სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამომხმარებლო სესხის ვადიანობა შესაძლოა შეიცვალოს - რა გავლენას მოახდენს სიახლე მომხმარებელზე
სამომხმარებლო სესხის ვადიანობა შესაძლოა შეიცვალოს - რა გავლენას მოახდენს სიახლე მომხმარებელზე

სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხის ვა­დი­ა­ნო­ბა შე­საძ­ლოა შე­იც­ვა­ლოს. ამის შე­სა­ხებ, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის „ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე სეს­ხე­ბის გა­ცე­მის შე­სა­ხებ დე­ბუ­ლე­ბის" პრო­ექ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი. დო­კუ­მენ­ტი სეს­ხის გა­ცე­მის კრი­ტე­რი­უ­მებს ად­გენს, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბაც დე­ბუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის რე­გუ­ლი­რე­ბი­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ მყო­ფი სეს­ხის გამ­ცე­მი ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა.

კერ­ძოდ, სებ-ის სა­მუ­შაო დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი მაქ­სი­მუმ 4 წლის ვა­დით გა­ი­ცე­მა, მა­შინ როცა დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხის მაქ­სი­მა­ლუ­რი ვადა 5 წელი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა იპო­თე­კურ და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ სეს­ხებს, მათი მაქ­სი­მა­ლუ­რი ვადა შე­სა­ბა­მი­სად, 20 და 10 წელი იქ­ნე­ბა.

რო­გორც „სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის“ სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის ექ­სპერ­ტმა ანი ალი­ბე­გაშ­ვილ­მა „ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, სებ-ის სა­მუ­შაო დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ფაქ­ტობ­რი­ვად არ იც­ვლე­ბა იპო­თე­კუ­რი და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სეს­ხე­ბის ვა­დი­ა­ნო­ბა.

„რო­გორც წესი, იპო­თე­კუ­რი სეს­ხი 20 წელ­ზე მეტი ვა­დით არ გა­ი­ცე­მო­და. ძი­რი­თა­დად ამ ტი­პის სეს­ხე­ბის ვა­დი­ა­ნო­ბა 10-15 წელი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ სეს­ხებს, მათი ვა­დი­ა­ნო­ბა, რო­გორც წესი, 7-10 წელი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ტი­პის სეს­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფე­რი იც­ვლე­ბა,“-აღ­ნიშ­ნა ალი­ბე­გაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­ლე­ნას, ალი­ბე­გაშ­ვი­ლის თქმით, ვა­დი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის შემ­ცი­რე­ბას­თან ერ­თად, სეს­ხის ოდე­ნო­ბას შე­ამ­ცი­რებს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

სამომხმარებლო სესხის ვადიანობა შესაძლოა შეიცვალოს - რა გავლენას მოახდენს სიახლე მომხმარებელზე

სამომხმარებლო სესხის ვადიანობა შესაძლოა შეიცვალოს - რა გავლენას მოახდენს სიახლე მომხმარებელზე

სამომხმარებლო სესხის ვადიანობა შესაძლოა შეიცვალოს. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების" პროექტშია აღნიშნული. დოკუმენტი სესხის გაცემის კრიტერიუმებს ადგენს, რომელთა შესრულებაც დებულების დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის სავალდებულო იქნება.

კერძოდ, სებ-ის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 4 წლის ვადით გაიცემა, მაშინ როცა დღეის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა 5 წელი იყო. რაც შეეხება იპოთეკურ და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, მათი მაქსიმალური ვადა შესაბამისად, 20 და 10 წელი იქნება.

როგორც „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა ანი ალიბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სებ-ის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, ფაქტობრივად არ იცვლება იპოთეკური და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ვადიანობა.

„როგორც წესი, იპოთეკური სესხი 20 წელზე მეტი ვადით არ გაიცემოდა. ძირითადად ამ ტიპის სესხების ვადიანობა 10-15 წელი იყო. რაც შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, მათი ვადიანობა, როგორც წესი, 7-10 წელი იყო. შესაბამისად, ამ ტიპის სესხებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, არაფერი იცვლება,“-აღნიშნა ალიბეგაშვილმა.

რაც შეეხება გავლენას, ალიბეგაშვილის თქმით, ვადიანობის შემცირება სესხის მომსახურების კოეფიციენტის შემცირებასთან ერთად, სესხის ოდენობას შეამცირებს. განაგრძეთ კითხვა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ