სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრმა აქციაზე ბოდიში მოიხადა და მონაწილეებს მოლაპარაკებების დაწყებას დაჰპირდა
შს მინისტრმა აქციაზე ბოდიში მოიხადა და მონაწილეებს მოლაპარაკებების დაწყებას დაჰპირდა

შს მი­ნის­ტრმა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან გა­მოს­ვლა ბო­დი­შით და­ი­წყო, გი­ორ­გი გა­ხა­რია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბი­ლებს „თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ შე­უ­ერ­თდა. მის გა­მო­ჩე­ნას აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­ძა­ხი­ლე­ბით შეხ­ვდნენ და მი­ნის­ტრის­გან ბო­დი­შის მოხ­და მო­ი­თხო­ვეს.

„ბო­დი­ში. მე ვიხ­დი ბო­დიშს არა მხო­ლოდ ჩემი სა­ხე­ლით, არა­მედ შსს-ს იმ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­ხე­ლი­თაც, თუ რო­მე­ლი­მე მათ­გან­მა თქვენ რის­კი შე­გიქ­მნათ.

ასე­ვე, გთხოვთ, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დოთ ფორ­მა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თქვენს უსაფრ­თხო­ე­ბაც იცავ­დნენ და თქვენ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეთ.

ჩვე­ნი ყვე­ლას სა­ერ­თო ამო­ცა­ნაა, რომ ეს სა­ღა­მო და­ვას­რუ­ლოთ მშვი­დო­ბი­ა­ნად. უკვე მე­ო­რე დღეა, თქვე­ნი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არა­ვის შე­უ­ზღუ­დავს. ყვე­ლა პო­ლი­ცი­ე­ლი ზრუ­ნავ­და თქვენს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე.

ასევე დაგაინტერესებთ
18:02 / 15-05-2018

რა შეიძლება მოჰყვეს გახარიას ბოდიშს?

ახლა, იმის­თვის, რომ ჩვენ მი­ვაღ­წი­ოთ მი­ზანს, რომ ერ­თობ­ლი­ვად ვი­პო­ვოთ სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი რთუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი­დან, უნდა გა­და­ვი­ნაც­ვლოთ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში. გპირ­დე­ბით, რომ ხვალ დი­ლით 10 სა­ათ­ზე თქვენს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავ პა­რას­კევს მომ­ხდა­რი ამ­ბის ყო­ველ წუთს და ყვე­ლა ადა­მი­ანს, რომ­ლის უფ­ლე­ბაც და­ირ­ღვა, უფ­ლე­ბე­ბი აღუდ­გე­ბა.

ასე­ვე გპირ­დე­ბით, რომ ჩვენ კონ­კრე­ტულ შე­დე­გებს მი­ვაღ­წევთ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ვთან­ხმდე­ბით, რომ თუ ეს და­პი­რე­ბე­ბი არ შეს­რულ­დე­ბა, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ამ თა­ვი­სუ­ფალ ქა­ლაქ­ში, თა­ვი­სუ­ფა­ლი პარ­ლა­მენ­ტის წინ შე­ვიკ­რი­ბოთ და ან ვი­ცეკ­ვოთ, ან მო­ვუს­მი­ნოთ მუ­სი­კას.

მინ­და გთხო­ვოთ, და­ვე­მორ­ჩი­ლოთ პო­ლი­ცი­ის მი­თი­თე­ბებს, რათა და­ვიც­ვათ ჩვე­ნი და თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა. ეს პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა სხვა ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო­ე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს მის ორი­ენ­ტა­ცი­ას, რე­ლი­გი­ურ კუთ­ვნი­ლე­ბას და ა.შ.

მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს, ვინც აქ არის შეკ­რე­ბი­ლი. ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვე­ცა­დოთ და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიღ­წე­ვე­ბი და არ უნდა შე­ვი­დეთ კონ­ფლიქ­ტში, რო­მე­ლიც დაგ­ვა­კარ­გი­ნებს დროს. და­ვე­მორ­ჩი­ლოთ ამ წუ­თი­დან პო­ლი­ცი­ის მი­თი­თე­ბებს,“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ნა­ხეთ ვი­დეო

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა დაშ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

შს მინისტრმა აქციაზე ბოდიში მოიხადა და მონაწილეებს მოლაპარაკებების დაწყებას დაჰპირდა

შს მინისტრმა აქციაზე ბოდიში მოიხადა და მონაწილეებს მოლაპარაკებების დაწყებას დაჰპირდა

შს მინისტრმა აქციის მონაწილეებთან გამოსვლა ბოდიშით დაიწყო, გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ შეუერთდა. მის გამოჩენას აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ და მინისტრისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

„ბოდიში. მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ შსს-ს იმ წარმომადგენლების სახელითაც, თუ რომელიმე მათგანმა თქვენ რისკი შეგიქმნათ.

ასევე, გთხოვთ, ბოდიში მოვუხადოთ ფორმაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც თქვენს უსაფრთხოებაც იცავდნენ და თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ.

ჩვენი ყველას საერთო ამოცანაა, რომ ეს საღამო დავასრულოთ მშვიდობიანად. უკვე მეორე დღეა, თქვენი გამოხატვის თავისუფლება არავის შეუზღუდავს. ყველა პოლიციელი ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე.

ახლა, იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ მიზანს, რომ ერთობლივად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი რთული ამოცანებიდან, უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში. გპირდებით, რომ ხვალ დილით 10 საათზე თქვენს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავ პარასკევს მომხდარი ამბის ყოველ წუთს და ყველა ადამიანს, რომლის უფლებაც დაირღვა, უფლებები აღუდგება.

ასევე გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით.

ვთანხმდებით, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ შეგვიძლია ამ თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ შევიკრიბოთ და ან ვიცეკვოთ, ან მოვუსმინოთ მუსიკას.

მინდა გთხოვოთ, დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს, რათა დავიცვათ ჩვენი და თანამოქალაქეების უსაფრთხოება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სხვა ამოცანა იქნება უმნიშვნელო, რადგან თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის ორიენტაციას, რელიგიურ კუთვნილებას და ა.შ.

მინდა მივმართო ყველა თანამოქალაქეს, ვინც აქ არის შეკრებილი. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ და შევინარჩუნოთ თავისუფლების მიღწევები და არ უნდა შევიდეთ კონფლიქტში, რომელიც დაგვაკარგინებს დროს. დავემორჩილოთ ამ წუთიდან პოლიციის მითითებებს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნახეთ ვიდეო

მინისტრის განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები