მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განცხადებას ავრცელებენ
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განცხადებას ავრცელებენ

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, გუ­შინ, ღა­მის კლუ­ბებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ მას­შტა­ბურს ოპე­რა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ 12 მა­ისს, შუა ღა­მით, თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე კლუბ­ში ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მას­შტა­ბუ­რი სა­პო­ლი­ციო ოპე­რა­ცი­ი­სა და შემ­დგომ­ში, პო­ლი­ცი­ის მიერ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სპონ­ტა­ნუ­რად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მა­სობ­რი­ვი და თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბის, ასე­ვე შეკ­რე­ბის­თვის ხელ­შეშ­ლი­სა და ღირ­სე­ბის­შემ­ლა­ხა­ვი მო­პყრო­ბის ინ­ცი­დენ­ტე­ბის გამო.

"გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის 10 მა­ი­სის სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო სან­ქცია თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე კლუ­ბის ტე­რი­ტო­რი­ის ჩხრე­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით. 12 მა­ისს ჩხრე­კის ოპე­რა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მას­შტა­ბუ­რი სა­პო­ლი­ციო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გვი­ან ღა­მით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რო­დე­საც კლუ­ბებ­ში ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი იყო თავ­შეყ­რი­ლი. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­წყე­ბი­სას კლუ­ბე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის გაყ­ვა­ნა ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ღირ­სე­ბის­შემ­ლა­ხავ პი­რო­ბებ­ში მოხ­და, ხოლო, შე­სა­ბა­მი­სი კლუ­ბე­ბის მე­სა­კუთ­რე­ებს და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას არ მი­ე­ცათ ჩხრე­კის პრო­ცეს­ში სრულ­ყო­ფი­ლი დას­წრე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

კლუ­ბის გა­რეთ გა­მოყ­ვა­ნი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფ­მა, ისე­ვე რო­გორც მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნებ­მა ბა­სი­ა­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სპონ­ტა­ნუ­რი შეკ­რე­ბა და­ი­წყეს. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბულ შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს პო­ლი­ცია, მათი დიდი რი­ცხვის მი­უ­ხე­და­ვად, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის და­კა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლევ­და და კორ­დო­ნი­თა და აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვით ტრო­ტუ­ა­რებ­ზე, აშ­კა­რად არა­საკ­მა­რის სივ­რცე­ებ­ში აი­ძუ­ლებ­და გან­ლა­გე­ბას. სა­ბო­ლო­ოდ პო­ლი­ცი­ამ ეპი­ზო­დუ­რი და აგ­რე­სი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბის, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მი­მართ არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის და შეკ­რე­ბის ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რის და­კა­ვე­ბით, მო­ა­ხერ­ხა შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ჯგუ­ფე­ბის იზო­ლა­ცია, სხვა­დას­ხვა ქუ­ჩებ­ზე გა­ფან­ტვა და მას­შტა­ბუ­რი კორ­დო­ნით შეკ­რე­ბის ტე­რი­ტო­რი­ის გაწ­მენ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში შეკ­რე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნად და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და პო­ლი­ცია მეტ­წი­ლად თა­ვად ქმნი­და ეს­კა­ლა­ცი­ი­სა და და­კა­ვე­ბის თვით­ნე­ბურ ინ­ცი­დენ­ტებს.

კლუბ ბა­სი­ა­ნის მიმ­დი­ნა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეკ­რე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი დაშ­ლის პი­რო­ბებ­ში, სპონ­ტა­ნუ­რი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც პო­ლი­ცია ასე­ვე ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას, ში­ში­სა და და­უც­ვე­ლო­ბის გა­რე­მოს შექ­მნას შე­ე­ცა­და და ზო­გი­ერთ შემ­თვე­ვა­ში ასე­ვე და­ფიქ­სირ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი.

შეკ­რე­ბებ­ზე ასე­ვე მოხ­და სპონ­ტა­ნუ­რი შეკ­რე­ბის შე­საძ­ლო ლი­დე­რე­ბის და­კა­ვე­ბა, რაც მთლი­ა­ნო­ბა­ში შეკ­რე­ბის დროს პო­ლი­ცი­ის ზო­გა­დი მიდ­გო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრო­ტეს­ტის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის და თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბის და­სუს­ტე­ბის ინ­ტე­რეს­ზე მი­უ­თი­თებ­და.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ ღა­მით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად მოხ­და 40-მდე ადა­მი­ა­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბა. რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა და­კა­ვე­ბის დროს მი­ი­ღო ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბაც. სა­წყის ეტაპ­ზე ჩვენ­თვის რთუ­ლი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა და მათ­თან ად­ვო­კა­ტე­ბის დრო­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ რა­ი­მე ტი­პის ძა­ლა­დო­ბის, ან კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი ამ დრომ­დე არ ფიქ­სირ­დე­ბა.

ცხა­დია, ხელ­მომ­წე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ვი­აზ­რებთ ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბას და ამ კუ­თხით სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. ეს პრო­ცე­სი გავ­ლე­ნი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქსე­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­თა და მათ მი­მართ მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბით უნდა და­ი­წყოს. ამა­ვე დროს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა და არაჰუ­მა­ნუ­რი და დას­ჯა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის ნაც­ვლად, ზრუნ­ვა­ზე და სო­ცი­ა­ლურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი რე­ფორ­მა მმარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა შე­ა­ჩე­რა და ის მხო­ლოდ სა­პო­ლი­ციო რეპ­რე­სი­ის და კრი­მი­ნა­ლის სფე­რო­ში და­ტო­ვა.

შეკ­რე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით მარ­თვის პრობ­ლე­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა, თუმ­ცა, 12 მა­ისს თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან რეპ­რე­სი­უ­ლი აპა­რა­ტის აგ­რე­სი­უ­ლი დე­მონ­სტრი­რე­ბის ცალ­სა­ხა და ბოლო დროს უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა იყო. კლუ­ბე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და პარ­ლა­მენ­ტთან პო­ლი­ცია პე­რი­ო­დუ­ლად, „მიკ­რო სპე­ცო­პე­რა­ცი­ით“ აკა­ვებ­და მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს და რო­გორც წესი, პო­ლი­ცი­ის ამ­გვა­რი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი იყო სწო­რედ სა­მო­ქა­ლა­ქო/პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვის­ტე­ბის მი­მართ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და 8 ადა­მი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და­კა­ვე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­კა­ვე­ბა არ მომ­ხდა­რა სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და ისი­ნი მა­ნამ­დე სხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, კლუ­ბე­ბის ტე­რი­ტო­რის გა­რეთ და­ა­კა­ვეს. ამ პი­რო­ბებ­ში ცხა­დია კი­თხვის ნიშ­ნე­ბი ჩნდე­ბა ამ ფორ­მით და მას­შტა­ბე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­სა და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. კი­თხვის ნიშ­ნე­ბი ჩნდე­ბა ჩხრე­კის გან­ჩი­ნე­ბის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რო­მე­ლიც კლუ­ბე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზო­გა­დი, არა­ინ­დი­ვი­დუ­ლი­ზე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის ჩხრე­კი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის ფარ­თე ჯგუ­ფის უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვის თან­მდევ მა­ღალ რის­კებს შე­ი­ცავ­და.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ხელ­მომ­წე­რე­ბი მო­ვუ­წო­დებთ სა­ხელ­მწი­ფოს:

და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დად­გეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, ვინც და­გეგ­მა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის აშ­კა­რა და უხე­ში უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პო­ლი­ციო ოპე­რა­ცია;სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სა­ვა­რა­უ­დო უკ­ნო­ნო და­კა­ვე­ბის, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის შე­საძ­ლო გა­და­მე­ტე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის ხელ­შეშ­ლის ფაქ­ტებ­ზე;სა­სა­მარ­თლომ და­კა­ვე­ბუ­ლი შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბი­სა და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბის გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვით უზ­რუნ­ველ­ყოს;მთავ­რო­ბამ სა­თა­ნა­დოდ გა­ი­აზ­როს ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა მი­მართ არ­სე­ბუ­ლი მკაც­რი პო­ლი­ტი­კის მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი და რეპ­რე­სი­ა­ზე და დას­ჯა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ნუ­ლი მიდ­გო­მე­ბის ნაც­ვლად, ის სო­ცი­ა­ლურ ზრუნ­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­ხა­დოს. ამას­თან, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მით უზ­რუნ­ველ­ყოს ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან ბრძო­ლა.ხელ­მომ­წე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გა­მოვ­თქვამთ მზად­ყოფ­ნას უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის მსხვერ­პლებს აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ სა­ჭი­რო სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბა. ამას­თან მო­ვუ­წო­დებთ მო­ქა­ლა­ქე­ებს უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ გაგ­ვი­ზი­ა­როთ ინ­ფორ­მა­ცია, რაც სი­ტუ­ა­ცი­ის სრულ­ყო­ფი­ლი შე­ფა­სე­ბი­სა და რე­ა­გი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელს აწე­რენ:

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრი (EMC)", "კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლი", "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო (TI)", "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა (ISFED)", "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლი", "ფონ­დი ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო (OSGF)", "სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა (GDI)", "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია", "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი (IDFI)".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განცხადებას ავრცელებენ

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განცხადებას ავრცელებენ

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, გუშინ, ღამის კლუბებში ჩატარებულ მასშტაბურს ოპერაციას ეხმაურებიან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ 12 მაისს, შუა ღამით, თბილისის რამდენიმე კლუბში ერთდროულად ჩატარებული უპრეცედენტოდ მასშტაბური საპოლიციო ოპერაციისა და შემდგომში, პოლიციის მიერ თბილისის ქუჩებში სპონტანურად ორგანიზებული შეკრების მონაწილეების მასობრივი და თვითნებური დაკავების, ასევე შეკრებისთვის ხელშეშლისა და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ინციდენტების გამო.

"გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 10 მაისის სასამართლო განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო სანქცია თბილისის რამდენიმე კლუბის ტერიტორიის ჩხრეკასთან დაკავშირებით. 12 მაისს ჩხრეკის ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური საპოლიციო ძალის გამოყენებით გვიან ღამით განახორციელა, როდესაც კლუბებში ასეულობით ადამიანი იყო თავშეყრილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დაწყებისას კლუბებიდან ადამიანების გაყვანა ზოგიერთ შემთხვევაში ღირსებისშემლახავ პირობებში მოხდა, ხოლო, შესაბამისი კლუბების მესაკუთრეებს და ადმინისტრაციას არ მიეცათ ჩხრეკის პროცესში სრულყოფილი დასწრების შესაძლებლობა.

კლუბის გარეთ გამოყვანილი ახალგაზრდების ჯგუფმა, ისევე როგორც მასშტაბური სპეცოპერაციებით უკმაყოფილო ადამიანებმა ბასიანის მიმდებარე ტერიტორიაზე სპონტანური შეკრება დაიწყეს. ადგილზე მობილიზებულ შეკრების მონაწილეებს პოლიცია, მათი დიდი რიცხვის მიუხედავად, გზის სავალი ნაწილის დაკავების შესაძლებლობას არ აძლევდა და კორდონითა და აგრესიული ქცევით ტროტუარებზე, აშკარად არასაკმარის სივრცეებში აიძულებდა განლაგებას. საბოლოოდ პოლიციამ ეპიზოდური და აგრესიული მოქმედების, რამდენიმე ადამიანის მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების და შეკრების ზოგიერთი ლიდერის დაკავებით, მოახერხა შეკრების მონაწილეების ჯგუფების იზოლაცია, სხვადასხვა ქუჩებზე გაფანტვა და მასშტაბური კორდონით შეკრების ტერიტორიის გაწმენდა. აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში შეკრება მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა და პოლიცია მეტწილად თავად ქმნიდა ესკალაციისა და დაკავების თვითნებურ ინციდენტებს.

კლუბ ბასიანის მიმდინარე ტერიტორიაზე შეკრების ფაქტობრივი დაშლის პირობებში, სპონტანური აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიცია ასევე ძალის დემონსტრირებას, შიშისა და დაუცველობის გარემოს შექმნას შეეცადა და ზოგიერთ შემთვევაში ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ადამიანის თვითნებური დაკავების ფაქტი.

შეკრებებზე ასევე მოხდა სპონტანური შეკრების შესაძლო ლიდერების დაკავება, რაც მთლიანობაში შეკრების დროს პოლიციის ზოგადი მიდგომების გათვალისწინებით, პროტესტის წინააღმდეგობის და თვითორგანიზების დასუსტების ინტერესზე მიუთითებდა.

ჩვენი ინფორმაციით, გუშინ ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოხდა 40-მდე ადამიანის ადმინისტრაციული წესით დაკავება. რამდენიმე მათგანმა დაკავების დროს მიიღო ფიზიკური დაზიანებაც. საწყის ეტაპზე ჩვენთვის რთული იყო დაკავებული პირების ადგილსამყოფელის დადგენა და მათთან ადვოკატების დროული კომუნიკაციის უზრუნველყოფა. დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულების მიმართ რაიმე ტიპის ძალადობის, ან კანონდარღვევის ფაქტი ამ დრომდე არ ფიქსირდება.

ცხადია, ხელმომწერი ორგანიზაციები ვიაზრებთ ნარკორეალიზაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას და ამ კუთხით სახელმწიფოს ვალდებულებებს. ეს პროცესი გავლენიანი დანაშაულებრივი ქსელების გამოვლენითა და მათ მიმართ მკაცრი რეაგირებით უნდა დაიწყოს. ამავე დროს, აუცილებელია წამალდამოკიდებული პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის არსებითი ცვლილება და არაჰუმანური და დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის ნაცვლად, ზრუნვაზე და სოციალურ რეაბილიტაციაზე ორიენტირებული მიდგომების ამოქმედება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით დაანონსებული რეფორმა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეაჩერა და ის მხოლოდ საპოლიციო რეპრესიის და კრიმინალის სფეროში დატოვა.

შეკრებების ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით მართვის პრობლემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა, 12 მაისს თბილისის ქუჩებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული აპარატის აგრესიული დემონსტრირების ცალსახა და ბოლო დროს უპრეცედენტო შემთხვევა იყო. კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე და პარლამენტთან პოლიცია პერიოდულად, „მიკრო სპეცოპერაციით“ აკავებდა მშვიდობიან მოქალაქეებს და როგორც წესი, პოლიციის ამგვარი ძალისხმევა მიმართული იყო სწორედ სამოქალაქო/პოლიტიკური აქტივისტების მიმართ.

მოგვიანებით შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში განხორციელდა 8 ადამიანის სისხლის სამართლის წესით დაკავება. თუმცა, როგორც მოგვიანებით ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული დაკავება არ მომხდარა სპეცოპერაციის შედეგად და ისინი მანამდე სხვა სიტუაციაში, კლუბების ტერიტორის გარეთ დააკავეს. ამ პირობებში ცხადია კითხვის ნიშნები ჩნდება ამ ფორმით და მასშტაბებით ჩატარებული სპეცოპერაციების აუცილებლობასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. კითხვის ნიშნები ჩნდება ჩხრეკის განჩინების დასაბუთებულობასთან დაკავშირებითაც, რომელიც კლუბების ტერიტორიაზე ზოგადი, არაინდივიდულიზებული ხასიათის ჩხრეკისა და ადამიანების ფართე ჯგუფის უფლებების შეზღუდვის თანმდევ მაღალ რისკებს შეიცავდა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერები მოვუწოდებთ სახელმწიფოს:

დაუყოვნებლივ დადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირების სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დაგეგმა და განახორციელა ძალის დემონსტრირებაზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებების აშკარა და უხეში უგულებელყოფით ჩატარებული საპოლიციო ოპერაცია;საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება შეკრების მონაწილეების სავარაუდო უკნონო დაკავების, პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებისა და მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლის ფაქტებზე;სასამართლომ დაკავებული შეკრების მონაწილეების საქმეების განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და შეკრების თავისუფლების სტანდარტების განუხრელი დაცვით უზრუნველყოს;მთავრობამ სათანადოდ გაიაზროს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ არსებული მკაცრი პოლიტიკის მძიმე სოციალური შედეგები და რეპრესიაზე და დასჯაზე ორიენტირენული მიდგომების ნაცვლად, ის სოციალურ ზრუნვაზე ორიენტირებული გახადოს. ამასთან, ადამიანის უფლებების პატივისცემით უზრუნველყოს ნარკოტიკების რეალიზაციასთან ბრძოლა.ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვთქვამთ მზადყოფნას უფლების დარღვევის მსხვერპლებს აღმოვუჩინოთ საჭირო სამართლებრივი დახმარება. ამასთან მოვუწოდებთ მოქალაქეებს უფლების დარღვევის შემთხვევების შესახებ გაგვიზიაროთ ინფორმაცია, რაც სიტუაციის სრულყოფილი შეფასებისა და რეაგირების შესაძლებლობას მოგვცემს",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)", "ადამიანის უფლებათა სახლი", "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ