მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს ნარკოტრეფიკთან ბრძოლის 5 თვიანი მონაცემები - ამოღებულია 9 კგ ჰეროინი, 1 კგ და 200 გრ კოკაინი და ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი
შსს-ს ნარკოტრეფიკთან ბრძოლის 5 თვიანი მონაცემები - ამოღებულია 9 კგ ჰეროინი, 1 კგ და 200 გრ კოკაინი და ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტ „ვა­ლეს“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტი აღ­კვე­თეს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, კვლავ აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლას.

„ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის არა­ერ­თი ფაქ­ტი გახ­სნეს და ათო­ბით ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი და­ა­კა­ვეს. ამ­ჯე­რად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი „ვა­ლეს“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტი აღ­კვე­თეს. და­კა­ვე­ბუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლია 1 კილო და 500 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰა­ში­ში“. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით და 262-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ირა­ნის რეს­პუბ­ლი­კის ორი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. ამო­ღე­ბუ­ლია 730 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ჰე­რო­ი­ნი და 14 აბი „მე­ტა­დო­ნი“. და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით და 262-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით.

პო­ლი­ცი­ამ, ასე­ვე, ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე დიდი ოდე­ნო­ბით „ჰა­ში­შის“ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 5-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩხრე­კი­სას, 2 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ჰა­ში­ში ამო­ი­ღეს, რო­მე­ლიც, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, 1,4823 გრამ ტეტ­რა­ჰიდ­რო­კა­ნა­ბი­ნოლს შე­ი­ცავს. გა­მო­ძი­ე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი იან­ვრი­დან 10 მა­ი­სამ­დე, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, უკა­ნო­ნო ბრუნ­ვი­დან ამო­ი­ღო გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა: 9 კი­ლომ­დე ჰე­რო­ი­ნი, 1 კილო და 200 გრა­მი კო­კა­ი­ნი, 500 გრა­მი ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, მათ შო­რის, ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის შემ­ცვე­ლი 5 000 აბი, ასე­ვე, 1 კილო და 700 გრა­მი სინ­თე­ტი­კუ­რი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მდმა“ და 850 გრა­მი სხვა­დას­ხვა სა­ხის ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

შსს-ს ნარკოტრეფიკთან ბრძოლის 5 თვიანი მონაცემები - ამოღებულია 9 კგ ჰეროინი, 1 კგ და 200 გრ კოკაინი და ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი

შსს-ს ნარკოტრეფიკთან ბრძოლის 5 თვიანი მონაცემები - ამოღებულია 9 კგ ჰეროინი, 1 კგ და 200 გრ კოკაინი და ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარ პროკურატურასთან ერთად, კვლავ აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.

„ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი გახსნეს და ათობით ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამჯერად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ამოღებულია 730 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 14 აბი „მეტადონი“. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

პოლიციამ, ასევე, ირანის მოქალაქე დიდი ოდენობით „ჰაშიშის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ჰაშიში ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,4823 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 10 მაისამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 9 კილომდე ჰეროინი, 1 კილო და 200 გრამი კოკაინი, 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი, ასევე, 1 კილო და 700 გრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 850 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს