მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია შეწყდა
"თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია შეწყდა

"თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცია, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტთან რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ერთი კვი­რით შე­წყდა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შს მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

რო­გორც შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ბექა წი­ქა­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მათ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს და­ნა­პი­რე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა მის­ცეს. მისი თქმით, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­აკ­ვირ­დე­ბი­ან, რო­გორ წავა პრო­ცე­სე­ბი, შა­ბათს კი გა­ი­მარ­თე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და უფრო დიდი აქ­ცია.

„იცით, რომ ეს ბრძო­ლა არც დღეს დაგ­ვი­წყია და არც ვა­პი­რებთ, რომ ხვალ და­ვას­რუ­ლებთ, თუ რა თქმა უნდა არ მი­ვიყ­ვანთ ბო­ლომ­დე. ამი­ტომ, ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი იქ­ნე­ბა ყო­ველ­თვის ლე­გი­ტი­მუ­რი. თუკი არ შეს­რულ­დე­ბა და­ნა­პი­რე­ბი, ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ბუ­ნებ­რი­ვია პრო­ტესტს. ერ­თკვი­რი­ან ვა­დას ვი­ღებთ იმის­თვის, რომ სა­მუ­შაო პრო­ცესს და­ვაკ­ვირ­დეთ და ვნა­ხოთ, რო­გორ წავა ეს პრო­ცე­სი. შა­ბათს იქ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი აქ­ცია. ვა­ა­ნონ­სებთ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და უფრო დიდ აქ­ცი­ას.

მთე­ლი ამ კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ვი­მუ­შა­ოთ. ვნა­ხოთ, რო­გორ წავა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რამ­დე­ნად კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და რე­ა­ლის­ტუ­რი იქ­ნე­ბა და­პი­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც დღეს მი­ვი­ღეთ. შემ­დეგ მო­ვიქ­ცე­ვით შე­სა­ბა­მი­სად.

მი­დის ან­ტი­პი­ა­რი, მი­დის გა­შა­ვე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი. მე მინ­და ყვე­ლას გთხო­ვოთ, მთე­ლი ეს კვი­რა ვი­მუ­შათ აქ­ტი­ურ კამ­პა­ნი­ებ­ზე იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთხელ და­ვარ­წმუ­ნოთ, რის­თვის ვიბ­რძვით, რომ ჩვენ მარ­თლე­ბი ვართ და ამ სი­მარ­თლეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ“, - გა­ნა­ცხა­და წი­ქა­რიშ­ვილ­მა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად დაშ­ლის და მათი უსაფრ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბის მიზ­ნით, შს მი­ნის­ტრის მი­თი­თე­ბით, მათ­თვის პარ­ლა­მენ­ტის ეზოს კარი გა­ი­ღო. მოძ­რა­ო­ბა „თეთ­რი ხმა­უ­რის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტის ეზო­ში შე­დი­ან, სა­დაც მათ­თვის გან­თავ­სე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­ბუ­სი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სხდე­ბი­ან ავ­ტო­ბუ­სებ­ში, რო­მე­ლიც დგას პარ­ლა­მენ­ტის ეზო­ში და ასე ტო­ვე­ბენ ად­გილს.

გი­ორ­გი გა­ხა­რია მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ აქ­ცი­ა­ზე გა­ვი­და და იქ შეკ­რე­ბი­ლებს მი­მარ­თა. შს მი­ნის­ტრმა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან გა­მოს­ვლა ბო­დი­შით და­ი­წყო.

„თუმ­ცა, მე ვიხ­დი ბო­დიშს არა მხო­ლოდ ჩემი სა­ხე­ლით, არა­მედ თუ რო­მე­ლი­მე თქვენ­განს ან თქვენს უსაფრ­თხო­ე­ბას რის­კი შე­უქ­მნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. ასე­ვე, მინ­და გი­თხრათ და გთხო­ვოთ თქვენ, რომ­ლებ­მაც მი­ა­ყე­ნეთ შე­უ­რა­ცხყო­ფა ფორ­მი­ან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იცავ­დნენ თქვენს უსაფრ­თხო­ე­ბას, ასე­ვე მა­თაც უთხრათ თქვენ ბო­დი­ში“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია შეწყდა

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია შეწყდა

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია, რომელიც პარლამენტთან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ერთი კვირით შეწყდა. გადაწყვეტილება შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.

როგორც შეხვედრის შემდეგ ბექა წიქარიშვილმა აღნიშნა, მათ შინაგან საქმეთა მინისტრს დანაპირების შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა მისცეს. მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან, როგორ წავა პროცესები, შაბათს კი გაიმართება ორგანიზებული და უფრო დიდი აქცია.

„იცით, რომ ეს ბრძოლა არც დღეს დაგვიწყია და არც ვაპირებთ, რომ ხვალ დავასრულებთ, თუ რა თქმა უნდა არ მივიყვანთ ბოლომდე. ამიტომ, ჩვენი პროტესტი იქნება ყოველთვის ლეგიტიმური. თუკი არ შესრულდება დანაპირები, ჩვენ გავაგრძელებთ ბუნებრივია პროტესტს. ერთკვირიან ვადას ვიღებთ იმისთვის, რომ სამუშაო პროცესს დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ წავა ეს პროცესი. შაბათს იქნება გადამწყვეტი აქცია. ვაანონსებთ ორგანიზებულ და უფრო დიდ აქციას.

მთელი ამ კვირის განმავლობაში ჩვენ ვიმუშაოთ. ვნახოთ, როგორ წავა თანამშრომლობის შემოთავაზება, რამდენად კონსტრუქციული და რეალისტური იქნება დაპირებები, რომელიც დღეს მივიღეთ. შემდეგ მოვიქცევით შესაბამისად.

მიდის ანტიპიარი, მიდის გაშავების მცდელობები. მე მინდა ყველას გთხოვოთ, მთელი ეს კვირა ვიმუშათ აქტიურ კამპანიებზე იმისთვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ, რისთვის ვიბრძვით, რომ ჩვენ მართლები ვართ და ამ სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა წიქარიშვილმა.

აქციის მონაწილეების მშვიდობიანად დაშლის და მათი უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, შს მინისტრის მითითებით, მათთვის პარლამენტის ეზოს კარი გაიღო. მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მხარდამჭერები პარლამენტის ეზოში შედიან, სადაც მათთვის განთავსებულია რამდენიმე ავტობუსი. აქციის მონაწილეები სხდებიან ავტობუსებში, რომელიც დგას პარლამენტის ეზოში და ასე ტოვებენ ადგილს.

გიორგი გახარია მოლაპარაკებების შემდეგ აქციაზე გავიდა და იქ შეკრებილებს მიმართა. შს მინისტრმა აქციის მონაწილეებთან გამოსვლა ბოდიშით დაიწყო.

„თუმცა, მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა. ასევე, მინდა გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, რომლებმაც მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ თქვენს უსაფრთხოებას, ასევე მათაც უთხრათ თქვენ ბოდიში“, - განაცხადა გახარიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ