Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უშვილობის მკურნალობის თანამედროვე გზები რეპროდუქტოლოგ მანანა მგალობლიშვილისგან
უშვილობის მკურნალობის თანამედროვე გზები რეპროდუქტოლოგ მანანა მგალობლიშვილისგან

ქალ­თა და მა­მა­კაც­თა უშ­ვი­ლო­ბა­ზე, მის მი­ზე­ზებ­სა და მკურ­ნა­ლო­ბის გზებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ექი­მი-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნი­სა და უშ­ვი­ლო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ევ­რო­პი­სა და აშშ-ის რეპ­რო­დუქ­ტო­ლოგ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი, მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი:

- რამ­დე­ნად ხში­რია უშ­ვი­ლო­ბის პრობ­ლე­მა? რამ­დენხნი­ა­ნი გა­მოკ­ვლე­ვი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს წყვი­ლი უშ­ვი­ლოდ?

- უშ­ვი­ლო­ბა არის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც, ერთი წელი რე­გუ­ლა­რუ­ლი და­უც­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის მი­უ­ხე­და­ვად, ორ­სუ­ლო­ბა არ ხდე­ბა. სულ რა­ღაც 15 წლის წინ ყო­ვე­ლი მე-9 წყვი­ლი უშ­ვი­ლო იყო, დღეს კი ყო­ვე­ლი მე-6 უშ­ვი­ლოა და ეს ციფ­რი მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა, თუმ­ცა რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც გა­ნუ­წყვეტ­ლივ ვი­თარ­დე­ბა და იხ­ვე­წე­ბა, ეს კი ორ­სუ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ისეთ შემ­თხვე­ვებ­შიც კი იძ­ლე­ვა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რომ იქ­ნე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და მა­მა­კა­ცის უშ­ვი­ლო­ბა და ქა­ლი­სას გა­უ­ტოლ­და.

- გვე­სა­უბ­რეთ უშ­ვი­ლო­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე, დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ზე.

- უშ­ვი­ლო­ბა არ არის ავად­მყო­ფო­ბა და, სხვა მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბის მსგავ­სად, ერ­თი­ა­ნი, სტან­დარ­ტუ­ლი სქე­მით მკურ­ნა­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. უშ­ვი­ლო­ბის ეფექ­ტი­ა­ნად სამ­კურ­ნა­ლოდ, უპირ­ვე­ლე­სად, სა­ჭი­როა მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და/ან გა­მო­რი­ცხვა - ანუ დი­აგ­ნოს­ტი­კა. ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი ამ­ბობს, რომ მას არა­ფე­რი აწუ­ხებს, ყო­ველ­გვა­რი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ი­ტა­რა, ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­შია, მაგ­რამ ორ­სუ­ლო­ბა მა­ინც არ დგე­ბა. მის ის­ტო­რი­ას როცა გა­ვეც­ნო­ბი, აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ წყვილს მარ­თლაც უამ­რა­ვი გა­მოკ­ვლე­ვა აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მთა­ვა­რი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ გა­უ­კე­თე­ბია.

- რო­მე­ლი ძი­რი­თა­დი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უნდა ჩა­ი­ტა­როს ყვე­ლა უშ­ვი­ლო წყვილ­მა?

უპირ­ვე­ლე­სად, წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ ორ­სუ­ლო­ბის მარ­ტი­ვი მე­ქა­ნიზ­მი: ქა­ლის საკ­ვერ­ცხე­ში, ყო­ველ მენსტრუ­ა­ლურ ციკლში, ერთი კვერ­ცხუ­ჯრე­დი მწიფ­დე­ბა, რო­მე­ლიც ციკ­ლის შუა პე­რი­ოდ­ში გა­მო­დის გა­რეთ იმი­სათ­ვის, რომ შეხ­ვდეს სპერ­მა­ტო­ზო­იდს, კვერ­ცხუ­ჯრე­დი ჯერ ხვდე­ბა მუც­ლის ღრუ­ში, შემ­დეგ მილ­ში, სპერ­მა­ტო­ზო­ი­დი კი სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის შე­დე­გად სა­შო­სა და საშ­ვი­ლოს­ნოს გავ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა მილ­ში, სა­დაც კვერ­ცხუ­ჯრე­დი და სპერ­მა­ტო­ზო­ი­დი ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბა და ხდე­ბა გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა. გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დი ჩა­მო­დის საშ­ვი­ლოს­ნო­ში, ემაგ­რე­ბა საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუს კე­დელს და იწყე­ბა ორ­სუ­ლო­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, ორ­სუ­ლო­ბი­სათ­ვის გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უნდა ვა­წარ­მო­ოთ სწო­რედ ამ სამი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით:1. შე­ვა­ფა­სოთ საკ­ვერ­ცხე­ე­ბის ფუნ­ქცია, კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის ხა­რის­ხი, რაც უშუ­ა­ლოდ უკავ­შირ­დე­ბა ქა­ლის ასაკს, ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი ექოს­კო­პია და რამ­დე­ნი­მე ჰორ­მო­ნის გა­მოკ­ვლე­ვა.2. ვიკ­ვლევთ მა­მა­კა­ცის სპერ­მის ხა­რისხს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მა­მა­კაცს მხო­ლოდ ერთი გა­მოკ­ვლე­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბა და ესაა სპერ­მოგ­რა­მა. 3. ესაა ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის, ანუ იმ გა­რე­მოს გა­მოკ­ვლე­ვა, სა­დაც უშუ­ა­ლოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს ორ­სუ­ლო­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი: კვერ­ცხუ­ჯრე­დი­სა და სპერ­მა­ტო­ზო­ი­დის „შეხ­ვედ­რა“, გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა, ემ­ბრი­ო­ნის წარ­მოქ­მნა და მი­მაგ­რე­ბა. რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის სხვა­დას­ხვა მე­თო­დი არ­სე­ბობს, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი ლა­პა­როს­კო­პია და ჰის­ტე­როს­კო­პი­აა.

ინ­ფექ­ცია

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ უშუ­ა­ლოდ ინ­ფექ­ცია არ იწ­ვევს უშ­ვი­ლო­ბას. ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გად ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ორ­გა­ნო­ებ­ში წარ­მო­იქ­მნე­ბა შე­ხორ­ცე­ბე­ბი, რაც შემ­დგომ­ში შე­საძ­ლოა გახ­დეს უშ­ვი­ლო­ბის მი­ზე­ზი. შე­ხორ­ცე­ბა არ არის პა­თო­ლო­გია, ეს ორ­გა­ნიზ­მის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი, ერ­თგვა­რი დაც­ვი­თი რე­აქ­ცი­აა ინ­ფექ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა­ზე _ ინ­ფექ­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ ორ­გა­ნიზ­მი წარ­მოქ­მნის ე. წ. შე­ხორ­ცე­ბით „ბა­რი­ე­რებს“. თუკი აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ხორ­ცე­ბე­ბი გან­ვი­თარ­და ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ორ­გა­ნო­ებ­ში, კერ­ძოდ, მილ­ში, საკ­ვერ­ცხე­ებ­თან, საშ­ვი­ლოს­ნო­ში, შე­საძ­ლოა ხელი შე­უ­შა­ლოს კვერ­ცხუ­ჯრე­დი­სა და სპერ­მა­ტო­ზო­ი­დის გა­და­ად­გი­ლე­ბას, მათ "შეხ­ვედ­რას“, გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას და/ან ემ­ბრი­ო­ნის მი­მაგ­რე­ბას, ამი­ტომ არ შედ­გე­ბა ორ­სუ­ლო­ბა.

ხე­ლოვ­ნუ­რი აბორ­ტი

ხე­ლოვ­ნუ­რი აბორ­ტის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­საძ­ლოა გახ­დეს უშ­ვი­ლო­ბის მი­ზე­ზი, კერ­ძოდ, თუ აბორ­ტის შემ­დეგ გან­ვი­თარ­და შე­ხორ­ცე­ბე­ბი ან და­ზი­ან­და საშ­ვი­ლოს­ნოს ქსო­ვი­ლი. გარ­და ამი­სა, აბორ­ტი ქა­ლის ჰორ­მო­ნუ­ლი სის­ტე­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრე­სია.

ჰორ­მო­ნუ­ლი დარ­ღვე­ვა

ჰორ­მო­ნუ­ლი დარ­ღვე­ვა იწ­ვევს საკ­ვერ­ცხე­ე­ბის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვას, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ანო­ვუ­ლა­ცი­ით - ანუ არ ხდე­ბა კვერ­ცხუ­ჯრე­დის მომ­წი­ფე­ბა და მისი „გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბა“. ამ­რი­გად, ირ­ღვე­ვა ორ­სუ­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ის მარ­ტი­ვი სქე­მა, რო­მელ­ზეც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ, ამი­ტომ არ ხდე­ბა ორ­სუ­ლო­ბა. არ­სე­ბობს მრა­ვა­ლი სა­ხის ჰორ­მო­ნუ­ლი დარ­ღვე­ვა, თუმ­ცა უშ­ვი­ლო­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნე ქა­ლებ­თან მათ­გან ყვე­ლა­ზე ხში­რი პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბის სინ­დრო­მია. მას ახა­სი­ა­თებს სტრუქ­ტუ­რუ­ლად შეც­ვლი­ლი საკ­ვერ­ცხე­ე­ბი, ანო­ვუ­ლა­ცია, მენსტრუ­ა­ცი­ის ხში­რი გა­დაც­დე­ნა, ჭარ­ბი წონა, ჭარბთმი­ა­ნო­ბა. პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბის დროს ორ­სუ­ლო­ბის მიღ­წე­ვა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია იმის გამო, რომ კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ საკ­ვერ­ცხი­დან გა­მოს­ვლას - არ ხდე­ბა ოვუ­ლა­ცია. პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბის მარ­თვი­სას ძი­რი­თა­დად ვი­ყე­ნებთ მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას, ზოგ­ჯერ ლა­პა­როს­კო­პი­ულ ჩა­რე­ვა­საც, მიდ­გო­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბის სწო­რი მარ­თვით ორ­სუ­ლო­ბის მიღ­წე­ვის შან­სი საკ­მა­ოდ დი­დია.

წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად ჟურ­ნალ "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლის" მა­ი­სის ნო­მერ­ში

mkurnali.ge

უშვილობის მკურნალობის თანამედროვე გზები რეპროდუქტოლოგ მანანა მგალობლიშვილისგან

უშვილობის მკურნალობის თანამედროვე გზები რეპროდუქტოლოგ მანანა მგალობლიშვილისგან

ქალთა და მამაკაცთა უშვილობაზე, მის მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე გვესაუბრება ექიმი-რეპროდუქტოლოგი, რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრის ხელმძღვანელი, ევროპისა და აშშ-ის რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მანანა მგალობლიშვილი:

- რამდენად ხშირია უშვილობის პრობლემა? რამდენხნიანი გამოკვლევისა და მკურნალობის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს წყვილი უშვილოდ?

- უშვილობა არის მდგომარეობა, როდესაც, ერთი წელი რეგულარული დაუცველი სქესობრივი კავშირის მიუხედავად, ორსულობა არ ხდება. სულ რაღაც 15 წლის წინ ყოველი მე-9 წყვილი უშვილო იყო, დღეს კი ყოველი მე-6 უშვილოა და ეს ციფრი მუდმივად იზრდება, თუმცა რეპროდუქციული ტექნოლოგიებიც განუწყვეტლივ ვითარდება და იხვეწება, ეს კი ორსულობის საშუალებას ისეთ შემთხვევებშიც კი იძლევა, რამდენიმე წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი რომ იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა მამაკაცის უშვილობა და ქალისას გაუტოლდა.

- გვესაუბრეთ უშვილობის გამომწვევ მიზეზებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე.

- უშვილობა არ არის ავადმყოფობა და, სხვა მრავალი დაავადების მსგავსად, ერთიანი, სტანდარტული სქემით მკურნალობა შეუძლებელია. უშვილობის ეფექტიანად სამკურნალოდ, უპირველესად, საჭიროა მისი გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და/ან გამორიცხვა - ანუ დიაგნოსტიკა. ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტი ამბობს, რომ მას არაფერი აწუხებს, ყოველგვარი გამოკვლევა ჩაიტარა, ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ ორსულობა მაინც არ დგება. მის ისტორიას როცა გავეცნობი, აღმოჩნდება, რომ წყვილს მართლაც უამრავი გამოკვლევა აქვს ჩატარებული, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მთავარი და აუცილებელი არ გაუკეთებია.

- რომელი ძირითადი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ყველა უშვილო წყვილმა?

უპირველესად, წარმოვიდგინოთ ორსულობის მარტივი მექანიზმი: ქალის საკვერცხეში, ყოველ მენსტრუალურ ციკლში, ერთი კვერცხუჯრედი მწიფდება, რომელიც ციკლის შუა პერიოდში გამოდის გარეთ იმისათვის, რომ შეხვდეს სპერმატოზოიდს, კვერცხუჯრედი ჯერ ხვდება მუცლის ღრუში, შემდეგ მილში, სპერმატოზოიდი კი სქესობრივი კონტაქტის შედეგად საშოსა და საშვილოსნოს გავლით გადაადგილდება მილში, სადაც კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს ხვდება და ხდება განაყოფიერება. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჩამოდის საშვილოსნოში, ემაგრება საშვილოსნოს ღრუს კედელს და იწყება ორსულობა.

აღნიშნული სქემის მიხედვით, ორსულობისათვის გამოკვლევები უნდა ვაწარმოოთ სწორედ ამ სამი ძირითადი მიმართულებით:1. შევაფასოთ საკვერცხეების ფუნქცია, კვერცხუჯრედების ხარისხი, რაც უშუალოდ უკავშირდება ქალის ასაკს, ამისათვის საჭიროა გინეკოლოგიური ექოსკოპია და რამდენიმე ჰორმონის გამოკვლევა.2. ვიკვლევთ მამაკაცის სპერმის ხარისხს. როგორც ცნობილია, მამაკაცს მხოლოდ ერთი გამოკვლევა ესაჭიროება და ესაა სპერმოგრამა. 3. ესაა ქალის რეპროდუქციული ორგანოების, ანუ იმ გარემოს გამოკვლევა, სადაც უშუალოდ მიმდინარეობს ორსულობისათვის აუცილებელი მოვლენები: კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის „შეხვედრა“, განაყოფიერება, ემბრიონის წარმოქმნა და მიმაგრება. რეპროდუქციული ორგანოების გამოკვლევის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა ყველაზე ინფორმაციული და ეფექტიანი ლაპაროსკოპია და ჰისტეროსკოპიაა.

ინფექცია

გავრცელებული აზრის მიუხედავად, მინდა აღვნიშნო, რომ უშუალოდ ინფექცია არ იწვევს უშვილობას. ინფექციის შედეგად ქალის რეპროდუქციულ ორგანოებში წარმოიქმნება შეხორცებები, რაც შემდგომში შესაძლოა გახდეს უშვილობის მიზეზი. შეხორცება არ არის პათოლოგია, ეს ორგანიზმის ფიზიოლოგიური, ერთგვარი დაცვითი რეაქციაა ინფექციის არსებობაზე _ ინფექციის საპასუხოდ ორგანიზმი წარმოქმნის ე. წ. შეხორცებით „ბარიერებს“. თუკი აღნიშნული შეხორცებები განვითარდა ქალის რეპროდუქციულ ორგანოებში, კერძოდ, მილში, საკვერცხეებთან, საშვილოსნოში, შესაძლოა ხელი შეუშალოს კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის გადაადგილებას, მათ `შეხვედრას“, განაყოფიერებას და/ან ემბრიონის მიმაგრებას, ამიტომ არ შედგება ორსულობა.

ხელოვნური აბორტი

ხელოვნური აბორტის შედეგად განვითარებული ცვლილებები შესაძლოა გახდეს უშვილობის მიზეზი, კერძოდ, თუ აბორტის შემდეგ განვითარდა შეხორცებები ან დაზიანდა საშვილოსნოს ქსოვილი. გარდა ამისა, აბორტი ქალის ჰორმონული სისტემისთვის მნიშვნელოვანი სტრესია.

ჰორმონული დარღვევა

ჰორმონული დარღვევა იწვევს საკვერცხეების ფუნქციის დარღვევას, რაც გამოიხატება ანოვულაციით - ანუ არ ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება და მისი „გამოთავისუფლება“. ამრიგად, ირღვევა ორსულობისთვის აუცილებელი ის მარტივი სქემა, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, ამიტომ არ ხდება ორსულობა. არსებობს მრავალი სახის ჰორმონული დარღვევა, თუმცა უშვილობის პრობლემის მქონე ქალებთან მათგან ყველაზე ხშირი პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომია. მას ახასიათებს სტრუქტურულად შეცვლილი საკვერცხეები, ანოვულაცია, მენსტრუაციის ხშირი გადაცდენა, ჭარბი წონა, ჭარბთმიანობა. პოლიკისტოზური საკვერცხეების დროს ორსულობის მიღწევა გართულებულია იმის გამო, რომ კვერცხუჯრედები ვერ ახერხებენ საკვერცხიდან გამოსვლას - არ ხდება ოვულაცია. პოლიკისტოზური საკვერცხეების მართვისას ძირითადად ვიყენებთ მედიკამენტურ მკურნალობას, ზოგჯერ ლაპაროსკოპიულ ჩარევასაც, მიდგომა ინდივიდუალურია. პოლიკისტოზური საკვერცხეების სწორი მართვით ორსულობის მიღწევის შანსი საკმაოდ დიდია.

წაიკითხეთ სტატია სრულად ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" მაისის ნომერში

mkurnali.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი