საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ესკალაციის თავიდან ასაცილებლად გადავინაცვლებთ ოფისში" - რა ვითარებაა პარლამენტთან
"ესკალაციის თავიდან ასაცილებლად გადავინაცვლებთ ოფისში" - რა ვითარებაა პარლამენტთან

კარ­ვე­ბის დაშ­ლა იყო უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა და ამა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს პა­სუხს მოვ­თხოვთ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს „თეთ­რი ხმა­უ­რის“ მოძ­რა­ო­ბის ლი­დერ­მა ბექა წი­ქა­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა დღეს დი­ლით და­კა­ვე­ბუ­ლებს, წი­ქა­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ ყო­ფი­ლან.

"რო­გორც გა­ვი­გე ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ იყ­ვნენ და მათ ერ­თმა­ნეთ­ში და­პი­რის­პი­რე­ბათ მო­უ­ვი­დათ. კარ­ვე­ბი აშა­ლეს და არა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი არ არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს კარ­ვე­ბის გაშ­ლას უკ­რძა­ლავს. ეს იყო უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა და ამა­ზე პა­სუხს გავ­ცემთ. ამ ეტაპ­ზე ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად გა­და­ვი­ნაც­ვლებთ ოფის­ში და­გეგ­მა­რე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და წი­ქა­რიშ­ვილ­მა.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ დად­გმუ­ლი კარ­ვე­ბი უკვე აი­ღეს. თავ­და­პირ­ვე­ლად პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შეკ­რე­ბი­ლებს კარ­ვე­ბის აღე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს, თუმ­ცა უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ კარ­ვე­ბის დაშ­ლა თვი­თონ­ვე და­ი­წყეს.თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ 5 კა­რა­ვი წუ­ხელ დად­გეს. „თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი 12 მა­ისს კლუბ “ბა­სი­ან­სა” და კლუბ “გა­ლე­რი­ში” ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. მათ 4 მო­თხოვ­ნა აქვთ: „პირ­ვე­ლი - თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა; მე­ო­რე - გა­დად­გეს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია; მე­სა­მე - და­ი­სა­ჯოს ძა­ლა­დობ­რივ ოპე­რა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა პირი; მე­ო­თხე - დად­გეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი“. უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ეკი­პა­ჟი და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ესკალაციის თავიდან ასაცილებლად გადავინაცვლებთ ოფისში" - რა ვითარებაა პარლამენტთან

"ესკალაციის თავიდან ასაცილებლად გადავინაცვლებთ ოფისში" - რა ვითარებაა პარლამენტთან

კარვების დაშლა იყო უკანონო ქმედება და ამაზე სამართალდამცველებს პასუხს მოვთხოვთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება დღეს დილით დაკავებულებს, წიქარიშვილის ინფორმაციით, ისინი აქციის მონაწილეები არ ყოფილან.

"როგორც გავიგე ეს ადამიანები აქციის მონაწილეები არ იყვნენ და მათ ერთმანეთში დაპირისპირებათ მოუვიდათ. კარვები აშალეს და არანაირი კანონი არ არსებობს, რომლებიც ადამიანებს კარვების გაშლას უკრძალავს. ეს იყო უკანონო ქმედება და ამაზე პასუხს გავცემთ. ამ ეტაპზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად გადავინაცვლებთ ოფისში დაგეგმარებისთვის", - განაცხადა წიქარიშვილმა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარვები უკვე აიღეს. თავდაპირველად პოლიციის წარმომადგენლებმა შეკრებილებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ კარვების დაშლა თვითონვე დაიწყეს.თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 5 კარავი წუხელ დადგეს. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები 12 მაისს კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათ 4 მოთხოვნა აქვთ: „პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ