელთ ჰქონ­დათ მოქ­მე­დი ელექტრო­ნუ­ლი ვიზა. რო­გორც 55 წლის მოიზ რა­ჯკოტ­ვა­ლამ Mumbai Mirror-ის ჟურ­ნა­ლისტს გა­ნუ­ცხა­და, დუ­ბა­ი­ში მცხოვ­რებ­მა მის­მა დამ თბი­ლის­ში ოჯა­ხურ-ნა­თე­სა­უ­რი შეხ­ვედ­რა და­გეგ­მა, მი­იწ­ვია ასამ­დე სტუ­მა­რი, სას­ტუმ­რო­შიც ნო­მე­რი რამ­დე­ნი­მე დღით და­უ­ჯავ­შნა. "ჩვენ ძა­ლი­ან გვინ­დო­და თბი­ლი­სის სი­ლა­მა­ზით დავმტკბა­რი­ყა­ვით. შემ­დეგ კი რომ­ში წა­ვი­დო­დით, შენ­გე­ნის ვიზა წი­ნას­წარ გვქონ­და აღე­ბუ­ლი" - იხ­სე­ნებ­და გა­მო­ცე­მას­თან მოიზ რა­ჯკოტ­ვა­ლა.

როცა ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე ყვე­ბო­და, ელექტრო­ნუ­ლი ვიზა ნიუ დელ­ში არ­სე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში აი­ღეს. აე­რო­პორ­ტში სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­მა ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი შე­ა­მოწ­მეს - პას­პორ­ტე­ბი, ავი­ა­ბი­ლე­თე­ბი, სას­ტუმ­როს ჯავ­შა­ნი, ტუ­რის­ტუ­ლი და­ზღვე­ვა... ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო.

"შემ­დეგ შეგ­ვე­კი­თხნენ, გვქონ­და თუ არა ამე­რი­კუ­ლი ვი­ზე­ბი. ვუ­თხა­რით, რომ ორს გვაქვს. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ გვი­თხრეს, რომ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში შეს­ვლა გვეკ­რძა­ლე­ბო­და და ისევ მუმ­ბა­ი­ში უნდა დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით... გვი­თხრეს, იმი­ტომ გაბ­რუ­ნებთ უკან, რომ თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად საკ­მა­რი­სი ფული არ გაქ­ვთო. არა­და, მე თან მქონ­და 1500 ევრო ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით, ხოლო ჩემი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თით შე­მეძ­ლო ბან­კი­დან 20 ათა­სი ევრო გა­მო­მე­ტა­ნა...“ - ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე დას­ძენ­და, რომ მას გა­უჩ­ნდა შე­კი­თხვა, დე­პორ­ტა­ცია რა­სობ­რი­ვი ნიშ­ნით მოხ­და თუ არა.

ასე­ვე უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც გა­მო­ცე­მა The News Minute-ის სტა­ტი­ა­ში იმ ინ­დო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის ის­ტო­რია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­მა ქვე­ყა­ნა­ში არ შე­მო­უშ­ვა და თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი­დან უკან, ინ­დო­ეთ­ში და­აბ­რუ­ნეს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი მი­უ­თი­თებს, რომ ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს ბი­ლე­თე­ბი კო­ჩის აე­რო­პორ­ტში (ქე­რა­ლას შტა­ტი, სამ­ხრე­თი ინ­დო­ე­თი) ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი და­ჯავ­ნის წე­სით და თბი­ლის­ში შარ­ჟას გავ­ლით ჩა­ვიდ­ნენ. "რო­გორც ირ­კვე­ვა, ინ­დო­ე­ლე­ბის­თვის შარ­ჟას აე­რო­პორ­ტშიც (არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ემი­რა­ტე­ბი) უთ­ქვამთ ჩი­ნოვ­ნი­კებს, რომ უკვე ტენ­დენ­ცია შე­იმ­ჩნე­ვა - სა­ქარ­თვე­ლო­დან ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს უკან აბ­რუ­ნე­ბენ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ - მეტი ტან­საც­მე­ლი, წამ­ლე­ბი და ორი დღის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი წა­ი­ღეთ, რად­გან აე­რო­პორ­ტში ლო­დი­ნი მო­გი­წევ­თო. ინ­დო­ე­ლებს თბი­ლი­სამ­დე მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­უღ­წე­ვი­ათ და აე­რო­პორ­ტის შე­ნო­ბა­ში, სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­თან რიგი და­უ­კა­ვე­ბი­ათ. თან ამ­ჩნევ­დნენ, რომ ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი ინ­დურ პას­პორ­ტებს ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­დნენ. თი­თო­ე­უ­ლი ცალ­კე ოთახ­ში მიჰ­ყავ­დათ და იქ 15-20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ,“ - გან­მარ­ტე­ბუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ „ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­ზი­ტის ქვეყ­ნად იყე­ნებს აშშ-ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად. ამის გამო სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ის შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც წარ­მო­იქ­მნა. ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­სამ­შვი­დებ­ლა­დაა გა­მიზ­ნუ­ლი.“

და ბო­ლოს უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ გა­სულ წელს ინ­დო­ე­თის კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქის ხუ­შ­ბუ კა­უ­შა­ლის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“ წერ­და თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­ზე - ის 6 სა­ა­თით გა­მო­კე­ტეს საჭ­მლის, წყლის და ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე, მა­შინ, როცა მისი მტკი­ცე­ბით ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი წეს­რიგ­ში ჰქონ­და.

„ეს იყო ყვე­ლა­ზე და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ღამე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც თქვენ ემიგ­რა­ცი­ის ოფი­ცერ­თან კი­თხვით მივ­დი­ო­დი, პა­სუ­ხად ყვი­რილს ვი­ღებ­დი და უხე­შად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ კუ­თხე­ში ვმჯდა­რი­ყა­ვი. არ ვიცი რაში იყო ჩემი ბრა­ლე­უ­ლო­ბა, ყვე­ლა­ზე ცუდი ის იყო, რომ მარ­ტო ვი­ყა­ვი და ვხვდე­ბო­დი, რომ მოვ­ტყუვ­დი იმ ინ­ფორ­მა­ცი­ით, თით­ქოს თქვენ ქვე­ყა­ნა­ში მე­გობ­რუ­ლი ხალ­ხია,“ - აღ­ნიშ­ნა კა­უ­შა­ლიმ ფე­ის­ბუქ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვრცელ პოს­ტში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ფაქ­ტის შემ­დეგ შსს-მ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც გან­მარ­ტე­ბუ­ლი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის კვე­თი­სას, მე­სა­ზღვრე-კონ­ტრო­ლი­ორს გა­აჩ­ნია კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, უარი უთხრას უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე არ იძ­ლე­ვა და­მა­ჯე­რე­ბელ პა­სუ­ხებს ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის დროს ან უფ­ლე­ბა­მო­სილ პირს აძ­ლევს ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას მგზავ­რო­ბის მიზ­ნის შე­სა­ხებ.

ნი­გე­რი­ის მო­ქა­ლა­ქის შემ­თხვე­ვა­შიც, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე უარი რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეთ­ქვა, უწყე­ბამ უა­რის თქმის მი­ზე­ზი შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­ა­სა­ბუ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ნიგერიელი სტუდენტი ქართველ მესაზღვრეებს რასიზმში ადანაშაულებს - "ბევრ ფერადკანიანს ეუბნებიან საქართველოში შემოსვლაზე უარს, რაც უსამართლოა"

ნიგერიელი სტუდენტი ქართველ მესაზღვრეებს რასიზმში ადანაშაულებს - "ბევრ ფერადკანიანს ეუბნებიან საქართველოში შემოსვლაზე უარს, რაც უსამართლოა"

რამდენიმე დღის წინ, AMBEBI.GE-ს რედაქციას ნიგერიის მოქალაქე დევიდ აბუჩიმ მიმართა. უცხოელი ახალგაზრდა თვლის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რასისტული შეხედულებების მსხვერპლი გახდა.

როგორც ნიგერიის მოქალაქე გვწერს, ის მწერალი და სტუდენტია, რომლის ოცნებაც საქართველოში სწავლაა, ამ ოცნების ასასრულებლად კი ის 2013 წლიდან მუშაობს.

„საქართველო ჩემს მშობლიურ ქვეყანაზე მეტად მიყვარს, მიყვარს ქართველებიც. საქართველოსადმი ჩემმა სიყვარულმა მიბიძგა, რომ სახელად „ზესტაფონი“ დამერქმია, რაც ვიცოდი, რომ ერთ-ერთი ქართული ქალაქის სახელი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრი ჩემი მეგობარი აშშ-ში, კანადაში, რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში წავიდა განათლების მისაღებად და მეც მიმიწვიეს, თუმცა უარი ვთქვი, რადგან იმედი მქონდა, რომ სწავლის გასაგრძელებლად საქართველოში ჩამოვიდოდი.

საქართველოში ლეგალურად სწავლისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას დიდი თანხები დავახარჯე. მე მქონდა "საქართველოს უნივერსიტეტში" ჩარიცხვის ცნობა და ვიზა, რომელიც ეთიოპიაში მდებარე საქართველოს საელჩოში მივიღე. 2018 წლის 9 აპრილს „ფლაი დუბაის“ თვითმფრინავით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვფრინდი, ბედნიერი ვიყავი, რადგან საქართველოში სწავლასთან დაკავშირებით ჩემი ოცნება რეალობად უნდა ქცეულიყო. სამწუხაროდ, საქართველოში შემოსვლაზე საქართველოს იმიგრაციის სამსახურისგან უარი უმიზეზოდ მეთქვა. ისინი ქართულ ენაზე საუბრობდნენ, რომელიც მე არ მესმოდა, თუმცა მოგვიანებით შევიტყე, რა ხდებოდა. მათ შემდეგი რეისით საქართველოდან უკან გამამგზავრეს“ - იუწყება ის.

დევიდ აბუჩი ირწმუნება, რომ მას საქართველოში ჩამოსასვლელად და სწავლის დასაწყებად ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, ვიზა კი ეთიოპიაში მდებარე საქართველოს საელჩოში მიიღო და ამ ყველაფრისთვის დიდი თანხები დახარჯა, თუმცა იმიგრაციის სამსახურმა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზი არ აუხსნეს.

„დუბაიდან თბილისში ორ ინდოელ გოგონასთან ერთად ჩამოვფრინდი, რომლებიც გზაში გავიცანი. ჩემს მსგავსად, ისინიც თბილისში სწავლის გასაგრძელებლად მოდიოდნენ. იმიგრაციის სამსახურმა დოკუმენტები თავდაპირველად ჩემგან მიიღო. ინდოელი გოგონების დოკუმენტები შეკრიბეს, გაეცნენ და ისინი ქვეყანაში მაშინვე შემოუშვეს. მე ორი საათი მომიწია ლოდინი, შემდეგ კი შემოსვლაზე უარი მეთქვა, რისი მიზეზიც არ დამისახელეს. შოკირებული და იმედგაცრუებული ვიყავი. ნათელი იყო, რომ საქართველოს მთავარ აეროპორტში რასიზმი არსებობს. როგორც მწერალმა, საქართველოს კულტურის, ხალხისა და ენის შესახებ ბევრი დადებითი სტატია და ამბავი დავწერე. საქართველოში არსებულ რასიზმთან დაკავშირებით ბევრი ამბავი ვრცელდება, რომელმაც მე, უდანაშაულო ადამიანი დამაზარალა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთი წესრიგში მაქვს.

დავიდ აბუჩის ფეისბუქის გვერდი

საქართველომ უნდა შეაჩეროს რასიზმი, თუ სურს, რომ გაიზარდოს როგორც ქვეყანა და ჰქონდეთ საერთაშორისო ურთიერთობები. თუ მთავრობა ამას სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს, ამ რასიზმს შეუძლია საქართველოში ბევრი რამ და მათ შორის ქვეყნის რეპუტაციაც გაანადგუროს. ამის შესახებ საზღვარგარეთ ლაპარაკობენ და იმედი მქონდა, საქართველოში, როგორც საერთაშორისო განათლების ახლადაღმოჩენილ ჰაბში, ამას არ წავაწყდებოდი. საქართველოს იმიგრაციის სამსახურის უარი კი ჩემ მიმართ უსამართლოა. ისინი ბევრ ფერადკანიანს ეუბნებიან საქართველოში შემოსვლაზე უარს, რაც ასევე უსამართლოა. მიეცით საშუალება კაცობრიობას, რომ საქართველოს პატივი სცეს. ცხოველი არავინაა. მე ჩემი ოცნების ქვეყნის, საქართველოს შესახებ მსოფლიოსთან კარგი რაღაცების მოყოლას გავაგრძელებ და არ გავჩერდები, რადგან საქართველოში სწავლის დიდი სურვილი მაქვს“ - აღნიშნავს ნიგერიელი ტურისტი.

დევიდ აბუჩისთვის უარის თქმის მიზეზის გასარკვევად AMBEBI.GE შს სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტეს, მას უარი ეთქვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რის მიხედვითაც საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი, პირს შეიძლება იმ შემთხვევაში ეთქვას, „თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ“. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნიგერიის მოქალაქის მიერ განმარტებული ქვეყანაში ჩამოსვლის მიზნები რეალურად არ აღიქვეს, მაშინ, როცა თავად აბუჩი რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობდა.

ნიგერიელი სტუდენტი ერთადერთი უცხოელი არ არის, რომელიც საქართველოში არსებულ რასიზმზე და ამის გამო დეპორტაციაზე საუბრობს. კერძოდ, გასულ წელს ინდურ გამოცემა Mumbai Mirror-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორი სატიშ ნანდკარგარია. მასში მოთხრობილია ერთი ოჯახის თავგადასავალი და საქართველოს საზღვართან ლამის ჩაშლილი შვებულება.

"როცა მუმბაელმა ბიზნესმენმა და მისმა ოჯახმა შვებულების გატარება თურქეთში, საქართველოსა და იტალიაში გადაწყვიტა, ითვალისწინებდა, რომ ამ მოგზაურობისას ზოგიერთი რამ დაუგეგმავად მოხდებოდა, მაგრამ დეპორტაციას ნამდვილად არ ელოდნენ. მოიზ რაჯკოტვალა, მისი ცოლი ნაფისა და გოგონები - საკენა და ზაჰაბია იტალიაში მიდიოდნენ და გადაწყვიტეს მცირე ხნით საქართველოშიც შეევლოთ და 12 ოქტომბერს ოჯახური დღესასწაული აღენიშნათ, მაგრამ ვინ დააცადათ... ისინი თბილისის აეროპორტში 36 საათი აყურყუტეს და შემდეგ ყველა საქართველოდან (დეპორტაციით) გამოაძევეს იმის მიუხედავად, რომ მათ ხელთ ჰქონდათ მოქმედი ელექტრონული ვიზა. როგორც 55 წლის მოიზ რაჯკოტვალამ Mumbai Mirror-ის ჟურნალისტს განუცხადა, დუბაიში მცხოვრებმა მისმა დამ თბილისში ოჯახურ-ნათესაური შეხვედრა დაგეგმა, მიიწვია ასამდე სტუმარი, სასტუმროშიც ნომერი რამდენიმე დღით დაუჯავშნა. "ჩვენ ძალიან გვინდოდა თბილისის სილამაზით დავმტკბარიყავით. შემდეგ კი რომში წავიდოდით, შენგენის ვიზა წინასწარ გვქონდა აღებული" - იხსენებდა გამოცემასთან მოიზ რაჯკოტვალა.

როცა ინდოეთის მოქალაქე ყვებოდა, ელექტრონული ვიზა ნიუ დელში არსებულ საქართველოს საელჩოში აიღეს. აეროპორტში საიმიგრაციო სამსახურმა ყველა დოკუმენტი შეამოწმეს - პასპორტები, ავიაბილეთები, სასტუმროს ჯავშანი, ტურისტული დაზღვევა... ყველაფერი წესრიგში იყო.

"შემდეგ შეგვეკითხნენ, გვქონდა თუ არა ამერიკული ვიზები. ვუთხარით, რომ ორს გვაქვს. ნახევარი საათის შემდეგ გვითხრეს, რომ ჩვენ საქართველოში შესვლა გვეკრძალებოდა და ისევ მუმბაიში უნდა დავბრუნებულიყავით... გვითხრეს, იმიტომ გაბრუნებთ უკან, რომ თბილისში საცხოვრებლად საკმარისი ფული არ გაქვთო. არადა, მე თან მქონდა 1500 ევრო ნაღდი ფულის სახით, ხოლო ჩემი საკრედიტო ბარათით შემეძლო ბანკიდან 20 ათასი ევრო გამომეტანა...“ - ინდოეთის მოქალაქე დასძენდა, რომ მას გაუჩნდა შეკითხვა, დეპორტაცია რასობრივი ნიშნით მოხდა თუ არა.

ასევე უნდა გავიხსენოთ გასული წლის ოქტომბერში მომხდარი შემთხვევა, როდესაც გამოცემა The News Minute-ის სტატიაში იმ ინდოელი ტურისტების ისტორია გამოაქვეყნა, რომლებიც საქართველოს საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყანაში არ შემოუშვა და თბილისის აეროპორტიდან უკან, ინდოეთში დააბრუნეს.

სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ ინდოეთის მოქალაქეებს ბილეთები კოჩის აეროპორტში (ქერალას შტატი, სამხრეთი ინდოეთი) ჰქონდათ აღებული დაჯავნის წესით და თბილისში შარჟას გავლით ჩავიდნენ. "როგორც ირკვევა, ინდოელებისთვის შარჟას აეროპორტშიც (არაბთა გაერთიანებული ემირატები) უთქვამთ ჩინოვნიკებს, რომ უკვე ტენდენცია შეიმჩნევა - საქართველოდან ინდოეთის მოქალაქეებს უკან აბრუნებენ და გაითვალისწინეთ - მეტი ტანსაცმელი, წამლები და ორი დღის საკვები პროდუქტები წაიღეთ, რადგან აეროპორტში ლოდინი მოგიწევთო. ინდოელებს თბილისამდე მშვიდობიანად მოუღწევიათ და აეროპორტის შენობაში, საიმიგრაციო სამსახურთან რიგი დაუკავებიათ. თან ამჩნევდნენ, რომ ჩინოვნიკები ინდურ პასპორტებს ეჭვის თვალით უყურებდნენ. თითოეული ცალკე ოთახში მიჰყავდათ და იქ 15-20 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ,“ - განმარტებულია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ „ბევრი მოქალაქე საქართველოს ტრანზიტის ქვეყნად იყენებს აშშ-ში გასამგზავრებლად. ამის გამო საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური პრობლემებიც წარმოიქმნა. ასე რომ, საქართველოს მოქმედება ამერიკის შეერთებული შტატების დასამშვიდებლადაა გამიზნული.“

და ბოლოს უნდა გავიხსენოთ გასულ წელს ინდოეთის კიდევ ერთი მოქალაქის ხუშბუ კაუშალის ისტორია, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერდა თბილისის აეროპორტში მომხდარ შემთხვევაზე - ის 6 საათით გამოკეტეს საჭმლის, წყლის და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მაშინ, როცა მისი მტკიცებით ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა.

„ეს იყო ყველაზე დამამცირებელი ღამე ჩემს ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ემიგრაციის ოფიცერთან კითხვით მივდიოდი, პასუხად ყვირილს ვიღებდი და უხეშად მეუბნებოდნენ, რომ კუთხეში ვმჯდარიყავი. არ ვიცი რაში იყო ჩემი ბრალეულობა, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მარტო ვიყავი და ვხვდებოდი, რომ მოვტყუვდი იმ ინფორმაციით, თითქოს თქვენ ქვეყანაში მეგობრული ხალხია,“ - აღნიშნა კაუშალიმ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში.

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის შემდეგ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც განმარტებული იყო, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მესაზღვრე-კონტროლიორს გააჩნია კანონით მინიჭებული უფლება, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე, როდესაც მოქალაქე არ იძლევა დამაჯერებელ პასუხებს ინტერვიუების დროს ან უფლებამოსილ პირს აძლევს ყალბ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

ნიგერიის მოქალაქის შემთხვევაშიც, რომელსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი რამდენიმე დღის წინ ეთქვა, უწყებამ უარის თქმის მიზეზი შესაბამისი კანონმდებლობით დაასაბუთა.