პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალაჰ აკბარს" ყვიროდა და დანას იქნევდა... - ვინ არის 20 წლის ჩეჩენი, რომელიც პარიზში განხორციელებული თავდასხმისთვის მოკლეს
"ალაჰ აკბარს" ყვიროდა და დანას იქნევდა... - ვინ არის 20 წლის ჩეჩენი, რომელიც პარიზში განხორციელებული თავდასხმისთვის მოკლეს

12 მა­ისს, სა­ღა­მოს პა­რიზ­ში, მონ­სი­ნის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" აიღო.

პა­რი­ზის პო­ლი­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ტე­რაქ­ტის შე­დე­გად, 13 მა­ი­სის გამ­თე­ნი­ი­სას ერთი ადა­მი­ა­ნი, 29 წლის პა­რი­ზე­ლი ფრან­გი და­ი­ღუ­პა, ოთხი კი და­შავ­და.

და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი, რო­მე­ლიც გამ­ვლე­ლებს თავს და­ეს­ხა, "ალაჰ აკბარს" ყვი­რო­და. 10 წუთ­ში ად­გილ­ზე პო­ლი­ცია მი­ვი­და, მათ თავ­დამ­სხმელს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს და ად­გილ­ზე­ვე გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს.

და­შა­ვე­ბუ­ლი ოთხი ადა­მი­ა­ნი­დან ორის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ტვი­ტერ­ზე" კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და გა­ნა­ცხდა, რომ საფ­რან­გე­თი ტე­რო­რიზმს ვე­რას­დროს შე­ე­გუ­ე­ბა.

საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ხამ­ზატ აზი­მო­ვია, რო­მელ­მაც საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 2010 წელს მი­ი­ღო. აზი­მო­ვის მშობ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე და­კი­თხეს და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ აიყ­ვა­ნეს.

"ერთ-ერთი დაჭ­რი­ლის მდგო­მა­რო­ე­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა, მას სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და, თუმ­ცა არ ვი­ცით, რამ­დე­ნად არ­სე­ბობს გა­დარ­ჩე­ნი შან­სი, ასე­ვე სიკ­ვდილს ებ­რძვის კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი. და­ნარ­ჩე­ნი ორის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა", - აცხა­დებს ფრან­გულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში შს მი­ნის­ტრი, ჟერ­არ კო­ლო­ნი, რო­მელ­მაც დაჭ­რი­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის ერთ-ერთი ქა­ლია.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩე­ჩე­ნი ტე­რო­რის­ტი ოჯახ­მა საფ­რან­გეთ­ში თავ­შე­სა­ფა­რი წლე­ბის წინ ითხო­ვა და იქ დღემ­დე ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სით ცხოვ­რო­ბენ. თვითმხილ­ვევ­ლის თქმით, წვე­რი­ა­ნი, შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი ახალ­გაზ­რდა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გამ­ვლე­ლებ­ში შე­ვარ­და და გა­ურ­კვე­ვე­ლი ფრა­ზის ყვი­რი­ლით, ადა­მი­ა­ნებს და­ნით და­ე­რია.

“მისი იდენ­ტი­კი­ფი­კა­ცია თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბით მოხ­და, რად­გან მას პი­რა­დი დო­კუ­მენ­ტე­ბი თან არ ჰქონ­და”, - France Presse.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გეთ­ში 15-მდე ტე­რაქ­ტი მოხ­და და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ჩე­ჩე­ნი ტე­რო­რის­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით. “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო” ტე­რაქ­ტე­ბის ახალ ტალ­ღას აა­ნონ­სებს და აკონ­კრე­ტებს, რომ სა­მიზ­ნე ევ­რო­პა იქ­ნე­ბა.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ალაჰ აკბარს" ყვიროდა და დანას იქნევდა... - ვინ არის 20 წლის ჩეჩენი, რომელიც პარიზში განხორციელებული თავდასხმისთვის მოკლეს

"ალაჰ აკბარს" ყვიროდა და დანას იქნევდა... - ვინ არის 20 წლის ჩეჩენი, რომელიც პარიზში განხორციელებული თავდასხმისთვის მოკლეს

12 მაისს, საღამოს პარიზში, მონსინის ქუჩაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

პარიზის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტერაქტის შედეგად, 13 მაისის გამთენიისას ერთი ადამიანი, 29 წლის პარიზელი ფრანგი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

დანით შეიარაღებული პირი, რომელიც გამვლელებს თავს დაესხა, "ალაჰ აკბარს" ყვიროდა. 10 წუთში ადგილზე პოლიცია მივიდა, მათ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზევე გაანეიტრალეს.

დაშავებული ოთხი ადამიანიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომხდართან დაკავშირებით "ტვიტერზე" კომენტარი გააკეთა და განაცხდა, რომ საფრანგეთი ტერორიზმს ვერასდროს შეეგუება.

საფრანგეთის პოლიციის ცნობით, დანით შეიარაღებული პირი 1997 წელს დაბადებული ხამზატ აზიმოვია, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა 2010 წელს მიიღო. აზიმოვის მშობლები ადგილობრივმა სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს და მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს.

"ერთ-ერთი დაჭრილის მდგომაროება უკიდურესად მძიმეა, მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა არ ვიცით, რამდენად არსებობს გადარჩენი შანსი, ასევე სიკვდილს ებრძვის კიდევ ერთი ადამიანი. დანარჩენი ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა", - აცხადებს ფრანგულ მედიასთან საუბარში შს მინისტრი, ჟერარ კოლონი, რომელმაც დაჭრილები მოინახულა. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ქალია.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ჩეჩენი ტერორისტი ოჯახმა საფრანგეთში თავშესაფარი წლების წინ ითხოვა და იქ დღემდე ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობენ. თვითმხილვევლის თქმით, წვერიანი, შავებში ჩაცმული ახალგაზრდა მოულოდნელად გამვლელებში შევარდა და გაურკვეველი ფრაზის ყვირილით, ადამიანებს დანით დაერია.

“მისი იდენტიკიფიკაცია თითის ანაბეჭდებით მოხდა, რადგან მას პირადი დოკუმენტები თან არ ჰქონდა”, - France Presse.

ბოლო წლების განმავლობაში საფრანგეთში 15-მდე ტერაქტი მოხდა და უმეტეს შემთხვევაში ჩეჩენი ტერორისტების ორგანიზებით. “ისლამური სახელმწიფო” ტერაქტების ახალ ტალღას აანონსებს და აკონკრეტებს, რომ სამიზნე ევროპა იქნება.

გამარჯვება, რომელმაც ფეხბურთის ფანებს კორონავირუსი დაავიწყა - რა ხდებოდა ლივერპულში, როცა ცნობილი კლუბი 30 წლის შემდეგ პირველად გახდა ჩემპიონი

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოები)

პაკისტანში 150 მფრინავი დააკავეს - "გასულ თვეს ყალბი ლიცენზიის მქონე პილოტის შეცდომას 97 ადამიანი ემსხვერპლა"