საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცოპერაციის დროს დაკავებულ რამდენიმე პირს ბრალი წარუდგინეს
სპეცოპერაციის დროს დაკავებულ რამდენიმე პირს ბრალი წარუდგინეს

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში გუ­შინ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბულ რამ­დე­ნი­მე პირს ბრა­ლი უკვე წა­უ­ყე­ნეს. თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე ად­ვო­კატ­მა უკვე და­ტო­ვა. ად­ვო­კატ ნინო ლა­ლი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ პირს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-5 და მე-6 ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 8-დან 20 წლამ­დე ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“იგი ამ ეტაპ­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. მას კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კის, ე.წ. ექ­სტა­ზის დიდი ოდე­ნო­ბით შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბა ედე­ბა ბრა­ლად. იგი ბრალს არ აღი­ა­რებს, ვე­ლო­დე­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გად­მო­ცე­მას”, - გა­ნა­ცხა­და ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პირი დიღ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რო­დე­საც ის და­ა­კა­ვეს. ჩხრე­კი­სას მას არა­ნა­ი­რი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა არ აღ­მო­აჩ­ნდა.

“ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პირი არის გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და ბევ­რს ვერ სა­უბ­რობს”, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ გა­ი­მარ­თე­ბა. ად­ვო­კა­ტი მო­ი­თხოვს გი­რა­ოს ან აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას.შე­გახ­სე­ნებთ, რომ წუ­ხელ კლუბ “ბა­სი­ან­სა“ და კაფე “გა­ლე­რი­ში“ სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და, რის შე­დე­გა­დაც შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 8 პირი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

სპეცოპერაციის დროს დაკავებულ რამდენიმე პირს ბრალი წარუდგინეს

სპეცოპერაციის დროს დაკავებულ რამდენიმე პირს ბრალი წარუდგინეს

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ სპეცოპერაციის დროს დაკავებულ რამდენიმე პირს ბრალი უკვე წაუყენეს. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა რამდენიმე ადვოკატმა უკვე დატოვა. ადვოკატ ნინო ლალიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილით წარუდგინეს, რაც თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ითვალისწინებს.

“იგი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მას კლუბური ნარკოტიკის, ე.წ. ექსტაზის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა-გასაღება ედება ბრალად. იგი ბრალს არ აღიარებს, ველოდებით მტკიცებულებების გადმოცემას”, - განაცხადა ლალიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დიღმის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ის დააკავეს. ჩხრეკისას მას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოაჩნდა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არის გაოგნებული და ბევრს ვერ საუბრობს”, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. ადვოკატი მოითხოვს გირაოს ან აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას.შეგახსენებთ, რომ წუხელ კლუბ “ბასიანსა“ და კაფე “გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში ბრალდებული 8 პირი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ