პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელმაც ცნობილი ქართველი მოდელები აღმოაჩინა - ნატა სამადალაშვილი გარდაიცვალა
ქალი, რომელმაც ცნობილი ქართველი მოდელები აღმოაჩინა - ნატა სამადალაშვილი გარდაიცვალა

ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნატა სა­მა­და­ლაშ­ვი­ლი.

ნატა სა­მა­და­ლაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი იყო, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო შექ­მნა. "ნა­ტა­ლის" ქარ­თუ­ლი მო­დის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უზარ­მა­ზა­რი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. არა­ერ­თი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლია, სწო­რედ ნატა სა­მა­და­ლაშ­ვილ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა. თაკო ჩხე­ი­ძე, თიკა ფა­ცა­ცია, კრის­ტი ყიფ­ში­ძე, ლიკა კვა­რა­ცხე­ლია, თა­მუ­ნა გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი, ლიკა ქორ­ქია - ქარ­თულ პო­დი­უმ­ზე უამ­რავ­მა ცნო­ბილ­მა სა­ხემ, წლე­ბის წინ სწო­რედ სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლი­ში" და­ი­წყო სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა.

მო­დე­ლე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და მო­დის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოთ­ქვა­მენ წუ­ხილს ნატა სა­მა­და­ლაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

"ნა­ტა­ლი" 2017 წელს 25 წლის გახ­და. ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჟურ­ნალ­მა "ბო­მონდმა" სპე­ცი­ა­ლუ­რი ფო­ტო­სე­სია მო­ა­წყო, რო­მელ­შიც 90-იანი და 2000-იანი წლე­ბის ყვე­ლა ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

"ნა­ტა­ლის" შექ­მნის იდეა და­მე­ბა­და 90-იან წლებ­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია და­ი­წყო. ამ დრო­ი­სათ­ვის ჩვენს ბა­ზარ­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და "მო­დე­ლე­ბის~ სახ­ლი, სა­დაც მე დამ­დგმელ ქო­რე­ოგ­რა­ფად ვმუ­შა­ობ­დი. გა­დავ­წყვი­ტე, გა­მეხ­სნა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად და გო­გო­ნე­ბის­თვის მი­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, იმ რთულ პე­რი­ოდ­ში და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნათ თავი, რო­გორც მო­დე­ლებს. ჩვენ ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით შევ­ძე­ლით სტე­რე­ო­ტი­პის დამ­სხვრე­ვა, რაც იმ პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბობ­და მო­დე­ლის პრო­ფე­სი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში...

"ნა­ტა­ლიმ" 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნა სა­კუ­თა­რი მე­თო­დი, რომ­ლი­თაც გო­გო­ნებს ვეხ­მა­რე­ბით ის­წავ­ლონ არა მარ­ტო სი­ა­რუ­ლი, არა­მედ ყვე­ლა­ფე­რი, რაც სრულ­ყო­ფი­ლი ქა­ლის­თვის არის სა­ჭი­რო. ჩემი დე­ვი­ზია, მო­დე­ლებ­მა არა მარ­ტო სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზე აჩ­ვე­ნონ, არა­მედ ინ­ტე­ლექ­ტიც!" - იხ­სე­ნებ­და "ბო­მონდთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ნატა სა­მა­და­ლაშ­ვი­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქალი, რომელმაც ცნობილი ქართველი მოდელები აღმოაჩინა - ნატა სამადალაშვილი გარდაიცვალა

ქალი, რომელმაც ცნობილი ქართველი მოდელები აღმოაჩინა - ნატა სამადალაშვილი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სამოდელო სააგენტო "ნატალის" დამფუძნებელი ნატა სამადალაშვილი.

ნატა სამადალაშვილი პირველი ქართველი ქალი იყო, რომელმაც საქართველოში სამოდელო სააგენტო შექმნა. "ნატალის" ქართული მოდის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვის. არაერთი ულამაზესი გოგონა, რომელიც დღეს წარმატებული მოდელია, სწორედ ნატა სამადალაშვილმა აღმოაჩინა. თაკო ჩხეიძე, თიკა ფაცაცია, კრისტი ყიფშიძე, ლიკა კვარაცხელია, თამუნა გაბრიელაშვილი, ლიკა ქორქია - ქართულ პოდიუმზე უამრავმა ცნობილმა სახემ, წლების წინ სწორედ სააგენტო "ნატალიში" დაიწყო სამოდელო კარიერა.

მოდელები, დიზაინერები და მოდის სფეროს წარმომადგენლები სოციალურ ქსელში გამოთქვამენ წუხილს ნატა სამადალაშვილის გარდაცვალების გამო.

"ნატალი" 2017 წელს 25 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჟურნალმა "ბომონდმა" სპეციალური ფოტოსესია მოაწყო, რომელშიც 90-იანი და 2000-იანი წლების ყველა ცნობილი მოდელი იღებდა მონაწილეობას.

"ნატალის" შექმნის იდეა დამებადა 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში რესტრუქტურიზაცია დაიწყო. ამ დროისათვის ჩვენს ბაზარზე აქტიურად მუშაობდა `მოდელების~ სახლი, სადაც მე დამდგმელ ქორეოგრაფად ვმუშაობდი. გადავწყვიტე, გამეხსნა სამოდელო სააგენტო ჩემს მეგობრებთან ერთად და გოგონებისთვის მიმეცა საშუალება, იმ რთულ პერიოდში დაემკვიდრებინათ თავი, როგორც მოდელებს. ჩვენ ერთიანი ძალებით შევძელით სტერეოტიპის დამსხვრევა, რაც იმ პერიოდში არსებობდა მოდელის პროფესიასთან მიმართებაში...

"ნატალიმ" 25 წლის განმავლობაში შექმნა საკუთარი მეთოდი, რომლითაც გოგონებს ვეხმარებით ისწავლონ არა მარტო სიარული, არამედ ყველაფერი, რაც სრულყოფილი ქალისთვის არის საჭირო. ჩემი დევიზია, მოდელებმა არა მარტო საკუთარი სილამაზე აჩვენონ, არამედ ინტელექტიც!" - იხსენებდა "ბომონდთან" ინტერვიუში ნატა სამადალაშვილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ