პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორი - ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით ოთხი პირი ფიგურირებს
პროკურორი - ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით ოთხი პირი ფიგურირებს

ღა­მის კლუ­ბებ­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბულ­თა საქ­მე­ში მოწ­მის სა­ხით 4 პირი ფი­გუ­რი­რებს, - ამის შე­სა­ხებ საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ვახ­ტანგ ცა­ლუ­ღე­ლაშ­ვილ­მა პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს მოწ­მე­ე­ბი არი­ან პი­რე­ბი, რო­მელ­თაც სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან.

"ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი არის 8 პირი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ღა­მის კლუ­ბებ­ში ახ­დენ­დნენ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბის ფაქტს, ყვე­ლა პირი და­კა­ვე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, მათ შო­რის ერთი, ღა­მის კლუ­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია ღა­მის კლუბ­თან. რაც შე­ე­ხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს საქ­მე­ში მო­ი­პო­ვე­ბა რო­გორც მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, ასე­ვე ექ­სპერ­ტი­ზის დაკ­ვნე­ბი, ასე­ვე ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს 4 მოწ­მე, რო­მელ­თაც ითა­ნამ­შრომ­ლეს გა­მო­ძი­ე­ბას­თან. ეს ის პი­რე­ბი არი­ან, ვინც სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ამას­თან, პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაც­ვის მხა­რე ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბას ითხოვს. "პრო­ცე­სის და­ხურ­ვას არ ვა­პი­რებთ. ჩვენ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბას ვი­თხოვთ", - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა.

პროკურორი - ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით ოთხი პირი ფიგურირებს

პროკურორი - ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით ოთხი პირი ფიგურირებს

ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით 4 პირი ფიგურირებს, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ეს მოწმეები არიან პირები, რომელთაც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს ბრალდებულებისგან.

"ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული არის 8 პირი. აღნიშნული პირები ღამის კლუბებში ახდენდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზებას. რაც შეეხება დაკავების ფაქტს, ყველა პირი დაკავებულია სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ერთი, ღამის კლუბის თანამშრომელი დაკავებულია ღამის კლუბთან. რაც შეეხება მტკიცებულებებს საქმეში მოიპოვება როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დაკვნები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. საქმეში ფიგურირებს 4 მოწმე, რომელთაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ეს ის პირები არიან, ვინც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს", - განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, პროკურორის ინფორმაციით, დაცვის მხარე ყველა ბრალდებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. "პროცესის დახურვას არ ვაპირებთ. ჩვენ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ვითხოვთ", - აღნიშნა პროკურორმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ