Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - რა ვითარებაა პარლამენტის წინ
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - რა ვითარებაა პარლამენტის წინ

პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი სრუ­ლად გა­და­კე­ტეს. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თეს, რომ გზის და­კა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს რუს­თა­ვე­ლის ქუჩა და­ე­კა­ვე­ბი­ნათ. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად გა­და­ი­კე­ტა. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა პო­ლი­ცი­ას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს მათი მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბის­თვის.

“ეს არის პო­ლი­ცია სწო­რი ქმე­დე­ბა და არა ის, რაც გუ­შინ ჩა­ი­დი­ნეთ. ქა­ლა­ქის ცენ­ტრი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. ის გვი­კა­ვია ჩვენ. ახლა ის დროა, მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და გაგ­ვცენ პა­სუ­ხე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და ბექა წი­ქა­რიშ­ვილ­მა.

თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი წუ­ხელ კლუბ “ბა­სი­ან­სა” და კლუბ “გა­ლე­რი­ში” ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და ითხო­ვენ ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის გა­დად­გო­მას.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შემ­დე­გი 4 მო­თხოვ­ნა აქვთ: "პირ­ვე­ლი - თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა; მე­ო­რე - გა­დად­გეს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია; მე­სა­მე - და­ი­სა­ჯოს ძა­ლა­დობ­რივ ოპე­რა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა პირი; მე­ო­თხე - დად­გეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი".

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია “თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის” ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა.

ნა­ხეთ LIVE: რა ვი­თა­რე­ბაა ამ­ჟა­მად პარ­ლა­მენ­ტთან - პირ­და­პი­რი ეთე­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - რა ვითარებაა პარლამენტის წინ

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - რა ვითარებაა პარლამენტის წინ

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტეს. აქციის ორგანიზატორებმა სამართალდამცველებს მიმართეს, რომ გზის დაკავების საშუალება მიეცათ. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს საშუალება მისცეს რუსთაველის ქუჩა დაეკავებინათ. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტა. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას მადლობა გადაუხადეს მათი მოთხოვნის შესრულებისთვის.

“ეს არის პოლიცია სწორი ქმედება და არა ის, რაც გუშინ ჩაიდინეთ. ქალაქის ცენტრი პარალიზებულია. ის გვიკავია ჩვენ. ახლა ის დროა, მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და გაგვცენ პასუხები”, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას.

აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: "პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი".

საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.

ნახეთ LIVE: რა ვითარებაა ამჟამად პარლამენტთან - პირდაპირი ეთერი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ