მსოფლიოში არსებული ბიტკოინების დაახლოებით 7% კომპანია „ჰაპოს“ სერვერებში ინახება, რომელიც შვეიცარიის მთებში, ყოფილ სამხედრო ბუნკერშია განთავსებული. ამ მოცულობის კრიპტოვალუტის ღირებულება შეფასებულია დაახლოებით 10 მილიარდ დოლარად, - წერს გამოცემა Bloomberg-ის წყაროზე დაყრდნობით.
აღნიშნული ბუნკერი წარმოადგენს ბიტკოინების ე.წ. ცივ საცავს - მასში კრიპტოვალუტა ინახება ოფლაინის რეჟიმში, რაც მისი მოპარვის შესაძლებლობას მინიმუმამდე წევს. რომ მიიღონ საკუთარი ბიტკოინები მსგავსი საცავიდან, „ჰაპოს“ კლიენტს სჭირდება ორი დღე, ამ დროის განმავლობაში კომპანია ამოწმებს კლიენტის ვინაობას და კრიპტოვალუტის გადატანის მოთხოვნის სამართლიანობას. ამის შემდეგ „ჰაპო“ ხელით აწარმოებს ტრანზაქციას პრივატული გასაღებების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ბუნკერის სხვადასხვა ლოკაციაზე.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში რიო-დე-ჟანეიროში მძარცველები თავს დაესხნენ კრიპტოვალუტებით მოვაჭრე ობიექტს. დამნაშავეებმა გაკოჭეს მფლობელი და იარაღის მუქარით მისგან მოითხოვეს ბიტკოინები, თუმცა მფლობელმა განუცხადა, რომ მისი ციფრული ვალუტა რეალურად სხვაგან იყო განთავსებული. საბოლოოდ კი მძარცველებმა მხოლოდ მცირე ოდენობის ფული და 31 ათასი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს.
კოკა კვირკველია